თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 01 სექ 2012, 10:01

ხო ესტონელები :) აი ფოტოც

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 01 სექ 2012, 10:46

დიკლოს მივუბრუნდები

სახლები ფიქალითაა ნაგები და გადახურვაც იმავე ნაშალი კლდისაა. შენობები ძალზედ მჭიდრო დგას ერთმანეთთან. შიგნით ინტერიერი მკაცრი და მინიმალისტურია. საწოლი, სკამი, მაგიდა და ღუმელი. კედელში ჩაშენებული დაახლოვებით 40#70-ზე ზომის 2 კარადა. რომლისგანაც ერთი კედელთან ერთად ისეა წაზნექილი რამის შესანახად არც ივარგებს. იატაკი და კედლები ყოველგვარი მოპირკეთების გარეშე. /ზედა სახლში, ოთახს ოდესღაც "ნაშპალერალი" ეტყობოდა და ნარჩენი იალქნებივით ეკიდა. ლეოკე პაპას დიდ ბოქლომიანი სკივრიც ედგა.


ასეთი სისადავის ნახვის მერე ძნელია ზოგადად რამის უქონლობაზე დაიწუწუნო.

ბუნება იმდენად საინტერესო არ იყო რამდენანაც იქაურებზე დაკვირვება. ლეოკე პაპას ქალიშვილი - სოფო და შვილიშვილი სტუმრობდნენ. მომეწონა როგორ ზრდიან თუშები ბავშვებს, როცა შია აჭმევს არ ატირებს, დროულად უცვლის გამოსაცლვლელს, არაა ზედმეტი აკრძალვები, თბილისურ ოჯახებში ასე ხშირად რომ მესმის. პატარა დიდ ბოქლომს ეთამაშებოდა, ერთხელ კი გახედა სოფომ და თავი ვერ შეიკავა "იჰ ერთი კი ხელი მოგეჭეჭყოს" უთხრა და ჩაიარა, არ მოაცილა. მერე პატარა სხვა ნივთხე გადაერთო და ახლა იმისაკენ მიიწელა, ჭოჭინიდან ცდილობდა წამოდგომას, არ გამოსდიოდა, ახალი მცდელობა ჰქონდა, ასე ვარჯიშობდა კარგა ხანს. თავის თავს იყო მინებებული და გადამეტებული, დამახრჩობელი ყურადღებისაგან თავისუფალი იყო.
Image

ლეოკე პაპაც და სხვებიც იმას იხსენებდნენ სადღაც 8 წლიდან ცხვარს პატრონობდნენ და აი იმ მთის წვერიდან აქ როგორ ჩამოდიოდნენ პურის მოსახარშად, ანდაც დიკლოდან დართლოში რომ დადიოდნენ ბებიასთან და წაყლი არ იყო გზად და პირი უშრებოდათ.

სოფო გვეუბნებოდა ახალგაზრდობაში ისეთი კეკლუცი იყოო ახლა ასაკის გამო ვეღარო. ჩვენ დავრწმუნდით ლეოკე პაპას სიკეკლუცეში როდესაც თავისი ოთახი ჩვენ დაგვითმო, თვითOნ ხალიჩის საგებელი დაფინა აივანზე და ნაბადში გაეხვია. ძალიან გვერიდებოდა რასაკვირველია, მაგრამ ამასთან რაღაც ნაცნობი, მივიწყებული, სტუმრის პატივისცემის განსაკუთრებული, მთისათვის დამახასიათებელი სურნელი ვიგრძენით და ბევრი აღარ ვეკამათეთ.
Last edited by Ketevan Guliashvili on 10 სექ 2012, 16:53, edited 3 times in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ismail » 01 სექ 2012, 17:42

ყოჩაღ თქვენ. ძალიან მაგარი ლაშქრობა განგიხორციელებიათ.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 15:27

ძველი დიკლოს მონახულების გარეშე იმ დღეს არ ჩაუვლია. გავცდით ერთმანეთში მარჯვედ "შეცურებული" ტოტებისაგან გაკეთებულ ღობეებს და ტრიალ მინდორზე გავედით თუ არა დაცული ტერიტორიების მიერ გაკეთებული ეს აბრა ვნახეთ.

Image

როგორც ვთქვი დიკლოში ფერისცვალებას ჩავედით და მთელი სოფელი ტყეს იყო შესეული, იქიდან "ქეიფიანი" წამოძახილები ისმოდა. ჩვენ ჩუმად მივუყვებოდით ბილიკს, დაღესტნის მთები ჩანდა, ხელმარცხნივ დიკლოს მთა, ნაძვები... შორიდან ძაღლმა დაგვიწყო ყეფა, ვიცავ ამ ადგილს უპატრონო ნუ გგონიათო. ცოტა შევეშინდა მაგრამ იმასაც ეზარებოდა სირბილი და ქვევითვე დარჩა. გავაგრძელეთ გზა.

Image

ხედი დიკლოზე
Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 15:36

Ismail

გმადლობ, მეორე ხარ /კარავიდან/ ვინც ეს გვითხრა და მესიამოვნა:)


ეს ფოტო სერიიდან "მე და დაღესტნის მთები"... პ.ს.მგონი დაღესტნისაა??

Image

ეს კიდევ დიკლოს მთაა?

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 15:43

Image

Image

აქედან ქვევით ჩავედით და დიკლოს ძველი ციხე-სოფელიც გამოჩნდა.

Image

დიკლოს ციხისაკენ ორი ბილიკი მიდის, ერთი მკვეთრი ასაძრომით, მეორე ხელმარცხნივ უფლო გრძელი და ასასვლელად მარტივი.

Image

მირიამი პირველ-რთულ ასასვლელს აუყვა.

ნინის გადაღებული უნდა იყოს.
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 15:44

ეს ყვავილიც სადღაც მანდვე ბინადრობს.

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 15:49

ისევ სერიიდან "დიკლო და მე" ანუ ნინი85:)

Image

დიკლო და მირიამი

Image

ეს 2 ფოტო ნინის გადაღებულია
Image
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:01

ძველი დიკლოსაკენ წასვლის წინ ლეოკე პაპამ გაგვახსენა, შემდეგი დღისათვის სასიარულოდ ჯოხები დაგვჭირდებოდა. სანამ სოფელს დავუბრნდებოდით ტყეში რამოდენიმე ჯოხი მოვძებნეთ. ბილიკს დავადექით, სალოცავის გამო ცოტა ჩამოვქვეითდით და ასე ვიარეთ სანამ ბილიკი არ დავლანდეთ. ჩვენი ნაცნობი ძაღლი, რომელმაც ყეფით გაგვაცილა და ამოსვლა დაეზარა ახლა ზედ ბილიკზე იწვა.

ჯოხებით ხელში ნელა და მძიმედ მივდივარ, ძაღლი კი ახლოს კი არა უკან უკან მიდის , განზე გადგა და ყეფით გაგვატარა. ეს იყო ძაღლებან მოქცევის პირველი პრაქტიკული მეცადინეობა.

სოფელს დავუბრუნდით, ვისადილეთ. ჩამოწვა ნისლები. მომავალი დღის ამინდის მარჩიელობაში მოსაღამოვდა და ისე ვიყავით დაღლილები ადრიანად დავწექით. ლეოკე პაპამ წყარომდე მიგვაცილა, გვიპატრონა და როგორც ვთქვი აივანზე დაიძინა.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:10

დილით ნისლი წამოვიდა დაღესტნის მხრიდან, ხან სრულად მოიცავდა სოფელს ხან მოიწმინდებოდა იქაურობა. წვიმდა და იდარებდა. ასე სადღაც 2საათამდე? ზუსტი დროც არ ვიცით, ველოდებოდით ამინდის გამოსვლას.
Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:20

Image

ველოდებოდით როდის გამოიდარებდა. ლეოკე პაპამ მეცხვარე ძაღლებთან ქცევის წესები გვასწავლა. თუ ჩვენკენ წამოვიდოდნენ კენჭი უნდა გადაგვეგდო, კენჭს გაეკიდებოდა ძაღლი, ამასობაში 20 მეტრი უკვე გავლილი გვექნებოდა.

არ ვიცი კიდევ რითი დავიმსახურეთ, მაგრამ ცხენიანი გამცილებელი გამოგვაყოლა ლეოკე პაპამ.

ავუყევით აღმართს, გზაში შეგვხვდა ჯგუფი რომელმაც ეჭვის თვალით შეხედა ჩიღოში გადასვლისა და არდაკარგვის შანსებს, წინა დღით პოლონელი დაკარგულა და აშკარად ეზარებოდათ ჩვენი ძებნა, მაგრამ დავამშვიდეთ რომ ჯიპიესი გვაქვს და ავუყევიტ აღმართს.

წამოცრა ოდნავ, მერე ბილიკი ტყაში შედიოდა, ნაძვები გვფარავდა, ერთხელ მოგვიწია ნაძვის ქვეშ გაჩერება, მერე კი გადაიღო და მზედარი დაგვადგა. მალე ავედით, კახა /ჩვენი მეგზური და კარგი ადამიანი/ ქიმამადე ფიქრობდა ჩვენ აცილებას მაგრამ მერე დაღმართზეც ჩამოგვყვა. ბარგი ცხენზე იყო და რა გვიჭირდა:)

ხედი დიკლოზე
Image

კახა , მირიამი, ნინი85
Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:22

Image

Image

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:37

მერე დავიწყეთ დაშვება. აქ ბილიკი ორად იყოფა. ხელმარცხნივ ბილიკი ჩიღოსაკე მიდის, თUმცა ხშირად მარჯვნივ უხვევენ და იკარგებიან.

Image

გზადაგზა მთაზე შეფენილი სოფელი გამოჩნდა, კესელოებიო მგონი. მაგრამ მზე იქიდან იყო და გადანათებული ფოტო გამოვიდა.

მაყვალი ვკრიფეთ სხეფებიანი მდინარის მახლობლად და მივადექიტ ხიდს. რომელზე გადასვლაც ცხენმა მკაცრად და ერთმნიშვნელოვნად არ მოინდომა, კახას დიდი მცდელობების და მოწელვა-მოქაჩვების შემდეგ /რომელიც უშედეგო აღმოჩნდა/ დავემშვიდობეთ, მადგლობები ვუთხარით, ცხენს მოვეფერეთ და ავუყევით აღმართს.

ცოტა ხანში ზევით ძროხეი მოვლანდეთ და ძაღლებიც აგვიყეფდნენ, მაგრამ ჩამოსვლა დაეზარათ. გავაგრძელეთ გზა. ორად გაიყო ბილიკი და მარჯვენას ავუყევით, რომელიც ნაძვნარ ტყეში შედიოდა. მერე ცხვრის ნავალ ბილიკზე აღმოვჩნდით. 50 მეტრი გავიარეთ და მივხვდით რომ ეს ის გზა არ იყო, უკანვე გამოვბრუნდით. დავჯექით, დავფიქრდით და მთაშენკას დავურეკეთ. მირიამი ამბობოს, ახლა რა უნდა უთხრათ, ტყეში ვარ ნაძვის ქვეშ ვზივარო და სად წავიდეო? ჰოდა წარმოიდგინეთ , რომ ლიკა ზუსტად მიხვდა სად ვიყავით, გვითხრა რომ მანდ მარტოდ მდგარი ხე უნდა დაგვენახა რომლის ზემოთაც ბილიკი იყო. დავინახეთ ეს ხე, მირიამი ამასობაში ბილიკს ეძებდა და მთაზე მდგომი ნანგრევის ქვევით და მარტოდ მდგარი ხის ზემოთ ბილიკს მივაგნეთ, ასე აღმოვჩნდით ჩიღოში.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 16:59

ფოტოების ავტორია მირიამი
Image

Image

Image

ჩიღო მიტოვებული სოფელია, სამანქანო გზა არაა, ხალხი არ ამოდის, სახლები ნელ ნელა იშლება. ორი ოჯახი თუ ცხოვრობს, ერთ-ერთს სოსო /გვარი აღარ მახსოვს/ სასტუმრო აქვს გაკეთებული.

გაგვიხარდა რომ სასტუმრო და მისი დიასახლისი დავინახეთ, არადა თUრმე კახას ნათესავია და მისგან სცოდნია კიდეც რომ ჩვენ მოვდივართ. სასტუმროში ღამისთევა და აბაზანით სარგებლობა თითოს 10 ლარი დაგვიჯდა. შესაძლებელი იყო გარეთ, რომელიმე მიტოვებული სახლის ბანზე კარავის გაშლა, მაგრამ ძაღლები ტრიალებდნენ და არ ვარჩიეთ.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თუშეთი-ხევსურეთი-ყაზბეგი 18-28.08.2012

Post by Ketevan Guliashvili » 06 სექ 2012, 17:02

ფოტოს ავტორია მირიამი.

Image
დილით დავიბანეთ, ადამიანებად ვიგრძენით თავი და დართლოსაკენ გავემართეთ. მასპინძელი გამოგვყვა, წვიმის შედეგად ბილიკია ჩამოშლილი და ბარემ გავასწორებო.

Image
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]