დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 27 დეკ 2013, 22:54

ახლა, როცა ყველა ფოტოს გადავხედე და საბოლოოდ დავალაგე ყველაფერი ალბომებში,
სწორედ ახლა მინდა თემის გახსნა და კიდევ ერთხელ იმ სასიმოვნო წუთების გახსენება!

ეს იყო ყველაზე გიჟური და ექსტრემალური ტური ჩემს ცხოვრებაში!

იმდენი მოულოდნელობა, დაბრკოლება, თავგადასავალი და სიგიჟე გადაგხვდა,
ძალიანაც რომ მოინდომო - ამას ვეღარ გაიმეორებ ვერანაირად...

არც ეცადოთ იმის გამეორებას, რაც ჩვენ ჩავიდინეთ...
იმიტომ რომ მართლაც ნამდვილი სიგიჟე იყო....

:P :o :lol:

ჯგუფმაც ძალიან გაამართლა... რომ არა ძლიერი ჯგუფი - არაფერი გამოგვივიდოდა...

აი ასეთი ემოციები დაგვრჩა ამ დიდი გასეირნებიდან

და ამ ემოციებმა დაგვამეგობრა!

დღესაც ერთად ვართ!


:)

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 8231_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 6112_n.jpg

Image

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 2511_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 9417_n.jpg
Last edited by Tamari-ch. on 29 დეკ 2013, 01:31, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 27 დეკ 2013, 23:19

ფოტოები ფბ-ის ალბომებშია, გარკვეული დროის მერე ფოტოებს აღარ აჩვენებს ხოლმე ფბ-დან, ამიტომ ფოტოებს ქვემოთ დავუდებ თავის ლინკებს.
დავიწყოთ თავიდან...

ანუ გეგმიდან

1. რეგიონი:
თურქეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ერზრუმი - გორემე - ჩავუშინი - ზელვე - დერინკუიუ - იჰლარა - პოლატლი, მიდასი - ანკარა - სტამბული - ხათუსა - უნია - ტრაბზონი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
10 დღე

4. სირთულე:
საშუალოზე ცოტა რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
საშუალოდ 800 - 900 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
15 კაცი

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
.... :roll: ......

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
სულ 4300 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
სულ ალბათ 12-15 კმ-მდე

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
უჰ!
იმდენია სანახავი და იმდენი დაგვრჩა რომ.....

12. საბანაკე ადგილები:
თურქეთში საბანაკედ სპეციალური ადგილებია გამოყოფილი
ყველგან არ შეიძლება კარვის გაშლა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
მხოლოდ სუპერმარკეტებში

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ბევრი ბარგის წაღება არ ღირს, მხოლოდ ყველაზე აუცილებელი.
+ წამლები, საწვიმარი, მშრალი საკვები, ლეპტოპი, სამგზავრო ბალიში, საძილე - ეს ყველაფერი ძალიან გამოგვადგა.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
თბილი სეზონი - ზაფხული, შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
არაფერი განსაკუთრებული

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
არ ენდოთ მობილურებს - როუმინგები აფიორაა! დაგვაღალატიანა და ძალიან ცუდ დღეში ჩაგვაგდო!


20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
სასტუმროს მეპატრონეები.

21. რუკა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
Image

ესეც ჩვენი მარშრუტი.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 27 დეკ 2013, 23:33

ყველაფერი მიდიოდა გეგმის მიხედვით....
მზადება მიმდინარეობდა 2 თვის მანძილზე... და ყველაფერი კარგად იყო...
რომ არა სირიის ომი და ეს თარს-აფეთქებული რუსთავი2!
:evil:

ზუსტად წინა დღეს გადმოსცეს ტელევიზორში სირიასთან ომი იწყებაო,
ჰოდა ერთ ერთი წამომსვლელის დედას ისტერიკები დაეწყო....

ჩემი თანამშრომელი მოდიოდა შვილებით, ჰოდა
სირიის დაბომბვა იწყებაო რომ თქვეს,
იმ ბებიამ კივილი ატეხა - თითქოს ომი სირიაში კი არა კაპადოკიაში იწყებოდა!!
რა თქმა უნდა სრული სისულელე,
მაგრამ რა გინდა რომ ქნა? - სიმწრით გაკეთებული მინდობილობები წყალში ჩაგვეყარა!
ჯერ მანამდე ბავშვების მინდობილობებზე იმდენი რამე გადაგვხვდა, რომ ალბათ ერთი რომანი დაიწერებოდა...
წასვლის წინა დღეს ძლივს მოვასწარით მინდობილობის გაკეთება ნოტარიუსთან!

ახლა კი 30 აგვისტოს ღამის 12 საათზე გავდივართ, ყველა შეკრებილია
და თორმეტის ნახევარზე მირეკავს ჩემი თანამშრომელი - ოჯახში ბოროდინოს ბრძოლა მაქვსო!
თვითონ კუტუზოვად ვერ ივარგა - მართლა რამე არ მოუვიდეს დედაჩემსო!
ჰოდა გასვლამდე 30 წუთით ადრე ვგებულობთ, რომ 3 კაცი ვერ მოდის
ეს კი ჯამში - 540 დოლარია!

ანუ საერთო თანხას უცებ 540 დოლარი მოაკლდა!
რაც საბოლოოდ ჩვენი დასადები გახდებოდა!
ხალხი ისედაც შეზღუდული თანხით წამოვიდა და კიდევ ეს გვინდოდა?

:x :shock:

რას ვიზამდით - მაინც გავედით....

შესვენება ახალციხესთან საბაჟომდე
Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 0375_n.jpg
Last edited by Tamari-ch. on 31 დეკ 2013, 11:04, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 27 დეკ 2013, 23:40

საბაჟოზე გადავედით მშვიდობიანად...
გზაში დამირეკა თანამშრომელმა ათასი ბოდიშებით
ცალკე ტელეფონში ბავშვების ზლუქუნი მესმოდა...
ძალიან უნდოდათ წამოსვლა!
:(


ეჰ, რას ვიზამდით...
გზაში დავიძინეთ - გადავედით ტაოში
და გამთენიისას მივადექით ბანას....

Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 6199_n.jpg
გადავწყვიტეთ გაგვესეირნა, ბანა გვენახა და ცოტა განტვირთვაც გამოვიდოდა

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 1484_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 1003_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 2564_n.jpg
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....


User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 00:03

მერე ოშკთან ახლოს ჩავიარეთ და მოდი ბარემ ეგეც ვნახოთო!
დრო გვქონდა - ჰოდა შევიარეთ....

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 7779_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 8702_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 6796_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 9786_n.jpg


ამის შემდეგ წავედით ერზრრრრუმში!!

:twisted: :evil: :x

პ.ს.
გაგრძელება იქნება....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:14

ჩავედით ერზრუმში.....
იქ არქეოლოგიური მუზეუმი მეგულებოდა - გადავწყვიტეთ გვენახა
ჩემდა გასაოცრად შესასვლელი ბილეთი უფასო იყო...
:!:

მშვენიერი მუზეუმია და იქ მოხვერის შემთხვევაში აუცილებალდ ნახეთ....

ყველაზე მეტად ყურადღება მიიქცია ამან -

ქვევრი მუზეუმის ეზოში და ზედ ასეთი ნაცნობი და მშობლიური დამღები!
ზუსტად ასეთი დამღებია საქართველოში ქვევრებზე!

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 6398_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 2073_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 6020_n.jpg

კერამიკა, დოქები:

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 0470_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 3402_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 9804_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 7001_n.jpg
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:24

Last edited by Tamari-ch. on 29 დეკ 2013, 00:19, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:31

გული ვიჯერეთ მუზეუმით

მშვენიერი ისტორიული ექსკურსი გამოგვივიდა...

Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 8701_n.jpg

საინტერესო სტენდია ერზრუმის მუზეუმში - თურქი მოსახლეობის გენოციდის ფოტომასალა!
სომხების მიერ....
აი რეალური მიზეზი სომხების გამოყრისა თურქეთიდან

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 5526_n.jpg

Image
https://scontent-b.xx.fbcdn.net/hphotos ... 9347_n.jpg

Image

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 7374_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 8229_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 2106_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 6977_n.jpg
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:47

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 9804_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 1323_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 8152_n.jpg

ერზრუმი

Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 3331_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 5988_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 5110_n.jpg

ეზოში რომ გამოვედით მძღოლმა მითხრა, რაღაც მანქანა არ მომწონს,
მოდი ერთი პროფილაქტიკაში შევივლიო 2 წუთითო...
მივედით პროფილაქტიკაში...
ჩვენ მეორე სართულზე აგვიყვანეს - ჩაი მოგვართვეს
დაისვენეთო...

ჩვენც ვისვენებთ...
ასე დაახლოებით დილის 12 საათია...

Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 0160_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 0667_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 4491_n.jpg
Last edited by Tamari-ch. on 29 დეკ 2013, 00:22, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:51

ასე ნახევარი საათის მერე ამოდის ლურჯ-მწვანე მძღოლი ჩვენთან
და მეუბნება:

მანქანას ძრავას დგუში გაუფუჭდა და მის გაკეთებაში თურქები 2500 დოლარს მთხოვენო....
თან მანქანა რამდენიმე დღის მერე იქნებაო მზადო!!!


:shock: :shock: :shock:

ურო რომ ჩაერტყათ თავში - იმას არ ექნებოდა ასეთი ეფექტი!

:x :x :roll:

დავმუნჯდი...

აღარ ვიცოდი რა გვექნა!

ასე 5 წუთის მერე ლაპარაკის უნარი დამიბრუნდა:

მივუბრუნდი ჩვენს ბავშვებს და სიტყვასიტყვით გადავეცი ახალი ამბავი!

მძღოლმა შემოგვთავაზა - თქვენ საზღვრამდე როგორმე უკან დაგაბრუნებთ, მე დავრჩები და დაველოდებიო მანქანის გაკეთებასო...

:roll:

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 0478_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 4048_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 0786_n.jpg
Last edited by Tamari-ch. on 29 დეკ 2013, 00:23, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 28 დეკ 2013, 23:56

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 3321_n.jpg

მე თანახმა ვიყავი დაბრუნებაზე....
უცებ დავყარე ფარ-ხმალი და აი რატომ:
ვართ უცხო ქვეყენაში - ენა არ ვიცით, არც ვინმე გვეგულება რომ გვიშველოს გაჭირვებაში,
არც ამ ხალხის ნირი და ჩვევები ვიცით - ადვილად შეიძლება ჩვენი მოტყუება,
მაბარია 15 ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა!

ჰოდა მე უკან დაბრუნება ვარჩიე...

და სწორედ აქ იჩინა თავი ჩვენი ჯგუფის ბრძოლისუნარიანობამ!
ამ დაამტკიცეს ჩვენმა ბავშვებმა, რომ მაგრები იყვნენ!

კატეგორიული უარი გამომიცხადეს!
უკან არ დავბრუნდებით და ნებისმიერ ფასად კაპადოკიაში ჩავალთო!
ვერ ომმაა გაგვაჩერა, ვერ 540 დოლარიანმა დანაკლისმა
და ახლა ვერც ამ ბოროტმა სიურპრიზმა!

ერთხმად გადაწყდა, რომ ვაგრძელებთ გზას!!!!





პ.ს.
გაგრძელება იქნება.....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 01 იან 2014, 19:55

გადაწყდა რომ გავაგრძელებთ გზას...
თამაზი (მძღოლი) გამოიძახებდა მეგობრის მანქანას თბილისიდან, ბუქსირით ჩაიყვანდნენ მანქანას თბილისში და მეორე მანქანით ჩამოვიდოდა ჩვენთან პირდაპირ კაპადოკიაში.
ამას დასჭირდებოდა 3 დღე.
ჩვენ კი უნდა გაგვეგრძელებინა გზა კაპადოკიამდე
და რაიმე ტრანსპორტით უნდა ჩავსულიყავით გიორემემდე.
იმ სამ დღეში ჩვენ მოვივლიდით ფეხით სანახავ ადგილებს....
და მერე გავაგძელებდით მარშრუტს...
რეკავს თამაზი როუმინგით თბილისში - ვერ გადის!
ვრეკავთ ჩვენ - ვერც ჩვენ გავდივართ!
არ ენდოთ ამ როუმინგებს!
გვიღალატა საჭირო მომენტში!
:twisted:

მაშინ გადაწყდა, რომ თამაზი როგორმე უნდა ჩასულიყო იუსუფელში (იქ ნაცნობები ეგულებოდა) და როგორმე მივაწვდენო ხმას ჩემებსო...
ჩვენ კი როგორმე უნდა ჩავსულიყავით გიორემეში....
ეს გადაწყვეტილება მივიღეთ დაახლოებით 13 საათზე....

ახლა გვჭირდებოდა სხვა მანქანა....

თამაზის მე ადრე ცალკე მივეცი სტამბულში წასასვლელი თანხა - 800 ლირა (რომელიც ცალკე გროვდებოდა)
ეს თახნა უკან წავართვით რომ გვექირავა სხვა სამარშრუტო...
ეს უკვე იმას ნიშნავდა, რომ სტამბულში წასვლის საკითხი სათუო გახდა...
სტამბულის ფული აღარ გვქონდა!

მაგრამ ამ ეტაპზე ჯერ როგორმე უნდა ჩაგვეღწია გიორემემდე და მერე ვიფიქრებდით, როგორ წავიდოდით სტამბულში...

ვიმეორებ რომ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ 13 საათზე...
ჰოდა ზუსტად 6 საათი დავრბოდით სხვა მანქანის საძებნელად ერზრუმში....

:twisted: :evil:

ერზრუმი თბილისი არაა, ეგრევე რომ აიყვან ნებისმიერ სამარშრუტოს და ნებისმიერი მიმართულებით იქირავებ..
ერთ მძღოლს იქ 5 ზედამხედველი ჰყავს მიბმული!
ანუ 800 ლირაზე შეიძლება თანახმა ყოფილიყო მძღოლი, მაგრამ მისი უფროსი თავის წილს ითხოვდა
ეს კი იმას ნიშნავს, რომ როცა პროფილაქტიკის ადმინისტრაციასთან მივედით - 2300 ლირა მოგვთხოვეს კაპადოკიამდე!
:shock: :x
უფროსთან მიდიოდა მოლაპარაკება და არა მძღოლთან!
ერთი ერთზე ვერ ესაუბრები მძღოლს!
2300 ლირას ფეხი არ მოუცვალა შეფმა!
ამ დროს კი ჩვენ მხოლოდ 800 ლირა გვაქვს!

პროფილაქტიკიდან გავიქეცით ავტობუსების სადგურში
იქნებ იქ ვიპოვოთო თავისუფალი სამარშრუტო
იქაც ადმინისტრაციასთან მიგვიყვანეს
როგორც კი ცალკე მძღოლს დავინახავდით და გვინდოდა გასაუბრება მასთან - ეგრევე თავზე გვადგებოდა 3 კაცი!
გასაქანის საშუალება არ მოგვცეს!
თან ხვდებოდნენ რომ გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავით და მაქსიმალურს გვწუწნიდნენ!
:twisted: :twisted:
2000 ლირაზე ჩამოვიდნენ!
ფეხს არ უცვლიან!
ჭღღღრრრრრრრრ
:evil:

არადა დრო გადის... ნელ ნელა ბნელდება.
ისევ წავედით პროფილაქტიკაში - იქნებ იქ ვინმე მძღოლი მოვიდესო და გავესაუბროთო...
ისევ ძველი ბაზარი იწყება...
ისევ რეკავენ უფროსთან მოსალაპარაკებლად..
ერთი ერთზე ვერ ჩავიგდეთ ხელში ვერცერთი მძღოლი!
გოგოები დადგნენ გზის პირას და ცარიელ მანქანას რომ დაინახავდნენ, ხელის ქნევით აჩერებენ სამარშრუტოს - იქნებ ვინმე ვიპოვოთო!
- კაი სანახავები ვიყავით!
:P

გამოსავალი არ ჩანს!
უკვე 17 საათია!!!
წუპაკი ხალხი ცხოვრობს ერზრუმში
ხვდებიან რომ სხვა გზა არ გვაქვს და 2000 ლირაზე შეჯდნენ!

ისევ წავედით ავტობუსების სადგურში
იქნებ სარეისოს გავყვეთო
მივედით და ბილეთები აღარაა! არადა ცოტა ხნის წინ იყო ბილეთები კაიზერამდე!!!
:twisted: :x

გავგიჟდით! სიმწრისგან აღარ ვიცოდით რა გვექნა! ყველა ცალ ცალკე დარბის და ცდილობს ვინმე ან რამე იპოვოს...
გამოსავალი არ ჩანს!

უცებ რაღაც სამარშრუტო დავინახეთ იცლებოდა სადგურთან
ვეცით...
დავუწყეთ ხვეწნა - მუდარა
კაი ბიჭები გამოდგნენ მძღოლები
იუსუფელიდან იყვნენ - შევეცოდეთ ადამიანურად
- ჩვენ არ გვაქვს ლიცენზია გიორემემდე, მაგრამ ჩვენს მეგობარს დავურეკავთო...
ურეკავენ და მგონი 1400 ლირაზე დავითანხმეთ....
ეტყობა სადგურშიც დალანდეს რომ ვიპოვეთ მანქანა და უცებ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს 1400 ლირაზე დათანხმდნენ!
შალვამ იპოვა ეს ვარიანტი - 1400 ლირაზე თანახმა არიანო!
იუსუფელელებს მადლობა ვუთხარით, მოვუბოდიშეთ შეწუხების გამო, მანქანის ლოდინს გვერჩივნა აგერ გამზადებული მანქანით წავსულიყავით...

ბოლო ბოლო 1400 ლირაზე შევჯერდით!
800 ლირას დავამატეთ თანხა - ავკრიბეთ ისევ - სხვა გზა არ იყო!

ამ დროს მოდის ვიღაც ჟილეტიანი ტიპი, უფროსი და მეუბნება ფული მომეცითო
ფული დავანახე და ვუთხარი, სანამ მანქანა არ მოვა - ფულს არ მოგცემთ თქო....
მაგათი ნირი და ეშმაკობები უკვე შევისწავლეთ!

ვზივართ ველოდებით მანქანას
და ამ დროს უკვე 18 საათია!!!!!


:twisted:

გადმოვყარეთ ბარგი ჩვენი მანქანიდან....

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 8089_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 0523_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 9232_n.jpg

აი ეს ჟილეტიანი ტიპი გვაბოლებდა...

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 0035_n.jpg

შალვა გამარჯვებული სახით - სწორედ მან იპოვა მანქანა!
Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 6483_n.jpg
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 01 იან 2014, 20:19

ველოდებით მანქანას

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 7376_n.jpg

ლოლიკა მაინც მაგარ განწყობაზეა და იღიმის!
Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 3836_n.jpg

ეს ის ჩვენი "მხსნელი" თუ "დამბოლველი"?
:P :?
Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 8051_n.jpg

ყველაზე სასაცილო კი ის იყო, რომ თამაზი უკვე წავიდა იუსუფელში,
ჩვენ ვყრივართ ბარგიანა პირდაპირ ქუჩაში
და მანქანა კი არ ჩანს!
და რომ არ მოვიდეს საერთოდ, მერე რას ვშვრებით?

:evil: :roll:

თეოს თავი ასტკივდა ამდენი ნერვიულობისგან...
Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 5539_n.jpg

სადაა ბოშო მანქანა?
:?
იმ ტიპს თვალს არ ვაცილებთ და ხელს არ ვუშვებთ...

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 0747_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 7432_n.jpg

თათა გდია პირდაპირ ჩანთებზე
ლაპარაკის თავიც აღარ აქვს!
რავარია 6 საათი ნერვიულობა???


Image
https://scontent-b.xx.fbcdn.net/hphotos ... 0364_n.jpg

ნეტა ეს ბაბოები რას ფიქრობდნენ - ჩვენ როცა გვიყურებდნენ?
:lol: :lol:
Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 9976_n.jpg
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
დიიდი გასეირნება კაპადოკიაში და არა მარტო...30.08.-9.09.2013

Post by Tamari-ch. » 01 იან 2014, 20:30

როგორც იქნა მოიდა სამარშრუტო!
და შვებით ამოვისუნქეთ!
იმ ტიპს მივეცით თავისი ფული და ჩავბარგდით!

გადასარევ ხასიათზე დავდექით!
გადაღლა საერთოდ გაქრა ამდენი სიხარულისგან

როგორც იქნა გავაღწიეთ ერზრუმის თარსი ბერმუდის სამკუთხედიდან!


Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 1333_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 9122_n.jpg

სამარშრუტო იყო "სუპერ-პუპერ" თანამედროვე!!!
მარა რად გინდა?!
ორი მძღოლიდან არცერთმა არ იცოდა ინგლისური!
ჩვენ კი თურქული არ ვიცოდით!
ჰოდა კი მივდიოდით, მარა იმედი გვქონდა რომ იცოდნენ ტიპებმა, საითაც მივდიოდით

:P :lol:

Image
https://fbcdn-sphotos-a-a.akamaihd.net/ ... 7678_n.jpg
Image

Image
https://fbcdn-sphotos-d-a.akamaihd.net/ ... 7374_n.jpg

დაღლილობისგან დაშტერებული ხალხი
Image
https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/ ... 7264_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 9529_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-f-a.akamaihd.net/ ... 3873_n.jpg

ნინია გაითიშა
Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 0973_n.jpg

ბარგი თავზე გვეყარა!
Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 7870_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-e-a.akamaihd.net/ ... 8607_n.jpg

მაინც მაგრად ვართ!
Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 5706_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-b-a.akamaihd.net/ ... 7804_n.jpg

ვმაიმუნობთ კიდეცა!
Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 5302_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-c-a.akamaihd.net/ ... 9697_n.jpg

Image
https://fbcdn-sphotos-h-a.akamaihd.net/ ... 0154_n.jpg
Last edited by Tamari-ch. on 01 იან 2014, 21:59, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]