აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Makena
იეტი
Posts: 5259
Joined: 28 აპრ 2007, 19:10
Location: Golden Valley
Contact:
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by Makena » 01 ნოე 2013, 00:28

Tamari-ch.

შაორზე როგორც წესი მუდმივად ქარი უბერავს, ეხლა იქ ისეთი სიცივეა ძვალში რომ ატანს, უკვე აბულზეც თოვლია, ასერომ დავაგვიანეთ წელს.

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by ცაბო » 19 დეკ 2013, 06:37

პირველად 2001 წელს ავედი აბულზე. ივლისში. ჯერ მცირე აბულის ციხეზე. ჯავახეთშიც პირველად მოვხვდი მაშინ,სტუდენტური ექსპედიციით და ჩემთვის სრულიად უცხო პლანეტა აღმოვაჩინე - პლანეტა ჯავახეთი. ახალქალაქიდან დავუარეთ ჯიპით.საშინლად ცუდი გზა იყო,იმდენად ცუდი,რომ ასული არ ვიყავით,უკვე იმას ვფიქრობდით,უკან როდის დავბრუნდებოდით. საშინელი ქარი უბერავდა და დიდად აღფრთოვანებული არავინ იყო ამ გასვლით,თუმცა,წინა ექსპედიციელებმა ყურები ამოგვიჭედეს აბულზე მონაყოლით.
მთაზე ავედით და პატარა ლექციაც მოვისმინეთ,თურმე 4000 წლის წინ აქ ხალხი ცხოვრობდა,ქალაქი იყო,ცოვრება დუღდა და ამბები ხდებოდა. პირი დავაღე. ვიღაცამ ახსენა,უკან დიდი აბულის მთაა,ჩამქრალი ვულკანიო. ჩვენი დისლოკაციის ადგილიდან არ ჩანდა დიდი აბულის მთა და სანამ ჯგუფი ქვებზე დახოხავდა და დოლმენებსა და ჩემთვის უცხო სიტყვებით ლაპარაკობდნენ,რამდენიმე მოხალისე პარტიზანი ციხის მოპირდაპირე მხარეს ავძვერით უკეთესი ხედის ნახვის იმედით და მანდ დავინახე ის :D
მსგავსი რამ არც სვანეთზე და არც ხევსურეთზე არ დამმართვნია,გული შემიფრთხიალდა,სუნთქვა შემეკრა და შემიყვარდა :twisted:
ისეთი ფერი ჰქონდა! ფერი კი არა,ფერები. ვიდექით და ვუყურებდით ხმისამოუღებლივ. ფერებს წამისუსწრაფესად იცვლიდა,ოქროსფერიდან ვიდრე მუქ ვარდისფრამდე,ისეთი იყო,ისეთი!
მოკლედ,რაღა გავაგრძელო და 1 კვირის თავზე 4კაციანი ჯგუფი დიდი აბულის გზას დავადექით.მანქანა ზედ ძირამდე მივიდა,ეხლა უნდა გვევაჟკაცა და სანამ მზე ძალიან დააჭერდა,ასვლა მაინც უნდა მოგვესწრო. დილის 8:00ზე გადავიწერეთ პირჯვარი,ავიკეცეთ კაბის კალთები და ჰაიდა!
გზად საუბარში,მასპინძელმა კი თქვა,რომ აბულზე ასვლა გამოცდილ მთამსვლელებსაც უჭირთო. აი,რაში ყოფილა საქმე - დიდი აბული ჩამქრალი ვულკანია და მისი ამოფრქვევის თეორიული შანსიც არსებობს თურმე :D შესაბამისად,ვულკანურ პლატოზე მდებარეობს ეს მთა. თითქმის მთელი მთა მორენული მასალით (ქვა-ქვიშა-ღორღითაა) დაფარული,რაც მთის გამოსხივებასთან ერთად სიარულს ართულებს. მოგვიანებით,მცირე აბულზე აღმოვაჩინე,რომ იქ მუდმივად "სხვა" ამინდია,შეიძლება დაგათოვოს,სამჯერ გაწვიმდეს,გაგაშროს,შტორმში მოყვე,წნევამ აგიწიოს,თავი აგტკივდეს,მუხლი მოგეკვეთოს და ა.შ. ზოგჯერ საათი და კომპასიც ურევს და მეტალის ჭურჭელს სულ რაწკუნი გაუდის,სადღაც კოსმოსში,მისტიურ მარსზე გეგონება თავი. დიდ აბულზე ადგილობრივი ჯავახებისგან გამიგონია,ღრუბელი მოდიოდა და აბულმა "არ გამოუშვა,მიაბრუნაო". აბულის მთაზე თოვლით ანგარიშობენ ზამთრის დადგომას და გაზაფხულზე თესვის დაწყებასაც. ლეონ მელიქსეთ-ბეგი წრს,ივანე როსტომაშვილისგან გამიგია, 19 საუკუნეში დიდ აბულზე ქვის კაცუნა მდგარაო. ეხლა აღარაფერი არაა,გარდა სიმაღლის ნიშნულისა და ქვების გროვისა,სადაც შიგადაშიგ სომხური დროშა შეიძლება დაგხვდეთ ჩარჭობილი. აბულზე მეორე ამბავსაც ჰყვება ილია ალხაზიშვილი,რომელიც ჩემმა ვარგაველმა მასპინძელმაც დამიდასტურა შარშან. "...ახლა მივიხედოთ აღმოსავლეთისაკენ. აგერ ხოლმი,ჯგუფი 6 ვარსკვლავისა,თანავარსკვლავედი კუროსი,ძლიერ მაღლა,ცის გუმბათის შუამდე ამოსულა და სამხრეთისკენ გადახრილა
ზაფხულის პირზე,როცა საქონელი საძოვრად გაჰყავთ, ხალხი ძლიერ არიდებს საქონელს ხომლის ამოსვლას. - ხოლმი დაჰკრავსო. ამიტომაც,გამოცდილნი მწყემსნი ხომლის ამოსვლის წინ,სადმე ღელეში ჩარეკენ ცხვარს,რომ გორას მოაფარონ,ხომლს მოარიდონ.
როგორც ჯავახელმა მწყემსებმა ამიხსნეს, მხოლოდ 3 დღე არის საშიში - თიბათვის 7,8,9. ამ რიცხვებში ხომლი აბულის მთასთან ამოდის და უეცრად ცეცხლის ალივით ამოვარდებახოლმეო. ამ დროს საქონელს თუ სხივები დაჰკრა,გააფუჭებსო. თუ თქვენს ახორს (თავლას) სანათური აღმოსავლეთისაკენ აქვს,საჭიროა ცხენიც მოარიდოთო. ხომლდაკრული ცხვარი ჯანზე ვეღარ მოდის,რაღაცნაირ მუწუკებს აყრის ტანზე,ჯანდაკდება და მატყლიც ცუდი აქვსო. როცა ვაჭარი მატყლს იწუნებს,ამბობს,"ხომლის ნაკრავიაო" მე პირადა ხომლი სრულყოფილად არ დამინახავს,უფროსწორად არ ვარ დარწმუნებული,ის,რაც მე დავინახე,ხომლი იყო,თუ მთვარე,ყოველშემთხვევაში რაც ვნახე,ძალიან შთამბეჭდავი კი იყო.
დიდ აბულზე ასასვლელი ერთ მარტივი გზა არსებობს,ფაქტობრივად ბილიკია,რომელიც ბიძინა გუჯაბიძეს და მის მეგობარ მთამსვლელებს გაუჭრიათ,თუ არ ვცდები 2010 წელს. ამ ბილიკს თუ მიაგენი,ბევრად იოლდება ასვაც და ჩამოსვალც. მე პირადად,პირველ ასვლაზე 2 სათი დამჭირდა,ჩამოსვლაზე დაახლოებით 1 საათი,არც კი. სამაგიეროდ დაღლილი და გასავათებული მთის პიკზე რომ გადაითხლიშები,ამ სიტყვის სული მნიშვნელობით და შენს ფეხქვეშ გადაშლილ ტოპოგრაფიულ რუკას გადახედავ,ალაგ-ალაგ ჩაკერებული ლუურჯი ტბებით,შეიძლება სიხარულით სუნთქვა შეგეკრას,გული გაგისკდს და იქვე მოკვდე და წამითაც არ ინანო!
მე პირადად არ მოვმკვდარვარ,იმიტომ რომ კიდევ ბევრჯერ,ძალიან ბევრჯერ ავალ დიდ აბულზე,ყოველ წელს დაველოდები ჩემს პაემანს და რაც არ უნდა მეჩხუბებოდნენ,რომ როგორ შეიძლება წელიწადში რამდენჯერმე ერთიდაიგივე მთაზე ასვლა,მაინც ავალ და ისევ ისე დაველოდები ივლისს,როგორც სატრფოსთან შეხვედრის წამს!
ყველაზე მაგარი ამბავი კი ეხლა უნდა გითხრათ :D
მოკლედ,ფოკასა და ასფარას შორის არის ასეთი სოფელი - ვლადიმიროვკა,იგივე მახარონი,საიდანაც დიდი აბულისკენ მიმავალი გზა გადადის ახალქლაქისკენ. ამ გზის შუაში ერთ მონაკვეთია,სადაც ზუსტად დიდ და მცირე აბულებს შუა აღმოჩნდები. მანდ არც ნიშნული დგას რაიმე,ვერც კილომეტრებით დაიანგარიშებ,მანქანა თავისით გაგიჩერდება. ხოდა,უნდა გადმოხვიდე,შეხედო დალოცვილ აბულს,გემრიელად ჩაისუნთქო და ყველაზე სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრო! იმენა სტალკერია რა! ეგრევე გისრულდება! ოღონდ რაც არ უნდა ჩაიფიქრო,იმას აგისრულებს,რაც გულის სიღრმეში ყველაზე ძალია გინდა,ძალიანძალიან და უნდა გჯეროდეს. ხოდა ტრადიციად გვექცა,მე და ჩემი ამხანაგები როცა გავდივართ ამ გზას,წინასწარ ვემზადებითხოლმე რიტუალისთვის და ჯავახეთით პირველად დაწამლულებსაც ვაგიჟებთხოლმე. წლევანდელი 2 სურვილი უკვე ახდა :D ეხლა თქვენი ჯერია!
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by ცაბო » 19 დეკ 2013, 06:45

აბულები,აბულები,
დგანან სულ-განაბულები

Image

Uploaded with ImageShack.us


Image

Uploaded with ImageShack.us
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by Nika » 19 დეკ 2013, 11:15

მოკლედ,ფოკასა და ასფარას შორის არის ასეთი სოფელი - ვლადიმიროვკა,იგივე მახარონი,საიდანაც დიდი აბულისკენ მიმავალი გზა გადადის ახალქლაქისკენ. ამ გზის შუაში ერთ მონაკვეთია,სადაც ზუსტად დიდ და მცირე აბულებს შუა აღმოჩნდები. მანდ არც ნიშნული დგას რაიმე,ვერც კილომეტრებით დაიანგარიშებ,მანქანა თავისით გაგიჩერდება. ხოდა,უნდა გადმოხვიდე,შეხედო დალოცვილ აბულს,გემრიელად ჩაისუნთქო და ყველაზე სანუკვარი სურვილი ჩაიფიქრო! იმენა სტალკერია რა! ეგრევე გისრულდება! ოღონდ რაც არ უნდა ჩაიფიქრო,იმას აგისრულებს,რაც გულის სიღრმეში ყველაზე ძალია გინდა,ძალიანძალიან და უნდა გჯეროდეს. ხოდა ტრადიციად გვექცა,მე და ჩემი ამხანაგები როცა გავდივართ ამ გზას,წინასწარ ვემზადებითხოლმე რიტუალისთვის და ჯავახეთით პირველად დაწამლულებსაც ვაგიჟებთხოლმე. წლევანდელი 2 სურვილი უკვე ახდა Very Happy ეხლა თქვენი ჯერია!
წელს ვიყავით ზუსტად მანდ და არც მანქანა ჩამქრალა და არც სურვილი ჩაგვიფიქრებია :roll:
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
masai11
ფანტომასის სიძე
Posts: 679
Joined: 12 იან 2007, 21:39
Location: შენს გვერდით
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by masai11 » 19 დეკ 2013, 13:45

ცაბო wrote:
Image

Uploaded with ImageShack.us

მაგარი სურათია

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by ცაბო » 19 დეკ 2013, 17:16

Nika
მანქანის თავისით გაჩერებაში ჩაქრობა კი არ მიგულისხმია,რომ შემოგაჩერდებინება რა :D

masai11
წელს გვიან ავედით,ოქტომბრის შუაში. შაბათს ბავშვები უნდა ჩამოსულიყვნენ ახალქალაქში და ორშაბათიდან თოვა რომ დაიწყო,მეთქი მორჩა!გადაათეთრა მთელი აბული. ხელი ჩავიქნიე ლამის და ხუთშაბათს ისეთი თაკარა მზე გამოვიდა,წამლად აღარ იყო თოვლი მწვერვალზე.
საღამოს 17:50 იყო ნიშნულთან რომ ავედით,მაგარი იყო მზის ჩასვლა :D
21:30ზე ვიყავით სოფ. აბულში და მთელი მთა ისე ჩამოვიარეთ,ფანრებს მარტო სიგნალისთვის ვიყენებდით,სავსე მთვარე ბდღვიალებდა და გზას გვინათებდა. ისეთი ნათელი ღამე იყო,ერთმანეთის სახეზე ნაოჭებს ვარჩევდით :D
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5041
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by Nika » 20 დეკ 2013, 16:36

ცაბო
აა
დიდ აბულზე მინდა ძალიან სვლა. პატარაზეც ნისლი იყო წელს რომ ვიყავით :(
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
აბული, ლევანის ტბა და შემოგარენი

Post by ცაბო » 22 დეკ 2013, 20:50

Nika
ჰო,ერთი თუ ჩამოწვა ნისლი,მერე რამდენიმე კვირა გადაებას შეიძლება.
შარშან მაგ ნისლმა ისეთი ამბავი გვიყო :D 5 კაცი სრულიად უაზროდ დავიკარგეთ,ნისლში მხარი აგვექცა და მცირე აბულიდან ეშტიაში ამოვყავით თავი :D
ზეგარდმო დაკარგვა იყო :D
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]