Page 2 of 4

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 17:40
by avtokh
მშვენიერი ადგილები მოგინახულებია, დიდი სიამოვნებით გავივლიდი მაგ მარშუტს. ხვამლის მთა ძალიან ხშირად არის უნისლო და რაღა ახლა მოედო ნისლი :)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 17:47
by shoda1121
avtokh wrote:მშვენიერი ადგილები მოგინახულებია, დიდი სიამოვნებით გავივლიდი მაგ მარშუტს. ხვამლის მთა ძალიან ხშირად არის უნისლო და რაღა ახლა მოედო ნისლი :)
მხარე განსაკუთრებულია თუმცა სალაშქროდ უნდა წახვიდე ახალჭალაში! და ხვამლზე ან თუნდაც ზუბიდან ახვიდე ასხზე(კინჩხადანაც შეიძლება): ხალხის განსაკუთრებულობიდან და სითბოდან გამომდინარე ავტოსტოპიც გენიალური იდეაა თუმცა რაც შეეხება ექსკურსიას(ვაპირებდი საშემოდგომოდ) და კიდევ კარგი არ წავედი ექსკურსიაზე) ნამდვილად ვერ მოახდენს შთაბეჭდილებას ლეჩხუმი თუ უბრალოდ დაქირავებული მანქანიტ მოივლი ე.წ. სანახაობებს: მარტო მურის ციხე, მაქსიმე აღმსარებლის საფლავი და ცაგერი შეგრჩება რეალურად და ცხენისწყლის ხეობის ხედები...

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 17:54
by shoda1121
avtokh
რაც შეეხება ნისლს: ადგილობრივებმა გვითხრეს თუ ნისლი მოვიდა იქვე დარVიტ და ფეხი არ გაადგათ: ვეღარ გამოაღწევთო... ნისლები იცის განსაკუთრებით იმერეთის მხრიდან წამოსული-კოლხეთის დაბლობს ესაზღვრება პირდაპირ.. და გარანტირებული რომ იყო რომ ნისლი ხელს არ შეგიშლის გარიჟრაჟზე უნდა ახვიდე რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ მწყემსებმა გვაქეიფეს და...
ისე კი მთელი ღამე მოწმენდილი ცა იყო, დილითაც, 30 წუთით ადრე შხარაც ჩანდა და თეთნულდიც თუმცა მერე უცებ დაარტყა რა.. შეგვეშინდა ისე დაგვგრუზეს სოფელში ნისლებზე... და ძალიან შთამბეჭდავი სანახავი იყო ნისლიანი... ძალიან მისტიური.. სურათებმა არა მგონია გადმოსცეს შეგრძნება კლდის ქიმზე რომ დგახარ და მთელი სამყარო რომ ნისლშია შენს წინ გახვეული...

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 17:59
by shoda1121
შემდეგ მორიგი ავტოსტოპი და ბარდნალადან აღმოვჩნდით ცაგერში: იმერელი ტკბილი ხალხი იყო: შემდეგ დილით დაგვირეკეს კიდეც ჩვენ წაგიყვანთო ქუთეისში: კარტოფილის ყუთების შემდეგ ამჯერად ლიმონათის პლასტმასის ბოთლებით გატენილ ფურგონში მომიწია ჯდომა :)))

Image



Image

მწვანე თეატრი:

Image

მურის ციხე: დახვდი დაჰკარ არ გაუშვა სამი ციხეა კოპლექსში და განათებულია ღამით: ბანაკი მათ ხედზე გავშალეთ ერთ-ერთი კეთილი ლეჩხუმელის სახლის ეზოში:

Image

მშვენიერი უგემრიელესი ყურძენი შევუჭამეთ(ნებართვით) მასპინძელს:
Image

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 18:07
by shoda1121
ცხენისწყლის ხეობა: სვანეთისკენ ავუყევით და პირველ სვანურ სოფელში ფეხით ავედით ნაღომარში, თუმცა არაფერი გამოჩნდა ტრანსპორტი და ლენტეხში აღარ წავედით...
Image

აქ უკვე ესე გადავწყვიტეთ რაკი ლენტეხის რაიონის სოფელ ნაღომარში ტრასაზე არაფერმა არ გამოაიარა ვთქვით რომ პირველივე მანქანას გავყვებოდით რომელიც გაგვიჩერებდა და საითაც გაგვიჩერებდა: ბედი ღმერთს მივანდეთ: "ავტოსტოპ კლასიკს" :lol: :D ჰოდა გამოარეს სვანებმა კამაზით და ჩვენც იქ შევხტით ასე რომ ცაგერში დაგვაბრუნა გზამ ლენტეხის მაგივრად:
Image

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 18:11
by shoda1121
მანქანა გავაჩერეთ (რომელიც ძალიან ნელა მიდიოდა) ყუმისთავის გადასახვევთან და მოვინახულეთ პრომეთეს მღვიმე:

პრომეთე ანუ ამირანი ხვამლზე იყო მიჯაჭვული და ყუმისთავის გზიდან ჩანს კიდეც ხვამლის მთა: მოკლედ სიმბოლური იყო ჩვენი შემდეგი ფერადი გაჩერება:




Image


Image
Image

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 18:16
by shoda1121
წყალტუბომდე ამ კაცმა ჩაგვიყვანა საქეიფოდ იყო ჩამოსული წყალტუბოში:

შემდეგ იყო წყალტუბოს ლარიანი "მარშუტკა", ქუთეისი და სწრაფად ნაჭამი ჩისბურგერი

Image
Image






ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 11 სექ 2012, 18:22
by shoda1121


დიდი მადლობა ყველა ლეჩხუმელს ვინც ჩვენ გვიმასპინძლა, გულთბილად მიგვიღო, ავტოსტოპზე გაგვიჩერა, გვაქეიფა ან დაგვპატიჟა სადმე, მართლა ძალიან მიყვარხართ... თქვენ ხართ ამ კუთხის ყველაზე მთავარი სანახაობა...

ეს აღწერა ასე გულით თქვენთვის დავწერე და თქვენ გეძღვნებათ...
ასევე ეძღვნებათ:
თაკო მეშველიანს(ჩემი მეგობარი ცხენისწყლის ხეობაში) რომ შემაგრძნობინა ნამდვილი ლეჩხუმური სოფელი, ქულბაქი, მისი ბუნება და მისი ჯონოული...

კარაველ ლეჩხუმელს: დეიდა კამას(ჩემი მეგობარი ლეჩხუმის რიონის ხეობაში)!!! სამწუხაროდ ვეღარ გადავედით რიონის ხეობაში: ჩემს სოფელთან-დედულეთთან -ჭყვიში(რომელიც ნალეჩხუმარია) ძალიან ახლოა და არაა პრობლემა ლეჩხუმის ისტორიული დედაქალაქის ლაილაშის, მის გვერდიტ სოფლების და მათი ჩანჩქერების, ორბელის ციხის, გონის და ნაკურალეშის ტაძრების მონახულება ჩემთვის ...

კარაველ არჩილ გამზარდიას რომელმაც დაგეგმა ეს ტური და ჩემი პატივია რომ საბოლოოდ არ დავტოვე პირველი კარვული ლეჩხუმური ტური განუხორციელებელი და იმ სტილში თანაც როგორც თქვენ გიყვართ: ლაშქრობით დაუქირავებელი ტრანსპორტით და ნამდვილი ბოდიალით..

გია ლიპარტელიანს: ლენტეხის რაიონში ხომ დავდგი ფეხი მომავალში ბავარშიც ავიდეთ...





ჩვენი ნანახი ნისლიანი ხვამლი :

Image

ჩემი მეგობრის თაკოს სურათები ლეჩხუმის ფონად:


Image
Image
Image
Image
Image

Image
Image

"ეჰ, რა იქნება ხელახლა

დაიწყებოდეს თავიდან,

რაც დროის დენამ შელახა,

რაც დროსთან ერთად წავიდა!


F I N

"



ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 02:41
by shoda1121
მოკლედ აღნიშნული ტურის შესახებ დამატებითი შეკითხვა თუ ექნება არაკარველს(პრინციპში ამ თემაზე სწორედ იმიტომ ვიმუშავე რომ ინფორმაცია ყოფილიყო სახალხოდ ლეჩხუმის შესახებ) შეუძლია მომწეროს იმეილზე dberishvili@gmail.com

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 13:47
by Ketevan Guliashvili
shoda1121

პირველი კარავული ლეჩხუმ-ტურის წარმატებულად გავლას გილოცამ!

ნისლიანი ხვამლის ფოტოებისათვის განსაკუთრებული მადლობა, პერწკლის გადაღებულია ალბათ?

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 13:50
by deida kama

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 16:05
by shoda1121
Ketevan Guliashvili wrote:shoda1121

პირველი კარავული ლეჩხუმ-ტურის წარმატებულად გავლას გილოცამ!

ნისლიანი ხვამლის ფოტოებისათვის განსაკუთრებული მადლობა, პერწკლის გადაღებულია ალბათ?
ეგრეა, პერწკლის ფოტოებია სულ : მე არ მქონდა თან წაღებული ფოტოაპარატი :)

დიდი მადლობა :) მიხარია რომ ლეჩხუმ–ტური კარავზე განხორციელდა: ისევ რამე უცნობ ან შედარებიტ უცნობ ხეობას ან მხარეს თუ გავა–პრ–ებ კარავის ერთგული მკითხველებისათვის თორე როგორც ჩანს კარავზე გასვლის დადება ძვირი ჯდება :) ამ გასვლაშიც და წინა გასვლაში: პანკისშიც იმდენი ჩაწერ–ამოწერა იყო რომ ჩემმა ტელეფონის ხარჯებმა პიკს მიაღწია :)))

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 16:07
by shoda1121
მადლობა უკვე გადაგიხადე დიდო ლეჩხუმელო კარაველო, დეიდა კამა!!!! :)

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 16:08
by shoda1121
რა კარგი იყო ბარდნალა...

ლეჩხუმური ტური /ავტოსტოპი/ 6.09-9.09.2012

Posted: 12 სექ 2012, 16:41
by perwkli
ყველა ფოტო გადაღებულია ჩემს მიერ, სრული ალბომი იშოვება აქ, ჩემი კომენტარებიანად.

https://www.facebook.com/media/set/?set ... 699&type=1

პ.ს. კაი იყო.