ტაო-კლარჯეთი - 2006.

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
navigator
იეტი
Posts: 3171
Joined: 15 აპრ 2005, 19:08
Location: karavi.ge
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by navigator » 07 ივლ 2006, 22:09

უცნაურია დაპოსტვისას ეს დამიწერა

Code: Select all

Failed sending email :: PHP :: 

DEBUG MODE

Line : 234
File : emailer.php
აცხა ღორებო Image

User avatar
Giorgi Bagrationi
მაწანწალა
Posts: 780
Joined: 12 ოქტ 2005, 22:46
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by Giorgi Bagrationi » 07 ივლ 2006, 23:23

რაც შეეხება შატბერდის სომხურ წარწერას, ამ მხარეში XVII-XIX საუკუნეებში სომხები ცხოვრობდნენ და ეს წარწერაც ამ პერიოდშია ამოჩორკნილი.

Lotosi
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 22 ივლ 2005, 16:37
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by Lotosi » 07 ივლ 2006, 23:47

guruli
archigio
გაიხარეთ!!!
საინტერესო ექსკურსია გამოგსვლიათ, მართლა მშურს :cry:

მონათხობისთვის დიდი მადლობა და სულმოუთქმელად ველი სურათებს :)

User avatar
Nino Tabutsadze
ბილიკზე მოარული
Posts: 24
Joined: 17 მაი 2006, 14:41
Location: Tbilisi
Contact:
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by Nino Tabutsadze » 08 ივლ 2006, 00:43

Fotoebi mindaaaaa
magrad mainteresebs, magari dro gitarebiat:) ar mshurs, mets tsaval:D
fotoebi mainteresebs magrad, gansakutrebit jojoketis kanionis!!!! magari ramea!
chemtan agar tsers kartuli asoebit:(
Мымра!!!

archigio
ასფალტზე მოარული
Posts: 10
Joined: 14 მარ 2006, 11:50
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by archigio » 08 ივლ 2006, 01:45

amuri რა ხდება იცი ! ძალიან ცოტა დრო გვქონდა იმისათვის რომ იქაური ქართველების ტრადიციებში და სულში ჩაგვეხედა! თუმცა პირველი შთაბეჭდილება მაინც ისეთი დამრჩა რომ მათ მართლა გულით უნდათ ქართველობა, რომ მართლა საერთო ტკივილი გაგვაჩნია და მართლა მისტირიან წარსულს. მაგრამ ყველას (ალბათ როგორც ჩვენც) კარგათ გააზრებული აქვთ ის რომ "ის" აღარასოდეს იქნება. ტრადიციებს რაც შეეხება მე და გურულმა დავადგინეთ რომ აგვისტოდან თითქმის მთელი თვე სხვადასხვე ქართულ სოფლებში ფესტივალები ტარდება (დაპატიჟებულებიც კი ვართ და იმედია მოვახერხებთ) და ტრადიციების ნახვა გაზიარება ამ პერიოდში უფრო შეიძლება. ასე ძნელია! ერთია ქართული ენა არ დაუკარგავთ და ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. მეორე რომ ეკითხები ვინა ხარო---- გურჯივარ მეცო! და ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია!!!!!1 ეხ ვენაცვალე !!! ხო შეიძლებოდა ჩემი ბაბუის ბაბუასაც იქ ეცხოვრა და დღეს მეც ესე ვიქნებოდი!!! ამის გაფიქრებაზე ცუდი შეგრძნება მეუფლება!

ასე არ მტკიოდა აქამდე და მიხარია დღეს რომ მტკივა!!!!!

ნინო იძახი მეც წავალო და როცა დააპირებ მითხარი მეც რა!!! აუცილებლად დაგემგზავრები!!!!!

User avatar
nutsa_pepsi
ბილიკზე მოარული
Posts: 33
Joined: 18 აგვ 2005, 18:21
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by nutsa_pepsi » 09 ივლ 2006, 16:33

გაიხარეთ,რა მაგარი დრო გიტარებიათ.მეც ვაპირებდი წამოსვლას მაგრამ პასპორტის არქონამ შემიშალა ხელი :( ეხლა კიდევ უფრო მომინდა ტაოში წასვლა. ხალხური სიმღერები გიმღერიათ გენაცვალეთ თქვენ სულში :) იმედი მაქვს ამის მერე მეც ვიმღერებ და ვიტირებ თქვენთან ერთად :oops:
გაიხარეთ!

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by lama » 09 ივლ 2006, 18:01

guruli
ფოტოებს და კურიოზებს ველი დიიდის მოლოდინით იქნება დაპოსტო ანდაც ახალი თემა გახსნა სათაურით "უნებლიე ევაკუაციდან გველის ნაკბენამდე" :lol: :lol: :lol: :lol:
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
lama
იეტი
Posts: 12572
Joined: 03 მაი 2004, 13:46
Location: ისნის კარავი
Contact:
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by lama » 09 ივლ 2006, 18:02

nutsa_pepsi
ჯოჯოხეთის კანიონი იყო რაღაც სასწაული და ფანტასტიური!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
www.toba.ge
დატოვე შენი კვალი საქართველოში

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by guruli » 09 ივლ 2006, 18:11

ხალხნო, მე დღეს დავბრუნდი თბილისში გურიიდან და მარტო archigio რომ არ დაბომბოთ კითხვებით, პასუხებში მეც შევეშველები. :lol:
archigio, არტანუჯი მართლა გამომრჩა და სორი!!! :cry:
ნიკა, ოსმანას საქციელი იმდენად კარგი რამ აღმოჩნდა, რომ მეორე დღეს, როცა გაბრაზებამ გადაგვიარა, ვლოცავდით კიდეც, კიდევ კარგი, რომ გამოგვაგდო, თორემ ამდენს ვერ ვნახავდითო. :lol: იუსუფელიდან იმ ღამესვე ართვინში წავედით, მაგრამ ღამის ორ საათზე რა სასტუმროს ვიშოვიდით და ვთქვით, ბარემ არტანუჯში წავიდეთ, მაინც იქით ვართ წასასვლელიო (ვიღაცა წყალს მიჰქონდა და გზა მაინც აქეთ მქონდაო, ისე მოგვივიდა :lol: :lol: :lol: ). ყველაზე ნაყოფიერი სწორედ ის დღე აღმოჩნდა, რადგან ვნახეთ დოლისყანა, ხანძთა, ოპიზა, შატბერდი, არტანუჯის ციხე და ჯოჯოხეთის კანიონი! გიდი მეუბნებოდა, დილის 11 საათზე ხანძთაში ვიყავით, ასეთი რამ არც მე მქონია პრაქტიკაში და არც სხვებისგან გამიგონიაო. არადა, ოსმანას რომ არ გამოვეგდეთ, მეორე დილას წამოვიდოდით, ართვინში დიდი-დიდი, შუადღეზე ჩავიდოდით და სადღაც 2-3 ძეგლი გვენახა...
Giorgi Bagrationi
რაც შეეხება შატბერდის სომხურ წარწერას, ამ მხარეში XVII-XIX საუკუნეებში სომხები ცხოვრობდნენ და ეს წარწერაც ამ პერიოდშია ამოჩორკნილი.
შატბერდში ადგილობრივი ქართველი გამოვიდა, ოღონდ ქართული არ იცის. გვითხრა, ჩემი წინაპრები საქართველოდან ყირგიზეთში გადაუსახლებიათ, მაგრამ მერე, როცა აქედან სომხები გაუყრიათ, აქ ჩამოვსახლებულვართო. ამით იმის თქმა მინდა, რომ მანდ სომხები მართლა ცხოვრობდნენ.
აქ ტრადიციებზე და იმათ ქართველობაზე იკითხეს. იუსუფელის ქართველების ლაპარაკის გაგება მართლა გვიჭირდა, მურგულში კი სუფთა ქართულით საუბრობდნენ. იმ ქალაქში შესვლა საოცარი მომენტი იყო - უცებ აღმოვაჩინე, რომ ადგილობრივების ალყაში ვართ. პირველად ვერ მივხვდი, რა უნდოდა ამ ხალხს, რატომ მოდიოდნენ ჩვენსკენ გაღიმებული სახეებით... ყოველი მხრიდან მოგვაშურეს და ქუჩა უცებ გაივსო ხალხით, დიდი ხნის უნახავი ახლობლებივით გვკითხულობდნენ. აღმოჩნდა, რომ თურმე მურგული ქართველების ქალაქია. თურქები აქ ცოტანი ცხოვრობენო და გარშემო რაც სოფლებს დაინახავთ, ყველა ქართულიაო. ესენი იუსუფელის ქართველებზე მეტად ქართველობენ და იუსუფელელებს ცოტა ისეც ახსენებდნენ. იუსუფელში ყველაზე ჯიგარი და მართლა ქართველი იობი ყანთარაშვილი იყო, აქ კი ყველა გულიანი ქართველი ჩანდა.
იუსუფელში ერთმა იქაურ დღეობაზეც გვითხრა. 2 აგვისტოს ხევეკში იმართება სოფლის დღეობა, ოღონდ მაღლა მთაში, სადაც თურმე ზაფხულშიც ცივა. ღამით მანქანის ძარაზე ვშლით საწოლებსო, გვითხრეს. თურმე ხევეკელები ამ დღეობას ჭანებთან (სწორედ ასე უწოდეს, რაც ცოტა გამიკვირდა, რადგან *ჭანს* თითქმის არ იყენებენ) ერთად მართავენ. ისისნი ამ მთების გადაღმა ცხოვრობენ, ზაფხულში საძოვრებზე აქედან ჩვენ ავდივართ, იქიდან - ისინი და ერთად ვზეიმობთო. თურმე იმარტება შეჯიბრებები ფეხბურთში და სხვადასხვა რამეებში.
კიდე, 5-6 აგვისტოს იმერხევში, სოფელ უდეში იმერხევისა და შავშეთის ქართველობის ფოლკლორული ფესტივალი *სათავე* იმართება. 12-13-ში - ბაძგირეთში (თურქულად - მადენი) მარიობა ტარდება. ეს სოფელი მურგულის ზევითაა და ზუსტად არ მახსოვს, მაქაა თუ ხევეკში ხარების კორიდა. ჩვენ რომ ჩავედით, ზუსტად იმ დღეებში ართვინში იმართებოდა თურმე ფესტივალი. სადაც ბაიარ გუნდარიძესაც უმღერია და რომლის საკვანძო მომენტიც კორიდაა, მაგრამ ვერ წავედით. :(
ჩემს შთაბეჭდილებებს რაც შეეხება, ვთქვი, რომ ამ ლაშქრობამ ორმაგი გრძნობა დამიტოვა - სიხარულთან ერთად სინანულისაც. ეს სევდიანი ლაშქრობა იყო და პირადად ჩემში სწორედ ეს გრძნობა ფარავს აღტაცებას. ბანა დანგრეულია და მის სიდიადეს წარმოსახვით თუ აღიქვამ, მაგრამ ჯერ კიდევ შემორჩენილი ტაძრებიდან პირველი იშხანი ვნახეთ და პირველი ემოციაც მას უკავშირდება. ხომ შელახულია, ტაძარი თავისი სიდიადით მაინც გაოცებს, გხიბლავს, გატყვევებს... შიგ შესვლისას გამაოცა ფართმა - ესეც სიდიადის ასოციაციას აღძრავს და ამაყი ხდები, მაგრამ ავხედე გუმბათს და... ტირილი მომერია. არქიტექტურულად მშვენიერი რამეა, ფრესკების შემორჩენილია და უმშვენიერესი რამეა, მაგრამ გუმბათის რაღაც ნაწილი ჩანგრეულია... ცრემლები სწორედ ამის დანახვამ და იმის გაფიქრებამ მომგვარა, თურმე რისთვის უწვალიათ-მეთქი ჩვენს წინაპრებს, რისთვის გაუწევიათ ასეთი ტიტანური შრომა და რაოდენ უმწეონი ვართ ჩვენ, რომ ვერც ვიცავთ, ვერც ვუვლით ამ საოცრებას... მოგვიანებით უკვე შეგუებული ვიყავი ამას, მაგრამ იშხანმა, როგორც პირველმა, ძაან იმოქმედა. მერე სხვებიც ამბობდნენ, რომ შეგრძნება მათთვისაც ასეთივე მტკივნეული იყო.
Last edited by guruli on 09 ივლ 2006, 18:35, edited 1 time in total.

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by guruli » 09 ივლ 2006, 18:29

lama
guruli
ფოტოებს და კურიოზებს ველი დიიდის მოლოდინით იქნება დაპოსტო ანდაც ახალი თემა გახსნა სათაურით "უნებლიე ევაკუაციდან გველის ნაკბენამდე"
მაგაზე გაწყენინებ, ოღონდ ცოტა სხვა სათაური ექნება. თემა გაიხსნება ზოგად საუბრებში და თუ უფრო შესაფერ ადგილს მოუძებნით, გადაიტანეთ. ვფიქრობ, კარგი იქნება, ზევით წითელი ასოებით თუ გამოიტანთ, ყველამ რომ ნახოს.
P.S. ჯოჯოხეთის კანიონი კი მართლა ბუნების სასწაულია. იქ ვთქვი, მზად ვარ, ტაოს დასაბრუნებლად ბრძოლა წამოვიწყო და სწორედ ამ კანიონიდან-მეთქი. :lol:
იქაურობაზე კიდე ერთს დავამატებ - მე ყველაზე მეტად ტაო ომეწონა, რომელიც ამართლებს გამოთქმას - ბებერი ტაო. ის ყველაზე უფრო ხრიოკი და უსიცოცხლოა. სადაც ნაძვი თუ იზრდება აქა-იქ, მაგრამ მაინც დიადია, ზვიადი და ამაყი, მედიდური და გოროზი, გაყუჩებული, ამაყად რომ დაგყურებს ზევიდან. მთები საოცარ ფორმებს ქმნიან, უმეტესად კი ნემსის წვერებივით აჩორჩხლილან ცაში... ესაა ბუნებრივი თავდაცვითი ზღუდე, რომლის გადმოლახვაც შეუძლებელია. იქ მხოლოდ ხეობის შესასვლელ-გამოსასვლელის დაცვა რჩებოდა...
მურგულის ხეობა და ზოგადად კლარჯეთი ტიპური აჭარა-გურიის მხარეა - ისეთივე ფართოფოთლოვანი ტყეები, ისეთივე მცენარეულობა და რაც მთავარია, ისეთივე სახლები... ერთგან ნალიაც კი შევნიშნეთ ეზოში... სახლები ქაქც ისევეა გაბნეული მთის ფერდობებზე და არაა ერთად შეჩორჩხლილი, როგორც თურქულ სოფლებში.
ადგილობრივებზე კიდევ ეს მახსენდება - ერთმა, ტაო კი არა, საქართველოს რაცა აქვს დასაბრუნებელი, ნეტავ იმას დაიბრუნებდეს - აფხაზეთსა და ოსეთს, თორემ რა ტაოზეა ლაპარაკიო. მეორემ, ჩვენ გვიყვარს საქართველოო და როცა ამ ტემაზე საუბარი გავაგრძელეთ, ვუთხარი, მხარე დაიკარგა და ჩვენ მაინც ნუ დავკარგავთ ერთმანეთს-მეთქი. უნდა გენახათ, გაცინებული თვალები როგორ ერთბაშად დაენისლა და ჩაწყვეტილი ხმით მითხრა, აქ ჩვენ არაფრის უფლება არა გვაქვს, ერთი, მხოლოდ საქართველოში მოსვლა შეგვიძლიაო.
კიდევ, არ მავიწყდება არტანუჯელი გოლეთიანი, რომელიც მოვიდა, მოგვიკითხა, დიდხანს გვესაუბრა და გვითხრა, საქართველოში მინდა შვილების გამოგზავნა სასწავლებლად და თქვენთან უმაღლესში სწავლა ფასიანია თუ უფასო, რამდენია გადასახადიო და ასეთები... ასეთებს, ფერეიდნელების არ იყოს, სახელმწიფო რაღაცით უნდა ეხმარებოდეს...
არტანუჯშივე იქაური ბოლქვაძეც გაგვეცნო და რომ გაიგო, სატბერდში ვაპირებდით წასვლას და ციხეზე ნამყოფნი არ ვიყავით, ეგაა ქართველების ციხე და მაგის უნახავად არ წახვიდეთო, რამდენჯერმე გვითხრა.
ჰო, კიდევ - *კვირის პალიტრის* ბოლო ნომერში იმ ხათუნა შერვაშიძესთანაა პატარა ინტერვიუ, არტანუჯში ჩვენც რომ გავიცანით.

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by toga » 10 ივლ 2006, 15:19

სადაა ფოტოები რა უბედურებაა :roll: ნუ ზარმაცობთ

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by guruli » 10 ივლ 2006, 17:14

zura_wise
სადაა ფოტოები რა უბედურებაა ნუ ზარმაცობთ
დღეს გავამჟღავნე და ხვალიდან დავდებ ნელ-ნელა, რაკი დღეს სათანადო კომპიუტერი ჩემს განკარგულებაში არაა. მაგრამ ჩემი ფოტოები არ იქნება მთლად ხარისხიანი - უბრალო აპარატი მაქვს და სხვები თუ დადებენ, აჯობებს.

User avatar
Jnosy
იეტი
Posts: 1716
Joined: 31 მარ 2005, 11:53
Location: თბილისი
Contact:
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by Jnosy » 10 ივლ 2006, 19:52

fotorbi!!!

fotoebiiiiii

User avatar
toga
იეტი
Posts: 1063
Joined: 26 აპრ 2005, 17:00
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by toga » 11 ივლ 2006, 12:30

საინტერესოა ეს ყველაფერი მაგრამ სურატებს ვინ დადებს :? :roll:

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ტაო-კლარჯეთი - 2006.

Post by guruli » 11 ივლ 2006, 20:37

ტაოს რამდენიმე ფოტო, ოღონდ ხარისხზე ბოდიშს გიხდით. იმედია, მერე სხვებიც დადებენ.
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]