ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by guruli » 23 აგვ 2013, 09:04

namcecuna wrote:
დიდი, ძალიან დიდი, უზარმაზარი მადლობა ირაკლის-გურულს , რომელიც ერთი ფიზიკურად არ იყო ჩვენთან, თორემ ინტენსიურ კონტაქტს, გამხნევებას, იმედს და ნუგეშს არ გვაკლებდა და ძალიან გვეხმარებოდა :)
შემრცხვა, ნამცეც! :oops: გულით კი მართლა თქვენთან ვიყავი. ღამე იმ წვიმას ისე განვიცდიდი, თითქოს მე მაწვიმდა და დილით დარეკვა მერიდებოდა. :) ვეცდები, გაისად მე მოვაწყო ბახმაროს გასვლა და ფიზიკურადაც გიმასპინძლოთ. თუმცა მე მირჩევნია, მარშრუტი ერთი დღით გავაგრძელო და ჩემს სოფელშიც ავიდეთ - საყორნიას და ფაფარას მთას ვერ დაგახვედრებთ, მაგრამ ლამაზი სოფელი მაქვს. :D
მზის ამოსვლა რომ ვერ ნახეთ, ცხადია, ცუდია, მაგრამ იქ სანახავი ისედაც ბევრია და თან ამდენი კარაველი ერთად - წარმომიდგენია, რამხელა დოპინგს მიიღებდით ამ ორ დღეში. :D
პ.ს. რამდენი მონატრებული, დიდი ხნის უნახავი კარაველი, მაგრამ ფოტოებში გოგონას დანახვა სიურპრიზი იყო - ბოლო გვერდებზე სიას არც ვკითხულობდი და არც ვიცოდი, ეგ თუ მოდიოდა.:oops: ნუცი - მგონი, თუშეთის იმ დაუვიწყარი გასვლის მერე არც გვინახავს ერთმანეთი. :)
კინალოკო, ნამცეც - არც თქვენც მინახიხართ, საუკუნეა. :D ლომი არ იყო თქვენთან? :)

User avatar
namcecuna
იეტი
Posts: 4498
Joined: 29 ივლ 2007, 01:18
Location: საჰაერო ბურთი
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by namcecuna » 23 აგვ 2013, 10:26

guruli

მართლაც დიდი დოპინგი იყო, მე პირადად მივიწყებული მქონდა ეს სიხარული და ძალიან შთამბეჭდავად განახსენდა :))
მონატრებული ნაცნობების ნახვა და ახლების გაცნობა-დამატებითი ენერგიის წყარო იყო :))

შენს გურულ ლაშქრობაში სიხარულით გამოვეშურები :))
წამო, ზღაპარში ...
Image

User avatar
GOGONA
იეტი
Posts: 2693
Joined: 10 მარ 2007, 01:21
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by GOGONA » 23 აგვ 2013, 18:08

ირაკლი მონატრებულოო :D
თუშეთში კიდევ წავიდეთ რაა. ეხლა სათუშეთო ჯიპი მყავს :wink:


ნამცეც, გამოვიდა რომ მე გურიაზე წარმოდგენა არ მქონდა. ეთხელ აკეთში ვიყავი და ორჯერ ოზურგეთში.

თან მე სხვა გზით ვიყავი. ეხლანდელი გზის სილამაზით მოვიხიბლე. აწი ბათუმში სულ ჩოხატაური-ოზურგეთით ვივლი.

კიდო მადლობაა :wink: :D
Who is John Galt?

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
ბახმაროში დანისლულები ანუ არნახული მზის ამოსვლა 17/18.08.12

Post by guruli » 25 აგვ 2013, 08:29

namcecuna
შენს გურულ ლაშქრობაში სიხარულით გამოვეშურები
+1000000000
GOGONA
თუშეთში კიდევ წავიდეთ რაა. ეხლა სათუშეთო ჯიპი მყავს
აფსუს, ადრე მცოდნოდა! :cry: სხვა ფორუმიდან უნდათ თუშეთში წასვლა, ძირიტადად ქალები არიან (ჩვენი ადმინიც კარგად იცნობს მათ), მაგრამ ტრანსპორტის გამო ვიკავებთ თავს... ახლაც უნდათ სექტემბერში წასვლა.
ნამცეც, გამოვიდა რომ მე გურიაზე წარმოდგენა არ მქონდა. ეთხელ აკეთში ვიყავი და ორჯერ ოზურგეთში.

თან მე სხვა გზით ვიყავი. ეხლანდელი გზის სილამაზით მოვიხიბლე. აწი ბათუმში სულ ჩოხატაური-ოზურგეთით ვივლი.
მთიანი და ბარის გურია მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისგან (თუმცა აკეთი კია მთიანი სოფელი) - ბუნება სულ სხვაა. ეგ გზა ლამაზი კია, მაგრამ ძაან დამღლელიც. განსაკუთრებით - საჯავახო-ჩოხატაურის მონაკვეთი თავისი დაკეცილ-მიხვეულ-მოხვეული მდებარეობით. ჩოხატაური-ოზურგეთის მონაკვეთიც ძაან ლამაზია და როგორც ვატყობ, მისი ხილვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინ გელოდება. :)

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]