ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 13:27

1. რეგიონი:
ხევსურეთი;

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ატაბე - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2,2 დღე;

4. სირთულე:
საშუალო;

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
25,00 ლარი;

6. მონაწილეთა რაოდენობა
17;

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
GT.ge;

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გუდანი;

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
226 კმ;

10. ფეხით გავლილი მანძილი:
28 კმ;

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ტანიეს უღელტეხილი, ტანიეს ხეობა, ტანიეს ტბა, ცხვრის ფარები;

12. საბანაკე ადგილები:
ჯობია ტბამდე დაბანაკება, იყო 1-2 ადგილას მოსწორებული მდელო;

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უღელტეხილამდე წყალი ფაფუ, მერე ბევრია;

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოსახერხებელი ფეხსაცმელი, მზისგან დამცავი საშუალებები, საწვიმარი და ფანარი;

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
21 ივნისიდან - 14 სექტემბრამდე;

16. რისკები, საფრთხეები:
უღელტეილიდან ცალი თვალით უნდა გადახედოთ ხეობას... არის საშიშროება თვალთდაბნელების და ერთი მაინც დაგრჩებათ საღი;

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება სტუმრობა:
სახინკლე მაღაროსკარში;

18. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8,9;
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 13:30

nkiviladze wrote:აქა მშვიდობა! :) როგორ ხართ ლომებო?
სურათები ავტვირთე, ლინკი ინებეთ ;)
https://www.dropbox.com/sh/8vzehze6pedt ... tRrch4tx5a
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 13:31

Anzor Mekhrishviliს ფოტოების ბმული -
http://allshares.ge/download.php?id=D3A1669584
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 13:32

Eka Sopromadzeს ფოტოების ბმული -
http://allshares.ge/download.php?id=7D4D2EBA98
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 14:12

რადგან ემოციებით ჯერ კიდევ დაღლილი ვარ, "მოკლედ" დავწერ ამ გასვლის შესახებ.

იდეის ავტორი nkiviladze და nagli;
იდეა მოიწონეს და დაეთანხმენ:
1. GT.ge
2. ანასტასია მარღანია
3. მარიამ უფლისაშვილი
4. Anzor Mekhrishvili
5. tsqnafunia +
6. თამი
7. KSOVRELI
8. ნინო კივილაძე
9. ია ფერაძე
10. Ledi
11. ნინო კივილაძე + (ჩარლი)
12. ნინო კივილაძე + (იაგო)
13. ეკა სოფრომაძე
14. tsqnafunia
15. ეკა სოფრომაძე +
16. შალვა
17. nagli

დიდუბიდან გავედით პარასკევ საღამოს 21:16 სთზე.
ატაბეში კარვები გავშალეთ და დავბინავდით 00:47 სთზე ვარსკვლავებით მოჭედილი ცის ქვეშ.
ღამე კაცურად იწვიმა და დილითაც აგრძელებდა ჟინჟვლას...
მეორე დღეს მეტ-ნაკლებად კარგად გამოძინებულებმა "გავიღვიძეთ" და დავიწყეთ ცის მიმართულებით ცქერა, ხანდახან ჭაუხებსკენაც...
ჭაუხებისკენ მოჩანდა მცირე ნათელი, რომელიც ნელინელ გაცისფერდა და გადიდდა. იმედი მოგვეცა და ავიბარგეთ... ამასობაში გაჩნდა მზეც...
დავუყევით მდინარისკენ დაღმართს... აქ შევივსეთ წყლის მარაგი (რომელსაც ვერ ნახავთ ფაქტიურად უღელტეხილამდე), გადავლახეთ "რუბიკონი" და დავიწყეთ ასასვლელი ბილიკის მოძებნა.
ვაკეზე პაწა სიარულის შემდეგ, დასალაშქრო ბილიკიც იქნა ნაპოვნი და მივადექით ძაღლებით ხვავ კომლს...
ახალგაზრდა კაცი შემოგვეგება, დაგვაკვალიანა, მცირეზე გაგვიძღვა, გაგვაცილა...
დავიწყეთ სიმაღლის აწევა ოდნავ ნიავმზის თანხლებით.
ვინც ფორმაშია, კარგა შეუბერეს... მიდიოდნენ და გზადაგზა სველ კარვებსაც აშრობდნენ. არც საჭმელი უნდოდათ, არ წყუროდათ.
ასაღები სიმაღლე ფაქტიურად რომ დაიძლია, გამოჩნდა უამრავი ნაკადული, ჩანჩქერი... ვისადილეთ.
მე, როცა უღელტეხილზე ავედი (და მე ვიყავი ბოლო), ტანიეს ხეობა ნისლში იყო გახვეული... ზემოდან საოცარი ხედი იშლებოდა კლდის და ნისლის შერწყმისა.
ვიპოზიორეთ... არწივიც (ნაღდი) დავაფასეთ და ვუჩხაკუნეთ აპარატები ყურებთან.
დავეშვით ნისლში.
მთელი გზა ბილიკი მიდის და გზის გაგნება უხილვადობაში არ გაგვჭირვებია.
ტბამდე არ მისულებს ანზორი შემოგვხდა და საბანაკე ადგილამდე მიგვაცილა (3 გზა გააკეთა, ყოჩაღ!).
ღამე ზოგმა იხვანცალა/იხალისა.. ზოგიც მაშინვე მიწვა დაღლილ-მითიშული.

კვირა დილით ავდექით 8-9 სთებზე... მზე რო კარგად ამოიწვერა, კარგა რო გამოვიძინეთ, მერე.
ტბა, შორი ხედიდან საკმაოდ ლამაზია, ნაპირიდან... ნაპირს გააჩნია.

ავიშალეთ ვისაც როგორ მოუხერხდა, ვინ როგორ განწყობაზე იყო და დავიძარით ჯგუფ-ჯგუფად (პირველი რო მივიდა, ვერ მელოდა 3-4 სთ?! სად ეჩქარებოდა? :დ)...

ამჯერადაც შუა გზაზე ნისლი წამოგვეწია... ცოტა წვიმაც.
უღელტეხილს რომ გადმოვედი, წვიმამ ქართან ერთად მოუმატა, მარა არა უხეშად... სასიამოვნოდ.
დაღმართი სველ ბალახზე ამჯერად რთული დასაძლევი არ ყოფილა, ნორმალურად ჩამოვედით 18:30 სთზე.
ძაღლებიან სახლს ამჯერადაც არ ავცდით ზოგადსაკაცობრიო პრინციპების დაღვევის შიშის გამო და წვიმაში პატრონის დახმარებით დავაღწიეთ თავი.
გზაში საზამთრომ გამჭერითო და გავჩერდით გადახურულში...
ჩამოვედით თბილისში შუქი რო ჩაქრა მთელს ქვეყანას, მაშინ.
დაკარგვა, მოტეხილობა, გაყინვა, თმების გაჩეჩვა არ ყოფილა... ე.ი. ლაშქრობამ მშვიდობით ჩაიარა. მადლობა ღმერთს, მადლობა ყველა მონაწილეს, მადლობა მძღოლს.
კარველები ფორმაში არიან და სასიამოვნოა მათი ხილვა ყველა ლაშქრობისას... სანდო, ერთგული, ჯიგარი ხალხი.
სასიამოვნოა +ების გაცნობა.
მადლობა.

მომავალ შეხვედრამდე...
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by Ledi » 29 ივლ 2014, 15:37

ვაშა!
გავშალე ფრთები :)
ფოტოები
coming soon ;)
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by Ledi » 29 ივლ 2014, 17:20

მე უღელტეხილზე ქალების პარადით დავიწყებ :)

ეს გახლავთ ჩვენი ძვირფასი უღელტეხილი, ფოტოდან თვალსა და გულს კი ახარებს, მაგრამ აბა სცადეთ და ზედ ფეხი დადგით, ნისლებს და წვიმას (ზამთარში თოვლს და ყინვას) უხვად დაგატეხთ თავს.
ოქტომბერში მახსოვს უღრუბლო ცა იყო უღელტეხილზე რომ ავედით და უსეთი ნისლი და თოვა გამოუშვა ტანიემ წინ ნაბიჯი ვეღარ გადავდგით, ეგ კი არა და დაღლილ დაქანცულებმა ჩაის ადუღებაც კი ვერ მოვასწარით ისე მოვკურცხლეთ უკან.
ახლაც ასე მოხდა, როგარც კი უღელტეხილზე ავედით ქვემოდან ნისლები აიშალნენ და თითქმის ბრმად ვიარეთ ტბამდე. არა და სამწუხაროა, ხეობა ისეთი ლამაზია, მთელი გზა გატკბობს, ნისლში სვლა ტანიესკენ გზას იდუმალს ხდის, მაგრამ სამაგიეროდ ულამაზეს ხედებს და პანორემებს გამოტოვებ.

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Ledi on 29 ივლ 2014, 21:16, edited 1 time in total.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by Ledi » 29 ივლ 2014, 17:23

ოხ ეს ცელქი ,,სელფები'' :)

Image

Image

Image

Image

Image

Image
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by Ledi » 29 ივლ 2014, 17:24

Image

Image

თუ ნისლში გზა აგებნათ არ დაიკარგებით, მაგრამ ცოტას იბოდიალებთ და გზას გაიგრძელებთ, თითქმის მთელ გზა ,,წივწივას L კაპიტანი"-ს შემდეგ მდინარეს მიუყვება, მხოლოდ ბოლო მონაკვეთი მიდიხარ გაშლილ მინდორზე, ისიც იმიტომ რომ მდინარე ნაშალი ნიადაგის გამო თანდათან მიწაში იკარგება.
ტბა ჩანს უღელტეხილიდან გარკვეულ მონაკვეთზე, შემდეგ რელიეფის გამო ვეღარ ხედავ და ბოლო მონაკვეთზე ისევ გამოჩნდება (დაახლოვებით 800 მეტრში )
ტბის შემოგარენში კლდეებიდან რამდენიმე პატარა მდინარე ჩამოდის, აქედან მხოლოდ ერთი ჩაედინება ტბაში დანარჩენები ნაშალ ნიადაგში იკარგება, ასევე უშუალოდ ტბიდან მდინარე არ გაედინება, მაგრამ ცოტა მოშორებით არის საკმაოდ დიდი მდინარე, რომელიც ჩვენის დაკვირვებით ტბის ფსკერიდან უნდა გამოდიოდეს. უფრო ქვემოთ მესაზღვრეები, რომელთაგანაც უმრავლესობას აუცილებლად გაუხარდებათ თქვენი დანახვა :)
უღელტეხილიდან ტბამდე ჩასვლას საშუალოდ 2 საათი სჭირდება, სოფლიდან უღელტეხილამდე საშუალოდ 5 საათი. უკან დაბრუნებისას ტბიდან უღელტეხილზე ასვლას 3 საათს მოვუნდით, მაგრამ მივდიოდით ნელი ტემპით, რაგდანაც უკან მომავალთ ველოდებოდით, უღელტეხილიდან სოფლამდე ჩასვლას კი 2 საათსა და 30 წუთში შეძლებთ. თუმცაღა ჯგუფის ნაწილმა ეს გზა აქ აღნიშნული დროის ნახევარში გაიარა :)
მე მაინც გირჩევთ ნუ იჩქარებთ, დატკბით ხედებით, ეკონტაქტეთ მეგობრებს , თორემ ბევრჯელ ლაშქრობიდან ისე დავბრუნეულვარ, სახეებიც კი არ დამმახსოვრებია თანამოლაშქრეების,- ეს ცუდია, გარდა ამისა მარშუტი რთულია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ :)



Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

აი ასეთი მისტიური :)

და ბოლოს თქვენს წინაშე:

მოდი, ტანია, უნდა ჩაგეხუტო
;)

Image

Image

Image

Image

...და მეორე დღეს:

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ხოლო წამოსვლისას:


Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Ledi on 29 ივლ 2014, 22:00, edited 2 times in total.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
Ledi
მაწანწალა
Posts: 628
Joined: 21 მარ 2010, 15:55
Location: ალუბლების ქუჩაზე :)
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by Ledi » 29 ივლ 2014, 17:24

კვლავ უღელტეხილზე.... ნისლი მოცურავს მთა-მთა...
უჟმური უღელტეხილი!


Image

Image

Image

Image

და ბოლოს, მე მოვუწოდებ არჩილს,- აღწეროს ჩვენი განვლილი მარშუტი, რაგანაც მთელი გზა მეჩხუბებოდა გზას რატომ ვერ იმახსოვრებ, ფოტოგრაფიული მეხსიერება საერთოდ არ გაქვსო :)
ჩვენ გვერდიგვერდ მივდიოდით, მაგრამ სულ ვკამათობდით ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით და ეს უკანასკნელი ყოველთვის მართალი აღმოჩნდებოდა ხოლმე.
ასე, რომ ახლა კეთილი ინებე და ორიოდ სიტყვით გამობრძანდი
აბა მომავალ ტანიემდე.
:)
Last edited by Ledi on 29 ივლ 2014, 22:09, edited 3 times in total.
ჩემი ცხოვრება შესდგება ბევრი ტკბილეულისგან! ;)

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 18:14

Ledi wrote:მე უღელტეხილზე ქალების პარადით დავიწყებ :)
ყოჩაღ ლედი!
მიბაძეთ! :)

საჯარო, კარვული მადლობა უღელტეხირულ შოკოლადის ნამცხვრიზა... მომასულიერა. :მთიყვაილთაიგული:

პ.ს. აღლუმი. ;)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
tsqnafunia
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 14 ივლ 2008, 17:20
Location: skami
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by tsqnafunia » 29 ივლ 2014, 19:12

მშვენიცრად კმაყოფილი ვარ მე.
უსასტიკესად დაღლილი წავედი, ისედაც მტკიოდა ფეხები მყინვარის მერე, ვიცოდი, ძალიან გამიჭირდებოდა, მაგრამ მაინც გავრისკე. მაინტერესებდა, რა იყო ეს ტბა ამისთანა. ვიარეთ თაკარა მზეში, ბოლო აღმართი თურმე შეგვეძლო სულ არ აგვევლო და მწყემსების კარვიდან მოგვეხვია, გვერდულად წავსულიყავით ჩანჩქერისმაგვარ წყლამდე, უღელტეხილზე გავშალე ფრთები და ჩემი საფირმო "ნახტომები" არ დავიკელი, წივწივას ევერესტზე "ჭიქაც წააქცია" ხალხმა, ვისელფავეთ და ვიმხიარულეთ, მერე ურელტეხილიდან სამმა გოგომ ვიარეთ ნისლში, თავი მეგონა "ზღარბუნა ნისლში" :D თავს იმით ვიმშვიდებდით, რომ ფოტოზე მოასწრო ეკამ ზევიდან ტბისთვის გადაღება და ვიცოდით: "აქეთ კლდე, იქით კლდე, ვერ დავიკარგებით". ანტონიო ტბასთან დაგვხვდა, ჩვენი ხმა გაგეო, იქ ასევე ნისლში მისტიკურად დასეირნობდნენ ხარები და ქსოვრელი "ერთობოდა" მათი განდევნით. გათანგულები განვერთხეთ კარავში, დილით წამოვხტით, ვჭამეთ და დავბრუნდით უკან. ზევიდან მართლა ლამაზია ტბა, გულის ფორმა აქვს და ხასხასა მწვანეა. გზასი ისვე ვიპოზიორეთ და გავუყევით აღმართს უღელტეხილისკენ. გზაში მესაზღვრეები შეგხვდნენ, დაგეხმარებითო, გავიგიჟეთ თავი, ავედით უკვე, რად გვინდაო. ამასობაში ნისლში გზა აგვებნა, მე და ეკა კარგა ხანს ვეძებდით ანტონიოს, მაიას და თეთრიუსს, ისინი კი ამ დროს მოპირდაპირე მხარეს წრეებს ურტყამდნენ უღელტეხილს :D ბოლოს ვიპოვეთ ერთმანეთი, გამწარებულ გულზე დავსხედით და ვჭამეთ, მერე ხმა გავიგეთ და ის მესაზღვრეები დავინახეთ, თქვენ ერთი საათია გაგცდით, აქ რა გინდათო? - გაუკვირდათ, თურმე ტბასთან 3 კმ-ში აქვთ სასაზღვრო შტაბი და საწყლები დასარეკად ადიან უღელტეხილზე, დამეფუფქა გული, ამ სიმაღლეზე სიარული ერთი ზარის გამო :( ანტონიომ კანფეტები დაუტოვა და დავეშვით დაბლა, ნელ-ნელა მივაღწიეთ საძაღლეთს :D რა თქმა უნდა, გოგოები დავპანიკდით და ამიტომ "შორი გზა მოიარე, შინ მშვიდობით მიდიო", მოვუარეთ კარგა გვარიანი მანძილი "აუებს" და ისე ჩავაღიწეთ დაბლა, სადაც ქსოვრელი, თამი და შალვა კარგა ხნის ჩასულები დაგვხვდნენ. მძღოლიცი დიდი ხნის მოსული იყო. ნელ-ნელა მოვგროვდით, ამასობაში წვიმა დაიწყო, ჩამოაღწია ჩვენმა "ბელადმაც" და წავედით, ნუ საზამთროებზე ითქვა უკვე.
რა დამავიწყებს იმ მწარე დილას, ტასომ რომ კივილი და დატირება გამართა გიორგის "პატივსაცემად" და ჩვენს გასაღვიძებლად, არჩილის სიკეთეს, ჩემი საძილე რომ გამომართვა და ჯოხი მათხოვა, ანტონიოს თანამგზრავრობას უკანა გზაზე, სოფრომაძის ქოთქოთს.
ჰოდა, კმაყოფილი ვარ და ფრიად ნასიამოვნები. დიდი მალდობა ყველა თქვენგანს. დიდად მხატვრულად ვერ აღვწერე, სულ არ ვაპირებდი ამ არზის დაწერას, თავისით აღმომხდა და ახლა რამდენიმე ფოტოს დავდებ, ზოგი იაკომ გადამიღო, ზოგი ანტონიომ და ზოგიც ეკამ.

მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას :)
"პრიჟოკები" უღელტეხილეზე
Image

Image

მივბობღავ უღელტეხილისკენ და ფეხზე მძინავს, მაგრამ არ ვიმჩნევ :D
Image
Image
Image
Last edited by tsqnafunia on 29 ივლ 2014, 19:27, edited 1 time in total.
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს :)

User avatar
tsqnafunia
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 14 ივლ 2008, 17:20
Location: skami
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by tsqnafunia » 29 ივლ 2014, 19:18

ნუ ეს უკვე პოზიორობა მეორე დღეს ტბასთან

მე და თეთრიუსი
Image
Image
Image
Image
Image
Image
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს :)

User avatar
tsqnafunia
ბოდიალა
Posts: 177
Joined: 14 ივლ 2008, 17:20
Location: skami
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by tsqnafunia » 29 ივლ 2014, 19:24

აქ ძალიან უბედური ვარ, ფეხსაცმელმა დამტანჯა :D
Image

Image
უკანა გზაზე ანტოშკამ მართლა გამომაცოცხლა
Image

Image
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს :)

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ორდღიან ჩემტა გასვლა ტანიეზე - (25)-26-27 ივლისი

Post by GT.ge » 29 ივლ 2014, 22:38

ყოჩაღ თსქნაფუნია, კარგია, მომწონს!

როგორც მახსენდება ბუნდოვნად, სხვებსაც ეჭირათ საჩხაკუნოები... დაყარეთ ემოციები ზარმაცებო!
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]