თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 20:57

ეს ნაგებობები კი მოპირდაპირე მთაზეა განლაგებული
Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:00

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:02

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:03

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:05

ხშირად გავხედავდით ხოლმე ბილიკს იმედიანი თვალით...

ამჯერადაც ჩვენი ცხენები არაა

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:08

ვითვლიდით კილომეტრებს...

9.300 კმ. გავიარეთ და ლეოც გამოჩნდა.

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 08 სექ 2012, 21:13

ბილიკი ძალიან კარგადაა გაკვალული, მხოლოდ ერთგან იყოფოდა და მარჯვენა ზემოთ მიმავალი ბილიკი სოფელში შედიოდა. ასევე ერთგან შესაძლოა იფიქროთ რომ მდინარეა გადასაკვეთი, მაგრამ თუ კარგად დააკვირდებით მარჯვენა მხარესვე დაინახავთ კლდის კიდეზევე ამოშვერილ ქვებს რომლებზეც დააბიჯებთ და ფეხის გაუსველებლივ გააგრძელებთ გზას.

იმ დღეს მეცხვარის სადგომის გვერდით, მდინარის პირას გავჩერდით, გავშალეთ კარავი, დავანთეთ გაზქურა. გოგოები წყლის ადუღებას და საჭმლის გაკეთებას შეუდგნენ, მე კი არაფერი მინდოდა გარდა ძილისა. მადა გაქრა. იმ დღეს ცოტა მაჟრიალებდა. ვინ იცოდა რომ გაუწყლოვები პირველი სიმპტომები იყო.
Last edited by Ketevan Guliashvili on 09 სექ 2012, 15:22, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by guruli » 09 სექ 2012, 02:34

რესპექტები ხალხნო, ასეტი კარგი მარშრუტი რომ განახორციელეთ და ჩემ თუშეთიც მანახეთ. :!: :!:
მე კი წლეუკლსაც პირშავადა ვარ თუშეთთან - სრული მეოთხე წელიწადია, ვერა და ვერ გავეტიე იქით. :cry:
Ketevan Guliashvili wrote:დართლოში ამ ქალბატონთან ვისადილეთ, საოჯახო სასტუმრო აქვს და სადილი რომ მოვითხოვეთ მასთან გაგვაგზვნეს. /ფასი 10 ლარი/

მისი შვილიშვილი ხატია გვეკელუცებოდა:)

ელანიძიაანთ სასტუმროში იყავით ბესოსთან, "სამციხეში"?
მართლა და რა ლამაზი ბავშვია, რა თვალები აქვს მაგ კუდრაჭას. :)

[/quote]ამასობაში სასტუმროს დიასახლისი გამოვიდა, ბავშვებო აქ რა გინდათ, წყალიც კი არააო, გინდათ ეზოში დაბანაკდით გინდა სასტუმროში ნებისმიერ ოთახშიო. ბოლოს ასეც დაგვიყოლია და ოთახში დავიდეთ ბინა, უსასყიდლოთ![/quote]
იშ, ჯიგრებ არიან ჩემ თუშებ :!: :!: :D :D ვამაყობ მაგ ხალხით.
ქეთი, არ ცდები - ის კოშკებიც ფარსმაა და წიონა გვერდზეც რომ იკითხე, მგონი, დაღესტნის მთებიაო, ეგ მართლაცდა დაღესტანია. დიკლოს ნაციხარიდან - ბიჭეხიდან გაღმა მხარეს სათიბებიც ჩანს. ეგ ადმინისტრაციულად მუდამ დარესტანი იყო, აი, ნაციხარიდან რასაც ხედავთ ნასოფლარებს, ეგ კი ახლა ბუფერული ზონაა, თუმცა მუდამ ჩვენი იყო და ოფიციალურად ახლაც გვეკუთვნის.
დიკლოს ნაციხარი როგორ დაპატარავებულა! :cry: :cry: ყოველ ასვლაზე კედლები უფრო და უფრო ჩაშლილი მხვდება. ვინ იცის, რამდენი ხმალი მოხვედრია მაგ კედლებს, რამდენ გმირობას, რამდენ ტკბილ-მწარე მოგონებას, რაოდენ მეტყველ ისტორიას ინახავს. რაც ლეკთა ნაწრთობმა ხმალმა ვერ დააკლო, დღევანდელობა უთავებს ხელს, პატრონი კი არავინაა. :cry: :cry:
ეს ნაგებობები კი მოპირდაპირე მთაზეა განლაგებული
ეგ ჰეღოს ნასოფლარია. დიკლოს არ იყოს, მაგასაც დიდი ლეგენდა უკავშირდება.
პ.ს. თუ შეიძლება, მკითხველებს რეპორტაჟზე ნუ გვალოდინებთ. :wink: :D

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 15:46

მიხარია ხოლმე როცა გვაქებენ:) მაგრამ ჩვენს სიყოჩაღეზე არ იყო დამოკიდებული, კარები ყველაგან გვეღებოდა და გადასაჭრელი საკითხები თავისით გვარდებოდა.

ხო, კიდევ, ყველაზე მეტად კი იქაური ქალების ტიპები მომეწონა. მშვიდები არიან.
ელანიძიაანთ სასტუმროში იყავით ბესოსთან, "სამციხეში"?
ძალიან კარგად გვიმასპინძლა დამშეულებს:) /შემწვარი კარტოფილი, სალათი, ძველი ლობიო, საწებლები, წნილი, მოცვის ანუ ჟოლის მურაბაც არ მოგვაკლო, მარხვაზე ვიყავით და.../. კიდევ იყო ხაჭოსა და ზეთისაგან? /თუ არ ვცდები/ დამზადებულ კერძი, რომლის სახელიც ვერ დავიხსომე. ჩემდა სამარცხვინოდ ამ ქალბატონის სახელიც კი არ ვიცი, ისევე როგორც გირევში რომ გვიმასპინძლა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 15:55

ჰეღოს ლეგენდა
guruli wrote:ახლა ჰეღოს ციხის აღების ლეგენდა.
ლეკები შემორტყმიან მაგ სოფელს, მაგრამ კარგად გამაგრებულ გალავანს ვერაფერი დააკლეს თურმე. თვეზე მეტ ხანს გაგრძელებულა ალყა, მაგრამ მეციხოვნენი ისე მყარად მდგარან თურმე, ვერაფერს აკლებდათ მტერი, საზოგადოდ, თუშებს სახლების, კოშკებისა და გალავნების ასაშენებლად ლეკები გადმოჰყავდათ, რომლეთათვისაც მშენებლობა მთავარი პროფესია იყო და ამით იყვნენ განთქმულები. ის გალავანიც მათი აშენებული ყოფილა და როცა საშველი აღარ ყოფილა, წასულან ლეკები, უპოვიათ ის ხელოსნები და მაგ ციხის საიდუმლო (ციხე-სოფელი - ძველად მთაში ამ სტილისა იყო თითქმის ყველა დასახლება) გვასწავლეთო. მშენებლებს ჯერ შორს დაუჭერიათ, ფიცი გვაქვს დადებული და ვერ გავტეხავთო... ჩაციებიასნ ესენი, მაგრამ არც ისინი ტყდებოდნენ თურმე... ამ ჭიდილშიც გვარიანი დრო გასულა, განა ცოტა, მაგრამ ბოლოს საქმეში მოლები ჩარეულან, ფიცის ახსნის მთელი რიტული ჩაუტარებიათ და მშენებლებსაც გაუმხელიათ საიდუმლო: მთავარი კარიბჭის პირდაპირ მთაზე ადით და კარების გასწვრივ კედელში დატანებულ თეთრ ქვას დაინახავთ. იმ ქვას თუ გამოაგდებთ, მერე კედელი თავისით ჩამოიშლებაო... ამის გაკეთება უკვე დროის საქმე იყო და ასე დაცემულა ჰეღო... მას სემდეგ აღარც აღდგენილა იგი... მოსახლეობის ნაწილმა ტყვეობას გაასწრო, ნაწილიც მერე გამოიხსნეს, მაგრამ მოსახლეობა იქ აღარ გაჩერდა. ჯერ, ძალიან მიუვალ ადგილზე, ციცაბო ფერდობზე ცხოვრობდნენ. თანაც, სოფელს არც ტყე უდგებოდა და არც სასმელი წყალიც უჭირდა. ამიტომ გადარჩებნილი მოსახლეობა იქიდან აიბარგა და რაც შეიძლება, შორს გამოეცალა საშიშ ზონას - ჭეშოში გადმოსახლდა... ვერ გეტყვით, რატომ არ დარჩნენ გირევში ან - ფარსმაში, რომელიც ძალიან დიდი სოფელი იყო და ჭეშომდეც მდებარეობს. სიმართლე გითხრათ, ამ ლეგენდაში ჩემთვის ისიც გაურკვეველია, ამ ხანგრძლივი ალყისას ჰეღოელებს მეზობლები რატომ არ დაეხმარნენ? სამი სოფელი ხომ იქვე იყო და სხვებიც მიასწრებდნენ... არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ჰეღოს ციხის დაცემაზე ვაჟაც ლაპარაკობს ლექსში "ბაკური".
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 16:06

გათენდა ლაშქრობის მეხუთე დილა.

Image

მირიამი ძალიან იყო დაინტერესებული რელიგიური საკითხებით /მისი სამაგისტრო თემა სწორედ ამას უკავშირდება/ხოდა ლოცვის კიხვის მომენტში გადაგვიღო.

წინა საღამოს ჩვენს კარავ-ბანაკს პოლონელი წყვილები დაემატა, ჩვენი ებრაელებიც აქ იყვნენ, შემაღლებულზე რომ კარავი მოჩნას ის ლეოსი და კიდევ ერთი ცხენებიანი ბიჭისაა.

აღფრთოვანებული ვარ პოლონელების სალაშქრო უნარებით, სიარულს რომ თავი დავანებოთ/ დაფრინავდნენ! ჰიგიენის საკითხებში თვალები გამიფართოვდა, თავის დაბანა ბოთლით, ბანაობა და დარეცხვა ყოველ საღამოს. როგორც ჩანს გონივრულ-მინიმალისტურად იყვნენ ეკიპირებულები და მეორე ხელის ჩაცმისას პირველს დაუყოვნებლივ რეცხავდნენ, ნუ ჩვენ ასე ვივარაუდეთ. მირიმასაც კარგი აღჭურვილობა ჰქონდა 700 გრამიანი საძილე ტომარა ჩვენ - 1,5კგ-იანი. მისი საგებელი დაკეცვის შემდეგ მუჭაში ჩაეტევოდა, ჩვენი...

ჰო, ლეო ადრევე ალაგდა და ჩვენც მივბაძეთ, პირველები ჩვენ დავიძარით.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 16:07

ბილიკი კარგად იყო მონიშნული, ხიდები ყველგანაა გადებული, მივუყვებოდით მდინარის ნაპირს.

ფოტოს ავტორი მირიამი

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 16:09

Image

აწუნთა-პოლონეთი ასევე ცნობილი მარშრუტია;))) მაგრამ ჩვენი გეგმები ბევრად მოკრძალებული იყო და სტეფანჭმინდას ყაბულდებოდა:)
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 16:46

Image

ეს ფოტო მირიამს ეკუთვნის. ასეთი ნაკადულები ხშირად გვხვდებოდა. თუმცა დალევას ვერ ვასწრებდით, რადგან სიარულის მაღალი ტემპი გვქონდა აღებული.

მეექვსე კილომეტრიდან სუსტად ვიგრძენი თავი, სიარული შევანელე. ნაკადულთან წამოგვეწია პოლონელთა ჯგუფი და როგორ მიხვდნენ არ ვიცი მაგრამ მითხრეს რომ გაუწყლოვება მჭირდა, მირჩიეს წყალი მესვა. იგივე მითხრა ებრაელმა წყვილმაც. დავლიე. მაგრამ საერთო სისუსტე არ მეშვებოდა, როგორც გოგოებმა მითხრეს სულ თეთრი ვიყავი. ლეომ ჩვენი ბარგი ჩამოხსნა ერთ ცხენს, მეორეზე გადავიტანა კარავი, გაზი და სხვა სიმძიმეები, ასევე ჩემი ზურგჩანთა. გოგოებმა თავისი ზურგჩანთები მოიკიდეს და ცხენზე შემსვეს.

პოლონელები საკმაოდ მაღლა იყვნენ ასულები, უეცრად დავინახეთ რომ ორი მათგანი ჩამოვიდა, პირველი რაც აზრად მოგვივიდა, ვიფიქრეთ რაიმე დარჩათ, შეგვეცოდნენ. რომ მომიახლოვდნენ ვკითხე რას ეძებდნენ, რომ დავხმარებოდით მათ კი რეჰიდრონის ტიპის წამალი მომაწოდეს. ჩემი ცოლი იყენებს ლაშქრობაშიო, როცა უკიდურესი სიტუაციიაო და უკვე "კყყყყ" /თავი გადააგდო მარცხნივ/ ასე არისო, მაშინ სვამსო. არ ვიცი ცივ წყალში როგორ იმოქმედებს მაგრამ ცხელში შველისო. აღმოჩნდა რომ ბოთლში ანადუღარი, ჯერ კიდევ თბილი წყალი იყო. დავლიე და ნელ ნელა უკეთ გავხდი. ჩამოვედი ცხენიდან და ისევ ბარგი ავატანინეტ ცხენს.

გაუთავებელი ზიგზაგისმაგვარი აღმართი ავიარეთ.

სახარაში რომ მიაქვს ხოლმე ბუჩქები ისე დაატარებდა ნიავი ქრისტესცრემლას რომ ეძახიან იმ მცენარეს. ოღონდ თბილისში რომ მაქვს იმისაგან განსხვავებით წვრილი ფირფიტები და საერთო ზომაც მცირე ჰქონდა ამ მცენარეს.

ფოტო მირიამისაა

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 09 სექ 2012, 17:00

ხედები რომლებიც სიმაღლეების ცვლასთან ერთად ჩვენს წინ იშლებოდა.

Image

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]