Page 2 of 2

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 02 დეკ 2014, 23:20
by LiBrA
ფოტოებიც ვისახსოვრეთ ჩვენი ფერადი პაპასგან :)

Image

Image

Image

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 02 დეკ 2014, 23:42
by LiBrA
Image

და ექსკლუზიურად გასვლის მონაწილეებისთვის :D
ზურა, ეს ის ადგილია შენ რომ შეუყევი და სიზარმაცემ გძლია :D ირაკლის დამსახურებით, ბოლომდე ჩავყევით ბილიკს.

დიდი ქაქუცას ნაბინადარში ჩვენც ვიბინადრეთ ცოტა ხანი :)
წარმოვიდგინეთ როგორ გაათენებდა ქაქუცა ამ ადგილას ღამეებს, როგორ იცხოვრებდა, დაანთებდა ცეცხლს, გაეხვეოდა ნაბადში და დაიძინებდა.

იმედა, შეგიძლია შენი წარმოსახვებიც დაამატო, სურვილისამებრ :D

Image

Image

Image

Image

Image

და ნესტანი...კობრა...როგორ უხდება ამ ადგილს :roll:

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 02 დეკ 2014, 23:50
by LiBrA
უკანა გზაზე ვინ მოგვაწყინა :D

,,ჩეიკუნცხეთ''

Image

,,აწით პაწა''

Image

,,არიქა''

Image

©გურია და მე მონადირეს დავამატებ :lol: :lol:

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 02 დეკ 2014, 23:54
by LiBrA
ასე და ამგვარად, დღის მისია შევასრულეთ

და

დავტოვეთ ჩვენი კვალი გუდარეხში :)

Image

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 03 დეკ 2014, 00:03
by LiBrA
ასპარეზი დანარჩენებისთვის დამითმია

ფოტოებიც და შინაარსის განვრცობაც თქვენზეა.
განსაკუთრებით, ზურას ფოტოები მაინტერესებს, რა ხედებს იღებდა ასეთს, მთელი გზა ხელიდან არ გაუგდია აპარატი
:D

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 03 დეკ 2014, 00:30
by teo-
მიხერია თქვენი ერთან ნახვა :*

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 03 დეკ 2014, 03:37
by ninia
რა კარგი რეპორტაჟებია?! :) თეო :) :*
ბიჭებო და გოგოებო მეც შემოგიერთდებით შთაბეჭდილებების გაზიარებაში :)
კარვულ ლაშქრობას მონატრებული, ამჯერადაც მთელი ღამე სიხარულით და გულისფანცქალით ველოდი გათენებას :) გამთენიისას ჩაძინებულს მართალია დროულად აღარ გამეღვიძა და დამაგვიანდა კიდეც დათქმულ ადგილზე მისვლა, მაგრამ ამასობაში სანოვაგე მოიმარაგეს ჩვენმა ყოჩაღმა თანამოლაშქრეებმა.
სამარშრუტოთი გავუდექით გზას :) თავდაპირველად იყო ძილ-ღვიძილის მონაცვლეობა, შემდეგ სიცილ-კისკისმა მე ხომ არ ჩამოვრჩებიო და ბიჭბის გემრიელ ანეგდოტებს აჰყვა. ამასობაში მივადექით კიდეც გუდარეხისკენ მიმავალ გზასაც. ტრანსპორტის გაჩერებისთანავე უცებ გავიფანტეთ. არ ველოდით ისეთ სუსხს, როგორიც დაგვხვდა, მაგრამ რა დროს სუსხიაო (მოუკვდა პატრონი) და გავუყევით დათოვლილ გზას. გვინდოდა შემოდგომა გაგვეცილებინა, მაგრამ ზამთარსაც მოვნატრებივართ, გულმა ვეღარ გაუძლო და ისიც იქ დაგვხვდა :D ლიბრა როგორც წერდა კოშკი ჩვენი პირველი სამიზნე იყო და ცოტა არ იყოს კოშკამდე გზა კი გვეგრძელა. თუმცა ჩვენი გვრიტების ყურებით (თანაც მრავლად გვყავდნენ), ერთმანეთთან ჭუკჭუკით, ხტუნვა-ხტუნვით და გული რომ ვიჯერე ზუსტად იმ სირბილით ძალიან მეგემრიელა განვლილი გზა. კოშკიდან სამშვიდობოს ვართო და ამაყად გავუყევით ბილიკებს, სადაცაა მივალთო ვფიქრობდით, მაგრამ არც მასე ყოფილა საქმე :) გზად იქაური მამაო შეგხვდა, შეიძლება მორჩილი, ზუსტად არ ვიცი და შეგვიძღვა მონასტერში. ის რომ არა დაკეტილი დაგვხვდებოდა და მხოლოდ გარედან შევავლებდით თვალს. მოვილოცეთ, დავათვალიერეთ იქაურობა და შეძლებისდაგვარად ვიგალობეთ კიდეც :) მალევე დავადექით უკანა გზას, რადგან დაღამებამდე დიდი დრო აღარ რჩებოდა. იქვე მონასტრის მახლობლად თოვლის პაპა წამოვჭიმეთ, ასვლისას აგორებული თოვლით :) შევკაზმ-შევალამაზეთ და შემდეგ კმაყოფილმა ფოტოსესიობაზეც აღარ გვითხრა უარი :D ამასობაში ძირითად ჯგუფს ჩამოვრჩით. დაღმართებზე სულ სირბილ-სირბილით ჩავდიოდით ან ალბათ ფრენა-ფრენითაც შეეფერება :D შემდეგ უი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ნაბინადარიო და მიველ ვნახეთ ქვაბული :) თოვლზე კვალი გამოქვაბულამდე წყდებოდა, მაგრამ ირაკლიმ აბა ცოტას კიდევ გავუყვებიო და კი გაგვეშალა თვალწინ იმხელა გამოქვაბული. მშვენიერ ადგილას კი აფარებდა თავს ქაქუცა. იქ სადაც არც წვიმა შეგაწუხებს, არც ქარი. გაჰყურებ ტყეს და მყუდროებას მხოლოდ მდინარის ხმაური არღვევს. იყო ცოტა ხნით სრული სიჩუმე და იმ დროს ალბათ ბიჭებმაც ჩოლოყაშვილებად იგრძნეს თავი :) მერე შემოვსხედით მორზე და კიტრის მწნილის ჭახაჭუხით ავახმაურეთ იქაურობა :D დრო ისე მიიპარებოდა ვერც გავიგეთ. უცებ წამოვცვივდით და ჩქარი ნაბიჯით გავუდექით გზას თანამოლაშქრეებისკენ. უკვე რომ ვუახლოვდებოდით მივხვდით რომ სასაყვედუროდ გვქონდა საქმე დაგვიანების გამო. აბა რა მოვიფიქროთო და მოდი რა ფეხი გეღრძოსო. კარგი ვიღრძობთქო :D ესე კოჭლობით, ირაკლის და იმედაზე ჩაბღაუჭებული მივათრევდი ნაღრძობ ფეხს. არც მხიარულება მოგვკლებია. მარი კი წერდა და სპორტსმენი გურულების ფოტოებიც დაურთო :D პირველად რამდენიმე ჩვენი თანამოლაშქრის მზერა შევამჩნიე, უცებ ყველამ ყურადღება ჩვენსკენ მომართა. შეამჩნიეს რომ მძიმედ მივდიოდით. ხომ მშვიდობააო გადმოგვძახეს შორიახლოს მისულებს. არც დავეთანხმეთ არც უარვყავით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით მით უფრო კარგად ვხედავდით მათ შეწუხებულ სახეებს. რა მოხდა? რა მოგივიდაო მკითხეს. ერთი კი უპასუხეს ბიჭებმა ფეხი იღრძოო, მაგრამ დიდხნს ვეღარ გავუძელი ამ გაოცებულ სახეებს და გავირბინე, არაფერიც არ მჭირსთქო :) მაინც ვერ ვიჯერებდით, შენ ფეხს არ იღრძობდიო :D ესე გადავავიწყეთ დაგვიანებისთვის მისაღები საყვედურები. მოშიებულზე გემრიელადაც ვივახშმეთ და კვლავ გზა განვაგრძეთ. ბინდდებოდა უკვე რომ აი ეს ჩემთვის ულამაზესი ხე შევნიშნე :)

Image

ტრანსპორტამდეც და უკვე თბილისისკენ მომავლებმაც სულ ღიღინ-ღიღინით განვაგრძეთ გზა! აჰა ესეც ლხინი აქა :!:

ზამთრის მიგებება გუდარეხში 30.11.2014

Posted: 07 დეკ 2014, 18:45
by Ketevan Guliashvili
რა კარგი მონათხრობებია გოგოებო!
ორ სიტყვას მეც დავწერ:
გუდარეხის სამონასტრო კომპლექსი ღვთისმშობლის შობის სახელზეა აგებული. მამათა მოანსტერი სოფელშია მონასტრიდან მგონი 2 კმ-ის მანძილზე. სოფელში კოშკი დგას. კოშკიდან ალგეთის წყალსაცავზე მშვენიერი ხედი იშლება. წყალსაცავი "მოდერნისტული"ფორმისაა, მოკლაკნილი გამოშვერილობებით. მიუხედავად იმისა რომ ირგვლივ ყველაფერი თეთრ-ნაცრისფერ ნისლიანი იყო ამასაც თავისი ეშხი ჰქონდა.

მონასტერი რამოდენიმე შენობისაგან შედგება, მოანსტრისაკენ მიმავალი მოკლაკნილი ბილიკი მარრჯვნივ უხვევს და პირველად პატარა ახალ ნაგებ ეკლესიას ვხედავთ, უფრო ზეივთ კი გალავნით შემოსაზღვრული ნაგებობები ჩანს.

გალავანი "ჩამოტეხილია" და აქედან შევდივართ სამრეკლოში, რომელიც ყველაეზე ადრინდელი დღემდე შემორჩენილი სამრეკლოა საქართველოში. აქედან შევდივართ ეზოში რომლის შუაგულშიც ტაძარი დგას.

ეკლესიას რუსუდანის მეფობის დროსაა აგებული /1222-1245/ აქვე სასახლე და მარანი ყოფილა ძველად. ირგვლივ კიდევ სხვა ნაგებობები ჩანდა მაგრამ მათი დანიშნულება არ ვიცი.

მალე დაბინდდა და სწრაფად დავეშვით, უკანა გზა ისეთი გრძელი აღარ იყო:) სამარშრუტოში გიტარა და ძველი თუ თანამედროვე სიმღერა არ დაგვაკლეს .

დიდი მადლობა ორგანიზატორებს და მონაწილეებს სასიამოვნო კვირა დღისათვის:)