ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 12:17

იქიდან გამომდინარე რომ კარავისთვის მეტნაკლებად დაუმუშავებელი მიმართულებაა ამ გასვლის რომელიც სპონტანურად შედგა 1 მსუბუქი ავტომანქანით აღწერას შემოგთავაზებთ. იმედია, მომავალში ამ ძეგლებს მეტი მნახველი ეყოლება;

1. რეგიონი:
შიდა ქართლი: ფრონეს ხეობა (ქარელი) და ხაშურის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:

ატოცის ეკლესია-აბისის ციხე დარბაზი-ვაყას ეკლესია-ნაბახტევის ეკლესია-ალის ეკლესიები-სურამის ციხე და ეკლესია-იტრიას ეკლესია


3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
ძალიან მარტივი (მანქანისთვის აბისი–ატოცის მონაკვეთის გარდა ყველგან საუკეთესო არც ატოცის გზაა ცუდი)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი:
shoda1121

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ხაშური

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
325კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ძალიან მცირე, ნაბახტევზე 800მ


11. რუკა
http://goo.gl/maps/CSNXD

12. გახანგრძლივების შემთხვევაში შეიძლება ინახოს:
არადეთის ეკლესიები: წმ,. საბა და წმ, გიორგი: ვნახეთ მაგრამ დიდი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა წმ. საბას შემორჩენილი აქვს 1 ფრესკა;
ბრეძის ეკლესიები გზადაა ატოცისკენ;
თუ ფეხით სიარული გინდათ მაშინ: ნეძვისა და ფოთოლეთის ეკლესიებიდან 1-1 ახალდაბაში: 5კმ 1ზე 1 გზა და 10კმ მე-2ზე;

13. საუკეთესო სეზონი სანახავად: ალბათ თოვლტური

14.
ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ატოცი: წმ. გიორგის ძლევამოსილი სალოცავი ოსურ სოფლებზე ხედით
აბისი-ციხე უამრავი ქვევრით: საპიკნიკედ მშვენიერი ადგილია
ვაყა: 3 ეკლესია 1ში: 2სართულიანი: ფრესკები საკურთხეველში
ალი- ღვთისმშობლის და კვირაცხოვლის ეკლესიები
ნაბახტევი: ეკლესიის გრანდიოზული ნანგრევები სოფელთან ახლოს მთაზე და ყველაზე განსაკუთრებული ორნამენტებიანი მოხატულობის ფრაგმენტები: მუზეუმში გადაიტანეს ნაწილი
სურამი: ციხე, ეკლესია და გვირაბი
იტრია: ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია
Last edited by shoda1121 on 19 ნოე 2012, 14:13, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 12:53

გზად ვნახეთ არადეთი და ბრეძა:
ერადეთში პრინციპში წესით არც უნდა გაგვევლო და არც ისეთი შთამბეჭდავია თუმცა აქ იყო დიდი არქეოლოგიური გათხრები დედოფლის მინდორი: და მაგის გამო;

არადეთის წმ. საბა

Image

Image
Image

არადეთის წმ. გიორგი


Image


ბრეძა

Image
Image

Image
Last edited by shoda1121 on 19 ნოე 2012, 14:10, edited 5 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 12:54

Image

გზად ატოცისკენ პატარა ეკლესიების ნიშები იყო


Image

ატოცის წმინდა გიორგი
Image


Image

ატოცის წმ, გიორგის სასწაულთმოქმედი ხატის ასლი
Image
Image

ატოციდან დანახული ოსური სოფელი;

პუნქტი უნდა გაიარო ჯარის თუ საზღვრის აქ რომ მოხვდე
Last edited by shoda1121 on 19 ნოე 2012, 13:39, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:02

მე ვარ ელენე კილაძე, ქ.რუსთავის 23-ე საჯარო სკოლის VIIბ კლასის მოსწავლე.
სოფელი ატოცი ჩემი დედულეთია. მინდა ზუსტად მასზე მოგითხროთ, ჩემი გულისტკივილი და სიამაყე გადმოგცეთ.
გადმოცემით ვიცი, რომ თავად მეფე ერეკლეს ფეხდაფეხ ჰქონია მოვლილი ქართლის ეს უძველესი და ულამაზესი სოფელი.
ატოცი მდებარეობს ქარელის რაიონში, ქართლის უკიდურეს ჩრდილოეთით და სამხრეთ ოსეთის საზღვარზე. იგი გაშენებულია მტკვრის დონიდან 300 მ-ის სიმაღლეზე. ერთ-ერთი ვერსიით სახელი „ატოცი“ წარმოიშვა სწორედ მისი მდებარეობის მიხედვით. მეორე ვერსია კი ასეთია: თურმე, ერთ-ერთ მეფეს (არ არის ცნობა მის შესახებ), რომელიც თავისი სიმკაცრით გამოირჩეოდა, სიკვდილით დასჯა ჰყვარებია.ერხელკი დაუსჯიათ ერთად ძალიან ბევრი. 19 კაცისთვის მოუკვეთიათ თავი და მეოცე რომ მიუყვანიათ კიდევ სიკვდილმისჯილი, გამწარებულა და წამოუძახია ატ-ოც.
სოფელს დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ორი პატარა მდინარე ჩამოუდის. ეს მდინარეები ფრონის სახელს ატარებს. ვინც პირველად ესტუმრება ამ სოფელს, იტყვის სადაა ატაცებული, ამ სიმაღლეზე რამ ამოიყვანა ეს ხალხიო, მაგრამ გაუკვირდება მხოლოდ მას, ვინც ჩვენი ისტორია არ იცის.
ატოცს მრავალჯერ განუცდია მტერთაგან თავდასხმა.1759 წელს ატოცს ლეკთა დიდი არმია შემოსევია. მეფე თეიმურაზმა და ერეკლემ ჯარი შეჰყარეს და მტერს მიაშურეს. დასახმარებლად მოიხმეს აგრეთვე სოლომონ მეფეც. ვინ გაუმკლავდებოდა ომში გამოწრთობილ სამ ლომს. ლეკებმა თავს გაქცევით უშველეს.
ლეკების გარდა არ დაჰკლებია ატოცს თავდასხმა ოსმალოთა, არაბთა, სპარსთა და კიდევ ვინ მოსთვლის. სწორედ ეს იყო მიზეზი, რომ ქართველ ხალხს დასახლება უხდებოდა ისეთ ადგილებში, სადაც მტერი ვერ მიაგნებდა.
ატოცის ციხე, რომელიც დღესაც ფეხზე დგას, ძალიან ძნელი ასაღები ყოფილა მტრისათვის და ამიტომ იქ თავშეფარებული ხალხიც უვნებელი რჩებოდა.
ატოცში არის მრავალი ისტორიული ძეგლი: წმინდა გიორგის სახელობის, მთავარანგელოზის (აგებულია ორტონიანი თლილი ქვებისაგან X საუკუნეში), წმინდა მარინეს ეკლესია და ქვაბის ქალა, რაც ერთხელ კიდევ ადასტურებს, რომ ატოცი V-VII სს-ში უკვე არსებობდა.
1951 წელს, სავენახე ნაკვეთი მოუხნავთ(6000 კვ.მ), სადაც გუთანს შუა საუკუნეების დროის საბრძოლო იარაღები: ხმლები, ხანჯლები, მშვილდები, ადამიანის თავის ქალები და დაჭრილი ძვლები ამოუღიათ.
სოფელში დგას მუხა, რომელიც 1200 წელს ითვლის. როგორც უფროსები ამბობენ, ხეს ზრდა შეუწყვეტია 200-300 წელია და ხმობის სტადიაშია. მუხის ქვეშ დგას სწორედ წმინდა მარინეს ეკლესია.
იმ ადგილს, რომელსაც ახლა საჯვარეს ვეძახით, XVI ს-ში, გლეხ ებს შოთაძეებს ერთ-ერთ სოფელში ბატონი მოუკლავთ, გამოქცეულან და ატოცისათვის შეუფარებიათ თავი. თან ჰქონიათ გამოტაცებული წმ. გიორგის სახ. ოქროს ჯვარი, დაუსვენებიათ იქვე, დიდი ხის ძირში და ბატონისათვის უთხოვიათ ნება, რომ დასახლებულიყვნენ სოფლის შემოსასვლელშივე და თან ეკლესიაც აეშენებინათ. ბატონს ნება მიუცია. ეს ხალხი ამ დღიდან გვარად დიდებულიძეები გამხდარან. ის ხე 1946 წელს წაქცეულა, იმ დროს ეკლესიის აშენებაც ვერ მოხერხდა, მაგრამ სახელი საჯვარე დარჩა. ეკლესია აშენდა მხოლოდ ერეკლე მეორის მეფობის დროს. ოქროს ჯვარი ჯერ იმ ეკლესიაში დაუსვენებიათ, შემდეგ კი წაუღიათ საქართველოს სიძველეთა დაცვის მუზეუმში.
ატოცში დგას ორსართულიანი, ძველისძველი, მაგრამ ჩვენი სიამაყე სოფლის საშუალო სკოლა, სადაც სამი სოფლის ბავშვი სწავლობს. მას ბევრი სახელოვანი ადამიანი ჰყავს გამოზრდილი. ახლა კი ძალიან გული მტკივა სკოლა დანგრევის პირასაა, ახალი კი არსად ჩანს.

პირადად ჩემმა სოფელმა, როგორც ბევრმა სხვამ,აგვისტოს ქარ-ცეცხლსაც მედგრად გაუძლო. ხალხმა სოფელი არ მიატოვა, ისევ ცხოვრების რიტმს დაუბრუნდა. ისევ დგას დიდ აღმართზე ჩვენი ატოცი, გადაჰყურებს საქართველოს და თითქოს ამბობს: აჰა, ვდგავარ, ვერ წამაქციეს, ვერც შიში ჩამინერგეს.
დგას და ელის სოფლიდან წასულ თუ წამოსულ ხალხს, სტუმარს სტუმრობს და მტერს მტრულად ხვდება, თუმცა კი გული მწყდება, რომ ახლა მას პოლიცია იცავს.
აი, ასეთია ჩემი ლამაზი და შეუვალი სოფელი ატოცი თავისი წარსულით, აწმყოთი და მომავლით.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:05

ატოცობა, გიორგობა-ქვაშვეთობა, წმ. გიორგის სახელთან დაკავშირებული რელიგიური დღესასწაული. იმართებოდა სოფ. ატოცში (ქარელის მუნიციპალიტეტი), იწყებოდა ოქტომბრის I ნახევარში და რამდენიმე კვირა გრძელდებოდა (შაბათ-კვირაობით). ატოცის წმ. გიორგის ეკლესიის მრევლს შეადგენდნენ ქართლის დასავლეთ მუნიციპალიტეტებისა და ზემო იმერეთის მცხოვრებნი.

ატოცის წმინდა გიორგი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, რომელიც არ წარმოადგენს ისტორიულ სიძველეს არქიტექტორული ძეგლია და დგას სოფლის ცენტრში. გადმოცემით მისი აშენება დაუმთავრებიათ 1903წელს.
Slide 3
ატოცის წმინდა გიორგი ეკლესია მოზრდილი გუმბათოვანი ნაგებია უხეშად ნატეხი ქვითა და აგურით. გადახურულია ნახევარსფერული კამარით. ე.წ. რუსულგუმბათოვანი. მას შეუცვალეს გუმბათი 2009 წელს.
Slide 4


მიცვალებულთა მოსახსენიებელი კუთხე ეკლესიაში ყოფილა ,, სასწაულთმოქმედი” ხატი წმინდა გიორგის ხატი, რომელსაც დიდძალი მლოცავი მოუდიოდა. იგი ითვლებოდა ფრონის ხეობაში ყველაზე ძლიერ ხატად, რასაც ვახუშტი ბატონიშვილიც აღნიშნავს: “ არს ეკლესია ატოცს, წმინდის გიორგისა, სასწაულიანი–ო’’.
Slide 5
ტაძრის კანკელი და ამბიონი “1817 წლის, აპრილს 23 დღესა ორშაბათს, თვით დღესასწაულსა მისსა იქნა ესე სასწაულ ეკლესიასა მისსა ატოცს: შთამოკიდა გველეშაპი დიდი და საზარელი და გარემოერტყა ეკლესიასა და ჩაიდო კუდი პირიდან და შეუშვის ეკლესიად და ჩაიდვის ისევ პირს კუდი თუისი და გამოსვლასავე ესრეთ ჰყვის, ესე გველეშაპი იყო მოხვეულ საყდარსა სამ დგეს და ღამეს და მეოთხე დღეს უჩინო იქნა.”

დასასრული გფარავდეთ წმინდა გიორგი

=========


«ატოცის წმინდა გიორგი, თეთრო რაინდო, დიდო სალოცავო ჩემი წინაპრებისა, ჩამომავალთა ჩემთა, ყველა ამირეჯიბთა, ამირეჯიბთათვის სხვა მოდგმათაგან შობილთა და ყველა ადამიანთა, ვისაც სწამს შენი სასწაულმომქმედი ძალისა; სამას სამოცდამეხუთედო სალოცავო საქართველოში შენს სადიდებლადა და სავედრებლად აგებულ ტაძართაგან, მეოხ გვექმენ ყოვლისა შემძლე ღმრთისა ჩვენისა წინაშე, რათა მიეცეს ილაჯი ქართველთ რწმენით, მოთმინებით, თავმდაბლობით, ძალით გონებისა და მკლავისა თვისისა მყარად იპყრან ხელთ აწმყო და მომავალი სამშობლოსი თვისისა.

შეევედრე ყოვლისა განმგებს, სულიერთა და უსულოთა წერათმწერალს, დაუდგინოს ქართველთ საქმე და მიზანი ერთობლივი, რომლის ძალითა და წყალობით შეიკვრის ერი ერთს სულადა და ხორცად, ჭეშმარიტად უძლეველ თაობად, ვინაითგან არა ხალხის მიერ იქმნება სახელმწიფო, არამედ ერისმიერია იგი, რამეთუ ხალხი დღევანდელი ერია მხოლოდღა, ხოლო ერი – ესაა ხალხი დღეს, წარსულსა და მომავალში. მარადისობაა ერი. არწმუნებინოს ქართველთ, რომ ამა საძირკველიდან წარმართეს გარჯა და ღვაწლი თვისი უდიდესთა წინაპართა ჩვენთა, ამით ვიყავით, ვართ და ვიქნებით, თუკი მივყვებით მათს კვალსა და ნაქმნარს.

შეევედრე, არწმუნებინოს ყოველ ქართველს: თუ რამ გააჩნია მას, თავისი სახელმწიფოსგან აქვს და არარა არის ქონება, დიდმოხელეობა, თუ სხვაფრივ მოხვეჭილი სარჩო და სახელი უსამშობლოდ, რადგან შენი ერი და სახელმწიფოა საწყისი და ფუძე ყოვლის პირადის სიკეთისა. მზერა მიაპყრონ კაცთ, ვინც უშურველად, შეგნებით მისცა ყოველი, თუ რამ ხელეწიფებოდა სამშობლოს სამსხვერპლურს და იხილავენ, თუ როგორის ხელგაშლით დაუბრუნდათ მათ ღვაწლი გაღებული მამულისთვის. ჭაბუა ამირეჯიბი».
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:08

აბისის ციხე-დარბაზი

მოქეიფე ხალხს ძალიან მოეწონებათ ამდენი ქვევრი არსად მინახავს ერთად ქართლში


Image
Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:10

1. kompleqsSi Semavali nagebobebi

ციხე-დარბაზი, კოშკი, ნათლისმცემლის ეკლესია და ნასოფლარი.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

აბისის ციხე-დარბაზი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ქარელის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–დასავლეთით 20 კმ–ში მდებარე სოფელ აბისის გარეუბანში, მდინარე დასავლეთ ფრონის მარჯვენა და ტკოცურას ხევის მარცხენა ნაპირზე.

4. ruka



5. istoriuli mimoxilva

აბისის ციხე-დარბაზი აგებულია XIII საუკუნის 50-60- იან წლებში ნასოფლარი გვიანდელ ფეოდალურ ხანით თარიღდება. ციხე-დარბაზის ეკლესია, მისი სამხრეთ კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია 1754 წელს აზნაურ ზაალ მახვილაძის დაკვეთით. ზაალ მახვილაძეს განუზრახავს მოთარეშე მტრების მიერ დარბეული ამ მიდამოების აღდგენა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera


gegma

აბისის ციხე-დარბაზის კომპლექსი სამი სხვადასხვა დროს აგებული ნაწილისაგან შედგება: ციხე-დარბაზის, კოშკისა და ნათლისმცემლის ეკლესიისაგან. თავდაპირველად ციხე-დარბაზი აუგიათ. შემდეგ მისთვის ჩრდილოეთით ოთკუთხა კოშკი მიუშენებიათ და ბოლოს სამხრეთით - ეკლესია. ნაგებობები ნაშენია რიყისა და ნატეხი ქვით, წირთხლებზე აყოლებულია თლილი ქვა. ყველა ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია.
ა) ციხე-დარბაზის (8,4X7მ) კუთხეებში მცირე ზომის ცილინდრული (დიამ.2,5-2,7მ) კოშკები დგას. ერთ-ერთი კოშკისგან შემორჩენილია სამი სართული. I სართულზე (ამოვსებულია ნანგრევებით) დამხმარე სათავსოები უნდა იყოს: II სართული საცხოვრებელი და სათავდაცვო დანიშნულებისაა. აქ კედლებში მრავალი ნიში, სარკმელი, ცალმაგი და ორმაგი სათოფურია. სამხრეთით კარია, რომელსაც ეკლესიის მხრიდან კიბე ეკვრის. III სართულის ნაწილობრივ გადარჩენილ კედლებშიც დატანებულია სათოფურები, ნიშები და სარკმლები. კუთხის მცირე ზომის ცილინდრულ კოშკებს მხოლოდ თავდაცვისათვის იყენებდნენ.
ბ) კოშკი, რომლის ციხე-დარბაზს ჩრდილოეთის მხრიდან აქვს მიშენებული, სამსართულიანი უნდა ყოფილიყო. I სართული დამხმარე სათავსია, II - საცხოვრებელი. აქ დასავლეთით ბუხარია, კედლებში რამოდენიმე სათოფურია; III სართულიდან უმნიშვნელო ნაწილია გადარჩენილი.
გ) ნათლისმცემლის ეკლესია დარბაზულია (7,3X5,6 მ) შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდში ერთი სარკმელი და რამდენიმე ნიშია, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში - თითო სარკმელი.



8. Zeglis daqvemdebareba da statusi

აბისის ციხე-დარბაზი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.

აბისის ციხე-დარბაზის ნათლისმცემელის ეკლესია ურბნისისა და რუისის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:11

ვაყა


2სართულიანი ეკლესია:
მოხატულობით მხოლოდ საკურთხეველში

Image


Image

Image

Image
Last edited by shoda1121 on 19 ნოე 2012, 13:18, edited 2 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:18

vayas dedaRvTismSoblis Sobis
xuroTmoZRvruli ansambli
(XVI - XVIII ss)



ორი ეკლესია, ეგვტერი, სათავდაცვო და დამხმარე ნაგებობები.

2. mniSvnelovani da saintereso informacia

არ მოგვეპოვება.

3. adgilmdebareoba

ვაყას დედაღვთისას კომპლექსი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ხაშურის მუნიციპალიტეტში, მისგან ჩრდილო–აღმოსავლეთით 15 კმ–ში მდებარე სოფელ ვაყას განაპირას, სამხრეთით.

4. ruka



5. istoriuli mimoxilva

არსებული ისტორიული ლიტერატურა კომპლექსის ეკლესიებს მიაკუთვნებს XVI-XVII საუკუნეებს, ხოლო სხვა ნეგებობებს - უფრო გვიანდელ პერიოდს. სოფელი ვაყა XVIII საუკუნეში ბეგთარბეგოვების მფლობელობაში გადავიდა და დედაღვთისას ეკლესია სომხურად გადაკეთდა.

6. legendebi, Tqmulebebi da zepirsityvieri gadmocemebi

არ მოგვეპოვება.

7. arqiteqturuli aRwera


aRmosavleTi fasadi, ganivi ganakveTi samxreTisaken

ერთ-ერთი ეკლესია ბანურსახურავიანი ორსართულიანი კოშკური ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთით ეკვრის დარბაზული ეკლესია, ხოლო დასავლეთით ორსართულიანი ეგვტერი სათავდაცვო ნაგებობითურთ. დარბაზულ ეკლესიაზე დასავლეთით, მთელი ეგვტერის სიგრძეზე მიშენებულია სათავსი.
ა) ორსართულიანი კოშკური ეკლესია (6,5X6 მ) ნაგებია თლილი ქვის ფილებით. ორივე სართულს შესასვლელი დასავლეთიდან, ეგვტერიდან აქვს. პირველ სართულზე აღმოსავლეთით სარკმელი და ორი ნიშია, ჩრდილოეთით - სარკმელი და ნიში. მეორე სართული მომრგვალებულაფსიდიანი პატარა ეკლესიაა. აფსიდის ჩრდილოეთით სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთით-ღრმა ნიში. საკურთხეველში და ეკლესიის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში მიშენებული ვიწრო კიბე ბანზე ადის. დარბაზის გრძივ კედლებში თითო ნიშია. ჩრდილოეთ კედლის ნიში პატარაა და აღმოსავლეთ კუთხესთანაა, ხოლო სამხრეთის ფართო და ღრმა ნიშს კედლის შუა ნაწილი უჭირავს.

ბ) ორსართულიანი ეგვტერი ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. პირველ სართულზე აღმოსავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო ნიშია. მეორე სართულზე ნიშები ყველა კედელს აქვს. მეორე სართულზე დასავლეთის კედელზე სამი სარკმელია, ხოლო სამხრეთისაში - ორი. გადასახურად გამოყენებულია შენობის შუა მძლავრი საბჯენი თაღი და განივი კედლების საბჯენი თაღები.
გ) ჩრდილოეთიდან ეგვტერზე მიდგმულია ორსართულიანი სათავდაცვო ნაგებობა, რომლის გადახურვა სიმეტრიულად განლაგებულ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობოდა. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედლის ნიშში ჯვარია (ხაჩქარი) ჩადგმული. ჩრდილოეთის კედელში გაჭრილია ფართო შესასვლელი, ხოლო სამხრეთის კედელში - ეგვტერში გასასვლელი. კარის თავზე ჩასმულ ორ ფილაქვაზე ამოკვეთილია მხედრული სამშენებლო წარწერები.

sarTulebis gegmebi

დ) დარბაზული ეკლესიის (7,7X6 მ) ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს კედელში სწორკუთხა სათავსოებია, რომელთაგან სამხრეთისას პატარა სარკმელი აქვს. თითი სარკმელი საკურთხეველში და სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. დასავლეთ კედელში გაჭრილი გასასვლელით ეკლესია უკავშირდება დიდ სათავსს, რომლის ჩრდილოეთის კედელში გაჭრილი ორი კარი ეგვტერში გადის. სათავსის დასავლეთ კედელში ფართო სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში-პატარა ნიში. კამაროვანი გადახურვა საბჯენი თაღისა და გრძივი კედლების მძლავრ პილასტრებს ეყრდნობა.
დარბაზული ეკლესიის აფსიდში და მის სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსებში გადარჩა მოხატულობის ფრაგმენტები. აფსიდის კონქის ჩრდილოეთის მხარეს გაირჩევა მოწითალო მიწა მთავარანგელოზის ტანსაცმლის ნაწილი, მეორე რეგისტრში - ორნამენტული ზოლი და წმინდანის გამოსახულება. სამხრეთ-აღმოსავლეთ სათავსი მთლიანად მოხატულია. სარკმელს გვერდებზე უხეში ორნამენტი გასდევს. სარკმლის ქვემოთ წმინდა მეომრის ფიგურაა, სამხრეთ კედელზე გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ჩვილით, ღვთისმშობლის თავთან ორი ანთებული სანთელია; კომპოზიციის მარჯვენა ზედა კუთხეში მედალიონში ჩასმული ფიგურისაგან მხოლოდ კურთხევის გამომსახველი ხელია შემორჩენილი; მედალიონის ქვემოთ გამოსახულია ღვთისმშობლისაკენ მიბრუნებული საერო პირი; ჩრდილოეთის კედელზე წმინდანია. კედლის თავისუფალი ადგილები და ჭერი შევსებულია უხეში ორნამენტით და ჯვრებით. მხატვრობა პრიმიტიულია; სახე და ტანსაცმელი სქემატურადაა დამუშავებული, გრაფიკული გამოსახულებები ბრტყელია. კოლორიტში ჭარბობს ყავისფერი, მუქი შინდისფერი, მოშავო, მოწითალო და ყვითელი ფერები. ჩრდილო აღმოსავლეთ სათავსის მხატვრობის ნახვა შეუძლებელია, რადგან სათავსთან დამაკავშირებელი ღიობი ამოშენებულია.
კოშკური ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვის ფილებით. აღმოსავლეთით ერთ ვერტიკალურ ღერძზე განლაგებულია ორი სარკმელი, რომელთა საპირეები სწორხაზოვანი ფიგურებითაა მოპირკეთებული. ჩრდილოეთ კედელში ჩატანებულია ასეთივე ჩუქურთმიანი ქვის ფილა. სამხრეთ ფასადზე ამოკვეთილია მზის საათი.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:20

ნაბახტევი

ცნობილი მოხატულობით, რომელიც მუზეუმში გადაიტანეს, თუმცა არის ნარჩენები ფრესკების

სოფელთან ახლოს გორაზეა სასაფლაოსთან საჩხერის გზაზე ვაყას და ალის შორის

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:21

ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ნაბახტევის ღვთისმშობლის ეკლესია - ეკლესია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევის განაპირას, სამხრეთ-აღმოსავლეთით, მთაზე. აგებულია ჭერათხევის ხეობის ფეოდალის ქუცნა ამირეჯიბის დაკვეთით XV საუკუნის დასაწყისში.
ეკლესია დარბაზულია (14,5 X 9,35 მ), ნაგებია მონაცრისფრო ქვის თლილი კვადრებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოშენებულია) და ჩრდილოეთით. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი სარკმელი და ორი ნახევარწრიული ნიშია. საკურთხეველში ორი სატრაპეზო ქვა დგას, ერთი - ცენტრში, მეორე კი მასზე მიდგმულია მოგვიანებით ჩრდილოეთიდან.
ეკლესიის დასავლეთ კედელში ერთი სარკმელია, გრძივ კედლებში - თითო. ინტერიერში უჩვეულო ელემენტს წარმოადგენს აფსიდის წინ აღმართული კედელი, რომელიც მთლიანად ფარავს საკურთხევლის ჩრდილოეთ ნაწილს, ხოლო სამხრეთით სატრიუმფო თაღში გადადის. დარბაზის გრძივ კედლებზე ორსაფეხურიანი სამი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღები.
მოხატულობა [რედაქტირება]

ეკლესიის მოხატულობა შესრულებულია 1412-1431 წლებში. იგი ძლიერ დაზიანებულია. ზოგიერთი კომპოზიცია საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი. აფსიდის კონქში შემორჩენილია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის გამოსახულება ორივე მხარეს წმინდანების ფიგურებით, სატრიუმფო თაღში წარმოდგენილნი იყვნენ მღვდელმთავრები და წინასწარმეტყველნი. დარბაზისა და საკურთხევლის გამყოფი კედლის მოხატულობა დაყოფილია სამ რეგისტრად. ზედა რეგისტრში გამოსახულია ფხიზელი თვალი, მეორეში აბრაამის სტუმართმოყვარეობა (აქვე იყო იოანე ნათლისმცემლის ფიგურა, რომელიც საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია გადატანილი), ხოლო მესამეში წარმოდგენილნი არიან ეკლესიის მამანი და სვიმეონ მესვეტე.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:23

ალის ღვთისმშობლის ეკლესია

Image
Image
Image
Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:24

ალი — სოფელი საქართველოში, შიდა ქართლის მხარის ხაშურის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარე ჭერათხევის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე. ხაშურიდან 25 კმ. არის თემის ცენტრი. სოფელში არის ბიბლიოთეკა, კინოთეატრი (ამჟამად უმოქმედო), წყარო, სტადიონი, საჭიდაო მოედანი. სოფელში 2006 წლის 1 იანვრის მონაცემებით ცხოვრობს 474 კომლი, სულ 1375 ადამიანი. სოფელში დგას: დედაღვთისა, კვირაცხოვლის ეკლესია, ღვთისმშობლის ეკლესია, უსანეთის ეკლესია და ჯანიაურების ეკლესია.
ალი აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ისტორიულ გზასაყარზე მდებარეობდა და მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ ცხოვრებაში, რამაც ხელი შეუწყო მის გაქალაქებას (XII ს.). ჩრდილოეთიდან მას იცავდა ალის ციხე, ხოლო სამხრეთიდან — ნაბახტევისა. მონღოლთა ბატონობის პერიოდში ალი დაკნინდა და მცირე ქალაქად იქცა. XVIII ს. კვლავ დაწინაურდა და ზემო ქართლის ერთ-ერთი მთავარი ქალაქი გახდა. ალი სამეფო ქალაქი იყო და მოურავი განაგებდა.




ალის კვირაცხოვლის ეკლესია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან


ალის კვირაცხოვლის ეკლესია
ჯაბა ლაბაძის ფოტო


სამშენებლო წარწერა ეკლესიის კედელზე
ჯაბა ლაბაძის ფოტო
ალის კვირაცხოვლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ცენტრში. აგებულია 1810-1820 წლებში. 1977 წელს მოსახლეობას შეუკეთებია.
ეკლესია გუმბათოვანია (14,35X10,62 მეტრი), ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. სამხრეთ-დასავლეთით მიშენებული აქვს ეგვტერი და სამრეკლო. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს - დასავლეთით (ამოქოლილია) და სამხრეთით, კედლის დასავლეთ მონაკვეთში. ეკლესიის შიდა სივრცეს ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი ქმნის. ჯვრის მკლავები სხვადასხვა სიღრმისაა: სამხრეთი და ჩრდილოეთი მკლავები მოკლეა, დასავლეთისა შედარებით ღრმაა, აღმოსავლეთისა კი აფსიდითა და ბემით მთავრდება. გუმბათქვეშა კვადრატი საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ ბოძს ეყრდნობა. გრძივი კედლების ნახევარწრიული თაღები პილასტრების იმპოსტებსა და გუმბათქვეშა ბურჯებზე გადადის. აფსიდში და სამივე მკლავში თითო სარკმელია, გუმბათის ყელში - 12. აფსიდში სარკმლის ორივე მხარეს ღრმა თაღოვანი ნიშებია. საკურთხევლის ჩრდილოეთით და სამხრეთით პატარა სწორკუთხა სათავსებია - სადიაკვნე და სამკვეთლო. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, სამხრეთისაში - მცირე ზომის სწორკუთხა ნიში. სადიაკვნის სამხრეთ კედელში სწორკუთხა, ხოლო ჩრდილოეთისაში პატარა ნახევარწრიული ნიშია. ამ სათავსში აღმოსავლეთით ერთი თაღოვანი სარკმელია. ორივე სათავსი დასავლეთის კედელში გაჭრილი სწორკუთხა კარით ეკლესიის დარბაზს უკავშირდება.
ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, სარკმლის თავზე დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული, დასავლეთ ფასადზე, კედელში დატანებული ქვიშაქვის კვადრებზე - რელიეფური ხელი. აქვეა მხედრული სამშენებლო წარწერაც ”წელსა ჩყი/1810/ ეკლესია აშენებულია და უწოდებიათ კვირაცხოველი”. ცილინდრული გუმბათის ყელი თორმეტწახნაგაა. წახნაგებს შორის თაღოვან შეღრმავებებში გაჭრილია სწორკუთხა სარკმლები. წახნაგების წიბოებს ერთმანეთთან თაღებით დაკავშირებული მსხვილი ლილვები დაუყვება. თაღებს ზემოთ შემორჩენილია ორი რელიეფური ჯვარი.
ეგვტერის (6,7X3,88 მეტრი) აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი შესასვლელი უსწორო თაღით არის გადახურული. შიგნით ეკვტერი შელესილი და შეთეთრებულია. დასავლეთის კედელში განიერი სწორკუთხა ნიშია, ხოლო სამხრეთის კედელში - ვიწრო თაღოვანი სარკმელი. სამხრეთ კედელს მთელ სიგრძეზე საფეხური (სიმაღლე 0,4 მეტრი) გასდევს.
სამრეკლო (3,45X2,33 მეტრი) ორსართულიანია, ნაგებია აგურით. იგი ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეზეა მიდგმული. I სართული სამ მხარეს გახსნილია თაღოვანი მალებით. თაღები ეგვტერის დასავლეთ კედელსა და ორ თავისუფლად მდგომ სვეტს ეყრდნობა. II სართული ოთხივე მხარეს გახსნილია თაღებით და გადახურულია პირამიდული სახურავით.

ალის ღვთისმშობლის ეკლესია
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან


ალის ღვთისმშობლის ეკლესია
ალის ღვთისმშობლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალის ჩრდილოეთ-დასავლეთით. დაზიანებულია - სახურავი, კედლების ნაწილი და ლავგარდანი ჩამონგრეულია.
ეკლესია გუმბათოვანია (14,5X10,9 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და აგურით. შესასვლელი ორი აქვს - სამხრეთითა და დასავლეთით. გუმბათი საკურთხევლის კუთხეებს და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგარ ბოძს ეყრდნობა. გუმბათქვეშა და დანარჩენი თაღები და კამარები ისრულია. სამი საფეხურით ამაღლებული ღრმა საკურთხევლის ნახევარწრიული აფსიდის სარკმლის გვერდებზე კვადრატული ნიშებია, ხოლო მათ ზემოთ - საიდუმლო სათავსებში ასასვლელი ხვრელები. ეს სათავსები მაღალია, გეგმით სწორკუთხა. მათ ქვეშ ასევე სწორკუთხა სამკვეთლო და სადიაკვნეა. დასავლეთის მკლავის კამარა დაკიდულ პილასტრზე გადასულ თაღზეა დაყრდნობილი. ჩრდილოეთ კედლის ნიშში სანათლავია. აფსიდის ღერძზე და სამივე მკლავში თითი სარკმელია, გუმბათის ყელში თორმეტი. ეკლესიის ინტერიერი შეთეთრებულია.
ეკლესიის ცოკოლი ერთი საფეხურითაა გამოწეული. ფასადებზე კარ-სარკმლის საპირეები ამოყვანილია აგურით. სამხრეთ ფასადზე უსწორო ქვაზე მზის საათია ამოკვეთილი. აღმოსავლეთ ფასადზე მარცხენა სარკმლის ქვემოთ გამოსახულია მარტივი ჯვარი. აგურის თორმეტწახნაგა პირამიდული გუმბათის წახნაგები გაწყობილია უწყვეტი თაღედით.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:26

სურამი და იტრია

Image


ხედი სურამის ციხიდან


Image

იტრია



Image

Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ატოცი-აბისი-ვაყა-ნაბახტევი-ალი-სურამი-იტრია 17.11.2012

Post by shoda1121 » 19 ნოე 2012, 13:28

სურამის ციხე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სურამის ციხე (მრავალმნიშვნელოვანი).


სურამის ციხე
სურამის ციხე — შუა საუკუნეების ციხესიმაგრე შიდა ქართლში, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე სურამულის მარცხენა ნაპირზე, კლდოვან გორაკზე. ციხე მნიშვნელოვანია როგორც ისტორიული, მონუმენტური ხელოვნების ნიმუში. სურამის ციხე ორი მთავარი გზის შესაყარზე მდებარეობს; ერთი მიემართება ლიხის გადასასვლელებით დასავლეთისაკენ, მეორე კი — ბორჯომის ხეობით სამხრეთისაკენ.[1]
სექციების სია [დამალვა]
1 აგების თარიღი
2 ისტორია
3 არქიტექტურა
3.1 გალავანი
3.2 ციხე
3.3 წმინდა გიორგის ეკლესია
3.4 სასახლე
4 ლეგენდა
5 საინტერესო ცნობები
6 ლიტერატურა
7 რესურსები ინტერნეტში
8 სქოლიო
აგების თარიღი [რედაქტირება]

ვახუშტი ბაგრატიონი ციხის შესახებ წერს: „...არს საშუალს ციხე, მაღალ კლდესა ზედა, მტკიცე.“[2] თუ როდის და ვინ ააგო სურამის ციხე „მაღალ კლდესა ზედა“ ისტორიულად არაა ცნობილი. ქართული ისტორიული წყაროები ამის შესახებ დუმან. XIX საუკუნის ქართველი ისტორიკოსის პლატონ იოსელიანის მიხედვით სურამი და მისი ციხესიმაგრე აშენებულია ძვ. წ. II საუკუნის I ნახევარში მეფე ფარნაჯომის მიერ, 200 წლით ადრე ქრისტეს დაბადებამდე.[3] სურამის ციხის აგების ასეთ განსხვავებულ დათარიღებას ქართულ საისტორიო მეცნიერებაში მხოლოდ პლატონ იოსელიანი იძლევა.
სურამის ციხის აგების შესახებ საინტერესო ცნობებია დაცული უცხოურ საისტორიო წყაროებში, კერძოდ სპარსულსა და თურქულში. XVII საუკუნის ცნობილი თურქი მოგზაური ევლია ჩელები სურამის ციხის აშენებას სპარსეთის მეფე ხოსრო I ანუშირვანს (531–579) უკავშირებს[4]. სპარსი ისტორიკოსი ისქანდერ მუნში სურამის ციხის აშენებას შაჰ აბასს მიაწერს (XVII საუკუნის 10-იანი წლები),[5] მაგრამ აქ ალბათ შაჰ-აბასის მიერ ციხის შეკეთება უნდა იგულისხმებოდეს. სწორედ ამის შესახებ წერს შაჰის კარის მოხელე, ისტორიკოსი მელიქ შაჰ-ჰუსეინ სისტანი თავის თხზულებაში „იაჰია ალ-მელუქი“ (მეფეთა აღდგომა):

„იმ ხანებში წესრიგში მოყვანილ იქნა გორის, სურამის და სხვა ციხეები.[6]“
თანამედროვე ქართველი ისტორიკოსების (შ. მესხია[7], პ. ზაქარაია[8] და სხვა) აზრით, სურამის დღევანდელი ციხესიმაგრე განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში აიგო (XI ს.). მის აგებას უკავშირებენ, აგრეთვე, სურამელთა ცნობილ საგვარეულოს, რომელიც XII-XIII საუკუნეებში ქართლის საერისთავოს განაგებდა. მიჩნეულია, რომ ეს ციხესიმაგრე მათ რეზიდენციას წარმოადგენდა.
ისტორია [რედაქტირება]



სურამის ციხე, ხედი ჩრდილო-დასავლეთიდან
ქართულ ისტორიულ წყაროებში, როგორც სტრატეგიული პუნქტი, სურამის ციხე მოხსენიებულია 1625 წლიდან, როდესაც იგი გიორგი სააკაძემ გაამაგრა ირანელთაგან თავის დასაცავად. ევლია ჩელები მის შესახებ წერს:
„ [სურამის ციხე] თბილისის ხანის მბრძანებლობაში მყოფი, გორაკზე მდებარე პატარა ციხეა, მაგრამ უაღრესად ძლიერი, მტკიცე სიმაგრეა, რომლის ბურჯები და კედლები ცას ებჯინება. საქართველოს უძველესი ციხეთაგანია. მცხოვრებთა უმრავლესობა ქართველები, გოქდოლაკები და სომხები არიან.[4] “
ამასვე წერს ფრანგი მოგზაური ჟან შარდენი, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა 1672-1673 წლებში.
„ სურამი, კაცმა რომ თქვას, მხოლოდ და მხოლოდ დაბას წარმოადგენს, იგი უფრო პატარაა, ვიდრე ქალაქი გორი, მაგრამ მის ახლოს დიდი და კარგად ნაგები ციხესიმაგრეა. მისი გარნიზონი ასი კაცისაგან შედგება[9] “
XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე დიდი ბრძოლები წარმოებს სურამის ციხის ირგვლივ. იგი ამ პერიოდში ოსმალეთისა და სპარსეთის ინტერესების სფეროს წარმოადგენდა. 1692 წელს სურამის ციხე თურქების ხელშია; 1701 წლიდან მას მეფისწული ვახტანგი ფლობს და ისევ „ძლიერ კოშკთა“ შორის მოიხსენიება.[10]
XVIII საუკუნის შუა წლები მძიმე პერიოდია სურამის ციხის ისტორიაში. მასთან დაკავშირებული ბევრი მოვლენა სწორედ ამ პერიოდის „შავ ჭირს“ ყიზილბაშობას განეკუთვნება. 1742-1745 წწ. ყიზილბაშთა წინააღმდეგ მოწყობილ აჯანყებაში სურამის ციხე ზემო ქართლის სადროშოს უფროსის გივი ამილახვარის ძირითადი დასაყრდენი გახდა. სურამის ციხესთან კიდევ ერთხელ გადაიკვეთა სპარსეთ-ოსმალეთის ინტერესები. სპარსეთი მის სწრაფ დაკავებას ცდილობდა, ხოლო ოსმალეთი გივი ამილახვარს ყოველმხრივ დახმარებას უწევდა მის გამაგრებაში. 1744 წელს ნადირ-შაჰმა ქართლის მეფედ თეიმურაზ II დაამტკიცა, ხოლო კახეთში მისი ძე ერეკლე II. ეს იყო გივი ამილახორის ყიზილბაშების წინააღმდეგ გამოჩენილი მედგარი წინაღმდეგობის შედეგი. ნადირ-შაჰი იძულებული იყო „ყიზილბაშობა“ „ქართველობით“ შეეცვალა.[11]
ამ გარემოებამ გარკვეული როლი ითამაშა აჯანყების შემდგომ განვითარებაზე. აჯანყებას იდეური საფუძველი გამოეცალა, ანუ რისთვისაც აჯანყება დაიწყო ის შედეგი უკვე მიღწეული იყო, მაგრამ გივი ამილახვარი კვლავ განაგრძობდა ბრძოლას. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლასთან დაკავშირებით აჯანყებულები თეიმურაზ II-ისა და ერეკლე II-ის მოწინააღმდეგეთა ბანაკში აღმოჩნდნენ, რომელთაც ნადირ-შაჰი უჭერდა მხარს. სურამის ციხესთან ხანგრძლივი ბრძოლისა და მოლაპარაკების შედეგად ამილახვარი დანებდა. მან კარგად დაინახა წინააღმდეგობის გაწევის უაზრობა და თეიმურაზ მეფეს შეუთვალა, ჩემთან დედოფალი თამარი მობრძანდეს და იმას მივენდობიო. მართლაც დედოფლის სურამში მისვლის შემდეგ ამილახვარი ციხიდან გამოვიდა და თამარს თბილისში გაჰყვა. თეიმურაზ მეფემ ირანის მბრძანებელთან ქაიხოსრო ორბელიანი გააგზავნა და მოახსენა გივი ამილახვრის შერიგება, თან მისი დანაშაულის პატიებასაც სთხოვდა. [12] ნადირ-შაჰს ძალიან გაუხარდა სურამის ციხის დაკავება და წყალობას არ იშურებდა, გივი ამილახვარი თეიმურაზს მიანდო, მეფემ კი ამილახორს სახლთუხუცესობა უბოძა და თბილისში დატოვა. თუმცა, როგორც ჩანს, ირანის შაჰი ბოლომდე არ ენდობოდა ქართველებს და ბრძანა ამილახორის ციხეების დაქცევა. შაჰის ბრძანებით სურამის ციხე კეხვის ციხესთან ერთად დანგრეულ იქნა. იგი 1756 წელს აღადგინეს. ამ დროს აქ ერეკლე II-ს ქიზიყის მოურავი თამაზი ჰყავდა დატყვევებული.[13]
სურამის ციხე ქართველთა მფლობელობაში 1783 წლამდე იყო. ამ პერიოდის განმავლობაში იგი ხან იტრიელი ჩხეიძეების ხელში იყო, ხანაც სურამელი მურვანიშვილები ფლობდნენ. 1764 წელს კი ერეკლე მეფე სურამის ციხეს ოსიაურის ციხესთან ერთად დროებით გადასცემს თარხანოვებს.[14]
გეორგიევსკის ტრაქტატის გაფორმების შემდეგ ქართველ მორიგეებთან ერთად აქ რუსული გარნიზონი ჩააყენეს, რაც განპირობებული იყო სამეფოს დასავლეთი საზღვრების დაცვის აუცილებლობით. 1787 წელს რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყებასთან დაკავშირებით სურამის ციხიდან რუსული გარნიზონი გაიწვიეს. 1791 წელს ერეკლე მეორის ანდერძში სურამის ციხე კვლავ საქართველოს უმაღლეს ციხეთა შორის არის მოხსენიებული.
XVIII საუკუნის 80-90-იან წლებში სურამის ციხე ზემო ქართლში ლეკიანობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი პუნქტია. 1801 წლის შემდგომი და XIX საუკუნის 20-იანი წლების წყაროებზე დაყრდნობით სურამის ციხე კვლავ მოქმედია.[15] XIX საუკუნის 30-იანი წლებიდან, კერძოდ 1829 წელს ახალცხის მხარის შემოერთების შემდეგ სურამის ციხემ თანდათან დაკარგა თავისი მნიშვნელობა, რადგან მას გამოეცალა ის ფუნქცია, რისთვისაც იგი ააგს ამ ადგილას. მისგან საქართველოს საზღვრებმა შორს გადაიწიეს და სურამის ციხე დარჩა საქართველოს წარსულის ერთ-ერთ მოწმედ.
არქიტექტურა [რედაქტირება]



სურამის ციხის ქვედა ეზო და შიდა ციხის კედელი
ციხესიმაგრე სხვადასხვა ნაგებობათა კომპლექსია. მასში შედის: გალავანი, ციხე, წმინდა გიორგის ეკლესია და სასახლე. როგორც ზემოთ ითქვა, იგი აშენებული უნდა იყოს XII-XIII საუკუნეებში, ხოლო კაპიტალურად შეკეთდა XVI საუკუნის II ნახევარში.[16] ამ პერიოდის კედლის ნაშთები შემორჩენილია გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. დანარჩენი ნაწილები აღდგენილია XVII და XVIII საუკუნეებში.[10]
გალავანი [რედაქტირება]


სურამის ციხის გენგეგმა: 1. შესასვლელი, 2. გალავანი, 3. ქვედა ეზო, 4. შიდა ციხე, 5. კოშკი, 6. წმინდა გიორგის ეკლესია, 7. სასახლე
გალავანი რელიეფს მიყვება. მას რთული მოხაზულობა აქვს, რადგან მშენებლებს კლდოვანი კონცხის ყველა ადგილი გამოუყენებიათ. ნაგებია ნატეხი და თლილი ქვით. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა.
შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილშია. აქ კლდეში ამოკვეთილია საფეხურები. გალავნის ამ მონაკვეთის ზედა ნაწილში ვიწრო სათოფურებია, ჩრდილო-დასავლეთით ყრუ კედელია. გალავნის დასავლეთი ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 8 მ. სიგრძის და 2 მ. სიმაღლის კედელი, რომელზეც ეზოს მხრიდან სასახლე იყო მიშენებული (აღადგინეს 1980-იან წლებში).
გალავანში აღმოსავლეთით ჩართულია შიდა ციხის კედელი, რომელიც ნაკლებადაა დაზიანებული (თქმულების მიხედვით სწორედ ამ კედელშია ჩაშენებული ზურაბი). გვიანდელი სამშენებლო ფენა (XVII ს.) თხელია, მის აღმოსავლეთ კედელში ერთ რიგად განლაგებულია სათოფურები. ციხის თავდაპირველი კედლის ქონგურები გამოყვენილია უხეშად და განაწილებულია არათანაბრად; უფრო გვიან ნაშენი კედლებისა კი, პირიქით ხშირი, ვიწრო და მომრგვალებულია და განლაგებულია თანაბრად.
ციხე [რედაქტირება]
ციხის ფართობია 1200 მ². იგი შედგება ორი ნაწილისაგან: შიდა ციხისა (ციტადელი) და ქვედა ეზოსაგან. შიდა ციხეს უჭირავს მთის ზედა ნაწილი, ქვედა ეზოს კი მთის ფერდობები. შიდა ციხე გეგმით არასწორი მრავალგვერდაა (52,4X29,3 მ). შედგება გალავნისა და პირამიდული კოშკისაგან (21,2X12,7 მ). მისი ტერიტორია ნანგრევებითაა დაფარული. კოშკის მხოლოდ ორი სართული იყო შემორჩენილი, მაგრამ XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს მას რესტავრაცია ჩაუტარეს და აღადგინეს მთლიანად კოშკი, ციხის დასავლეთისა და აღმოსავლეთის კედლები.[17] კოშკს ეზოდან აქვს შესასვლელი. II სართულის სქელ კედლებში ვიწრო სარკმლებია. ნაგებობა მოპირკეთებულია თლილი ქვით.
წმინდა გიორგის ეკლესია [რედაქტირება]


ციხის ყოფილი ეკლესიის გეგმა
წმინდა გიორგის ეკლესია აგებული იყო XI-XII საუკუნეებში, მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთის ნაწილში. დაშენებული იყო პირდაპირ კლდის კონცხზე. იგი 1991 წლის აპრილის მიწისძვრამ დააზიანა, მთლიანად ჩამოიქცა მისი გადახურვა და განადგურდა შემორჩენილი მხატვრობის ფრაგმენტები.
დარბაზული ტიპის ეკლესია (5,9X6,1 მ), ნაგები იყო თლილი ქვით. მას ორი შესასვლელი ჰქონდა – დასავლეთით და ჩრდილოეთით. ეკლესიას განიერი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფდა. სამხრეთი ნაწილი აფსიდით მთავრდებოდა, ჩრდილოეთი ნაწილი კი სწორკუთხა იყო. ორივე ნაწილი გადახურული იყო ერთი ცილინდრული კამარით, რომელიც აერთიანებდა მათ ერთ დიდ დარბაზად. თითოეულ დარბაზს თითო სარკმელი ჰქონდა აღმოსავლეთით და დასავლეთით.
ეკლესიის ინტერიერში შემორჩენილი იყო ფეოდალური ხანის მოხატულობის დაზიანებული ფრაგმენტები. საკურთხევლის კონქში „ვედრების“ კომპოზიცია იყო მოთავსებული, მის ჩრდილოეთ კუთხეში ღვთისმშობლის ფიგურა, ხოლო ქვემოთ „მოციქულთა ზიარება“ განირჩეოდა. ასევე დარბაზში კამარის ჩრდილოეთ მხარეს თაღის თავზე ცალკეული ფრაგმენტების სახით შემორჩენილი იყო „ამაღლების“ კომპოზიცია. დასავლეთის კედელი ლაზარეს აღდგინებას ეჭირა. ჩრდილოეთის ნავის კამარაში ჩანდა ანგელოზთა ფრთები.
მოხატულობისათვის დამახასიათებელი იყო გამოსახულებათა მცირე ზომები და შესრულების გრაფიკულობა. კოლორიტში ჭარბობდა მოწითალო-აგურისფერი, მუქი ლურჯი, მოწითალო-ყავისფერი, მონაცრისფრო-თეთრი და ყვითელი ფერები. ეკლესიის ფასადს დეკორის ფრაგმენტები, ხოლო სარკმლების მორთულობას თაღების რელიეფური ღილაკის ფრაგმენტები გააჩნდა. სახურავი ორფერდა იყო.
ეკლესიაზე ჩრდილოეთიდან მიშენებულია კამარით გადახურული პატარა (2X3 მ) სათავსი, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. კარის თავზე გაჭრილია სარკმელი. სათავსი ნაგებია თლილი ქვით და პირდაპირ ეკლესიის კედელზე იყო მიშენებული.
სასახლე [რედაქტირება]
სასახლე მდებარეობდა ქვედა ეზოს სამხრეთ მონაკვეთში. იგი ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ ორი სართულის ნანგრევები. გადახურვა კამარული ჰქონია. სასახლის აღმოსავლეთ კედელში ღრმა ნიშები და თაღების ფრაგმენტებია. გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. გალავნის დასავლეთ კედელზე, რომელზეც მნიშენებული იყო სასახლე, შეინიშნება ორი სათავსის ფრაგმენტი.
ლეგენდა [რედაქტირება]

უძველესი დროიდან სურამის ციხეზე არსებობს თქმულება, თითქოს მისი უძლეველობის მიზეზი იმაშია, რომ მის კედლებში ცოცხლად არის ჩაკირული დედისერთა ვაჟი. ამ ლეგენდის საფუძველზე დაიწერა დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“, რომელიც მოგვითხრობს: ციხე რომ აშენებულიყო, მასში უნდა ჩაეყოლებინათ დედისერთა ზურაბი. ამბობენ იმ მხარეს სადაც ზურაბი ჩააშენეს, დღესაც წვეთ-წვეთად მოჟონავს დედის ანკარა ცრემლი. იმასაც ამბობენ, რომ ყოველ მთვარიან ღამეს სურამის ციხესთან გამოდის შავებში გახვეული ქალი და ტირილით შეჰღაღადებს ციხის ნანგრევებს:
„სურამისა ციხეო,
სურვილითა გნახეო,
ჩემი ზურაბ მანდ არის,
კარგად შემინახეო.“
იგივე ლეგენდა დაედო საფუძვლად სურამელი მწერლის დავით სულიაშვილის ვრცელ მოთხრობას „ზურაბის ციხე“.
ანალოგიური ლეგენდა არსებობს რაჭაში, სოფელ წესში არსებულ მინდა ციხის, სიღნაღის ციხის, ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის, კელასურის კედლის შესახებაც.
მსგავსი შინაარსის თქმულებები გავრცელებულია მსოფლიოს სხვა ხალხის ფოლკლორშიც. მას იცნობს: რუმინული, უნგრული, სერბიული, გერმანული, ბერძნული, ბულგარული, სპარსული, იაპონური, ინდური, ბირმული და სხვ. ფოლკლორი. მშენებლობისას კედელში ჩაშენებული მსხვერპლის სიუჟეტს სპეციალისტები „მოხეტიალე სიუჟეტების“ რიცხვს აკუთვნებენ.[18]
საინტერესო ცნობები [რედაქტირება]

დანიელ ჭონქაძის მოთხრობის „სურამის ციხე“-ს მიხედვით გადაღებულია ორი მხატვრული ფილმი. პირველი (სურამის ციხე) გადაიღო რეჟისორმა ივანე პერესტიანმა 1922 წელს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის დამდგელი მხატვრები იყვნენ ევგენი ლანსერე და
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]