ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 16:40

3დღიან ტურზე ვიყავი თურქეთში და ანისი მივამატე ტაო-კლარჯეთს და ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იქიდან გამომდინარე, რომ ახლოა და მართლაც განსაკუთრებულია, არც კარავზე უნახავს ვინმეს, თემა კი იყო წასვლის (ქეთი გულიაშვილმა დადო) მაგრამ გასვლა არ შედგა, თემას ვხსნი რომ მომავალში მეტი ქართველი წავიდეს და მიიღოს ის სიამოვნება რაც მე მივიღე;

სურათებით ძნელია შთაბეჭდილება მიიღო: ეს ადგილი არის სამშვილდე *50(სუბიექტურად), 2 კვადრატულ კილომეტრზე იმდენი ძეგლია შეიძლება ერთად ვერ ნახო მთელი ტურის განმავლობაში.კანიონი, დიდი სივრცე, გარშემო მთები, უზარმაზარი გალავანი, კათედრალი, ციტადელი, წმ. გაგიკი (რომელიც ბანას გავს), ქართული ეკლესიის ნანგრევები შემოსასვლელში, შთამბეჭდავი წმ. ტიგრანი ულამაზესი ქართული ფრესკებით, კლდეში ნაკვეთი გამოქვაბულები და ეს ყველაფერი ერთ მდელოზე, ისტორიაში მოგზაურობ, არც ექსკურსიაა არამედ უძველეს ქალაქში ბოდიალი....
---
იქვე სომხეთის საზღვარია და ჩატეხილი ხიდი ისტორიული ხიდი სომხეთსა და თურქეთს შორის.... და არარატზე მისტიური ხედი...

სურათებით ძნელია ახსნა რადგან ანისი 1-ია.. მაგრამ მაინც დავპოსტავ...

===
ტექნ. ახნის მიზნებისთვის: ქაჯეთის ციხე ვნახე და გაყინული ჩილდირის ტბა ანისამდე, ანისს მინიმუმ 3 საათი სჭირდება. იუსუფელში სასტუმროში კი შუაღამეს ჩავედით რადგან ანისი სულ სხვა მხარესაა.


Image

აუცილებელი სანახავია დროის სიმცირის შემთხვევაში:
წმ. გაგიკი და ქართული ეკლესია შემოსასვლელში
და წმ. ტიგრანი ქართული ფრესკებით რომელიც კანიონშია დამალული;
კათედრალი
მოციქულთა ეკლესია
სასახლე


http://www.virtualani.org/
ინფორმაციის წყარო!!!
Last edited by shoda1121 on 12 მარ 2013, 16:52, edited 3 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 16:47

ანისის აღება

შირვანში და რანში რომ ლაშქრობას მორჩა, დავით აღმაშენებელმა იმავე 1123 წელს ”მაისსა აიხუნა სომხითისა ციხენი” გაგნი, ტერუნაკალი, ქავაზნი, ნორ [ა]ბე[რ]დი, მანასგომნი და ტალინჯაქარი და ივნისს წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა-კარნიფორი, ბასიანნი სპერამდინ და რაცა პოვა თურქმანნი მოსრნა და ტყუე ყო, ჩამოვლო ბუიათაყური და დაწუნა ოლთისნი და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა”.
ამ ცნობასაც ამოწმებენ სომეხი ისტორიკოსები ვარდანი და სტეფანოს ორბელიანი; პირველი სახელდობრ ამბობს, რომ დავითმა თავისი საბრძანებელი გააფართოვა ოლთისისა და მის მიმდგომ ქვეყნის გაგისა, ტერუნაკანისა, მანკაბერდისა და სომხითის უმეტეს ნაწილის დაპყრობითა; ხოლო მეორე ტავუშის, გაგისა, ტერუნა-კანის და ლორეს და ანი. შემოერთებას იხსენიებს.
ახლად დათხოვნილს ჯარს ჯერ კიდევ ხეირიანად არც-კი დაესვენა, რომ იმავე 1123 წელს ”აგვისტოსა კ(20)მოვიდეს მეწიგნენი ანელთა თავადთანი, მოაâსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა”; მეფემ საჩქაროდ ლაშქარი შეჰყარა და სამს დღეში მას უკვე ”სამეოცი ათასი წინაშე უდგა; წარემართა, მესამესა დღესა აღიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად... წარმოიყუანა (ა)ბულასვა (რ) რვათა ძეთა მისთა თანა... და ჩაგზავნა აფხაზეთს და ანისის მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი»-ო. ქართველი ისტორიკოსის ეს ცნობაც საუცხოვოდა მტკიცდება სომეხთა ისტორიკოსების მათე ურჰაელისა და ვარდანის მოწმობით; მათე ამბობს, რომ ქართველთა მეფემ დავითმა «აიღო სომეხთა სამეფო ქალაქი ანისი და მანუჩეს შვილები წამოიყვანა ანისითგან ტფილისში და განათავისუფლა სამეფო ქალაქი ანისი, რომელიც 60 წლის განმავლობაში მონობაში იყო»-ო, ვარდანის მოთხრობა უფრო ვრცელია და ქართველი ისტორიკოსის ცნობებს უკეთ ამოწმებს: «ამ დროს (ე. ი. დავით აღმაშენებელის მეფობაში) რაკი ანისის ამირა მანუჩე მოკვდა, ქალაქს ჰფლობდა მისი შვილი აბლსოვარ, მხდალი და ლაჩარი ადამიანი, რომელსაც უნდოდა ანისი კარის ამირასთვის მიეყიდნა 60000 დინარად; აგრეთვე ხლათითგან ერთი ძვირფასი და საუცხოვო ნალი (მთვარის სახე) მოატაინა, კათოლიკე-ეკლესიითგან ჩამოაღებინა წინაპართა მიერ აღმართული (ჯვარი) და გუმბათზე გააკეთებინა. ამით გულმოსულმა ქრისტიანებმა დავით მეფე მიიწვიეს და ქალაქი ანისი მისცეს... მეფემ ანისში აბულეთი და მისი შვილი ივანე დაუტევა და თავის ქვეყანაში დაბრუნდა, ხოლო აბლსოვარი შვილებითურთ თან წაიყვანა»-ო. მათე ურჰაელი ანისის დაპყრობის თარიღად შეცდომით 1124 წელსა სდებს, სტეფანოს ორბელიანი-კი ქართველ ისტორიკოსსავით 1123 წელს.
ქალაქ ანისის მაჰმადიანთა ბატონობისაგან განთავისუფლება დავით აღმაშენებელს დიდის ამბით უდღესასწაულია. მათე ურჰაელის სიტყვით, როდესაც საქართველოს მეფემ მეფეთა საჯდომი ქალაქი ანისი, რომელიც სამოცის წელიწადის განმავლობაში მონობაში იყო, და ანისის სახელოვანი და დიდი წმიდა კათოლიკე ეკლესია, რომელიც მიზგითად იყო ქცეული, განათავისუფლა, მან სომეხთა ეპისკოპოსნი და ხუცესნი და მოწესენი შეკრიბა და აკურთხა წმიდა კათოლიკე დიდის ზეიმითა»-ო. ამგვარივე, მაგრამ უფრო ვრცელი მოთხრობა შენახულია ამ საგანზე ერთს ქართულს საისტორიო წყაროში, რომელიც სხვადასხვა ძველი თხზულებებითგან ამოკრეფილ ცნობებს შეიცავს. იქ სახელდობრ ნათქვამია: »ამავ ქრონიკონსა სამას ორმოცდა სამს (=1123 წ.) წაუღო მანვე (დავით) აღმაშენებელმან ანის(ის) ქალაქი ალფარსლანიანთა და მოსწყვიტნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მიძგითად მოეკაზმა და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყოთ. იმუქაფა ღმრთის-მოყვარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიმანთა სისხლითა ახლავე მან მორწყო, საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულს დედოფალს კატრონიტეს, და იქი ესაფლავა. მივიდეს მეფე და კათალიკოზი, ეპისკოპოსნი და ერთობილნი ლაშქარნი. დედოფლისა საფლავსა, ახლად წესი აუგეს და თვითან მეფემან სამჯერ საფლავთა ჩასძახნა: »გიხაროდენ, შენ დედოფალო, რამეთუ იâსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა âელთაგან».
ანისის აღების შემდგომ დავით მეფემ «ანისის მცუელად დაუტევნა აზნაურნი მესხნი და წამოვიდა ქართლად»



მურმან ლებანიძე

ეპილოგი პოემისა "ანისის აღება"

ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა,
სად მახვილით სამართალი ვყავით.
ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა,
აზიაში ხრმალს იქნევდა დავით.

ღმერთს ჭეშმარიტს და ერთადერთს მსახურებდა:
შავს ჰუნეზე ქვიშისფერი ჩაჩქნით
ჯდა, და ბორცვებს სომხეთისას გაჰყურებდა
დამძიმებულს საქართველოს ლაშქრით.

ქმნა მართლისა სამართლისა აღგვამაღლებს,
განგვალაღებს ძლევა მტერთა ჩვენთა,
მაგრამ მეფეთ უცნაური ხმაც განაგებს –
უცებ დავითს მოეძალა სევდა...

სევდა იგი უკვდავი და მარადია,
ნუვინ ჰგონებს – ზადია და ხინჯი!
სევდა იგი პოეტების ტალანტია
და მეფეთა ოდენ დიდთა ნიჭი!

მაგ სევდაში – დაღლაა და სიბერეა!
სხვა რა რჩება უკანასკნელ გზამდე?!
უკვე გქონდა ვებერთელა იმპერია
გადაშლილი, დავით, ზღვიდან ზღვამდე!

რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მტრიანი,
მაგრამ ქრისტედ, აღდგენილად მკვდრეთით,
უკვე გქონდა საქართველო მთლიანი
და მთლიანზეც ბარე ორჯერ მეტი!

დიდს დიდებას, მოპოვებულს მახვილით,
მათრობელა ბანგი ახლავს ზმირინის;
უკვე გქონდა ხანძარივით სახელი
ჰრომს, აფრიკეთს, ევროპს ხმაგასმენილი!

აღესრულნენ ოცნებანი ფერადნი:
სხვად ათინად და უაღრეს მისად,
უკვე გქონდა, უკვე გქონდა გელათი
საყდრად ქვეყნის და საძვალედ თვისად...

არარაის იყავ, დავით, მთხოველი,
უკვე გქონდა წილად უფლისანი
წყალობანი, წყალობანი ყოველნი,
გალობანიც
სინანულისანი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 17:00

ქართული ეკლესია


Image

ქართული ეკლესია

Image

წმ. გაგიკი

Image




Image

სასახლე

Image

ხედი გამოქვაბულებზე

Image

Image

მელა გაყინულ ჩილდირის ტბაზე


Image
Last edited by shoda1121 on 12 მარ 2013, 17:05, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 17:04

გალავანი

Image


წმ. გრეგორი

Image



Image

მოციქულთა ეკლესია

Image

კათედრალი

Image

ხედი კათედრალიდან


Image



Image


ჩატეხილი ხიდი სომხეთსა და თურქეთს შორის

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 17:10

წმ. ტიგრანი ქართული ფრესკებით

Image


Image


Image


Image


Image


Image

Image


Image


Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 17:13

ხედი არარატზე

Image

თუმცა საბოლოო ჯამში ის უნდა აღინიშნოს რომ ცალ-ცალკე ეს ძეგლები არაა მთავარი არამედ, სანახავია თვითონ ქალაქი როგორც 1 მთლიანობა და მართლაც განსაკუთრებულია სომხეთის ძველი დედაქალაქი, აწ უკვე თურქეთის ტერიტორიაზე და სომხეთის საზღვარზე...
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ანისი არც ისე შორსაა 08.03.2013

Post by shoda1121 » 12 მარ 2013, 23:00

ქალწულის მონასტერი რომელიც მე გამომრჩა მხედველობიდან

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]