Page 2 of 3

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:12
by Tamari-ch.
შემდეგ გავემართეთ კაცხისკენ...

რა თქმა უნდა ჯერ კაცხის ეკლესია ვნახეთ

კაცხის ეკლესაშია ცნობილი ჯვართამაღლების ბარელიეფი....

კაცხის ერთ-ერთ გამორჩეულ ღირშესანიშნაობას ოთხი ანგელოზის მიერ ჯვრის ამაღლების სცენა წარმოადგენს, ის გარშემოსავლელის შიგნით მარჯვენა მხარეს მდებარეობს. ყველა შესასვლელის თავზე განლაგებულია ბარელიეფები (ძირითადად ლომის გამოსახულებები). ტაძრის ყველა ბარელიეფს ასომთავრული წარწერები აქვს დატანებული. წარწერათა უმრავლესობა დაქარაგმებულია (ამოგდებულია ხმოვანი). კაცხის ტაძარს უდიდესი ისტორია აქვს. ის სხვადასხვა დროს სხვადასვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ის აშენებულია ბაღვაშების მიერ (ნაგებობის მთავარ შესასვლელში გვხვდება ბაღვაშთა გერბის შემადგენელი ფიგურები: ლომი და „მოხუცი ანგელოზი“). კაცხშია დაკრძალული საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გამორჩეული ფეოდალი ლიპარიტ IV ბაღვაში. ის ბაგრატ IV-ის დროს მოღვაწეობდა (გარდაიცვალა 1064 წელს). დავით აღმაშენებლის მიერ, ბაღვაშთა საგვარეულოს დამარცხების და საქართველოდან განდევნის შემდეგ კაცხის ტაძარი უპატრონოდ დარჩა. XVI საუკუნეში მიტოვებული და დაზიანებული ტაძარი, მისმა ახალმა მფლობელმა აბულასარ ამირეჯიბმა აღადგინა. XVII-XVIII საუკუნეებში კაცხი აბაშიძეების საგვარეულოს კუთვნილება იყო.


Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:13
by Tamari-ch.
Image

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:14
by Tamari-ch.
განვითარებული ფეოდალიზმის დასაწყისში სამნავიან და საეკლესიან ბაზილიკებს ჯერ კიდევ აშენებენ, მაგრამ მათი ფორმები მოწმობენ ამ თემის უარყოფას. X- XI სს. გვხვდება ჯვარული ტიპის გეგმები (ტბეთი), ტრიკონქები (დორთქილისა), ტეტრაკონქები (კვეტერა), მრავალაფსიდიანი, ვარსკვლავისებური კომპოზიციები (ბოჭორმა) და სხვ. მრავალაფსიდიანი ტაძრები გვხვდება სხვადასხვა პროვინციებში (კახეთში, იმერეთში და ტაო-კლარჯეთში). ამავე ჯგუფს ეკუთვნის ბოჭორმის X საუკუნის ეკლესია, ყველა აფსიდის წინ ჩასმულია ბემები. გარეთა რვაწახნაგა დამუშავებულია ექვსი ნიშით. აგრეთვე ტაოს კარის X საუკუნის ეკლესია, რომელიც განსხვავდება რვა კონქედის სხივების სწორკუთხოვანი ფორმებით. გადასვლა რვაკუთხედიდან გუმბათის წრეზე ქმნის დაკიდულ თაღების ორ მწკრივს, ხოლო თექვსმეტწახნაგოვანი ფასადი დამუშავებულია რვა სამკუთხა ნიშნით. ამ ძეგლებს უახლოვდება X და XI სს. მიჯნაზე აგებული კაცხის ეკლესია. მიუხედავად საერთო მსგავსებისა, წინა ნიმუშებთან შედარებით კაცხში უფრო განვითარებული და საზეიმო კომპოზიციაა. უჩვეულოდ ფართო და ნათელი შიგა სივრცე და განსაკუთრებით მოძრავი, დაძაბული მასები, ამჟღავნებენ მისწრაფებას დეკორატიულობისაკენ. გუმბათის ყელი, ტაძრის კორპუსი და მდიდრულად მორთული გარშემოსავლელი შეადგენენ სამ კონცენტრიულ საფეხურს. ყოველი ეს საფეხური დაგვირგვინებულია საკუთრი ფრონტონით, ისე რომ იქმნება ტეხილი კარნიზების სამმაგი რიტმი.
ციციშვილი ი.
http://saunje.ge/index.php?id=736&optio ... =1&lang=ka

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:31
by Tamari-ch.
კაცხის სვეტზე ამჟამად არავის უშვებენ....

სამაგიეროდ აფოფხდნენ სვეტის წინ კლდეზე

წივილ კივილი ისმოდა ქვემოდან, რომ ვხედავდით სად მიძვრებოდნენ!

:shock:

Image

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:32
by Tamari-ch.
Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 08:39
by Tamari-ch.
მამა მაქსიმე

Image

ასასვლელი სვეტისკენ

Image

ხედი სვეტზე კლდის მღვიმედან

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 21:59
by iko-iko
Tamari-ch.

სვეტზე აუშვეს ბიჭები?

მე დღეს ვიყავი კაცხში და სვეტზე არ ამიშვეს,
ასე მითხრეს, აღარ უშვებთ სვეტზე მნახველებსო

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:21
by Tamari-ch.
iko-iko
არაო

არავის უშვებენ - უსაფრთხოება არაა დაცულიო

და კიდევ იმიტომ, რომ იქ ახლა სვეტზე ბერია დაყუდებულიო...


კაცხის სვეტის შემდეგ წავედით ქორეთში

http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:27
by Tamari-ch.
Image

Image

Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:33
by Tamari-ch.
შემდეგ ავირეთ გეზი სპეთისკენ

სპეთში ორი ეკლესიაა - ქვემო და ზემო მაცხოვარი...

რაღაც მანძილი სამარშრუტომ გაიარა
დანარჩენი მერე უკვე ფეხით....

ეს სპეთის ქვემო ეკლესიაა

Image

Image

ეს კი ზემო მაცხოვარია...
2 კმ ფეხით მოგვიწია აღმართებზე სიარული...

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:35
by Tamari-ch.
სპეთში ყველაზე საინტერესო არის კანკელი, რომელიც თარიღდება მე-11 საუკუნით

Image

Image

Image

აი ეს კაცური კაცი გამოგვყვა მეგზურად -
სანდრო

მის გარეშე შეიძლება ვერ მიგვეგნო კიდეც....

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:49
by Tamari-ch.
ნაწილი სოფელში დარჩა და მძღოლებიანა დაბირჟავდნენ
ერთი ორი გადაკრეს და ეხუტუნენ ერთმანეთს....

იყო დიდი ჩახუტება და სიყვარულები....

:lol:

სოფლელებმა ამდენი ხალხი რომ დაგვინახეს
დიდი ინტერესით დაგვიწყეს გამოკითხვა - ნაციონალები ვიყავით თუ ოცნებისტები...
რომ გაიგეს რომ უბრალოდ ტურისტები ვიყავით - არ ვიცი ეწყინათ თუ გაუხარდათ...
ასე იყო თუ ისე, დიდი კოცნა კოცნით გამოგვაცილეს...


:lol:

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:52
by Tamari-ch.
უკვე ბნელდებოდა

გადაწყდა გვენახა სავანე, მეტს ვერ ვასწრებდით....

შებინდებისას მივადექით ტაძარს - ფოტოები მაინცადამაინც არ გამოვიდა...

ულამაზესი ტაძარია...


Image

Image

Image

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:56
by Tamari-ch.
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ასე გამოიყურებოდა ეს ეკლესია 70-იან წლებში

Image

ჭიათურა - საჩხერე - 23.09.12

Posted: 25 სექ 2012, 22:59
by Tamari-ch.
ბოლოს იყო დათოს სახლში დიიდი სუფრა

და სმაჭამადიდადშესარგი....

:lol: :lol:


Image

Image

Image

Image

Image

ჩვენი შტურმანები

Image

Image

ესეც ჩვენი მასპინძელი...

Image