ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 15 აგვ 2014, 21:28

1. რეგიონი:

იმერეთი, ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი, ზემო სვანეთი

2. მარშუტის დასახელება:

თბილისი – წყალტუბო /პრომეთეს, ანუ ყუმისთავის მღვიმე სოფ. ყუმისთავში/– ცაგერი - ლენტეხი - სოფ.საყდარი - სოფ. ტვიბი - სოფ. მამი - სოფ. ჩუკული - სოფ ცანა - უშგული - იფრალი - კალა - სოფ.ხე - იფარი - ნაკიფარი - ადიში - წვირმი - მესტია - თბილისი


3. ხანგრძლივობა:

9 დღე

4. სირთულე:

ლენტეხის შემდეგ ასფალტი არაა, ალაგ-ალაგ გზა ისეა გაფუჭებული საჭეთმპყრობელისაგან ნელ და ფხიზელ სვლას მოითხოვს.

აუცილებლად დავწერ საწვავზე. ლენტეხში ერთადერთი ბენზინგასამართი სადგურია, დიზელი არ აქვთ. დიზელს სოფლებშიც შეიძენთ თუმცა საეჭვო ხარისხისაა. ფასი 2.40


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება

კაცზე 50 ლარი საწვავი+ღამისთევა /ცანაში კაცზე 10 ლარი+ წვირმში კაცზე 10 ლარი აქ ბავშვებისა არ გამოგვართვეს+მღვიმეში შესვლის გადასახადი ზრდასრული 7 ლარი /ნავით გამოსვლის გარეშე/ + მუზეუმის გადასახადი უშგული ზრდასრული 5 ლარი, მოსწავლე 1 ლარი +მესტიის მუზეუმი ზრდასრული 5 ლარი, სკოლის მოსწავლე 0.5 ლარი

6. მონაწილეები:

ლეონტი, თამარი, ნინო, ბარბარე, ქეთი გულიაშვილი

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი

ლეონტი


8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

თბილისი-ლენტეხი-უშგული-მესტია 508 კმ.
მესტია-ზუგდიდი-თბილისი 497 კმ. იაო.

ჩვენმა სპიდომეტრმა მთლიანად გავლილი მანძილი 980 კმ აჩვენა


9. ფეხით გავლილი მანძილი:

ტვიბის თარინგზელი - ტყიანი აღმართი 1კმ ზე ოდნავ მეტი /ჯამში 2კმ/
მამის მაცხვარიში ასევე 1კმ გზაა /2კმ ჯამში/
ადიში ღვთისმშობლის სახ. ეკლესია 3 კმ /ჯამში 6/ მოვუნდით 3-4 საათს?


10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:


11. საბანაკე ადგილები:

ცაგერს რომ გავცდით მჟავე წყლის სიახლოვეს მდინარე ცხენისწყალის პირას დავბანაკდით.
ლენტეხს რომ გავცდით მდინარე ცხენისწყლის პირას


12. სასმელი წყალი მარშრუტზე:

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:

ტემპერატურა შუადღეს და ღამით მკვეთრად განსხვავდება. თუ კარავში რჩებით აუცილებლად იქონიეთ ღამით ჩასაცმელი თბილი გრძელტოტებიანი სამოსი, სვიტრი. დილით სასურველია მოკლე სახელოებიანი მაისური და რუჯის საწინააღმდეგო კრემი, ქუდი, წყლის ბოთლი. საწვიმარი.

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო

მაისის ბოლოდან - სექტემბრის ბოლომდე

15. რისკები, საფრთხეები:

მდინარის წყალში მძიმე მეტალების მინარევებია, არ ისმევა.


16. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ცანაში და უღელტეხილზე ცანადან უშგულამდე არ იჭერდა.


17. სასარგებლო საკონტაქტო ინფო

18.სასარგებლო ბმულები

მუზეუმები: http://museum.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=31
პრომეთეს მღვიმე: http://apa.gov.ge/ge/protected-areas/Na ... bis-dzegli


სვანეთში კარვული გასვლების ბმულები:

თბილისი - უშგული 2010, სოლო მოგზაურობა ფეხით (სვანეთი)
6/16.08 სვანეთობა 2010 (სვანეთი)
სვანეთი 3-8.08.10.
სვანეთი 27-30.08.09
30 ივლისი - 3 აგვისტო 2009 ჯგუფი ტუკტუკტუკ სვანეთში
უ "დონ-ლამა" ზესი - სვანეთის ტური16-20.06.09
სვანეთი 29 ივლისი - 6 აგვისტო, 2008
სვანეთობა 2008
სვანსვან :ც
თავისუფალი ხევი - სვანეტი : )
ზემო სვანეთი
ექსპედიცია ზემო სვანეთში - 02.09.07-07.09.07
ქვემო სვანეთი
სვანეთი ნაახალწლევს..2010 (სვანეთი)
სვანეთი - LIVE 23.08 - 03.09
სვანეთი.....სვანეთი....
"დიდი გასეირნება" 11-15 აპრილი 2008, იმერეთი-სვანეთი-აჭარა
სვანეთი თოვლი დაბადების დგე და მაიტა ნასოსი! : D
სვანეთიდან ბრუნდებიან!

მესტიის მუზეუმი http://museum.ge/files/broshurebi/svaneti-final.pdf
Last edited by Ketevan Guliashvili on 14 ოქტ 2014, 21:24, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by ln_ln » 16 აგვ 2014, 10:27

კაია თემა რო გახსენი ქეთ , სურათების დადებაც არ შეგეზაროთ და ეგაა
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2014, 14:16

ln_ln

ახლავე:)

დილით 10საათზე დიდუბე-სამთო ქიმიის ტერიტორიიდან გავედით. მცხეთაში ქვევრს მივუსამძიმრეთ და გზას დავადექით.

ტრასა გადატვირთული არ იყო. ტრასი ბეტონიანი მონაკვეთიდან ზველ გზაზე გდასვლისას მცირე შეფერხება იყო. რიკოთის გვირაბში გამონაბოლქვი ისეთი იყო ფანჯრები ჩავრაზედ, ნეტავ რად უნდათ ვენტილატორები გვირაბის დასაწყისში რომ დგას თუ საქმეს ვერ აკეთებს.

ქუთაისიდან განსაკუთრებული სიცხის ზონა დაიწყო. ჩვეულებრივი წყლის ყიდვა მაღაზიებში ჭირს, კოკა კოლა უხვადაა. გზად ველოსიპედისტი შემოგვხვდა რომელიც ევროპის რომლიღაც ჩრდილო ქვეყნიდან ჩინეთში მიდიოდა.

ქუთაისიდან წყალტუბოსაკენ ავუხვიეთ, რამოდენიმე ადგილას გზა ისეა გაფუჭებული ეჭვი შევიტანეთ იყო კი ე ძირითადი გზა და ადგილობერივებს დავეკითხეთ. ცოტა ხანში გამოჩნდა აბრა რომელიც პრომეთეს მღვიმის სიახლოვეს გვაწყობინებდა, გადავწყვიტეთ შEგვევლო.

მღვიმეში ზამტარ-ზაფხულ მდგრადი 14 გრადუსი ცელსიუსით ტემპერატურაა.
ბილეთის ფასი ზრდასრულზე 7 ლარი იყო. გვთხოვეს მოგვეცადა რომ ჯგუფი შემდგარიყო, ამასობაში იქვე მდებარე ფოტოგამოფენა დავათვალიერეთ. ხალხი7-10 წუთში შეგროვდა. კიბით მღვიმის შესასვლელისაკენ ჩავეშვით.

ცოტა ხანში სასიამოვნო სიგრილეში მივაბიჟებდით კლასიკური მუსიკის თანხლებით.
თავი მშობლიურ ოპერის თეატრში მეგონა. ზოგიერთი მონაკვეთი ორღანს ჰგავდა, ზოგან პატარა გნომების მაგვარი ქვები იყო და გრიგის ნაწარმოები გამახსენდა.

https://www.youtube.com/watch?v=hqxTzUBpjUc

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2014, 14:17

Image

თამარია ფოტოზე

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 16 აგვ 2014, 14:28

მღვიმიდან გამოსვლის ორი ვარიანტი იყო, ერთი ნავით /მახსოვდა გოგოები წერდნენ ძალიან მოკლე მონაკვეთია და ვერც ასწრებ აღიქვაო. ამიტომ გვირაბით გამოსვლა გადავწყვიტეთ. ეს ვარიანტი კი მეტად პროზაული აღმოჩნდა და აი რატომ. გვირაბი ხელოვნურადაა ამოთხრილი კლდელში, მავთულის ბადითაა შემოსაზღვრული და იმ სილამაზესთან რომელიც შიგნითაა იმდენად დიდი კონტრასტშია საკუთარ თავს შესაძლოა ჰკითხოთ რატომ გააკეთეთ ეკონომია.

გვირაბიდან გამოსულებს ისევე როგორც ნავით გამოსუელებს სატრანსპორტო საშუალება გველოდებოდა. იქვე სპალელოლოგები დავინახეთ და გავესაუბრეთ. როგორც აღმოჩნდა გვირაბი ბევრად დიდია და კიდევ უამრავი საინტერესო დარბაზია რომელიც მნახველისათვის ჯერ არაა ხელმისაწვდომი, გაჟღერდა მოსაზრებაც რომ რამოდენიმე მღვიმე შესაძლოა ერთიანდებოდეს.

პრომეთეს მღვიმე ევროპის ყველაზე გრძელ მღიმედ ითვლება. იქ ყოფნისას არ დავღლილვართ, რამოდენიმე დარბაზ თუ მიუერთდა მართლაც საინტერესო იქნება. იქ არსებული მიწისქვეშა ტბები და შიგ არეკლილი სტალაქტიდები, ნაღვენთები, პატარა ფიგურები, განათება და მუსიკა იმდენად სასიამოვნოა პირადად მეტ ხანსაც გავჩერდებოდი.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 681
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by masai11 » 20 აგვ 2014, 13:13

ვახ,
რა ლამაზი ყოფლა ეს პრომეთეს მღვიმე.

ქეთი,

ამ დროს მანქანა გაგიფუჭდათ და მაგას აკეთებდით?
თუ რატო ამოდენა პაუზა? :lol:

ისე ლაბეჭინის ეკლესია თუ ნახეთ იქ, საირმეში?

User avatar
teo-
იეტი
Posts: 5268
Joined: 19 მარ 2008, 21:06
Location: myinvari
Contact:
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by teo- » 20 აგვ 2014, 14:16

ვაა
არა ექსკურსია! Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by shoda1121 » 22 აგვ 2014, 09:32

მერე?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 09:43

masai11

სამომავლო გეგმებში თემის სათაური გაიხსენე და ეგაა პასუხი. საირმეში არ ავედით.


shoda1121

ჰო, არც მერე გვიანახავს.
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 აგვ 2014, 12:16, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 09:58

ყუმისთავიდან ზევით განვაგრძეთ სვლა. ვიწრო დაკლაკნილი გზიდან მთები მქრთალად მოჩანდა და ღრუბლებს უერთდებოდა. მანქანაში ადგილ-ადგილ მცენარის მკვერთრი "პროპანისებური" სუნი შემოდიოდა. მთიდან ჩამომავალი წყაროები, როგორც მახსოვს, ძირითადად დამშრალი იყო. ხეობა ოდნავ გაფართოვდა და გზის პირას ხავსზე მსხვილ წვეთებად ჩამომდინარე წყაროსთან გავჩერდით. ჭურჭელი რაც კი თან გვქონდა წყლით გავავესთ და საბანაკე ადგილის ძებნა დავიწყეთ, ის კი ჯიუტად არ სჩანდა. გამახსენდა თამარიჩს ერთ გასვლაში სასაფლაოზე დაბანაკება რომ მოუწია.

ცაგერს გავცდით და მჟავე წყლის ჩასახვევამდე არ მისული მდინარე ცხენისწყლის შორიახლოს დავბანაკდით. სამი კარავი მშვენივრად გაიშალა. გზის მხრიდნ მიწაყრილი თუ გორაკი გვეფარებოდა, სასმელი წყალი მომარაგებული გვქონდა, დასაბანი წყალი მდ. ცხენისწყლის წყალი იყო.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 10:07

დილით ასეთი ხედი გადაგვეშალა თვალწინ

Image

ნინუცა ბაყაყებს დასდევდა და თავკომბალებს აგროვებდა

Image

ტალახის ნიღაბი გავიკეთე ფეხზე.

ვისაუზმეთ და ცაგერში დავბრუნდით.

ბოსტნეულისა და ხილის ყიდვა გვინდოდა და ბაზარს ვეძებდით. მოედანზე ცალ-ცალკე მდგომი 2 დახლი დაგვხვდა, კახეთიდან და ქუთაისიდან ამოტანილი პროდუქტით. გაშავებულ კედლებიან ოთახზე მიგვითითეს როგორც ბაზარზე. ძროხაზე ჩამოსაკიდი ზარები, თაფლი, ყველი, პომიდორი... ადგილობრივი პროდუქტის დაგემოვნება არ გამოგვივიდა. როგორც გვითრეს ცუდი მოსავალი ჰქონიათ და გასაყიდად არ გამოაქვთ. მეორე ადამიანმა გვითხრა ერთ დღეზე ვთანხმდებით და მაშინ ვვაჭრობთო.
Last edited by Ketevan Guliashvili on 27 აგვ 2014, 10:36, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 10:08

ცაგერის მუზეუმი დაკეთილი დაგვიხვდა, კვირაა.

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 10:10

ცაგერის ღვთსიმშობლის მიძინების საკათედრო ტაძარი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 10:14

ტაზაღში მეუფე წირავდა და ჯვარზე მთხვევას მივუსწარით. ტაძარში ცნობილი ჭედური ხატია, დასავლეთის შესასვლელიდან შესულისათვის ხელმარცხნივ ახლოს ცენტრისაკენ.

აქედან მეუფის რეზიდენციაში პარაკლისზე წასვლა შემოგვთავაზეს ადგილობრივებმა.

ეს კი იქვე სასაფლაოზე არსებული სკებისა და საფლავის ქვების ფოტოებია.


Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ლეჩხუმი-ქვემო და ზემო სვანეთი 2-10.08.2014

Post by Ketevan Guliashvili » 27 აგვ 2014, 10:43

მეუფის რეზიდენციიდან მაქსიმე აღმსარებლის მამათა მონასტერში წავედით. გზიდან ხელმარცხნივ კლდეზე ოთხკუთხედი ჩამონგრეულ ჩამოღვენთილი ოთხკუთხედი სავარაუდოდ მურის ციხე რომ დავიანხეთ გადავუხვიეთ, მდინარის მეორე ნაპირზე ისევ ხელმარცხნივ ჩავუხვიეთ. მამამთა მოანსტერი - საბანელით, საკალმახეთი, სკებით, პატარა ეკლესიით, კელიებით, პომპეზურობას მოკლებულია. ეკლესიიაში სადაც ადრე მაქსიმე აღმსარებლის საფლავი იყო მინაა დაგებული რომლის ქვეშაც საკმაო სიღრმეზე საფლავის ადგილი მოსჩანს. მაქსიმე აღმსარებელი გადასვენებულია ცაგერში მგონი მეუფის რეზიდენციაში?

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]