ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 19:41

1. რეგიონი:
ნინოწმინდის რაიონი, სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი-ფარავანი-ფოკას მამათა მონასტერი - ფოკას დედათა მონასტერი-საღამოს ტბა-საღამოს დედათა მონასტერი-ახალქალაქის წმ. მთავარანგელოზ მიქაელის სახელობის მონასტერი - წალკის წყალსაცავი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
მარტივი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
თითოეულს 15 ლარი დაუჯდა.

6. მონაწილეთა რაოდენობა - 12

1. ქეთი გულიაშვილი.
2. მაშიკო ბოჭორიშვილი
3. (თვით) ელენე
4. ელენეს "+" (1)
5. ელენეს "+" (2)
6. თამი
7. masai11
8. პატაპუტინა
9 - 11 თამუნა_გუდარეხი + +
12. ლეო1



7. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ფარავნის ტბა-ფოკა სოფელი თავფარავანი და განძანი
საღამოს ტბა სოფელი განძანი და სათხე

8. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
387 კმ

9. ფეხით გავლილი მანძილი:
მცირე

10. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ფარავნის ტბა-ფოკა - მამათა და დედათა მონასტრები, მდინარე ფარავნის სათავე ფოკის მხარეს
საღამოს ტბა - ქართული ეკლესიები
ახალქალაქის წმ. გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის დედათა მონასტერი
ტურინის სუდარის ასლი.

11. საბანაკე ადგილები:
ფარავნის ტბა-ფოკა ტბის გარშემო მრავლად არის
საღამოს ტბა, ფიჭვის კორომებთან


12. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა დასახლებულ ადგილას სოფლის საერთო წყაროა, სადაც სასმელ წყალს აგროვებენ.
საღამოს ტბის წყალს სასმელადაც იყენებენ

13. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მზისაგან დამცავი კრემი, ქუდი. ზაფხულშიც კი სასურველია სათადარიგო თბილი ტანისამოსი იქონიოთ ჩანთაში.

14. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი დრო, გარდა დიდთოვლობისა

15. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
აბულის ციხე, შაორის ციხე, ხანჩალის ტბა, დუხობოროების სოფლები, განძანის, თავფარავანის ქართული ეკლესიები, ბუღდაშენის ტბა

16. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის
თევზაობა

17. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
სოფელ საღამოში :მაგთის: მცირეოდენი შეფერხება აქვს.

18. სიმაღლე ზღვის დონიდან
1800-2100ის ფარგლებში

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით


20. სასარგებლო ბმულები
ამ გასვლის დაგეგმვის თემა
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

სხვა ლაშქრობები ამ მიმართულებით:

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4754

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2391

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=2208

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=4555
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 681
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by masai11 » 23 ივლ 2014, 20:04

ჩემი ბანძი კამერით გადაღებული 2 ვიდეო :lol:

https://www.youtube.com/watch?v=p7ddDDg ... e=youtu.be


https://www.youtube.com/watch?v=6fRMimM ... e=youtu.be

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 20:45

ამ გასვლას ორი მიზანი ჰქონდა, ერთი ის რომ დაძაბული კვირისა და ცხელი თბილისური დღეებისაგან დაგვეღწია თავი და განვტვირთულიყავით. მეორე ის რომ "კარავის"ა და კარველების სახელით შეწირული ხატი ავაბრძანეთ საღამოს დედათა მონასტერში.

დილით 7:30ზე რედისონ ივერიას გვერდით მდგომ ველოსიპედთან შევიკრიბეთ და 7:43ზე ჯავახეთისაკენ დავიძარით. მანგლისით წავედით და გამო არ ვინანეთ. ლამაზი ხედები იყო და სამომავლო წასასვლელ ადგილებს ვათვალიერებდით. სამარშრუტო 2.5 სთ-ს მოუნდა მანძილის დაფარვას და 11:16 წუთზე ფარავანთან ვიყავით. პირველად მამათა მოანსტერში წირვაზე დასასწრებად გავჩერდით. მამა პაისი ჩვენს მისვლას ელოდა და წირვა ჩვენს გამო ჩვეულზე გვიან დაიწყო.

სხვა შეგრძნებაა მონასტერში წირვაზე დასწრება, სიმშვიდეა. მედავითნე წასული იყო და მე მომიწია გალობა, ხოდა მკვეთრად ვიგრძენი სხვაობა მღვდლლისა და ჩემს ნაგალობევს შორის, ის მშვიდი და სადა იყო მე კი მელოდიის გალამაზებისაკენ მიმიწევდა გული, ვფორიაქობდი. ეს ლირიკული გადახვევა.

ფარავანზე ციოდა, ქარი ტბის წყალს ათამაშებდა, ღრუბელი მზეს ეფარებბოდა. ჯგუფის ნაწილი ფოკის დედათა მოანსტერისაკენ დაიძრა, ლეო ვარჯიშით დაკავდა. ვიცოდი რომ მოძრაობდნენ მაგრამ მათი დარდი მაინც გამყვა, მოკლედ გავყინე ხალხი. ეკლესიაშიც კი ციოდა.

წირვა პირველის ნახევრისაკენ დასრულდა. ამ დროისათვის გარეთ სასიამოვნოდ თბილოდა, ერთმანეთს დედათა მონასტერთან შევხვდით. იქაური მაღაზია ცალკე უნდა აღვნიშნო. ყველაფერი ლამაზადაა შეფუთული, ფერადოვან , ნაირ-ნაირ ქაღალდში, პატარა ყუთებში. მაგრამ გემო უფრო საინტერესოა. წიწაკიანი შოკოლადი, ბეგქონდარაზე დამზადებული "ლიქიორი?", უგემრიელესი ორცხობილა, ლავანდის სურნელოვანი ტომრიკები.

სამწუხაროდ ჯავახეთი პირქუში დაგვიხვდა, ღრუბელი უხვად ირეოდა და ტბები მზის გარეშე ტალახიან წუმპეებს გავდნენ, გული დამწყდა, თამუნა გუდარეხი და მაშიკო პირველად იყვნენ აქ და მინდოა მთელი თავისი სილამაზით დანახვებოდა ჯავახეთი.

ორი საათისაკენ საღამოს დედათა მოანსტერში ვიყავით. ეკლესია რომელსაც კარაველებმა ხატი შევწირეთ ბოლომდე არაა დასრულებული. კარ-ფანჯარა და იატაკია გასაკეთებელი, ამიტომ ხატი "ზევით" მონასტერში დავაბრძანეთ.

შემდეგ ტრაპეზზე დავრჩით. მასაიმ დედებს საჩუქრად უგემრიელესი ტირამისუ ამოუტანა, /დღე კი არა გემოს ზეიმი იყო:)/ შემდეგ დედა მართას თხოვნით ყვავილების რიგი სარეველასაგან გავწმინდეთ, უჭირთ უკვე მსგავსი სამუშაოს გაკეთება. ვინ ჭურჭელი დარეცხა, ვინ გაამშრალა, ვინ ნათურა გამოცვალა.

რამოდენიმე წლის წინ აქედან თბილისისაკენ სამარშრუტოს ნაცვლად ტანკი დადიოდა, ხალხი რამოდენიმე კვირით ადრე ეწერებოდა რიგში რომ თბილისში ჩასულიყო. ადგილობრივი მოსახლეობა ქართველ მონაზვნებს არ სწყალობდა. მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ რუსულენოვანი წარწერები კვლავ საფრთხილოდ გამოიყურება. საჭიროა ჩასვლა, ქართულად საუბარი, ვფიქრობ ჯავახეთსი წასვლით ჩვენი სამოქალაქო ვალიც მოვიხადეთ.

ამის შემდეგ ახალქალაქში მეუფის რეზიდენციაში წავედით სადაც ტურინის სუდარის ზუსტი ასლი ინახება. გზად გაწვიმდა, გვიანი იყო /5 საათს რამოდენიმე წუთი ეკლდა/ ვიფიქრეთ ასე გვიან იქნებოდა კი ღია რეზიდენცია? იქ ერთ-ერთი დედა დაგვხვდა, ჯერ ეკლესია მოვილოცეთ და შემდეგ ტურინის სუდარა ვნხეთ.

ტურინში სუდარა დაკეცილ მდგომარეობაშია შენახული და 25 წელიწადში ერთხელ გამოაქვთ. ახალქალაქში სუდარის ზუსტი ფოტოპირი გაშლილია 4.5 მეტრზე და მინის ქვეშ ინახება. სუდარა მონაკვეთებში ხანძრისაგანაა დაზიანებული, თუმცა შუაგული სადაც უფლის სახე, ხელები, ზურგია შემონახულია. სიტყვები არ მყოფნის, ეს ყველამ უნდა ნახოს.

წვიმამ გადაიღო, წალკისაკენ წავედით. წყალსაცავთა, ანუ დარბეულ სანატორიუმთან გავჩერდით და წავიხემსეთ 10 : 00 ის შემდეგ თბილისში ვიყავით.

მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:10

ელე და თამუნა გუდარეხი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:10

მასაი და მაშიკო

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:11

პატაპუტინა

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:13

ფოკის დედათა მოანსტერი, დეტალი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:14

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:14

საღამოს დედათა მოანსტერი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:14

ტურინის სუდარა, დეტალი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:15

ჩვენ

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 23 ივლ 2014, 21:15

ლეო და ანატოლი მეუფის რეზიდენციის წინ.

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
tamuna_gudarexi
იეტი
Posts: 2286
Joined: 15 ივნ 2005, 15:28
Location: არსად...
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by tamuna_gudarexi » 24 ივლ 2014, 16:11

კარგი გასვლა იყო ნამდვილად, მშვენივრად დავისვენე სიმშვიდეში. თქვენი ნახვა გამიხარდა!
მართალია, ღრუბლიანი იყო ამინდი, მაგრამ ჯავახეთმა საკმარისზე მეტად მიჩვენა თავისი სილამაზე და იდუმალება, კიდევ უნდა წავიდე!
ასეთ სიცივეს კი ნამდვილად არ მოველოდი, ნამდვილი სუსხი დაგხვდა დედაქალაქის ხვატისგან გამოხიზნულებს :)

კიდევ როდის მივდივართ, დავგეგმოთ,
საღამოს დედები გველიან!
Climb the mountains and get their good tidings. Nature's peace will flow into you as sunshine flows into trees. The winds will blow their own freshness into you, and the storms their energy, while cares will drop off like autumn leaves. John Muir

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by Ketevan Guliashvili » 24 ივლ 2014, 18:24

tamuna_gudarexi
მაინც მოგეწონა? შარმიანია ჯავახეთი.

შენი სრუვილით დროს როცა გამოანხავ შეიძლება ესტუმრო, გაუხარდებათ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 681
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
ფარავნის ტბა-საღამოს ტბა და მონასტერი, ახალქალაქი 20.07.2014

Post by masai11 » 25 ივლ 2014, 11:32

ჩემი სელFი :lol:




ამ გასვლას, სხვა ყვეალფერთან ერთად, შეიძლება ეწოდოს ელექტრონული მუსიკის საღამო.
ლეო-1 დამსახურებით, მთელი ჯგუფი ჩაწვდა მუსიკის ამ მიმართულების სიფაქიზეებსა და სიხალისეებს.
წალკის ან ახალქალაქის სახით ანაკლიას სერიოზული კონკურენტი შეიძლება გაუჩნდეს :lol:
Last edited by masai11 on 18 ივნ 2019, 18:15, edited 1 time in total.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]