Page 1 of 9

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 07:59
by shoda1121
1. რეგიონი: ჯავახეთი, ნინოწმინდის რაიონი


2. მარშუტის დასახელება:
პირველი დღე: შაორის ციხე- ასფარა- ხანჩალის ტბა

მეორე დღე: (მიმართულება ნინოწმინდის სახაშე)
ნინოწმინდის მონასტერი-განძანი-აბულის ციხე-(განძანის ეკლესიები)-ნინოწმინდის პოლიცია

( შედეგად ორი ადამიანის გაპარვისა დიდ აბულზე: ზოგიერთისთვის დამატებითი სანახაობა აღმოჩნდა განძანის ეკლესიები, ზოგიერთისთვის აბულის ტბები, ზოგიერთისთვის დიდი აბული ზოგისთვის არტურას "მარშუტკა".:)

მესამე დღე: (უმეტესობისათვის)ნინოწმინდა-თბილისი (მიმართულება ისნის სახაშე[/i} ნაწილი საღამოს მონასტერთან დარჩა

1 კვირაში კარწახის ტბა, საღამოს მონასტერი და სამსარის კლდეში ნაკვეთი ეკლესია მოვინახულე მე პირადად;

( ყველაფერი ვნახეთ ძალიან კარგად : ბედის ირონია რომ არა უპრობლემოდ უნდა ჩამოვსულიყავით მეორე საღამოს თბილისში...
და რაც მთავარია მადლობა პატრულს :) რომლებმაც ჩვენი სამაშველო ჯგუფი სამშვიდობოს გამოიყვანა :)



3. ხანგრძლივობა:
2 დღე წესით; 48 საათს გადავცდიტ გაუგებრობების გამო

4. სირთულე:
საშუალო (თუ არ ჩავთვლით ლოდებზე ხტუნვას, დაკარგულების ძებნას და ა.შ.)

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
31.25 ლარი;

6. მონაწილეთა რაოდენობა : 18


7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორები:

shoda1121
ნუცა (გამყოლი)



8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ნინოწმინდა; (შაორის ციხე სოფელ ასფარასთანაა ახლოს ფარავნის ტბის უკან რომ სოფელია და აბულის ციხე სოფელ განძანთან: ეს უკანასკნელი იოლად შეიძლება ინახოს რეგულარული ტრანსპორტით! სოფელ განძანში ჩამოხვალთ ნინოწმინდაში, იქიდან ხიდს გადახვალთ და გორაზე რომ მაღლა ეკლესიაა იქიდან ფეხით 1 დღეში უპრობლემოდ ახვალთ ჩამოხვალთ: მიგასწავლიან თან ადგილობრივები! ტყის ზოლის ზემოთ მთაზე ჩანს ციხე თქვენს წინაა)

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი-ნინოწმინდა 160კმ-ია

10. ფეხით გავლილი მანძილი:
თითო ციხეზე 10-12 კმ ; თუმცა მთავარი მაინც სიმაღლის აღებაა: დაახ; +600/700; აბული უფრო დაბალია და ადვილია;



11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
აბულის ციხე (კარგად შემონახული ათასწლოვანი ციხე)
შაორის ციხე (მისტიური ციკლოპური ნაგებობათა კომპლექსი)
ხანჩალის ტბა

12. საბანაკე ადგილები:
ხანჩალის ტბასთან ტყის ზოლი და წყაროა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უნდა მოიმარაგოთ

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
ნისლში საშიშია საკმაოდ და ცუდ ამინდში ლოდებზეა სავლელი;

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
ლოდებზე ხტუნაობა, გაპარვა ხალხის, ხაში და არაყი

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
დიდი აბულის მთა (3300)
ასევე ბევრი რამ, მაგალითად საღამოს დედათა მონასტერი;

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
უმეტეს ადგილებში კარგად იჭერს მობილური


19. სასარგებლო ბმულები
ძალიან ბევრია: იმედია დამეხმარებიან:



20. შეფასება 10ბალიანი სისტემით: აუცილებლად უნდა ნახოთ! ძალიან განსხვავებულია, მსგავსი არაფერი მინახავს ამიტომ სანახაობრივად ანუ საღამოს 4 საათამდე 10 ბალი! მაგრამ: 4ის მერე ტრანსპორტში ჩარჩენილთათვის მინუს 10 და დაკარგულთათვის იქიდან გამომდინარე რომ არასდროს დაავიწყდებათ +10

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 08:58
by GIVARGIL
საშველი მაშველების სახელით მადლობა პატრულს :)

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 12:52
by GT.ge
მადლობა შოდიკჯან, კარგი იყო. :)

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 16:07
by maikoooo
მადლობა ღმერთს რომ ყევლაფერი ცუდი სიზმარივით დასრულდა....
მიუხედავად ყველაფრისა 2 არაჩვეულებრივი დღე გვქონდა მეორე დღის 4 საათამდე და მადლობა შოდას, ზურას, და თითოეულ თქვენგანს :*:*

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 16:13
by shoda1121
maikoooo wrote:მადლობა ღმერთს რომ ყევლაფერი ცუდი სიზმარივით დასრულდა....
მიუხედავად ყველაფრისა 2 არაჩვეულებრივი დღე გვქონდა მეორე დღის 4 საათამდე და მადლობა შოდას, ზურას, და თითოეულ თქვენგანს :*:*
ზუსტად თქვი მეორე დღის 4 საათამდე : ორივე ციხე ნანახი გვქონდა, დაღლილი საერთოდ არ ვიყავით, ძალიან კმაყოფილები ნანახით, ნაქეიფარები, და უბრალოდ გვრჩებოდა ცოტაოდენი საჭმლის მოძიება ნინოწმინდის მაღაზიაში და კიდევ ერთი გულიანი ქეიფი..
ეგ იყო და ეგ ...
თუმცა რა მოხდა რეალურად:
ყველაფერი კარგად ვნახეთ და მეორე დღეს: როცა ვბრუნდებოდით მეორე ციხიდან აღმოჩნდა რომ 2 ადამიანი არ იყო ჩვენტან: თურმე საერთოდ სხვა მთისკენ წასულან სმს–ით შევიტყვეთ: ვერც ტელეფონზე დავუკავშირდით; შემდეგ ნისლში და შებინდების ჟამს მათ მოსაძებნად მაშველთა 5კაციანი ჯგუფი წავიდა: ბედუინი, ბაქარი, ნანიკო, ნუცა და გიორგი კივილაძე: საბოლოოდ ესენი დაიკარგნენ: იმ 2მა კი ჩამოაღწია: შემდეგ მიქაელი და სანდრო საბაშვილი წავიდნენ იმ 5ის მოსაძებნად და ისინიც დაიკარგნენ და რავი ყველაფერი ღამის 3 საათზე ნინოწმინდის პოლიციის შენობაში დასრულდა მშვიდობიანად ; მადლობა პატრულს :)


Image
პოლიცია


გაპარულების გადაღებული ხედი დიდი აბულიდან

Image

ხედი მცირე აბულიდან: აბულის ციხე:

Image

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 16:32
by shoda1121
ვენტოს აღწერა: თითქმის ყველა სათავგადასავლო ტურის უცვლელი ჟამთაღმწერელი ზურა:


"

შაბათს დილაადრიანად 18 კაცი წავედით ჯავახეთში პირველი გაჩერება კი სოფელ ასფარაში გვქონდა. ამ სოფელში სულ რამოდენიმე სახლი იდგა და ტიპიური სამცხე ჯავახეთური სოფელი იყო.. მოტყავებული ადგილები, დათესილი კარტოფილის მინდვრები, ნეხვის სუნი და აგურის სახლები..

10 საათი იყო როდესაც გავემართეთ შაორის ციხის ასაღებად. თავიდან მცირე აღმართიან ბილიკს გაუყევით შემდეგ კი დაიწყო რაც დაიწყო.. 1 მეტრიან ლოდებზე გვიწევდა სიარული, ზოგან მკვრივი გაჭედილი წვეტიანი ლოდები გვხვდებოდა ზოგან კი ეს ქვებიც ქანაობდა და უცებ მომაგონდა 127 საათი.. იქ რომ ფეხი ჩამვარდნოდა ალბათ ვერც ამოვიღებდი. ასე რომ ძალიან ფრთხილად ავდიოდით. თითქოს ბოლოს ვხედავდით ამ მთის მაგრამ არადა არ მთავრდებოდა უშველებელი აღმართი..

აღმართი ერთია მაგრამ როცა ნაშალ ქვაზე დადიხარ და დიდ ლოდებს ახტები ენერგია ორმაგად გაკლდება.. ამ დღეს დავრწმუნდი რომ არხოტსაც თავისუფლად გავქაჩავდი თუმცა ერთი რამ მაინც უნდა ვთქვა, ჩანთა არ გვქონია არავის..

როგორც იქნა პირველები ავედით მიქაელი, მე და ნინო კივილაძე.

ზემოთ მშრალი ქვით ნაწყობი სავარაუდოთ ჯერ მცველთა კოშკი შეგხვდა შემდეგ კი ოდნავ მაღალ მთის წვერზე ციხეც გამოჩნდა. მიუხედავად იმისა რომ ქარი იყო იმდენად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავით არც სურათების გადაღება გვეზარებოდა და არც მინდორში კოტრიალი.. ამ მცველთა საგუშაგოსთან თუ ნასახლართან დაველოდეთ ნუცას და დანარჩენებს, შემდეგ კი როგორც კი შევგროვდით გაუყევით გზას ციხისკენ.. აქაც თავიდან დიდ ქვებზე მოგვიწია სიარული მაგრამ გასაოცარია და ციხის ძირში ბრტყლად დადებული ლოდებით მოკირწლულ ძველი საფოსტო გზაზე გავედით. რომელიც პირდაპირ ციხის გალავანთან მიდიოდა.. ციხე დანგრეული იყო თითქმის მაგრამ დრომ და მიწისძვრებმა მისი გალავანი მაინც ვერ დაანგრია.. ასევე აქა იქ ოთახებიც ჩანდა და საქეიფო მაგიდაც თავისი ქვის სკამებიც. ეს უკანასკნელი შეიძLება სხვა მოლაშქრეებმა გააკეთეს =)

კარგა ხანი გავჩერდით აქ უკან კი სხვა და სხვა მიმართულებებით დავეშვით. მომეწონა მარცხენა ჩასასვლელი რადგან იქ ცოტა ციცაბო მდელო იყო თუმცა ქვებზე თითქმის არ გვიწევდა სიარული ზოგმა პირდაპირ ჩააჭრა, ნუცამ და დანარჩენებმა კი ისევ იმ მხრიდან გადაწყვიტეს ჩასვლა საიდანაც ამოვედით.. აქ არაფერი საშიში არ იყო ჯერ შუადღის 3 საათი იყო და მთიდან ჩვენი მინიბუსით კარგად მოსჩანდა.

რათქმაუნდა მიუხედავად დიდი გზისა ჩვენ მაინც ვაჯობეთ დანარჩენებს რადგან დაღმართი უცებ ჩამოვირბინეთ მაგრამ ნუციტო მაინც გაგვიჯავრდა, რადგან სხვა და სხვა გზით წამოვედით ციხიდან. პირველი დღე თითქმის ამით დასრულდა. საბანაკე ადგილი სოფელ ხანჩალში ვნახეთ სადაც ნაძვნარი იყო. ცეცხლით დავანთეთ დავლიეთ კიდევაც და რამოდენიმეს გამოკლებით ყველას მშვენივრად გვეძინა..

მეორე დღეს 7 საათზე სანდრო საბაშვილმა დაგვაფეთა ყველა წავედით ახლა ვჭამოთ ნინოწმინდაში ხაშიო. თუმცა მაინც ვერ შეძლო ყველას წამოყრა. კიდევ კარგა ხანს ვიუსაქმურეთ ხანჩალში. დაველოდეთ მზის ამოსვლას ბოლომდე რომ კარვები გაგვეშრო და ჩავგველაგებინა ჩანთები. ერთი სიტყვით 11 საათზე გამოვედით სამარშრუტოთი.

ნუცამ დედათა მონასტერში კარტოფილები დაუტოვა დედაოებს შემდეგ კი გეზი აბულისკენ ავიღეთ. სამარშრუტოშიი დიდი გაუგებრობა იყო. ზოგს დიდ აბულზე უნდოდათ ასვლა ზოგს პატარა. მე მაგალითად დიდი აბული სულ არ მინდოდა რადგან მთაზე ადიხარ სადაც არაფერი არაა და ხედებით დიდი ვერაფერია, სამცხე ჯავახეთი ხო ხრიოკი მიწაა.. აი პატარა აბულზე რომელიც 500 მეტრით დაბალია არის ულამაზესი ციხე. ბევრი კამათის შემდეგ წავედით პატარა აბულზე!

ეს ციხე ბევრად უფრო შორს იყო ვიდრე შაორი ასე რომ გზაც რთული იყო. ისევ აღმართები ისევ დიდი ლოდები და ისევ ქარი.. ნუ მერე მზე ამოვიდა მაგრამ სამცხე ჯავახეთი მთელ საქართველოში ყველაზე ცივი მხარე რომაა გეცოდინებათ.. ზამთარში სიცივე ზოგჯერ -20 გრადუსსაც აღწევს.. როდესაც ჩვენ შედარებით ადვილი გზიდან მოუყვებოდით აღმართს (შედარებით ადვილი იმიტომ რომ ჯერ სიმაღლე ავწიეთ შემდეგ გავივაკეთ სხვები კი მთის ძირში აპირებდნენ მისვლას და მერე სიმაღლის აღებას) უკან შევამჩნიეთ რომ მე მიქაელს და ბაქარს მოგყვებოდა კიდე 2 მოლაშქრე. ნინო კივილაძე და ტატო. ცოტახანი ვიფიქრეთ დაველოდებით თქო მაგრამ ისინი ძალიან ნელა მოდიოდნენ და ვერ დაგვეწიენ. ამ დროს ჩვენ კვლავ გავაგრძელეთ სიარული და ისინი უკვე აღარსად ჩანდნენ. ამ დროს ყველამ ვიფიქრეთ რომ ალბათ ისევ ქვემოთ ჩავიდნენ და დანარჩენ ბავშვებს გაყვნენ თქო. რომ ავ ედით მე მიქაელი და ბაქარი 20 წუთში მოვიდა ბედუინი ხოდა 30-40 წუთში დანარჩენებიც.. ნინო და ტატო არსად ჩანდნენ. მათზე მანამ არ გვინერვიულია სანამ 3 საათი არ გავიდა და წამოსვლა არ დავაპირეთ. ჯერ ისევ კარგი ამინდი იყო და ირგვლივ ულამაზესი პეიზაჟი იშლებოდა. შუაში სოფელი განძანი მარცხნივ ფარავნის ტბა, მარჯვნივ ხანჩალის ტბა და შუაში კიდე მთის უკან საღამოს ტბა. დავიწყეთ რეკვები და ერთი ამბები მაგრამ ნინოს ტელეფონი არ ქონდა წაღებული, ტატოს კიდევ ვერ უკავშირდებოდით. ნუცა ძალიან ნერვიულობდა ტირილამდე იყო მისული, არც ჩვენ ვიყავით უკეთ. ღამდებოდა, ნისლი მოიწევდა და მათზე არანაირი ინფორმაცია არ გვქონდა. ალბათ ღმერთმა გადმოგვხედა იმ მომენტში და ამ გაუგებრობაში მესიჯიც მოვიდა ტატოსი რომ მათ გადაუხვიეს გზას და დიდ აბულზე წასულან.. ანუ უკვე ვიცოდით სავარაუდოთ რომ ჯგუფს გამოეყვნენ ჩუმად და ცოტა დავმშვიდდით იმ ფაქტით რომ გაუგებრობაში აღარ ვიყავით.

5 კაცმა გადაწყვიტა დარჩენა დანარჩენები კი მე და მიქაელმა წამოვიყვანეთ იმ გზით საიდანაც ჩვენ 3ნი ამოვედით ანუ შედარებით ადვილი გზიდან.. იმ მომენტში მათი გადაწყვეტილება კი მეჩვენებოდა უაზროთ რადგან ისეთი ნისლი იყო 5 მეტრიან რადიუს ძლივს ვხედავდით ნისლში და შანსი არ იყო მათი პოვნის, უეჭველი გზაში აცდებოდნენ თუმცა, გიორგი კივილაძე ისე ნერვიულობდა ამას როგორ ვიტყოდი ბოლო ბოლო მისი და იყო დაკარგული..

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო ჩვენ ჩამოვედით დაღამებამდე სამშვიდობოს აი ქვემოთ კი უკვე ნერვიულობამ აგვიტანა რადგან შუაღამე იყო წვიმდა, სეტყვაც დაემატა ამას და გვეცოდებოდნენ ჩვენები ამ სიბნელეში და ნისლში რომ დაწანწალებდნენ თითქმის შიშვლები.. ამ დროს ვიღაცამ ახალი ინფორმაცია მოგვაწოდა ტატო დაკავშირებია იმ 5 მოლაშქრესო და იციან სადაც არიანო. ტატო და ნინო მწყემსის ქოხში ყოფილან და რახან ეს გაუგიათ (ბაქარს, ნუცას, ნანიკოს, ბედუინს და გიორგის) ისინიც ბრუნდებოდნენ.

გავიდა 1 საათი 2-ც და არავინ ჩანს. ვზივართ სამარშუტო ტაქსში, გარეთ წვიმს, ყინავს, ქარია... უკუნითი სიბნელე და არავინ ჩანს ჰორიზონტზე. მიქაელმა და სანდრომ გადაწყვიტეს მოეძებნათ ტატო და ნინო და ესენიც გავარდნენ სამარშრუტოდან..

კიდევ კარგი ნანა სართანიას ჰქონდა ტელეფონი დატენილი და სალაპარაკოც ოხრად თორე კონტაქტიც აღარ გვექნებოდა. რამოდენიმე საათის შემდეგ კონტაქტზე ტატო გამოვიდა და გვითხრა რომ მთიდან ჩამოდიოდნენ. ამ დროს დავიწყეთ მარშუტკიდან პიპინი ფარების ანთება ჩაქრობა და შეგვამჩნიეს. ისმაილიც გავარდა მათ შესახვედრად და მოიყვანა. ისეთი სველები, დაღლილები და მშივრები იყვნენ ჩხუბი კი არა უბრალოდ შენიშვნის მიცემაც ვერ გავბედეთ. ნინო ძალიან დთრგუნული იყო და ყველა ცდილობდა რომ დაემშვიდებინა. ერთი სიტყვით გავათბეთ გამოვაცვლევინეთ ტანსაცმელი და ვაჭამეთ.

ახლა ისევ 2 პრობლემა წამოიჭრა უკვე მიქაელი და სანდრო დავკარგეთ და ის 5 კაცი კვლავ არ ჩანდა. კონტაქტზე კი ორივე გამოდიოდნენ მაგრამ ნუცამ საერთოდ არ იცოდა სად იყო, გვეუბნებოდა 3 პატარა ტბას ვხედავო და სავარაუდოტ სულ სხვა მიმართულება ქონდა აღებული, მიქაელი კი სიბნელეში დაკარგულა სოფელს გაცდენია და რაღაც მდინარეს მიუყვებოდა.. ამაშიც რამოდენიმე საათი გავიდა. დაძაბულობა პიკს აღწევდა უკვე 2 საათი იყო ღამის. შუამავალი ტელეფონზე ისმაილი იყო რომელიც ხან ერთს ურეკავდა ხან მეორეს. მიქაელს არიგებდა ჭკუას რომ მდინარეს გამოყოლოდა რადგან ამ მდინარეს უეჭველი უნდა გაევლო სოფელი და ვერ ასცდებოდა, ხოლო იმ 5 კაცისთვის გამოვიძახეთ ნინოწმინდას და განძას სამაშველო ჯგუფები. ერთი პლიუსი ის იყო რომ ნუცა და სამაშველო პატრული ერთმანეთს უკავშირდებოდნენ და კონტაქტზე იყვნენ. ბოლოს როგორც იქნა მიქამ დაინახა ცენტრალური ტრასა და გადაწყვიტა მდინარე გაეტოპა და ასულიყო თუმცა გადავაფიქრებინეთ, როგორც ჩვენმა მძღოლმა გვითხრა შანსი არაა მაგ მდინარის გადაცურვისო ძალიან ღრმა არისო და გამოუყვეს ისევ ქვემოთო. ბედად სადღაც მიქას პატარა ხიდი უნახავს და მაინც გადმოსულა შემდეგ ცენტრალურ ტრასაზე ამოვიდა და ტრაფარეტიც დაინახა სოფელ განძანის შესასვლელთან იყო. ასე ვიპოვნეთ ეს ორი გზა აბნეული მაშველი სულ გალუმპულები და სველები. გახარებულები ვიყავით ახლა მხოლოდ იმ ხუთი კაცის ბედი გვანაღვლებდა. 2 საათი ასე ჩუმად ვიჯექით შიგა და შიგ ისმაილი ურეკავდა და ვიგებდით ინფორმაციას. 5 საათი ხდებოდა როცა გავიგეთ რომ ბავშვები გამოსულან ტყიდან და ტრასაზე ისინი მატრულს აუყვანია და გზაში იყვნენ. ისეთი სიხარული იყო ეს რომ წარმოუდგენელია აღწერა. ჩვენც ეგრევე დავაწექით ნინო წმინდის საპატრულო პოლიციის გამჭირვალე შენობისკენ და ჩვენი გაყინულ ცხვირა მოლაშქრეებიც იქ ვნახეთ. ცხელ ჩაის მიირთმევდნენ და კონიაკიც ბოთლიც გამოცლილი ქონდათ. ბრაზი ვის ახსოვდა ყველა იცინოდა ხარხარებდა და ნუცას სახეზეც ღიმილი არ წყდებოდა =) მშვიდობიანად დამთავრდა ყველაფერი. შემდეგ ეს 5 ეული დავტოვეთ სოფელ საღამოში დედათა მონასტერში და გამოვემართეთ თბილისისკენ.. ისეთი დაღლილები ვიყავით ემოციებისგან არაფრის თავი აღარ გვქონდა.. ზოგი სამსახურში მიდოდა ზოგი კიდე სად.. მე მაგალითად ხვალე არხოტში მივდივარ 5 დღით და დღეს უნდა მოვახერხო დასვენება. მიუხედავად იმისა რომ საძილე ნანუკას დაუტოვე ბოტები კიდე მიქაელს მაინც ვერ გადავაგდებ ბექას და თან სურვილიც დიდი მაქვს. ასე დამტავრდა ჩვენი ისტორია და იმედია არხოტში ამ ფილმს მეორე სერიაც ექნება.
.."

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 16:40
by shoda1121
ვიდეო აბულის ციხეზე:

http://www.youtube.com/watch?v=4efF0jhD ... ture=share

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 16:50
by shoda1121
პირველ რიგში მადლობა ნუცას, ნუცას გარეშე გასვლის განხორციელება შეუძლებელი იქნებოდა: სული და გული იყო ამ გასვლის!

მადლობა ისმაილს რომელმაც საჭირო დროს სსიპ მაშველებთან ურთიერთობის სამსახური ჩამოაყალიბა ჩვენს მიკროავტობუსში და ძალიან დამეხმარა!

მადლობა კარაველებს მაკენას, ქეთი გულიაშვილს და თამის!

და რა თქმა უნდა, მადლობა თითეულ თქვენგანს: შედეგი მიღწეულია ვნახეთ ციხეები: ბევრი დაკაგვითი ტური ჩამიტარებია მაგრამ აქ მე 0% წვლილი შევიტანე:მე და ნუცა(გამყოლი) ერთმანეთში და მძღოლთან რაღაც საკითხებს სანამ ვათანხმებდით ხალხის ნაწილი ზოგი იმ სერზე იყო ზოგი ამ სერზე და 2 ადამიანის სხვა მიმართულებიტ წასვლაზეც შევიტყვეთ ყველამ ერთად სმს–ის საშუალებით ზუსტად მაშინ როცა ჩვენი მარშუტი დასრულებული იყო და წამოსასვლელად ვემზადებოდით: მაპატიეთ, სხვა დროს უკეთესად და რა თქმა უნდა ყველა ერთად დავიკარგოტ სადმე კაი ტყეში :)

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 17:10
by shoda1121
დარჩენილია ძალიან ბევრი რამ ჩემთან: მათ შორის საწვიმრები, ტანსაცმელი, პალესტინური შარფი და ა.შ.

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 17:31
by Ketevan Guliashvili
ოჰო, კიდევ კარგი ყველა იპოვეთ, მოტიტვლებული ადგილებია და გაგნება ძალიან ჭირს.

შოდა, თავიდანვე ხომ გეწერა რომ ლაშქრობა დაკარგვით იყო, ხოდა გეგმა შესრულებულია.

ისიც მესმის რომ ვეღარც გაუბრაზდით დაკარგულებს, ვერც მე ვეტყოდი რამეს.

ახლა არ დაგიწერთ რომ შემდეგში ერთად იარეთ და რამე, და რომ ცოდოა ის ვინც იცდის და ეძებს... მაგრამ ისა...

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 17:35
by shoda1121
Ketevan Guliashvili
დაკარგვა არ ყოფილა მიზანი: და მითუმეტეს მე არ დავკარგულვარ: დაკარგვა კაია მაშინ როცა უღრან ტყეში ყველა ერთად ვიკარგებით და ეგეთ ბილიკებზე სადაც არ ვარ ნამყოფი მიყვარს წასვლა; ჩვენ გამყოლიც კი გვყავდა ამჯერად და არანაირი პრობლემა არ გვქონია;
გაგნება კი ნისლის და სიბნელის გამო ჭირდა

გავიმეორებ,
მე და ნუცა(გამყოლი) ერთმანეთში და მძღოლთან რაღაც საკითხებს სანამ ვათანხმებდით ხალხის ნაწილი ზოგი იმ სერზე იყო ზოგი ამ სერზე და 2 ადამიანის სხვა მიმართულებიტ წასვლაზეც შევიტყვეთ ყველამ ერთად სმს–ის საშუალებით ზუსტად მაშინ როცა ჩვენი მარშუტი დასრულებული იყო და წამოსასვლელად ვემზადებოდით მცირე აბულის ციხიდან;

რა თქმა უნდა, ყველამ ერთდროულად უნდა იაროს: თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენს წინ იყო მცირე აბული რომელსაც ვერ ასცდებოდი თუ ძალიან არ მოინდომებდი :) დისციპლინა დაარღვიო და ჯგუფისგან დაფარულად სხვაგან წახვიდე ეს რა ტქმა უნდა არასწორია, თუმცა ხდება ყველაფერი, ვინც ეს გააკეთა მე მათ ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ კარგი მოლაშქრეები არიან და ჯგუფის ღალატი ესმით რა არის და არა მგონია მათზე მეტად ვინმე განიცდიდა გუშინ იმას რაც მოხდა!

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 17:54
by Ketevan Guliashvili
აჰა, ახლა უკეთ მივხვდი.

შემდეგში მკაცრად გაკონტროლე შოდ, ძალიან სარისკოა ხოლმე ჯგუფიდან გამოყოფა, ახლახანს მივხვდი.

მოკლედ, საწყალი ორგანიზატორი :)

იქ მელაც დარბის და ეჭვი მაქვს ტურა ან მგელიც იქნებოდა. ცხვარია და...

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 18:04
by CheLo
მიქაელმა შენიშნა მელები და ტურები... დაკარგულები რომ იყვნენ თვალები უნათებდათ რაღაცეებსო და დარბოდნენო.. =)))))

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 18:20
by shoda1121
Ketevan Guliashvili
ქეთი, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მცირე აბულის შესახებ რჩევებისთვის!

ხაშ-ური ოცნება:შაორის& აბულის ციხე& თავგადასავლები 6-8.1

Posted: 08 ოქტ 2012, 19:05
by shoda1121
2 წლის წინ აირექსის 1–1 პროქტის საშუალებით ნინოწმინდაში აღმოვჩნდი, ქართული ენის ცენტრში, ეს იყო ჩემი პირველი ვიზიტი ჯავახეთში, ხარბად ვათვალიერებდი ტბებს და გარშემო მთებს, და ვცდილობდი რაც მთავარია ადგილობრივებთან ურთიერთობას: როგორც აღმოვაჩინე ჩემი რამოდენიმე ათეული სიტყვა სალაპარაკო სომხურის მარაგი და გულწრფელი სიყვარული საკმარისი აღმოჩნდა რომ ადგილობრივების პატივისცემა მომეპოვებინა: ძალიან მომეწონენ ბავშვები, ცდილობდნენ ქართულად ელაპარაკათ, 1 განსაკუთრებით კარგადაც ლაპარაკობდა, მათი მონდომება რომ ელაპარაკათ ქართულად, დაეკავშირებინათ საკუთარი მომავალი საქართველოსთან იყო კიდეც ჩემი განსაკუთრებული სიხარულის მიზეზი...
წელს გაზაფხულზე გადავწყვიტე რადგან აბულებს 3დღიან "სამცხე-ჯავახეთი პრო"-ს გასვლაში ვერ ჩავსვამდი ცალკე გასვლა მიმეძღვნა, ჰოდა სწორედ ამ გასვლაში მონაწილეობაზე დავითანხმე ჩემი ნინოწმინდელი მეგობარი, დამამთავრებელი კლასის მოსწავლე მანია... ისიც თავის 3 მეგობართან ერთად შემოგვიერთდა შაორზე..
ჯავახეთზე შეყვარებული ნუცას, ზურას და ამ ფორუმის თითქმის შეუცვლელი ექსტრემალი მოლაშქრეების გარეშე ეს გასვლა ვერ შედგებოდა თან ოქტომბერში, თან უჯიპოდ, ორივე ციხის მოსწრებით... და მე მართლა ძალიან მადლობელი ვარ თქვენით...
შაორზე შემცივდა და მუცელი მეტკინა ამიტომ დაშვებისას ძალიან დავიტანჯე: მოკლედ ეს გაკვეთილი იქნება რომ აუცილებელია სამედიცინო ნაკრების წაღება ყველგან!
-
შაორი ძალიან მომეწონა: მისტიურია, ალბათ მსხვერპლშეწირვისთვის, ან ასტროლოგიური მიზნებით გამოიყენებოდა, მეგალითური სამოთხეა, ქრისტიანობამდელი კულტურის დიდებული ნიმუში.... მშვენიერია როცა ფარავნის ტბას გადასცქერი, როცა ადიხარ ქვაფენილზე რომელიც 2700მ-ზე მაღალ ათასწლოვან ქალაქისკენ მიდის...
---
შემდეგ იყო ხანჩალის ულამაზესი ტბა, და მშვენიერი ღამე ხანჩალზე, ტყეში გაშლილი კარვები, ცეცხლი, ცეცხლივით არაყი, ოცნება ხაშზე... ნიშანდობლივად ... მშვენიერი კამპანია... თვით ტბამდე მიღწევა გამიჭირდა ჭაობი იყო სიახლოვეს... არადა ორჯერ ვცადე ბოტასით და მერე ბოტით;
--
ნინოწმინდის მონასტერში დედაოებთან საუბარმა სიმშვიდე მომგვარა, მინდოდა დარჩენა და მოხმარება მაგრამ.. ხაშის საძებნელად მართლაც წავედით, ჰაროლდის და კუმარის თავგადასავალივით ჩვენთვის ხაში იყო მთავარი სიმბოლო, ხაშთაყვანისმცემლები გავხვდით: შაორის და აბულის ათასწლოვანი სახაშეები გვამხნევებდნენ ჩვენი დიადი მიზნისკენ გზაზე...
--
და იყო აბული, გრანდიოზული ციხე, იოლად ასასვლელი განძანიდან უბრალოდ უნდა გიყვარეს ლაშქრობა და უპრობლემოდ ახვალ! და არაყი, სიცივე და რაც მთავარია ხალხი გარშემო მართლაც განსაკუთრებული... და ნისლები რომელიც მოგვიანებით გარს შემოგვეხვია და მისტიურ საბანში გაგვხვია...
----
აქ მოვლენების განვითარების სცენარი ნისლში ქვემოთ ჩასვლა და საჭმელის ყიდვა ნინოწმინდაში, საღამოს დედებთან გულის დამშვიდება და ახალქალაქით წასვლა იყო... მაგრამ...
ორი ჩვენთაგანი ჩვენთან არ გამოჩნდა ხალხი ღელავდა, სმს შეტყობინება მოვიდა რომ სულ სხვა მთის დიდი აბულის შუა წელზე იყვნენ ჩვენი ორი მოლაშქრე... ნუცას გულგატეხილი და ნაღვლიანი სახე რომ ენახათ ალბათ არ წავიდოდნენ არასდროს... მე რატომ არ მითხრესო ლამის იტირა... 5 კაცი წავიდა ნისლში საძებნელად.. ან ვინ უნდა ენახათ?.. ჩვენ კიდევ ქვემოტ დავეშვით: ძალიან მისტიური იყო: ყველა ერთად მოვდიოდით: ველოდებოდით... ეკლესიასთან განძანში ჩავედით და შემდეგ გავიგეთ კარგი ამბავი: თურმე მწყემსებთან ჩასულანო ის ორი დაკარგული და 5 მაშველიც უკან ბრუნდებაო: მწყემსები სულ რაღაც 15 წუთის სავალზე იყო: მე და გთ.გე წავედით სასწრაფოდ ქვემოთ განძანის ეკლესიების სანახავად სანამ დაღამდებოდა.. ვნახეთ 1 ქართული ეკლესია, 1 გრანდიოზული სომხური ეკლესია 2 საუკუნის, კიდევ 1 ქართული ეკლესია და შემდეგ მივაშურეთ მაღაზიას სადაც გადავწყვიტეთ დავლოდებოდით დანარჩენებს ჩვენი გათვლებით მალე უნდა მოსულიყვნენ: 1 ჰერცოგი ავიღე, შემდეგ მეორე იქ შემოსულმა კეთილმა ადგილობრივმა მიყიდა... იქვე 1მა დაგვპატიჟა კიდეც სახლში... გამყიდველს უნდა დაეკეტა დიდი ხანი მაღაზია მაგრამ არსად მიდიოდა და ყველა თემაზე ვსაუბრობდით ძირითადად რუსულად: მთლად დავხარჯე ჩემი მცირეოდენი სომხური .. სტუმრის პატივისცემა არ ეშლება ნინოწმინდას დავრწუნდი... წინა დღეს ჩვენთვის საბანაკე ადგილთან წყალის მისასწავლებლად მოხუცი კაცი მოვიდა რომელიც ბაბუა გახდა ზუსტად იმ დღეს...
--
შემდეგ ტელეფონების ბოლო გაბრძოლების შედეგად მოვხვდით მიქაელტან რომელსაც თურმე ანას ტელ. წაუღია და ეგრევე გამოვვარდით მე და გიორგი ზემოთ, მაგრამ არც მიკროვატობუსი დაგხვდა ადგილზე, კარგად მომკიდებოდა დაღლილზე სასმელი და ამის ბრალი მეგონა მაგრამ თურმე ადგილი შეუცვლია მართლაც მინიბუსისთვის ჩვენს მძღოლს არტურას... ისმაილი ხაზზე იყო და ყველას უკავშირდებოდნენ ის და ბავშვი... ამ დროს დაბრუნდნენ ის ორიც რომელთა ქმედებამაც 7 კაცი დაგვაკარგვინა; პოლიციაც ჩაერთო საქმეში... ყველაფერი კი ნინოწმინდის პოლიციის გამჭირვალე შენობასთან დასრულდა... მძღოლს უკვე აღარ შეეძლო ტარება წალკამდე მეხვეწა მელაპარაკე მეძინებაო.. მეც არ შემეძლო ფხიზლად ყოფნა, ნახევარი საათით გავაჩეროტ დავიძინოთო, ჰოდა 1.5 საათი გვძინებია. გამთენიისას თბილისში ვიყავით... ნანახით კმაყოფილი, ექტრიმ-გამოვლილი და ხაშზე ოცნებით....