Page 2 of 9

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 19:19
by shoda1121
სურათებიც გვინდა დადეთ რა

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 19:33
by Tamari-ch.
ოჰ თქვე ბატებო....

:?

ვიღაცამ ყოველთვის უნდა აკონტროლოს თავი და ბოლო (ჩამკეტი)
სხვანაირად ასეთი დაკარგვები გარანტირებულია..
კიდევ კარგი მობილურები იჭერდა...

:o

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 19:43
by shoda1121
Tamari-ch.
აბულის ციხეზე რომ ახვალ მიხვდები რომ ძალიანაც რომ მოინდომო დაკარგვა ვერ დაიკარგები!!!! 2 ადამიანი უბრალოდ საკუთარი სურვილით საერთოდ სხვაგან(!) წავიდა მანამ სანამ საორგანიზაციო საკითხებს ვაგვარებდით მე და გამყოლი...

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 20:26
by shoda1121
https://www.facebook.com/media/set/?set ... 485&type=1
გიორგის ფოტოები ვისაც გყავთ ფბ-ში

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 20:56
by bavshvi
მე პირადად ჯერ აზრზე არ ვარ მოსული და არათუ დადება ჯერ მეც კი არ მინახავს ფოტოები :) და დღეს არანაირი შანსი არ არის, რომ ახლა ფოტოებს ჩავუჯდე (მეძინებაააააააააააააააააააააააააააააააააააააა :) )



ხოდა ისა ხვალე ვიკრიბებით ? :roll:

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:01
by shoda1121
ის რომ გაუგებრობა მოხდა იყო კიდეც იმის შედეგი რომ ჩვენს უკან დიდი აბული იყო 3300 სადაც ასვლა ზოგს უნდოდა კიდეც და გადაწყვეტილებას არ დაემორჩილა 2 ადამიანი და ჩუმად წავიდა ეს არაა ისეთი შემთხვევა რაც შეიძლება უბრალო ტურისტულ ჯგუფში მოხდეს: უბრალოდ ჩვენი ჯგუფი იყო კიდეც ძალიან ძლიერი ჯგუფი!

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:12
by perwkli
ნაწერს ცოტა თუ დააპატარავებთ, შევეცდები უხეშ გრამატიკულ შეცდომებს ყურადღება არ მივაქციო და რამენაირად წავიკითხო.

პატივისცემით
სიცხიანი
და
თვალებდათხრილი

პერწკლი :დ

პ.ს. იყოს, შოდას შევეკითხები ამ შაბათ-კვირას, ზუსტად რაც მოხდა, მარა მაინც, ასეთი ნაწერის წაკითხვა მართლა ტრაგედიაა, აარადა მაინტერესებს :დ

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:14
by Ketevan Guliashvili
წითელ შუქზე გავლას საზღაურის გადახდაც უნდაო,

გამოვდივარ ინიციატივით, შემდეგში თU ვინმე დაიკარგება, თUნდაც მე, 10 ლარი გადარიცხოს პირადად ბავშვთა ფონდში. თანხა გადაიხადოს არა საწყალმა ორგანიზატორმა /რომელზეც ამ ბოლო დროს უამარავი ფუნქცია და საყვედურით გავსებული ხურჯინია აკიდებული / არამედ თვითონ დამრღვევმა.

ეს ლაშქრობის ნომერი პირველი წესია, ლაშქრობაში ვუცდით ყველას!


1. ლაშქრობაშიყოველი მოლაშქრე არის კოლექტივის ცხოვრებისა და შრომითი საქმიანობის სწორუფლებიანი მონაწილე. მარშრუტის გავლისას არ არსებობს საინტერესო და არასაინტერესო საქმე. არსებს მხოლოდ აუცილებელი საქმიანობა რომლიც ლაშქრობის ყოველმა მონაწილემ რიგრიგობით უნდა შეასწრულოს. ტურისტის ავტორიტეტი მისი საქმისადმი სინდისიერი დამოკიდებულებით იქმნება. საქმე რომელიც კოლექტივმა დააკისრა წევრს დროულად და ინიციატივით უნდა შესრულდეს.

კოლექტივის კანონი: "რაც ყველამ გადაწყვიტა - შეასრულე, თუნდაც არ ეთანხმებოდე". კიდევ ერთი კანონი, "გასვლაში ყვლაფერი საერთოა".

ამხანაგობის კანონი: "შვიდი ერთს არ უცდის". ტურისტი ვალდებულია დააფასოს კოლექტივის დრო. გასვლაში არ არსებობენ პრივილეგირებული მოლაშქრეები.

პატივისცემის კანონი: პატივი ეცი ადამიანებს, მათ წეს ჩვეულებას, ტრადიციებს, პატივი ეცი უფროსებსა და უმცროსებს. თუკი მეგობრისაგან რაიმე აიღე დაუბრუნე. თუკი ლაშქრობისას ადგილობრივებს რაიმეს დაპირდი აუცილებლად აუსრულე. ლაშქრობისას მამაკაცები ზრუნავენ ქალბატონებზე.

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:14
by shoda1121
perwkli
პირველივე გვერდზე ჩემი და ზურას აღწერებია :)

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:16
by shoda1121
Ketevan Guliashvili
შედეგი მიღწეულია, ორივე ციხე ვნახეთ, ხალხი კარგადაა ყველა, შეცდომები იქნება გათვალისწინებული ყველას მიერ ;

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:18
by perwkli
shoda1121

სამწუხაროდ, შრიფტის და სხუადასხვა მიზეზების გამო ნაწერი პრაქტიკულად არაკითხვადია :დ მერე მომიყევი, შენ არ დაგეზარება :დ

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 21:24
by shoda1121
perwkli
შენ მობილურიდან კითხულობ? :))

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 22:11
by ცაბო
მეხაშეთა 4კაციანი ბრიგადა მშვიდობით დავბრუნდით:)

თავგადასავლის მე2ე მხარეს მოგვიანებით დავწერ,ეხლა მეც მეძინება :D

მოკლედ,მე,ბედუინი,ბაქარი და ნანუკა დავრჩით საღამოში,საღამოს ტბის პირას დავეცით ბანაკი.ღამის 4 საათი ხდებოდა,კარვის გაშლა და მოწესრიგება რომ დავამთავრეთ და სტუმრებიც მოგვადგნენ-ადგილობრივი ფერმერი გურამი ძია და კიდევ ერთი ძია :D მას შემდეგ,რაც გაერკვნენ საქმის ვითარებაში და სახლში ღამის გათენებაზე ვერ დაგვიყოლიეს,გურამი ძია წავიდა და სახლიდან ყურძნის კომპოტი და უგემრიელესი ტომატის საწებელი და ლეღვის მურაბა მოგვიტანა დახუფული ქილებით :D და მე2ე დღეს რძეზეც დაგვპატიჟა :))
დღევანდელი დღე თითქმის მთლიანად საღამოს მონასტერში,დედებთან გავატარეთ,რაღაცეებში ხელიც წავუკარით და უგემრიელესი ტრაპეზიც მივირთვით :))
დანარჩენს მერე დავწერ :))

უდიდესი მადლობა ჯგუფის ყველა წევრს მხარდაჭერისთვის,განურ
ჩევლად ყველა კარგი იყავით,არაწუწუნა და მხიარული ჯგუფი.კარგები ხართ :))
ჩემი კარვული ნათლობა შოდას გასვლაში მოხდა და შოდა და მე ვხუმრობდით,დუბლი დაკარგვა უნდა განვახორციელოთ ჯავახეთშიო,თუმცა ამ გასვლამ გრანდიოზული დაკარგვით მოლოდინს გადააჭარბა :)
ხვალინდელ შეკრებაზე დაგიბრუნებთ საღამოს ბანაკში 'აღმოჩენილ' ნივთებს: საძილეს და 3 თუ 4 საგებელს. :))


და კიდევ ერთი,თუ ვინმემ ჩემი პირადობა და მეტრომანი იპოვნა მარშუტკაში,იქნებ გამაგებინოთ :))))

პატივისცემით
კატასტროფა გამყოლი ნუცა :)))

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 22:57
by nkiviladze
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მთელ ჯგუფს – ძალიან გულისხმიერი, ერთგული და ერთმანეთის გვერდში მდგომი გუნდი იყავით :*

ვწუხვარ და დიდ ბოდიშს გიხდით ჩემ გამო ასე რომ შეწუხდით და ინერვიულეთ, ჩვენი ჯგუფის გარდა სხვა კარველები და არაკარველებიც ანერვიულან და რეკავდნენ წარამარა თურმე ((( ეს მწარე გამოცდილება მეყოფა და აღარ გავიმეორებ შეცდომას.

უღრმესი მადლობა ჩვენ საძებრად წამოსულ ბავშვებს – ცაბო, ნანუკა, ბედუინი, ბაქარი, გიო, მიქაელი, სანდრო, ლევანი, ზურა – ძალიან ვწუხვარ, რომ ესე გაწვალდით ჩემი დაუდევრობის გამო( წვიმაში, სეტყვაში, ნილში და სიცივეში დაგვეძებდით... ძალიან გაფასებთ და დიდ პატივს გცემთ!

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 23:00
by nkiviladze
P.S. შენიშვნები სამართლიანია და მიღებულია

ეს სურათების ბმულებია, ბოლო ნაწილს ამაღამ ავტვირთავ და დავამატებ:

https://www.dropbox.com/sh/7elszpf9k2mmi9r/VW6E62dyAB

http://www.allshares.ge/download.php?id=CA71950C67