Page 1 of 2

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 00:08
by Int3lig3nt
1. რეგიონი:
მცხეთა-მთიანეთი, დუშეთის რაიონი.

2. მარშუტის დასახელება:
I
თბილისი - სეთურები - ცეცხლიჯვარი - ქოროღოს ეკლესია და ციხე - ხადას მჟავე წყლები - ხადა - თბილისი.
II
თბილისი - ანანური - ქვეშეთი - ხადას მჟავე წყლები - ხადა - თბილისი.


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:

I მარშრუტი საკმაოდ რთული გამოვიდა
სეთურების გადასახვევიდან დავიწყეთ ასვლა და სადღაც 2 კილომეტრის მერე ბილიკი დავკარგეთ. ვარაუდით ავყევით და სველ ბალახებზე და ბუჩქების ტოტებზე წვალებ-წვალებით ავაღწიეთ ცეცხლიჯვრის ქედამდე. იქ მეორე სიუპრიზი დაგვხვდა, ჩვენი სიმაღლის მცენარეები (დიყები, ჭინჭრები და ა.შ.) ცეცხლიჯვრიდან ალაგ ზომიერ, ალაგ მკვეთრ დაღმართებზე გვიწევდა ჩამოსვლა.
II მარშრუტში ფაქტიურად არაფერი ყოფილა სირთულე, ხადას აღმართების გარდა.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
I მარშრუტი - 10 ლარი
II მარშრუტი - 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა:
22 + 17

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი
int3lig3nt, ბუნტურის მხარდაჭერით

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სოფელი სეთურები, ქვეშეთი, გუდაური


9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - სეთურები - 113 კმ
თბილისი ქვეშეთი - 101 კმ
ქვეშეთი - ხადას მჟავე წყლები - დაახლოებით 5 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
I მარშრუტი - 18 კმ
II მარშრუტი - 10 კმ

11. სანახავი და ყურადღება მისაქცევი ობიექტები:
მთელი ხადა სანახავი და ყურადმისაქცევია :)

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:

წამალაიძეების კოშკები; ელგუჯას ციხე; გუდაურის სერპანტინის ზემოთ გადმოსახედი; ლომისის ეკლესია

13. საბანაკე ადგილები:
ცეცხლიჯვართანაც შეიძლება კარვების გაშლა და ქოროღოსთანაც, ოღონდ წყალი იქნება პრობლემა.
მჟავე წყლებთან გზაა და არ ღირს ახლოს, თუმცა მოშორებით გამოინახება ადგილი.
ხადას ხეობაში ბევგან შეიძლება დაბანაკება და წყალიც არის ყველა სოფელში თუ მათ სიახლოვეს

14. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სეთურებთან არ გვინახავს, სოფელში უნდა ყოფილიყო წყალი.
ცეცხლიჯვართან და ქოროღოსთან არ არის.
მჟავე წყალი ძალიან კარგი დასალევია.
ხადას სოფლებში ყველგან არის წყალი.

15.საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
საწვიმარი და გამოსაცვლელი ფეხსაცმელი.
რჩევა მქონდა, მთვრალ ადგილობრივებს მოერიდეთ-თქო. თუმცა ეს ბოლო პერიოდი რამდენჯერაც მოვხვდი მანდეთ, სულ რაღაც დღესასწაული გვხვდებოდა, მაგრამ კი ჩაიარა მშვიდობით :)

16.გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
გვიან გაზაფხულიდან შემოდგომამდე

17.რისკები, საფრთხეები:
უნდა დამეწერა, არაფერი-თქო, მაგრამ გამახსენდა, ყინული რომ დნებოდა და ჩანჩქერიდან ცვიოდა კაი მოზრდილი ნატეხები. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩანჩქერთან დგომა საშიშია.

18. რუკა:
Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:22
by Ketevan Guliashvili
7:45ზე დავიწყეთ სამთოსთან შეკრება. /ავთოხა პუნქტუალობის მეფე იყო:) /სამარშრუტოში ჩავსხედით და მგონი ყველაზე ჩუმად ვიმგზავრეთ კარავის ისტორიაში - გვეძინა. სეთურებთან ჩამოვედით და ბილიკს გავუყევით.

სასიამოვნო სავალი იყო, ღამით წვიმდა, ფეხქვეშ გასრესილი სველი ბალახხის სუნი იდგა. ფერადი ყვავილები და თავგდახოტრილი მთები იშლებოდა თვალწინ.

სეთურები
Image

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:23
by Ketevan Guliashvili
Image

Image

ცეცხლიჯვარი

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:40
by Ketevan Guliashvili
ცეცხლიჯვარი

Image

Image

ქოროღო და ხადას ხეობის სოფლების ნაწილი.

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:40
by Ketevan Guliashvili
ცეცხლიჯვარი

Image

Image

ინტელის +ები

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:47
by Ketevan Guliashvili
გვალდა

Image

ზღარბი

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:47
by Ketevan Guliashvili
თამუსია

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:49
by Ketevan Guliashvili
ხელმარცხნივ წინა პლანზე ქოროღო, უკან მთაზე შეფენილი სოფელი იუხო. ქვედა სოფლის სახელი არ ვიცი ზუსტად.

Image

ქოროღო

Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:49
by Ketevan Guliashvili
იუხო
Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:56
by Ketevan Guliashvili
წკერე, მუღურე, ბენიანი, ბეგონი, იუხო, სვიანა-როსტიანა, შარმიან-ციხიანი, ქოროღო.

Image


Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 08:57
by Ketevan Guliashvili
Image

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 14:12
by GT.ge
ეს იყო ერთდღიანებში ჩემპიონი გასვლა!

ყოჩაღ ინტელ! დიდი მადლობა...

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 21:31
by avtokh
კარგი იყო, მშვენიერი და მცირედ "ექსტრიმით", თუმცა ამის შემდეგ ორ დღიანზე ვისურვებდი მხადას წასვლას, ხეობის უფრო კარგად შესაცნობად.

Image
ცეცხლიჯვრისკენ
Image
ეს ყველგან მავალი საიდღაციდან გამოძვრა უცაბედად :)
Image
მთის ბილიკის დასაწყისი
Image

Image
ცეცხლიჯვარი
Image
ცეცხლიჯვრამდე მცირედ მანძილზე მაღალ ბალახში მოგვიწია სიარული, ლამის მეც ვიფარებოდი იმხელა ბალახი იყო
Image
ხედი ხადას ხეობაზე ცეცხლიჯვრიდან
Image
ქოროღოსკენ ჰერი-ჰერი

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 21:44
by avtokh
Image
გზად მინდვრის ყვავილებიც დავკრიფეთ
Image
თან ასეთი ხედი იყო
Image
ქოროღოს ეკლესია და ციხის ნაშთები
Image
Image
მოკლეზე ჩავედით ნამიან ბალახით დაფარულ ციცაბო დაღმართზე, სადაც ყველა თუ არა ნახევარზე მეტმა ადგილი მოვზომეთ :)
Image
მჟავეწყლის ხეობა

ხადას ხეობა - 14.07.13

Posted: 16 ივლ 2013, 21:48
by avtokh
Image
გოგოებს ეპრანჭებოდა წყლის პირას და თვალებზე ყვავილის ფურცლები დაიკრა
Image
"მეგალითური" კოშკის ნაშთი
Image
კაი სოფელი
Image
ხედი სოფ. წკერეზე
Image
ცეცხლიჯვრიდან ხედი ხადას ხეობაზე
Image
ცეცხლიჯვარი და სოფ. სეთურები