Page 1 of 1

გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 02 მარ 2020, 22:58
by masai11
2020 წლის უღიმღამო ზამთარი თავის ბოლო საათებს ითვლიდა. არა და რამდენი დღესაწაული აჩუქა ამ ქვეყანას - ახალი წელი ახლით, ახალი წელი ძველითო, შობის დღესაწაულიო, ნათლისღებაო, აღმოსავლური ახალი წელიც კი, იქ სიყვარულის დღეო ..... მოკლედ, უხვი იყო ზამთარი დღესაწაულებზე, მაგრამ მადლიერი მაინც არავინ დარჩა. ყველას მისი წასვლა ეჩქარებოდა, ყველას გაზაფხულის მოკეკლუცება ეჩქარებოდა, მათ შორის ძველ კარველებსაც. ალბათ.

გულის სიღრმეში დიდი ხნის ნაფიქრალი და განზრახული იყო მარტივი, ერთდღიანი და კოხტა გასვლის ორგანიზება კარავზე, მაგრამ "კანკრეტნად", "იმენნა" 29 თებერვალს გაიხსნა თემა : http://karavi.ge/viewtopic.php?f=3&p=391566#p391566 და ეუწყყათ კარავის დამთვალიერებლებს, რომ 2020 წლის 01 მარტს, კარველების მცირე, მაგრამ ფრიად მოტივირებული ჯგუფი გაეშურებოდა ყოველთვის ლამაზი და საინტერესო ადგილების დასალაშქრად.

მოკლედ, ბევრმა თუ ცოტამ დაიქადნა, დააპირა, მოინდომა, მერე გადაიფიქრა, მიტყუა თუ რა ეგ კარავმაუწყის, მაგრამ დათქმულ დროს, რესპუბლიკის მთავა "ველასიპედთან" სულ 6 ადამიანი შეიკრიბა.

1. makena
2. აცაბაცა
3. აცაბაცას +
4. ele
5. vanski
6. masai11

ავმხედრდით 2 ავტომანქანაზე დ და გავეშურეთ :)

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 03 მარ 2020, 09:05
by masai11
ვაგრძელებთ :)

პირველი რაც "დავლაშქრეთ" ეს ქალაქის გასასვლელში არსებული "სმარტის" (არც ისე)სუპერ მარკეტი იყო - წყალი, ერთჯერადობები, ხელსახოცები, სტომაქში ანაზდად ჩასამხობები .... ეს ყველაფერი მოვიმარაგეთ და განვაგრძეთ გაშურება დანიშნულების წერტილებისაკენ.

პირველი რაც უნდა გვეპოვა და გვენახა ეს ისტორიული სოფელი ნოსტეა, სააკაძის ნასახლარი.
წინ აცა მიგივძღოდა და არ გაგვჭირვებია იმის პოვნა რასაც ვეძებდით, სადაღაც 1 საათში გასვლიდან უკვე ადგილზე ვიყავით.
შთამბეჭდავია, დიდი მოურავის ტრაგიკული ისტორიის გახსენების ფონზე მით უფრო.

Image


Image
ნასახლარიდან მხოლოდ კოშკიღა დარჩა ფაქტიურად, სავარაუდოდ ისიც საბჭოთა პერიოდში რეკონსტრუირებული, თუმცა დაკვირვებული თვალის და მდიდარი წარმოსახვის მქონე კაცი (ჯანდაბას ქალიც) ცხადად წარმოიდგენს სააკაძის დროინდელ ყოფა-ცხოვრებას.
ჩვენც მივდექით-მოცდექით და წარმოვიდგინეთ სად რა უნდა ყოფილიყო .... სად უნდა დაედგა რუსუდანს თავისი "სტენკა" :)

ნასახლარის ადგილი მართლაც განსაკუთრებულია და საუცხოო ხედებიც იშლება იქიდან.

Image

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 08 მარ 2020, 21:48
by masai11
ხო, მერე იყო ცხავერისკენ გაშურების მცდელობა. თურმე ლუარსებ მეფის საზაფხულო რეზიდენცია ყოფლა იქ და საინტერესო იქნებოდა მისი ნახვა.
როგორც აღვნიშნებთ ვეცადეთ - აქედან მივუდექით, იქიდან გამოვუდექით, ხან ერთ გზას დავადექით, მერე გდავიფიქრეთ და მეორეს შევუყევით, ისევ სოფელ ნოსტეში ჩამოვბრუნდით და ადგილობრივთან შევეცადეთ გაგვერკვია ლუარსაბის "დაჩაზე" მისასველელის ამბავი.
იმ კაცმა კინაღამ შალახო იცეკვა იმდენი იქნია ხელები აქეთ-იქეთ და ბოლოს დაგვარწმუნა, რომ სხვა დროს, უფრო თბილ ამინდში და გამომშრალ, უტალახო გრუნტის გზაზე ჯობია ცხავერში ასვლა. დავუჯერეთ.

შემდეგი დანიშნულების პუნქტი "სპისოკში" რქონი იყო.
არ მეგულება კარველი რომელსაც რკონი არ ჰქონდე ნანახი... არაერთხელ.
ყოველთვის სასიამოვნია ამ ადგილზე მოხვედრა, იმ გზისი ფეხით ავლა მონატრამდე რომ მიდის.

Image

სხვათა შორის სიახლეა, აი იქ სადაც მონასტრისაკენ მიმავალი საფეხმავლო გზა იწყება, ვიღაც კომერციულად მოაზროვნე კაცმა კოტეჯები ჩადგა, მალე ეზოსაც შემოღობავს და სეზონზე გააქირავებს ამ თავის ქონებას.
რავიცი, ჯერ ვერ გადავწყვიტე კარგია ეს ყველაფერი თუ ცუდი.
თუმცა რატომ უნდა გადავწყვიტო, რა საჭუროა შეფასებები და განჯა-გამკითხვები, დაე იყოს არაც არის და როგორც არია - მივიღოთ რეალობა ისეთი როგორიც ის არის :)

მშსდმ, შევუყევით რკონისაკენ მიმავალ გზას და აქ ბუბამ გვაჩვენა კოლექტიური სელფის გადაღები მასტერკალი :)
Image

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 09 მარ 2020, 10:30
by maka3482
masai11 wrote:
03 მარ 2020, 09:05
ვაგრძელებთ :)

პირველი რაც "დავლაშქრეთ" ეს ქალაქის გასასვლელში არსებული "სმარტის" (არც ისე)სუპერ მარკეტი იყო - წყალი, ერთჯერადობები, ხელსახოცები, სტომაქში ანაზდად ჩასამხობები .... ეს ყველაფერი მოვიმარაგეთ და განვაგრძეთ გაშურება დანიშნულების წერტილებისაკენ.

პირველი რაც უნდა გვეპოვა და გვენახა ეს ისტორიული სოფელი ნოსტეა, სააკაძის ნასახლარი.
წინ აცა მიგივძღოდა და არ გაგვჭირვებია იმის პოვნა რასაც ვეძებდით, სადაღაც 1 საათში გასვლიდან უკვე ადგილზე ვიყავით.
შთამბეჭდავია, დიდი მოურავის ტრაგიკული ისტორიის გახსენების ფონზე მით უფრო.

Image


Image
ნასახლარიდან მხოლოდ კოშკიღა დარჩა ფაქტიურად, სავარაუდოდ ისიც საბჭოთა პერიოდში რეკონსტრუირებული, თუმცა დაკვირვებული თვალის და მდიდარი წარმოსახვის მქონე კაცი (ჯანდაბას ქალიც) ცხადად წარმოიდგენს სააკაძის დროინდელ ყოფა-ცხოვრებას.
ჩვენც მივდექით-მოცდექით და წარმოვიდგინეთ სად რა უნდა ყოფილიყო .... სად უნდა დაედგა რუსუდანს თავისი "სტენკა" :)

ნასახლარის ადგილი მართლაც განსაკუთრებულია და საუცხოო ხედებიც იშლება იქიდან.

Image
რამდენი ხანია არ შემოვსულვარ, მიხარია, რომ ისევ აქტიურობთ. <3

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 09 მარ 2020, 20:02
by masai11
ხო, მას შემდეგ რაც სეფი გადავიღეთ რა თქმა უნდა გზა განვაგრძეთ :mrgreen:
ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივედით მონასტერთან. ძალიან გაგვიახრდა რომ ადგილზე დაგვვხვდა.
აი ეს სიხარული, ჩვენს სახეზე აღბეჭდილი, ფაქტიურად თვალნათლივ იკითხება :)

Image


მონასტერი დაკეტილი და ცარიელი დაგვხვდა. შემოვუარეთ, დრო საკმაოდ გვქონდა, ამიტომ გულდასმით მივათვალიერ-მოვათვალიერეთ იქაურობა, კიდევ ერთხელ.

Image

ჰო და ერთმა მეტად საგულისხმო ფაქტმა მიიპყრო ჩვენი ყრურადღება - ტაძრის ქტიტორებმა, მშენებლებმა და მასში მოღვაწე ბერებმა ხომ დატოვეს თავისი კვალი საუკინეები წინ, მაგრამ არ ჩვენმა თანამედროვეებმა დააკლეს ხელი და საკუთარი, "დიდებული", " არდასავიწყები" სახელები ამოკაწრეს ტაძრის ექსტერიერ-ინტერიარზე დიიდი და მსხვილი ასოებით.
(ისემც მექავე ხელი დავწერო დიიიდი და მსხვილი ასოები არ ასცდეთ მაგ "კაიკაცობის" ჩამდენებს მეთქმი, მაგრამ ამ პაპანაქება მარხვაში მაინც თავს შევიკავებ :roll: )

სათითაოდ, გვარსახელებით, დავიმახსოვრეთ მკაწრავ-მოღვაწეები და მოგვიანებით, როცა მგზავრობითა და შთაბეჭდილებებით მოღლილები სტომაქის მოსალხენად დავესხედით გავიხსენეთ ყველანი. გავიხსენეთ და "ვადღეგრძელეთ", ლუდით.

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 14 მარ 2020, 16:41
by masai11
რკონი რომ მოვისიყვარულეთ, გეზი ახალი დანიშნულების ადგილისაკენ ავიღეთ - იკვი, შუას საუკუნეების ძალინ კოხტა და მშვენიერი, პაატარა მოკუსკუსებული ეკლესია. წმინდა გიორგის სახელობის ეს ლამაზი ტაძარი მისასვლელად არ არის რთული, მალაგი მეტაც სასიამოვნოა თვალისთვისაც და სულისთვისაც.

Image

არ ვიცი იკავმდე მოვლილი გზით დაღლილი და მიღებული შთაბეჭდილებებით გადხუნძლული ვიყავი და ეს იყო მიზეზი თუ სხვა რამ - უცებ და ერთი ნახვით რაღაც განსაკუთრებულის შთაბეჭდილება იკვმა ჩემზე არ მოახდინა.
კარგად და გულდასმით კი ვათვალიერეთ ყველამ, ტაძარში დატოვებული სანთებიც დავანთეთ და საკმეველიც კი დავაკმიეთ, თითქოს და ჩვენი ჭკუით ცოტა შევაცოცხლეთ ტაძარი :) მერე ცოტა ტაძრის წინ ჩამოვსხედით და ვიმასლააათეთ, მოვისვენეთ ასე ვთქვათ.
ჰო და, აღწერილი მოვლენებიდან 1-2 დღის შემდეგ გამიჩნდა ივკის მიმართ რაღცნაირი, უცნაური, მონატრებანარევი შეგრძნება.
აი რუსები რომ იტყვიან послевкусие. მარტო საკვებთან მიმართებაში კი არა, რომ განვავრცოთ ეს ფონემენი ყველაგან იჩენს თავს, მათ შორის ურთიერთობებში, აი იურთირთებ ადამინთან თითქოს ინტესნიური და ხალისიანი, სასიამოვნო და საინტერესო კომუნიკაცია გქონდა .... მაგრა რომ დაცილდები რაღცნაირი послевкусие გრჩება სულში, უსიმოვნო და იფიქრებ რომ აღარ გინდა ამ ადამანის ნახვაც კი თუნდაც შემთვევით.
ზოგჯერ კი პირიქითაა, შეხვდები ადამიანს, თითქოს არაფერი ისეთი არც უთქვამს, არც მოუმოქმედებია, თიითქოს არ შესახდად იყო დიდად სიტურფე და მშვენება, მაგრამ აი დაშორდები და რამოდენიმე ხნის შემდეგ, ეს ძნებალდ დასაჭერი და უმიზეზო სასიამოვნო, მონატრებანარევი განცდა გეუფლება ამ ადამიანის გახსენებაზე. მოკლედ ფსიქიკის "ტონკი" მომენტებზეა საუბარი და სწორედ ასეთი სასიამოვნო послевкусие არის ჩემთვის ივკვი :)

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 14 მარ 2020, 17:02
by masai11
Image

თქვე ჩემის 25-იანებო, ერთი სიტყვა მაინც დაწერეთ! რა იყოთ რა "გადაგაჯიშათ" ასე?
"შპიონებითივით" რომ იჭვიტებით და მერე გაქრებით უკვალოდ.

Image

Re: გაზაფხულის პირველი დღის ლაშქრობა - ნოსტე, ერთაწმინდა, რკონი, იკვი

Posted: 16 მარ 2020, 09:05
by qarsaoti
გიოოცავთ გაზაფხულს, მალე კარავის დაბიდუბიც გვექნება :)

მონატრებული ხალხის ნახვა ძალიან გამიხარდა, გამიხარდით სუყველა, მიყვარხართ გულში

ეს ჩვენი საქართველო, სააბრაგოთ სუყველგან კარგია :)

რა ლამაზ ადგილას მდგარა ციხე, მთელი ხეობა ხელისგულზეა, საიინტერესოა, ვის მიწაზე ააშენა ეს ციხე

დაკეტილი იყო?

ბუბას არ დაალევინეთ რამე?