Page 1 of 1

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 30 აგვ 2013, 22:03
by nagli33
1. რეგიონი: შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება: თბილისი-კავთისხევი-გუდალეთი-ქსილის მთა

3. ხანგრძლივობა: 1.5 დღე

4. სირთულე: საშუალო სირთულის

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 10 ლარი

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფ. გუდალეთი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: თბილისიდან 65კმ

8. ფეხით გავლილი მანძილი: 10-15 კმ

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

10. საბანაკე ადგილები: სოფ. ვარჯაანში

11. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: ყველაფერი რაც ლაშქობისთვისაა აუცილებელი

12. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო -ზაფხულის დასაწყისი ან შემოდგომა, ჰაერი უფრო გამჭვირვალეა და ჰორიზონტზე კარგად ჩანს კავკასიონი
15. რისკები, საფრთხეები: ეშმაკს არ სძინავს

13. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის ყველგან იჭერს

14. სასარგებლო ბმულები



მონაწილეობდნენ

1. KINALOKO
2. ნამცეცუნა
3. nagli
4. ნაგლი+ კობა
5. GT.ge + სოფო
6. GT.ge + თამუნა
7. geo-archi
8. geo-archi + ლაშა
9. ნაგლი+ შრეკი

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 30 აგვ 2013, 22:23
by nagli33
სანამ თემის აღწერას დავიწყებდე მინდა ყველა მონაწილეს მადლობა გადავუხადო, ჩემო მეგობრებო დიდი მადლობა რომ არსებობთ, თვით ტომ კრუზიც კი იამაყებდა თქვენით :)
განსაკუთრებული მადლობა გიო-არჩის რომ მოაგვარა მოლაშქრეების უსაფრთხო და კომფორტული გადაადგილება.
ღამით ცაზე ბევრი ვარსკვლავი იყო მაგრამ 4 ციდან მოწყვეტილი ვარსკვლავი ჩვენს გვერდით კაშკაშებდა :) (გოგონებოო)

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 00:12
by nagli33
27 აგვისტოს საღამოს 8:15 შევიკრიბეთ სოფელ კავთისხევთან, და ყველა ერთად წავედით სოფელ გუდალეთისკენ. მიუხედავად იმისა რომ იმ დღეს ქართლში სტიქია მძვინვარებდა, წვიმა ქარიშხალი ტორნადო, ჩვენ 1 წვიმის წვეთი არ დაგვცემია, გუდალეთში მშვიდობიანად მივაღწიეთ, დვაბინავეთ ავტომობილები, ჩვენი გუდალეთელი მეგობრები გაგვიმასპინძლდნენ ნაკვერჩხალზე შემწვარი სიმინდით,
9 საათისთვის დაიწყეთ მოძრაობა სოფელ ვარჯაანის მიმართულებით, გუდალეთს გავცდით და გადაუხვიეთ უღრან ტყეში, მთვარემ დააგვიანა ამოსვლა სრულ სიბნელეში ძალიან ჭირდა გზის გაგნება, დაიწყო მკვლელი აღმართი, მაგრამ ყველა თამამად მოაბიჯებდა არავინ იმჩნევდა დაღლილობას, 11 საათზე უკვე სოფელ ვარჯაანში ვიყავით, და დავიწყეთ საბანაკე ადგილის და წყლის ძებნა, გზააბნეულები დავეხეტებოდით ჩაბნელებულ სოფლებში, მიტოვებული სახლის ეზოებიდან საშიში ბასკერვილების ძაღლები ყეფით და თვალების ბრიალით გვეგებებოდნენ. საბედნიეროდ ძაღლების თავდასხმა მოვიგერიეთ :)
11 საათისთვის მივადექით ერთ მიტოვებულ კოტეჯს, და მოვემზადეთ დასაბანაკებლად მაგრამ წყლის პრობლემა გვქონდა, ერთმანეთის დატოვება ან გაშვება არ გვინდოდა ამიტომ ყველა ერთად წავედით წყლის საძებნდა ტყეში,
შუაგულ ტყეში წყაროს მალევე მივაგენით, ავიღეთ საკმარისი მარაგი და გზად შეიარეთ შუაგულ ტყეში მდებარე პატარა ეკლესიაში, 12 საათი ხდებოდა, მარიამობა ავღნიშნეთ მივულოცეთ ერთმანეთს და დავბრუნდით ისვე ჩვენს მრავალვარსკვლავიან ბანაკში. 1 საათზე სუფარ გავშალეთ, კოცონი დავანთეთ და კარგად მოვილხინეთ.
მზის ამოსვლის სანახავად 4 საათზე უნდა გავსულიყავით, მაგრამ 4 საათი ისე მოგვეპარა ვერც კი შევამჩნიეთ, ზოგმა მოასწრო და 20 25 წუთით წაიძინა, საძილეე ტომრები პირაპირ ბალახძე ღია ცის ქვეშ გვკონდა გაშლილი,
4.30ზე ავინარგეთ და წავედით მთისკენ, ისევ დაიწყო მკვლელი აღმართები, უძილობამ და ალკოჰოლის მიღებამ თავისი გაიტანა და სიარულის ტემპზე იმოქმედა :) ამ დროს ბილიკიც ვერ ვიპოვე, და დავადექით სამანქანო გზას რომელიც მიდის მთაზე მაგრამ არის საკმაოდ გრძელი. საათი უკვე 6 უჩვენებდა და მივედით იმ დასკვნემდე რომ მთაზე ვეღარ ავიდოდით, და დავიწყეთ შემაღლებული ადგილის ძებნა საიდანაც შევძლებდით მზის ამოსვლის ხილვას. ესეც ჩვენი შეუსრულებელი მისია.
დაახლოებით 20 წუთში მზეც ამოვიდა და წარმოვიდგინე რა ლამაზი იქნებოდა მთს წვერიდან ამის ხილვა, და იქვე ყველამ ერთხმად გამოთქვა სურვილი რომ ეს მარშუტი კიდევ ერთხელ გავიაროთ უფრო ორგანიზებულად, მაშ ასე კიდევ ერთი შეუსრულებელი მისია გველის წინ :D
10 საათზე დავბრუნდით ბანაკში და მოვაწყეთ დიდი პენსიონერული ბალახზე გორაობა

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 00:29
by nagli33
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 00:41
by nagli33
Image
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 00:56
by nagli33
Image
Image
Image
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 00:59
by nagli33
Image
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 01:20
by nagli33
Image
Image
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 01:44
by nagli33
Image
Image
Image

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 31 აგვ 2013, 13:12
by namcecuna
nagli33

აჩიი )))
დიდი მადლობა შენ, ამ მცდელობისთვის და ძალიან გემრიელი გასვლისთვის:)))
დავრწმუნდი, რომ მზის ამოსვლა აუცილებლად უნდა ვნახო-რომელიმე ცდაზე მაინც :)))

და რაც მთავარია, ყველა შესაძლო დაბრკოლება რომ ავირიდოთ თავიდან, იმ მთაზე უნდა დავბანაკდეთ, საიდანაც უნდა დავინახოთ :)))

ახლოსაც ვერ მივუახლოვდით მიზან-გორას, მართლა შეუსრულებელი მისია იყო იმ პუნქტიდან, საიდანაც დავუმიზნეთ :))

მაგრამ მარიამობის შეხვედრა თქვენთან ერთად, იმ ტყესა და სიბნელეში ჩაფლულ ტაძარში, ძალიან ზღაპრული იყო :)

ის შუაღამის ხეტიალიც, მკვლელი აღმართებიც, ჩემი მტანჯველი ჩანთაც, ძაღლების გაავებული ყეფაც, ჩვენი ერთად შეჯგუფებაც, ცეცხლი, შემწვარი სიმინდიც და კონიაკიც, და ამ ყველაფრის მერე თავზე დათენება :)) უჰ, კარგი იყო ძალიან და დიდი მადლობა შენ :)

მზე რომ ამოვიდა, მეც მაგას ვფიქრობდი, რა სილამაზე იქნებოდა მთიდან და კი დამწყდა გული, მაგრამ ჯერ ყველაფერი წინაა :)

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 01 სექ 2013, 11:30
by ln_ln
nagli33 wrote:Image
Image
/url]


ეს გუდალეთშია თუ ?

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 01 სექ 2013, 22:02
by guruli
ეჰ, არ გეიშვებით თქვენ უმწყემსოდ მზის ამოსვლის სანახავად რა! :D 2-დან ერთ მცდელობაზე მაინც როგორ ვერ გაარტყით, კარაველები ხართ ახლა თქვენ? :) გვარცხვენთ რაიონული მასშტაბით. :D

შეუსრულებელი მისია-მზის ამოსვლა

Posted: 03 სექ 2013, 22:04
by nagli33
guruli
ნაბახუსევი, მთელი ღამის თითქმის უძილოები, აი ეგეგეთი ცალი თვალით რომ უყურებ სამყაროს, წავედით მთისკენ და უცებ შემთხვევით მზე ამოვიდა, მზე რომ ამოვიდა და მთა გამოჩნდა სადაც მივდიოდით აქ რა აგვიყვანს ამსიმაღლეზო და უკანდ დავბრუნდით :D :D