Page 2 of 2

ტანისა ტბბა

Posted: 16 ოქტ 2013, 17:02
by shoda1121
nagli33
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი; ჩვეულებრივ ზაფხულში უნდა წახვიდე 2 დღით, გადახვიდე დაბანაკდე და მეორე დღეს გადმოხვიდე; დროშიც რომ კარგად მოასწრო და არც გადაიღალო და არც გადარბენა გამოგივიდეს;

ტანისა ტბბა

Posted: 16 ოქტ 2013, 19:40
by nagli33
shoda1121 wrote:nagli33
თეორიულად ყველაფერია შესაძლებელი; ჩვეულებრივ ზაფხულში უნდა წახვიდე 2 დღით, გადახვიდე დაბანაკდე და მეორე დღეს გადმოხვიდე; დროშიც რომ კარგად მოასწრო და არც გადაიღალო და არც გადარბენა გამოგივიდეს;
ვახ რაზე ვდაობთ. :D ჩვეულებრივ რო ზაფხულში დადიან ხოლმე ვიცი :) 2 დღით კი არა 1 კვირითაც შეიძლება დარჩენა. ცოტა რთულად გვინდოდა და თუნდაც გადარბენით.. იქ დარჩენა ამ პერიოდში საშიშია, ეხლა იქ რომ გაგვეთენებინა ტბასთან, ზაფხულამდე მოგვიწევდა იქ ღამეების თენება, იმიტომ რომ უღელტეხილი დაითოვლა უკვე, აწი ვეღარავინ გადავა.

ტანისა ტბბა

Posted: 16 ოქტ 2013, 21:14
by nagli33
Image

Image

Image

ტანისა ტბბა

Posted: 16 ოქტ 2013, 21:50
by nagli33
Image

Image


Image

Image

Image

ტანისა ტბბა

Posted: 16 ოქტ 2013, 23:05
by shoda1121
nagli33
გეთანხმები :)

ტანისა ტბბა

Posted: 19 ოქტ 2013, 15:40
by Makuna Skhvitaridze
რატომ არავინ ყვება, შუა წვიმასა და დაბინდებულზე მწყემსა ვანომ როგორ გვიპოვა მთის ფერდობზე, სადაც ბილიკი აღარ იყო, სველ ბალახს ვიყავით მოჭიდებული და სითბო მენატრებოდა?

ტანისა ტბბა

Posted: 19 ოქტ 2013, 15:41
by Makuna Skhvitaridze
უკანა გზის უმეტესი ნაწილი გამოვლილი გვქონდა, მართალია სწორი გზით მოვდიოდით, თუმცა ბილიკს ავცდით, წივწივა კი ღრიალებდა მორიდებული ხმით - მარჯვნივ წამოდითო, მაგრამ ჯგუფის წევრებს აღარ უნდოდათ იმ გზის გავლა, სადაც თავდაპირველად მეცხვარე ძაღლები დაგვხვდნენ და მე და შალვა კინაღამ გადაგვყლაპეს: უღელტეხილზე მიმავალ გზაზე მე და შალვა პირველები ავედით მწყემსების პატარა ქოხთან, გადავწყვიტე ქოხში საკუთარი თავის მიპატიჟება, თუმცა ჩემს მიერ "მასპინძელოს" დაძახება და ძაღლების გამოქანება ერთრდოულად მოხდა. შალვა უკანასკნელ წუთამდე იცავდა თავის წინდაუხედავ მანდილოსან მეგობარს, ხელ-ჯოხითა და ოთხივე კიდურით სწრაფი მედიტაციები ჩაატარა, რა დამავიწყებს შალვას ქმედებით ძაღლების გაკვირვებულ თვალებს, თუმცა ვიდრე გამოერკვეოდნენ და ალყას შემოგვარტყავდნენ, პატრონიც გამოჩნდა და მსუნაგ ძაღლუკებს სადელეკატესო ლუკმა წაართვა. მცირედი გადახვევის შემდეგ დავუბრუნდები ბილიკაცდენილ და მწყემსის მიერ ნაპოვნ მოლაშქრეებს. მწყემსა დაახლოებით საათნახევარი გვატარა ალაგ-ალაგ ნაბილიკარ გზაზე, დრო და გზა იმდენად გაიწელა, რომ ზოგიერთებს მწყემსის კეთილზრახვებშიც კი შეგვეპარა ეჭვი. როგორც იქნა, გამოჩნდა მწყემსაების ნავთსაყუდელი, რომელიც 30 წუთის სავალში იყო იმ ადგილიდან, სადაც ჩვენი მანქანა გვეგულებოდა. მწყემსებმა მათთან დარჩენა შემოგვთავაზეს, მართალია გუცა ქართული მედიდურობიდან გამომდინარე თავდაპირველად უარზე იყო - „ რას ბრძანებთ, როგორ გეკადრებათ, როგორ შეგაწუხოთო“, მაგრამ ამის გაგონებაზე წივწივამ იმხელა იღრიალა „დავრჩეთო“, რომ გუცას ტრადიციულმა პოზიციებმაც კი კრახი განიცადეს. მასპინძლებში გაგვიმართლა, ცეცხლიც დაგვახვედრეს და უგემრიელესი საქონლის ხაშლამითა და ცხვრის მწვადებით დახუნძლული სუფრაც გაგვიშალეს, რაც მთავარია,კუსტარულად გამომცხვარი პური ქონდათ უგემრიელესი. იმ ღამეს შალვას დაბადების დღეც აღვნიშნეთ და ნედლი შეშის მიერ დაყენებულ კვამლბუქში გემრიელად შევიბოლეთ. მოსასვენებლად კი საუკეთესო კოტეჯებში განგვათავსეს - გახეული ცელოფნით ნახევრადგადახურულ ორ ქოხუკაში ფიცრებზე გაშლილ ნაბდებსა და ჩვენს საძილე ტომრებში ისე გემრიელად გავეხვიეთ, რომ მთელი ღამე სიმხურვალე არ მოგვკლებია.

ტანისა ტბბა

Posted: 19 ოქტ 2013, 15:50
by Makuna Skhvitaridze
მეორე დილით წივწივამ გაგვაღვიძა მე და ლედი და ცხელი უგემრიელესი ქონდრის ჩაიც მოგვართვა მწოლიარე ვეტერანებს. თეონა იმდენად შეეთვისა იქაურ მეცხვარე ძაღლებს, რომ მათთან გამომშვიდობება გაუჭირდა. წივწივას ცხვერბის დატოვება დაენანა, წინა ღამე მათთან გაათენა და ნამეტანი ჩასიყვარულდნენ. ცეცხლთან მწოლიარე შალვა და არჩილი დილით თავბრუდამხვევი სურნელის მქონდე გემრიელ ვიჩინას გავდნენ. აი გუცას რაღა დაალევინეთ ამისთანა, რომ დილაუთენია ცხენებს დასდევდა და სურათებს უღებდა...

ტანისა ტბბა

Posted: 19 ოქტ 2013, 18:55
by Ledi
Makuna Skhvitaridze wrote:მეორე დილით წივწივამ გაგვაღვიძა მე და ლედი და ცხელი უგემრიელესი ქონდრის ჩაიც მოგვართვა მწოლიარე ვეტერანებს. თეონა იმდენად შეეთვისა იქაურ მეცხვარე ძაღლებს, რომ მათთან გამომშვიდობება გაუჭირდა. წივწივას ცხვერბის დატოვება დაენანა, წინა ღამე მათთან გაათენა და ნამეტანი ჩასიყვარულდნენ. ცეცხლთან მწოლიარე შალვა და არჩილი დილით თავბრუდამხვევი სურნელის მქონდე გემრიელ ვიჩინას გავდნენ. აი გუცას რაღა დაალევინეთ ამისთანა, რომ დილაუთენია ცხენებს დასდევდა და სურათებს უღებდა...
რა დამავიწყებს იმ წუთებს: civciva ხელში ქონდარას ჩაით, ც ხ ე ლ ი ქონდარას ჩაით, რომლის თავზეც ორთქლი ნებივრად მიიკლაკნებოდა დილის სუსხიან ჰაერში :) მე სიურპრიზის დასასრულს აქ ველოდი, civciva-მ დაგვტოვა დარამდენიმე წუთში კვლავ გამოჩნდა, ახლა ხელში უგემრიელესი ქიშმიშიანი ფუნთუშას 2 ნაჭერი ეჭირა და უცებ ბედნიერებისგან და სიხარულიგან ვიყვირე ქ ა რ თ უ ლ ა დ civciva მიყვარხაააარ :)
იმ წუთას ყველა წყენა დავივიწყე რაც კი ჩემს მეხსიაერბას ჰქონდა შემორჩენილი და საერთოდ მერე მთელი დღის განმავლობაში სულ რაღაცას ვპატიობდი ამ ადამიანს (ოღონდ რას ვერც civciva-ს გაეგო და არც მე ვიცოდი), სულ რაღაც ერთი ნაჭერი ფუნთუშას წყალობით :)

ტანისა ტბბა

Posted: 19 ოქტ 2013, 19:06
by Ledi
civciva

მადლობა!
36 უძილო საათისთვის,
მადლობა,- უღელტეხილზე შემოდგომასა და ზამთარს შორის რომ ვიდექი.
მადლობა,-ღრუბლებისთვის თავზე რომ გადამიქროლეს, კიდევ პირველი თოვლისთვის, კიდევ ყურძენზე უღელტეხილზე რომ მივირთმევდით თოვაში, კიდევ შენს ,,ლაშქარში" რომ დამიძახე :) კიდევ ღამით მთაზე დაშვებისას, რომ ყვიროდი: ლედი აქ ხარო (აბა რა გეგონა, მე ყველაფერი მახსოვს ;) )...... კიდევ.... მოდი ჯერ აქ შევჩერდეთ
;)

ტანისა ტბბა

Posted: 24 ოქტ 2013, 18:11
by shoda1121
nagli33 wrote:gadasvlac da gadmosvlac shesazlebeli iyo. Uzilobam da amindis gapuchebam chagvishala gegma torem, ratoa sheuzlebeli? :)
ise tba zemodan upro lamazia.
ეხლა დამაინტერესა ამ საკითხმა და შევათვალიერე google earth-ზე საიდან შეიძლება ტბის დანახვა; დაახლ 2380მ-იდან ჩანს ტბა, მაგ დროს კიდე უკვე თითქმის ჩასული ხარ 150-200 მ-გრჩება სიმაღლე დასაგდები.
მთლად ზემოდან რო ჩანდეს კაი იქნებოდა დაინახავდი უღელტეხილიდან არც ჩახვიდოდი და მერე ქედ-ქედ გადაივლიდი და ახიელში დაეშვებოდი.

ტანისა ტბბა

Posted: 19 მარ 2015, 14:00
by Ledi
რაფრა გადავრეულვარ და კი აღარ მახსოვდა :)

ტანისა ტბბა

Posted: 04 აპრ 2015, 14:20
by GAMARJOBA SAKARTVELO
ტანისა ტბა და თავის ტბა, არა?
კგ მიმართულებაა ეს. საბედნიეროდ, 2ჯერ ვნახე