Page 1 of 2

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 29 ოქტ 2012, 17:51
by AIRMISHOO
1. რეგიონი: სამცხე-ჯავახეთი

2.მარშრუტის დასახელება
თბილისი - ახალციხე-ბორჯომი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე: ადვილი

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
20 ლარი (სამწვადე და სასმელი ) + 7 ლარი რაბათში შესასვლელი ბილეთის ღირებულება

6. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ახალციხე, ბორჯომი

7. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: დაახლოებით 450 კმ-მდე

8. ფეხით გასავლელი მანძილი:
მცირე

9. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
საფარა, რაბათი, ქვაბისხევი, მწვანე მონასტერი, ტიმოთესუბანი

10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: საწვიმარი .
მანდილოსნებისათვის ტაძრისთვის შესაფერისი ჩაცმულობა

11. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო

12. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

აწყურის ციხე, თისელი, დაბის წმინდა გიორგი

სასარგებლო ბმულები

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=120

http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=2628

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... &start=0[b][/b]

მონაწილეთა სია
1. airmishoo
2. airmishoo+
3.airmishoo+
4.airmishoo+
5.airmishoo+
6. Jude(ნატალია)
7. Jude+
8. anna_di
9. anna_di + (ხათო)
10. ავთანდილ ძიძიგური
11. anna_di + (თეო)
12. anna_di + (ნინო)
13. GT.ge
14.მაია ქლივიძე
15. ელენე (მარიტას +)
16. თამუნა (მარიტას +)
17. სალომე (მარიტას +)
18. iko-iko
19. წივწივა
20. წივწივა+
21 წივწივა+

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 29 ოქტ 2012, 21:51
by AIRMISHOO
ესეიგი მოკლედ მოვყვები ჩვენი გასვლის ისტორიას

8 საათზე დავიძარით დიდუბიდან სამცხის მიმართულებით. დაახლოებით 11 საათზე ვიყავით საფარაში.. მართლაც რომ საოცარი ფერები დაგვხდა, წითელ ყვითელ მწვანე .. საოცარი სილამაზე იყო და ნუ ფოტოსესიაც მოეწყო, კოშკზეც ავძვერით და ასე შემდეგ.. დაახლოებით პირველის ნახევარზე რაბათში ვიყავით, სამწუხაროა რომ გიდების მცირე რაოდენობდა ჰყავთ მუზეუმში.. მოვიარეთ მთელი რაბათი, რესტორანშიაც შევედით რომ მესხური სახლის ჭერი გვენახა, ფაშის მოსასვენებელშიაც ვიკოტრიალეთ დაგავეშურეთ ქვაბისხევისკენ...ქვაბისხევშიაც თვალწარმტაცი სილამაზე დაგვხდა, შემოდგომის ფერებში შემოსილი ტყე, მცირე აღმართის გავლის შემდეგ ქვაბისხევის ეკლესიასაც მივადექით. მოვილოცეთ. ზემოდან არაჩვეულებრივი ხედები გადაიშალა და ისევ ფოტოსესია გაიმართა.. ნახევარ საათში უკვე მწვანე მონასტერში ვიყავით.ტაძრის მოლოცვის შემდგომ ვნახეთ ქვები რომლებზეც ლეგენდის თანახად სისხლის წვეთებია შემორჩენილი.. უკვე ბინდდებოდა და ჩვენ კიდევ ტიმოთესუბანი გვრჩებოდა მოსალოცი. სრულ შებინდებამდე მოვასწარით ტაძრამდე მისვლა.. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე და არა მარტო ჩემზე ტიმოთესუბნის მონასტერმა...ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა .. საოცარი სილამაზის მქონე ტაძარია, საუცხოოდ ნაშენი და შიდა მოხატულობა სრულიად განსხვავებული ყველა იმ ტაძრისგან რაც კი მინახავს.

7 საათისთვის უკვე ქვემო სადგერის ტყეში ვიყავით, (ცოტა კი ვიბოდიალეთ სანამ ვიპოვეთ ის ადგილი რომელსაც ვეძებდით) . მოვაგროვეთ შეშა, ავაგუზგუზეთ ცეცხლი, შამფურებზე წამოვაცვით ბასტურმა, იქვე ბადეში ქათმის ბასტურმაც შემზადდა,. საოცარი სურნელება ტრიალებდა ტყეში ღორის და ქათმის მწვადის, სოკოსი, ხაჭაპურის(jude-მა სახელდახელოდ გაგვიკეთა) კარგადაც შევზარხოშდით, ნუ მერე ამას მოყვა ტაშფანდური და დისკოთეკა , ბოლოდე დავიხარჯეთ გვეგონა მაგრამ ნურას უკაცრავად... ბორჯომიდან თბილისამდე ფეხზე ვიდექით მინიბუსში და ვცეკვავდით.. 1 საათი ხდებოდა თბილისში რომ ჩამოვედით და ჩვენ ვერც კი ვიგრძენით...

დიდი მადლობა გასვლის ყველა მონაწილეს და ჩვენს მძღოლს-კობას ...

პატივისცემით

თქვენი მიხეილ ძიძიგური

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 29 ოქტ 2012, 23:44
by iko-iko
მართლაც კარგი გასვლა იყო, ბევრი საინტერესო რამ ვნახეთ.
რაც მთავარია გავიცანი არაჩვეულებრივი ხალხი.
მადლობა გასვლის ორგანიზატორს და ყველა ამ გასვლის მონაწილეს.

ეს ჩემი სურათებია

http://www.facebook.com/media/set/?set= ... 616&type=3

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 01:44
by AIRMISHOO
ავთოს ფოტოები

http://allshares.ge/download.php?id=DA902C3175

ნ------------------

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 10:50
by anna_di
მაგრები ხართ, კარგები ხართ!!!

ვიდეოები სად აიტვირთება?
განსაკუთრებით მაინტეესებს მარშუტკის ვიდეოები..... სოდომი და გომორი მონაგონია იქ ამბავი ტრიალებს :lol:

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 11:28
by jude
ძალიან კარგი დღე იყო , მადლობა ყველას ასეთი კარგი გასვლისთვის.:) სუპერ მადლობა გასვლის ორგანიზატორს , თამამად შეიძლება ითქვას, რომ მიშოს დაგეგმილი გასვლა არის სრული კომფორტი!!!, მიხარიხართ მონათლულო კარველებო და არა მარტო ,:) შთაბეშდილებები და ძაალიაან დადებითი განწყობა დარწმუნებული ვარ ,რომ დიდხანს გაგყვებათ ყველას:)
სიყვარულით
თვენი
ჯუდი :)

Posted: 30 ოქტ 2012, 14:34
by iko-iko

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 16:09
by GT.ge
დიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა ორგანიზატორს!
მადლობა თითოეულ მონაწილეს...
გადასარევი გასვლა გამოვიდა. თბილი, მხიარული, საინტერესო... რაც, რა თქმა უნდა, ორგანიზატორის დამსახურება იყო, დიდწილად.

მშვენიერი შემადგენლობა შეიკრიბა, ულამაზესი. და, რა ენერგიულები... ყოჩაღთ! :)

და, რა კოცონი, რა მწვადი და რა სოკო ყველითურთ...

პერსონალური მადლობა ნატალიას!

გმადლობთ!

პ.ს. ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, ერთ მცირე დეტალს ჩავასწორებდი ამ გასვლის დაგეგმვისას... რაბათს ბოლოს, ღამის შუქზე ვნახავდი. :)

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 16:28
by jude
დიიიიიიიიიიიიიიიიიდი მადლობა ორგანიზატორს!
მადლობა თითოეულ მონაწილეს...
გადასარევი გასვლა გამოვიდა. თბილი, მხიარული, საინტერესო... რაც, რა თქმა უნდა, ორგანიზატორის დამსახურება იყო, დიდწილად.

მშვენიერი შემადგენლობა შეიკრიბა, ულამაზესი. და, რა ენერგიულები... ყოჩაღთ!

და, რა კოცონი, რა მწვადი და რა სოკო ყველითურთ...

პერსონალური მადლობა ნატალიას!

გმადლობთ!

პ.ს. ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, ერთ მცირე დეტალს ჩავასწორებდი ამ გასვლის დაგეგმვისას... რაბათს ბოლოს, ღამის შუქზე ვნახავდი.
________________
:oops: :oops:
მიგულეთ თქვენს გვერდით მეგობრებოო:)

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 16:33
by shoda1121
GT.ge
ეგრე მე გავუკეთე ჩემებს და რაბათი რატო დღის შუქზე არ ვნახეთო (სურათები უკეთესი გამოდისო) საყვედური მივიღე :) თუმცა აბსოლიტურად გეთანხმები :)

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 16:50
by GT.ge
shoda1121 wrote:GT.ge
ეგრე მე გავუკეთე ჩემებს და რაბათი რატო დღის შუქზე არ ვნახეთო (სურათები უკეთესი გამოდისო) საყვედური მივიღე :) თუმცა აბსოლიტურად გეთანხმები :)
ჩემი გემოვნებიდან გამომდინარე, მიტომ დავწერე. :)
ახალი აშენებულია, ცემენტი ჯერ კიდევ სველია... მთვარის განათებაზე (ანუ, რაბათში სავარაუდოდ 16:00-16:30 სთ-ზე მიხვალ... ჩამოგაღამდება...) უკეთესად გამოჩნდება. :) ჯობია, დღის სინათლეზე წინამდებარე ტაძრები ინახოს.

jude
1 ლიტრს რამდენი შაქარი უქენი, დასწერე. :)))

პ.ს. აქ, ფოტოებს დაყრით, ემოციებსაც დააფრქვევთ... არ შევიკრიბოთ სადმე ლუდის საწრუპად? :roll:

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 17:03
by jude
jude
1 ლიტრს რამდენი შაქარი უქენი, დასწერე. ))

პ.ს. აქ, ფოტოებს დაყრით, ემოციებსაც დააფრქვევთ... არ შევიკრიბოთ სადმე ლუდის საწრუპად?

ნუუ.. ეხლა ყველაფერი თუ ვთქვიი.. "ფირმის' საიდუმლოა:)))

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 17:15
by anna_di
iko-iko

ყოჩაღ იქ რომ მოახერხე საერთოდ რამის გადაღება :) მაგრებია :) ვიცინე ბევრი :lol:

საფარა-რაბათი-ქვაბისხევი-მწვანემონასტერი-ტიმოთესუბანი

Posted: 30 ოქტ 2012, 17:36
by deida kama
სვანური ქუდიტ იყო ვინმე? :roll: თქვენ გასვლაში