Page 1 of 2

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 14:06
by Tamusia
ორგანიზატორის თხოვნით ვხსნი თემას :)

1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი

2. მარშუტის დასახელება:
ჯუთა-როშკა

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე-ღამე

4. სირთულე:
რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება:
25 ლარი მგზავრობა

6. მონაწილეთა რაოდენობა:
16

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
G.T. (გიორგი თოთოსაშვილი)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი ჯუთა, სოფელი როშკა.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
ალბათ 300-350 კმ, ზუსტად არ ვიცი :)

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ამბობენ 22 კმ-ო

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ჭაუხის კლდოვანი მასივი. შეანიშნავი ხედები, კარგი ამინდის შემთხვევაში განსაკუთრებით. გზად გხვდებათ ჩანჩქერიც.

12. საბანაკე ადგილები:
ბევრია. სადაც თქვენ მოგეწონებათ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გზად მოედინება მდინარე და ნაკადულები უღელტეხილამდე. მხოლოდ უღელტეხილზე გადასვლისთვის შეგიძლიათ მოიმარაგოთ.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
სალაშქრო ფეხსაცმელი. საწვიმარი. თბილი შემოსაცმელი. ფანარი და ყველაფერი, რასაც ლაშქრობაში ატარებთ.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ივლისი და აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები:
ნაშალ ქვებზე სიარული. ცვალებადი ამინდი, რომელიც შესაძლოა იყოს მკაცრი, მიუხედავად წელიწადის დროისა.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში ინახოს. ჯუთის ტბა. აბუდელაურის ტბები.

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:
ქეიფი და დროსტარება მარშრუტის დაძლევის შემდეგ.

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
კარკუჩამდე იჭერს, მგონი ჯუთაშიც. აბუდელაურებიდან როშკისკენ მიმავალ გზაზეც იჭერს, მერეც :)

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
გადახედეთ კარავი.გე-ს საძიებელს :)

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 14:40
by Tamusia
პირველი კარვული ერთდღიანი ლაშქრობა ჯუთა-როშკის მარშრუტზე წარმატებით განხორცილედა.

მოგახსენებთ, რომ ამ ამბის გაერთდღიანება შესანიშნავი იდეაა:
ა. ატარებ მსუბუქ ზურგჩანთას;
ბ. აწყობთ მოუცლელებს

და ჩვენც შაბათ საღამოს 8 საათზე (ცოტა მეტზე) გავემგზავრეთ ჯუთისაკენ.

დავბანაკდით ქვევით, ჯუთის გადასახვევთან. დილით ასე 5.30 ზე ავიშალეთ და 6 რომ იყო დაწყებული, სამარშრუტოთი შევუყევით ჯუთისკენ. ზედმეტი ნივთები ტრანსპორტს გავატანეთ და დავიძარით.

უნდა გითხრათ, რომ მარშრუტი მონიშნულია ორფეროვანი(თეთრ-ლურჯი) ნიშნულით. ასე რომ, შეეცადეთ გზად ნიშნულები იპოვოთ და მათ მიჰყვეთ, რათა ზედმეტ სირთულეებს თავი აარიდოთ.

როდესაც უღელტეხილის ძირში მიხვალთ, უნდა იპოვოთ ბილიკი, რომელიც მარცხენა მხარეს იძებნება, ჭაუხის მასივიგან მოშორებით. ერთი სიტყვით აუყვებით ბილიკს ზევით და როდესაც ახვალთ, ქედს მარჯვნივ უნდა შეუყვეთ და მიადგებით აბუდელაურებიკენ ჩასასვლელს. აქაც ჩადის ბილიკი, ასე რომ შეეცადეთ იპოვოთ და საქმე არ გაირთულოთ.

ამინდი, როგორც თავიდანვე ვიცოდით, ღრუბლიან-პერიოდულწვიმიანი იყო, რაც დისკომფორტს დიდად არ გვიქმნიდა, პირიქით სიხეს არ შევუწუხებივართ.

სადღაც 12 საათზე ავედით უღელტეხილზე და იქ კი დაგვკრა ბედისწერის მსახვრალმა ხელმა და სეტყვიან ქარში მოგვაყოლა. ამ დროს უკვე მივაგენით ჩასასვლეს ადგილს, მაგრამ ამინდი იყო სასტაული, სეტყვა გვწკეპლავდა და ქარი გზის გაგრძელების საშუალებას არ გვაძლებდა ალბათ 10 წუთი, რომელიც უსასრულობად გვეჩვენებოდა.

ბოლოს დავიძარით ნაპოვნი ბილიკით და ჩავედით მშვიდობით ნაგრიგალარები და ტრუსიკამდე გალუმპულები :) დაღმართის ძირში მცირეოდენ პური ვჭამეთ და შთაბეჭდილებებინი გონება და სხეული ცოფსითხით გავიხურეთ.

ჯერ ასე 2 საათი იყო დაწყებული. ასე რომ დროში შესანიშნავად ჩავეტიეთ და მარშრუტის ერთდღიანობის იდეას დიდი მომავალი ვუწინასწარმეტყვლეთ.

თეთრ ტბაზე გალუმპულობის ნიადაგზე აღარ ავედით. ლურჯი და მწვანე მოვინახულეთ.

როშკიდან 5 საათზე დავიძარით მგონი.

მადლობა დედაბუნებას, რომ იგი ისეთია, როგორიც არის.

მადლობა ორგანიზატორს და ყველა მონაწილეს შესანიშნავადამიანურობიანი ამინდისათვის
:)

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 15:03
by teo-
ესეიგი მეც დავწერ 2 სიტყვას, ლაშქრობის სირთულე საკმაოდ მაღალია ამიტომ ძალიან გამოცდილების გარდა არ ვურჩევ გარისკვას, ჩვენც ჩემთხვევით გადავღით უღელტეხილიდან გზა აგვიცდა და 2 ბიჭი შეხვდა თამუსიას შემთხვევით და გვასწავლე ის გზა, 5 წუთით რო დაგვეგვიანა ვერც იმ ბიჭებს ვნახავდით ნისლიც იქვე ჩამიწვებოდა და ალბათ დღესაც იქ ვიქნებოდით))) აბა ველი ფოტოებს და იმ საინტერესო ვიდეოებს განსაკუთრებით სეტყვის და ქაბუქისდროს საცოდავად ჩაკუზულები რო ვიყავით იმის შიშIთ ქარს რო არსად გადავეგდეთ)))

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 15:37
by GT.ge
თამუსიას მადლობა თემის გახსნისთვის. :)

ე.ი. ამ მარშუტის იდეა გახმაურდა ფაცეს კარავზე არწივის მიერ... ოღონდ, არწივს დაგეგმილი აქვს ჯუთადან სხვა ხეობით ასვლა უღელტეხილზე. რადგან იმ ხეობაში არ ვყოფილვარ და რუკაზეც ვერ მოვიხიბლე იმ მარშუტის სიმარტივით, გადავწყვიტე დამეგეგმა უკე კარგად გატკეპნილი ბილიკებით გადასვლა...
აქვე მინდა მადლობა ვუთხრა არჩილ ნაგლიაშვილს. რომ არა მისი მხარდაჭერა, ალბათ ეს გასვლა ჩაიშლებოდა. ჩემი გათვლებით კი იყო შესაძლებელი ერთ დღეში მოსწრება... მარა, რადგან მარშუტზე არ ვიყავი ნამყოფი და გამოცდილი, ნამყოფი კარველები ერთხმად აღნიშნავდნენ მის ერთ დღეში გაუვლელობას, ხალხის აყოლიება გამიჭირდებიდა. მოკლედ, მადლობა ნაგლს!

დაიგეგმა, შეირჩა დღე და ამინდის პროგნოზი ბევრ ვერაფერ სახეიროს გვიქადდა...
ნაკლებად ვათვალიერებ პროგნზებს როცა მთაში მივდივარ... მარა, მეგობრების დადებული ბმულები შემომეხსნა და... მოკლედ, უამინდობისთვის ფსიქოლოგიურად მზად ვიყავი და გახსნილ თემაში ვეცადე მონაწილეებიც შემემზადებინა.

მირჩევნა ლაშქრობაში ცოტანი და გამოცდილები წავიდეთ, მეტი გადავიხადო ტრასპორტირების თანხა, ვიდრე ორი სამარშუტო და ათჯერ მეტ პრობლემებს წავაწყდე...

მოკლედ, შეიკრა საკმაოდ კარგი 16 კაციანი (ყველანი კაცები იყავით გუშინ! :D) ჯგუფი.
თავიდანვე განწყობა იყო ხალისიანი და ლაშქრობის განვალობაში სირთულეების მატების პროპორციულად იზრდებოდა...
ურელტეხილზე მცირე დროით რთული მეტეო პირობების მიუხედავად, შიში და ფისი არავის გახსენებია...
სველ ფეხებზე ეკლებივით "გვერჭობოდა" სეტყვა, მარა ვიცოდით რო მალე გადივლიდა და გვსიამოვნებდა ერთგვარი მასაჟი ქარის შეზავებით.
უღელტეხილზე ასვლის დაწყებისთანავე დაიწყო წვიმა... წვიმა + დაბალი ტემპერატურა და ხელის თითები მოგვეყინა. ხელთათმანი არც არავის გაგვხსენებია... კარგი იქნება თუ შემდეგ გასვლებში გაითალისწინებთ.

უღელტეხილიდან დავეშვით ციცაბო ნაშალ დაღმართზე... მიუხედავად იმისა რომ სალაშქრო ჯოხს ვიხმარდი, 2ჯერ წავიქეცი და ხელის თითი ოდნავ დავიზიანე... საკმაოდ სიფრთხილეა საჭირო...

პირველს გადაცილებული იყო, ყველაფერი საფრთხის შემცველი უკან გვქონდა მოტოვწბული... ტავს უფლება მივეცით და რამოდენიმე მცირე ზომის ყანწი ვკარით გაგრილებულ ორგანიზმს.

ტბები მოვინახულეთ და როშკისკენ დავეშვით...

5 სთზე ყველა მანქანასთან ვიყავით... 1 სთ სველი ტანსაცმლის, ნაცნობ-მეგობრების ნახვაში გაილია და 6ზე უკვე სახინკლისკენ მივდიოდით.
წვიმამ როშკისკენ დაშვებისასაც არ მიგვატოვა და სოფლიდანაც კი ლამაზად გაგვაცილა...

ხინკალი, ნესვი, საზამთრო და იქაც წვიმის წინწკლები... 10:45 სთზე დიდუბეში ერთმანეთს დავშორდით.

აუცილებელია ჯგუფში გზის კარგი მცოდნე... ადვილი შესაძლებელია უღელტეხილზე ჩასასვლელი ბილიკის არევა და სულ სხვა ხეობაში, სულ სხვა სირთულის და სხვა ხიფათის გადახდენა მოგიწიოთ...

უღელტეხილზე ბედად შეგვხდა როშკიდან ჯუთაში მომავალი 2 ახალგაზრდა, რომლების მოწოდებულმა ინფორმაციამ საკმაოდ გაგვიადვილა ჩამოსასვლელი ბილიკის მოძენა.

მონაწილეები:

უფლისაშვილი მარიამი
ნინო კივილაძე
მინდოზა
ბესო
Tinatin Muzashvili
ნუკა
ნინო გრიგოლაშვილი
Ledi
სანდრო
კობა
რობო
ნოდარ ივანიშვილი
თეო-
nagli
თამრიკო

ყველას დიდი მადლობა!

ერთადერთი რაც გუშინდელ ამინდს აკლდა, ეს იყო მზე... ალაგ-ალაგ რომ დაეხედა, გვესიამოვნებოდა, დიდხანს არც მოვაცდენდით.
და, რაც გუშინდელ გასვლაში ზედმეტი იყო, ეს იყო პაპიროზი. გთხოვთ, სიგარეტს მთაში წასვლისას თან ნუ იქონიებთ, აშკარად ზედმეტია. ;)

კიდევ ერთხელ მადლობა ღმერთს, ყველაფერი ასე ლამაზად, მხიარულად, მშვიდობიანად და მარტივად რომ დამთავრდა.
ისეთი შეგრძნება გვქონდა, იმ საღამოსვე მოვასწრებდით უკან გადასვლას... :lol:

ორ კაცს მუხლი ეტკინა... იმედი მაქვს მალე მოუშუშდებათ.

სასიამოვნო იყო თქვენთან გატარებული დრო... ვისურვებდი კიდე ბევრჯერ თქვენთან ერთად გალაშქრებას.

გაიხარეთ!

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 16:28
by Tamusia
მე როგორც მგონია, საითკენაც პირველად მივდიოდით, ის გზაც როშკაში ჩადიოდა, ოღონდ ტბებიდან მოშორებით, უფრო ახლოს როშკასთან.

ხელთათმანები მქონდა, მაგრამ ნაქსოვი და წურწური გამდოდა :)

მუხლები გუშინ მეც მტკიოდა, დღეს ვითომც არაფერი ყოფილა.

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 18:57
by GT.ge
Tamusia wrote:მე როგორც მგონია, საითკენაც პირველად მივდიოდით, ის გზაც როშკაში ჩადიოდა, ოღონდ ტბებიდან მოშორებით, უფრო ახლოს როშკასთან.

ხელთათმანები მქონდა, მაგრამ ნაქსოვი და წურწური გამდოდა :)

მუხლები გუშინ მეც მტკიოდა, დღეს ვითომც არაფერი ყოფილა.
ის გზაც როშკაში ჩავიდოდა (არხოტში იქიდან მოხვედრა შეუძლებელია)... მარა, როგორ ჩახვიდოდი, ეგ სხვა თემაა.
ის ორი ბიჭი მართლაც ბედად შეგხვდათ... ჩვენც გვეკარგებოდით... მოკლე არამგონია და რამდენად მარტივი ჩასასვლელი იქნებოდა, არ ვიცი.
ვიცოდით (ვიდეოში ჩანს, ნამყოფი ხარ ადრე), რომ ზემოდან ტბები უნდა გამჩენილიყო... სად მიდიოდი?! :lol: და მოგყვებოდნენ დანარჩენნიც... :lol:
სხვა დროს ცოტა მეტი სიფრთხილე...

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 19:00
by GT.ge
ფოტოებს თუ დაყრით და ორ სიტყვას შეგვაწევთ, მადლობელი დარგრჩებით.

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 19:31
by Tamusia
GT.ge

ტბები რომ უნდა გამოჩენილიყო ზევიდან მეც ვიცი. ჯერ არ მქონდა გადახედილი, ის ბიჭები რომ შეგვხვდნენ.

ჩემი პრინციპია - არ გაჩერდე. ხოდა მივდიოდი საითაც სწორი მეგონა. არასწორი აღმოჩნდა, მოვტრიალდი. ეგაა რა :)

დაკარგვით არ დაგეკარგებოდით, თქვენს გამოჩენამდე ბოლო კაცი არ მიეფარებოდა თვალს.

ხო რა ვიცი, რაცა ვარ ესა ვარ :))

პრინციპია კი არა, სხვანაირად არ შემეძლო :)

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 22:14
by nagli33
გამარჯობა

პირველ რიგში მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადაუხადო
უფლისაშვილი მარიამი
ნინო კივილაძე
მინდოზა
ბესო
Tinatin Muzashvili
ნუკა
ნინო გრიგოლაშვილი
Ledi
სანდრო
კობა
რობო
ნოდარ ივანიშვილი
თეო-
თამრიკო

გმადლიოობთ ყოჩაღები ხართ :)

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 30 ივნ 2014, 22:49
by teo-
არ გაჩერდე ეგრეც არმგონია სწორი იყოს ეგეთ ამინდში, იმ ბიჭებმაც შენიშვნა მოგვცეს გაოცდენ ამდენი ხნის ლაპარაკის მერე მეორე ჯგუფიც რო გამოჩნდა რამდენი ყოფილხართო და რა ცუდად დადიხართო, ვაღიარებ სწორი გვითხრა, თან იმ ნისლში :!:

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 01 ივლ 2014, 10:38
by GT.ge
აქვე დავწერ ჯობია და ვინმეს გამოადგება...
თავიდან მე მინდოდა კვირა დილაუთენია გასვლა თბლისიდან...
ვინაიდან და რადგანაც ხალხი დაფრთხა ერთ დღიანის გამო, მთაშენკამ მომაწოდა იდეა - საღამოს წადი, დაბანაკდი ჯუთასთან ახლოში, კვირა დილას მანქანა აგიყვანთ ჯუთაში და ა.შ.
დავუჯერე და ეგრეც გავაკეთეთ.
მარა... თბილისიდან რომ გავიდეს დილაუთენია მსგავსი მობილიზების ჯგუფი, თავისუფლად ესწრება როშკაში დღის სინათლეზე ჩასვლა.
მიზეზი...
დაბანაკება ხდება ღამე... ადგილია ქვიანი და კარვის გაშლისთვის დიდად სასურველი არა... წვები გვიან და დგები ადრე - ფაქტიურად გამოუძინებელი იწყებ ლაშქრობას.
ჯობია სახლში ადრე დაწვე... გამოიძინო თბილ კერაში და დილით ადრიანად წახვიდე სრულად მოწესრიგებული მსუბუქი ჩანთით სახლიდანვე...
7ზე გავედით ჯუთიდან და როშკაში ღიღინ-ღიღინით (არ ვიცი ჩვენს სიარულს ჩქარი თუ ეთქმოდა) ვიყავით 17 სთზე.
ე.ი. თბილისიდან რომ გახვიდე თუნდაც 7ზე (მკაცრად, ყოველგვარი გაჩერებების გარეშე!), ტბებზე ყველა ვარიანტში დღის სინათლეზე იქნები... თუნდაც მერე დაღამდეს, საცალფეხო ფეშენებელური ბილიკი ჩადის სოფელში და გზის არევა, სადმე გადაჩეხვა ფაქტიურად გამორიცხულია...
მეორედ ასე გავაკეთებ.

პ.ს. ატვირთეთ ფოტოვიდეოები და ბმულები აქ დააკოპირეთ!
+ების მასალასაც ეხება აგი.

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 01 ივლ 2014, 10:39
by GT.ge
nkiviladze wrote:დიდი მადლობა ყველა მონაწილეს, რომ ასე ვაჟკაცურად იდექით წვიმასა და სეტყვაში :) ჩემი ფოტოები და ვიდეო - რაც მოვასწარი გადაღება - ავტვირთე ერთად და გაწვდით გზავნილს:

http://allshares.ge/download.php?id=EACD800C70

P.S. ვიდეოში გამოყენებული ბარბარიზმებისთვის ვწუხვარ, ქართულს არ უხდება უცხო ჟარგონები

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 01 ივლ 2014, 10:45
by GIVARGIL
გიორგი მინდიაშვილის გადაღებული ფოტოები

http://allshares.ge/download.php?id=9B100A3299

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 01 ივლ 2014, 12:17
by teo-
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ჯუთა-ჭაუხის უღელტეხილი-როშკა 28-29.06.2014

Posted: 01 ივლ 2014, 12:17
by teo-
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image