Page 3 of 5

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:05
by Eh_Dato
მონასტრამდე ასვლაზე ერთი საათიც არ დაგვჭირვებია, ასე რომ პირველი შესვენებაც იქვე გავაკეთეთ.

Image

საკარვე ადგილისთვის კი ძებნა დაგვჭირდა, რადგან ხეობა საკმაოდ ვიწროა და დამრეცი.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:06
by Eh_Dato
ესეც ხედი ჩვენი ბანაკიდან.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:09
by Eh_Dato
ფიჩხი ბევრი იყო. :)

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:18
by Eh_Dato
ცეცხლი 17-00-სთვის გვენთო. მადაც - საკმაოდ აღმოგვაჩნდა და ცოტა არ იყოს, შემეშინდა - მეორე დღეს მშიერი არ დავრჩენილიყავით.
ვატყობდი - არავის არაფრის ეშინოდა - არც სიცივის და არც სიბნელის. ამიტომ წინადადება შემოვიტანე, საშიში ისტორიები მოგვეყოლა, მაგრამ მაინც არაფერი გამოვიდა - ამ ისტორიებზე და მათ კომენტარებზე საკმაოდ ბევრი ვიხითხით-ვიქირქილ-ვიკისკისეთ. :D
ახალი წელს კი არ დაუგვიანია - ზუსტად 12 საათზე მოვიდა.
ჩვენც გამზადებული ვიყავით - ნიღბებით, შამფურებით (მწვადითურთ - რა თქმა უნდა), შუშხუნებით, რომელიც ლამის ხეობის მეორე ნაპირამდე აღწევდა.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:22
by Eh_Dato
ესეც პირველი სურათები ძველით ახალ წელში.

Image

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:30
by Eh_Dato
ცალკე აღნიშვნის ღირსია ვახოს შემწვარი მწვადი. როგორც იტყოდნენ ახალი ზელანდიელები - დას ისთ ფანტასთიშენ. :D
მე მალე დავიძინე, თუმცა სხვები 5 საათამდე დაბოდიალებდნენ და ტყეში მგლებს ეძებდნენ შესაშინებლად.
ამბობენ ჭარბი ალკოჰოლისგან ზოგი საკუთარ კარავს ვერ აგნებდაო. :D მაგრამ ამ ინფორმაციის არც დადასტურება შემიძლია და არც უარყოფა. :wink:
დილით კი - ცხადია - ყველაზე ძნელი კარვიდან და საძილიდან გამოძრომაა. ან რა სახალისო უნდა იყოს - გარეთ -4-5 გრადუსი იქნებოდა.
პირველი მე ავდექი და ცეცხლიც დავანთე.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:36
by Eh_Dato
საუზმის მერე სამახსოვრო ფოტოები გადავიღეთ და კარვების ასაკეცად მოვემზადეთ.

Image

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:40
by Eh_Dato
თუმცა ვიდრე დავიძრებოდეთ, ილუშას მუზა დაეტაკა და ყინულისგან ქანდაკების კეთება დაიწყო. :D
მასმედიაში ამან დიდი ინტერესი გამოიწვია. :wink: ჩხაკუნს და ზუზუნს დასასრული არ ჰქონდა.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 14:44
by Eh_Dato
ახალი წლის მოსვლასავით პუნქტუალურები არ ვიყავით, მაგრამ სერგოს მინიბასი სადაც დავიბარეთ, იქ გველოდა.

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 15:53
by Gvalva
აბა თვითონ ყინულის ფიგურა სადაა??

ჩვენ რომ ვიყავით აგერ ასეთი დავამზადეთ :)

Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 16:34
by Mrs. Robinson
Eh_Dato
მშვენიერია!
გულწრფელად მომენატრა თქვენთან ერტად ლაშქრობა....
და ისევ მადლობა გიორგი ბაგრატიონს.

Gvalva
სიმპათიურია! :roll:

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 18:15
by kopeina
ვაააა, რა კარგია...... მიხარია ძალიან თქვენ რომ გიხარიათ.......

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 21:33
by sEa
ხოო ყველაფერი კაი მარა ეს ვიღას ემალება ვინმე ხო ვერ მეტყვის??? :roll: :D
Image

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 16 იან 2007, 23:49
by popins
რა მაგრები ხართ ბავშვებოოოოოოოოოო :D :D :D

ძველი ახალი წელი ხოფას მონასტერში

Posted: 17 იან 2007, 22:29
by sEa
ერთი შეკითხვა მაქ
აი ღვთისშობლის ფრესკა რო დავდე მაღლა მაგ ფრესკის გვერდით იყო მზის ფრესკა და ვერ მივხვდი რატო? მემგონი საქართველოში მაგ დროს მზის თაყვანისმცემლობა გადავარდნილი იყო მარა მაინც ეკლესიაში რა უნდოდა?
სამწუხაროდ სურათის გადაღება დამავიწყდა :(