ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

Post by AIRMISHOO » 22 დეკ 2012, 02:05

1. რეგიონი: ქვემო ქართლი


2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - დმანისი- ბოლნისი -თბილისი


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე: საშუალო


5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
სავარაუდოდ 20 ლარი (სამწვადე და სასმელი )

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ბოლნისი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 200 კმ-მდე


8. ფეხით გასავლელი მანძილი:
4 კმ

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქოლაგირის ციხე სიმაგრე ცურტავში,დმანისის ნაქალაქარი. ქვეშის ციხე, ბოლნისის სიონი, წუღრუღაშენი, ფოლადაურის ციხე (ბერდიკი)


10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: საწვიმარი . თბილი სამოსი,
მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა



11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო



12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს
კიანეთი, კაზრეთი, ...

13. მონაწილეები



‎1 მიშო
2 გუცა გველესიანი
3 გივიკო გელაშვილი
4-5 EMMA ROSS
6 ლადო აბულაშვილი
7 დათო ბუაჩიძე
8 აკო ედიშერაშვილი
9 ლელა ჭელიძე
10 თამარ ნოდარიშვილი
11 ავთანდილ ძიძიგური
12ეკა ბიბილაშვილი
13 ნატალია ტერტერაშვილი
14 თათა ვეკუა
15 SALO TAU
16 ხათუნა კოპალეიშვილი
17 ინა ჯღარკავა
18 დიანა ყასუმაშვილი
19 გია ლიპარტელიანი
20ია იაშვილი
21 ნინო იაშვილი
22 მაკა სხვიტარიძე
23 კობა ბედოიძე
24 natali natalia
25 მაია ქვლივიძე

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

Post by AIRMISHOO » 22 დეკ 2012, 02:07

დღის გეგმა ასეთი იყო ::
‎06:45 სასტუმრო რედისონი (ივერია)
08:00 -08:40 ცურტავი (ქოლაგირი)
09:30-10:30 დმანისის ნაქალაქარი
10:50-11:40 ქვეშის ციხე
12:10-13:00 ბოლნისის სიონი
13:20-14:10 წუღრუღაშენი
14:30 (მაქს. 15:00) გზად ფოლადაურის (ბერდიკის) ციხისკენ
00:00 ტაშ-ფანდური

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

Post by AIRMISHOO » 22 დეკ 2012, 02:32

გასვლა გამოვიდა ძალიან მაგარი და დიდი მადლობა გასლის თითოეულ მონაწილეს .. დავიწყებ იქიდან რომ ნაცვლად 7 საათისა გავედიტ ნახევარ საათით გვიან..პირველი გაჩერება ცურტავი იყოო.. დავათვალიერეთ ციხე სიმაგრე და მოვილოცეთ ტაძარი სადაც რამოდენიმე მონაწილემ იგალობა კიდეც...დაახლოებით ნახევარი საათი დავყავით ცურტავში , საკმად სუსხიანი დილა იყოო, თუმცაღა მზე ნელ-ნელაიწყებდა დედამიწის გათბობას :) :) ცურტავიდან 30-40 წუთში უკვე დმანისში ვიყავით.. საკმაოდ დიდი შტაბეჭდილება მოახდიან დმანისის ნაქალაქარმა ჩვენზე..სამწუხარო გახლდათ ის რომ საველე მუზეუმი დაკეტილი იყო(რაზეც წინასწარ მქონდა ინფორმაცია ), რადგან მხოლოდ მაისიდან სექტემბრის ჩათვლითაა მოქმედი :).. ავძვერით ციხის გალავანზე , დავტკბით ქართლისხ ხედებით და უამრავი ფოტოები გადავიგეტ, მაT შორის jump photoes :). რამოდენიმე მონაწილე გამოგვეყო და ცავიდა გვირაბის დასათვალიერებლად, მაშIნ როცა სხვა მონაწილეები ეფიცხებოდნენ მზის სხივებს :) 11 საათისათვის გავემართეთ ქვეშიც ციხისკენ და დაახლოებიტ 15 წუთში ციხის ძირში ვიყავით.. მცირედი აღმართის ავლის შემდეგ ნაწილი ციხის გალავანზე შემოსკუპდა ნაწილი კი იქვე მინდორში წამოგორდა..12 საათისთვის გავეშურეთ ბოლნისის სიონისკენ.. მართლაც რომ შთამბეჭდავი აგებულების ტაძარია.. შიგნიდან საკმაოდ მდიდრულიც კი.. და რა თქმა უნდა ტაძრის მოლოცვის შემდგომ ისევ მინდორში წამოვეყარეთ :): ) ბოლნისიდან გავემართეთ წუღრუღაშენისკენ, 15 წუტში ტაძრის ეზოში ვიყავით..მდიდრული ორნამენტებითაა შემკული ეს ტაძარი, და საქართველოში ყველაზე გრძელი გუმბათის ყელი აქვს.. ავირბინეთ იქვე გორაკზე, საიდანაც არაჩვეულებრივი ხედი იშლებოდა ტაძარზე. ზუსტად 3 საათზე ვიყავით სოფელ ფოლადაურში, ციხის ასასვლელთან..2 ჯგუფად დავიყავით; საკმაოდ ციცაბო აღმართის ასვლა მოგვიწია, ერთ-ერთ მოანკვეთში გოგოების ამოსაყვანად თოკებიც კი გამოვიყენეთ, (მეორე ჯგუფი თავისუფლად ავიდა), და მიახლოებით 40 წუთში ციხეზე ვიყავით.. საოცარი ხედები გადაიშალა ჩვენს თვალ წინ..1 ჯგუფი უკვე ასული დაგვხვდა და ციხეში, მინდორზე წამოკოტრიალებულიყვნენ.რა თქმა უნდა ჩვენც შეუერთდით :) 5 საათისთვის დავიწყეთ დაშვება, .. რომ ცამოვედით უკვე ბინდდებოდა..მთის ძირში დავანთეთ კოცონი, შევწვით ქათმის და ღორის მწვადები, თევზი, სოკო.. რა თქმა უნდა "ჩაუფინეთ" არაყი და მერე "აგულავდა " ფოლადაური.. მოვაწყეთ დისკოთეკა... 11 წუთებზე უკვე თბილისში ვიყავით..გაზაფხულზე აუცილებრად დავლაშქრავ , კიდევ ერთხელ, ამ ციხე სიმაგრეს ..




User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

Post by domciko » 24 დეკ 2012, 11:02

AIRMISHOO

ძალიან კარგი გასვლა იყო, მართლა,მართლა... საყვარელი ბავშვებით და თავის ლამაზი სანახაობით.
მიშო... :* :* ერთ-ერთი ყველაზე კარგი და მოწესრიგებული ორგანიზატორი ხარ ორგანიზატორთა შორის...!!!
მადლობა :* :* :* :* :* :*

User avatar
AIRMISHOO
ბოდიალა
Posts: 179
Joined: 29 მაი 2009, 08:48
Location: TBS
ცურტავი დმანისი ქვეში ბოლნისის სიონი წუღრუღაშენი ფოლადაური

Post by AIRMISHOO » 24 დეკ 2012, 14:59

გაიხარეე დომციი.. დიდი მადლობა თქვენ , თითოეულ მონაწილეს :* :* :*




ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]