Page 1 of 4
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 20 აგვ 2012, 23:54
				by Tamari-ch.
				2012 წელს რაჭამ განსაკუთრებულად გვიმასპინძლა!
იდუმალებით მოცული, ნისლიანი, და საოცრად ღრმა, 
სიყვარულით და სილამაზით სავსე! 
საოცარი დღეები იყო!! 
2012 წელს მისტიური რაჭა ვნახეთ!
  
 

 
			 
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 00:04
				by Tamari-ch.
				 
1. 
რეგიონი: რაჭა
2. 
მარშრუტის დასახელება: თბილისი- შაორის ტბა - ნიკორწმინდა-ჭელიში - მღვიმეები - ხოტევი - ამბროლაური - ხიდიკარი - ხიმში - ბარაკონი - ღები - გლოლა - შოვი - ონი - თბილისი
3. ხანგრძლივობა:2 დღე და 2 ღამე 
4. სირთულე: 
საშუალო, უფრო მარტივი
5. გასვლის ღირებულება: 30 ლარი +- 2 ლარი საერთო ხარჯების 
6. მონაწილეთა რაოდენობა:19 ადამიანი: 
7. გასვლის ორგანიზატორი: Tamari-ch. 
8.
 დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:  ამბროლაური, ტყიბული, ონი
9.
 მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: 
სულ ზუსტად 700 კმ გამოვიდა
10. 
ფეხით გავლილი მანძილი: 
10 კმ-მდე...
11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
უამრავი! 
ნიკორწმინდა, ჭელიშის მონასტერი, მღვიმეები, ხოტევის ეკლესია და ციხე, ხიდიკარის ციხეები, ხიმშის წმინდა გიორგი, ბარაკონი, ღები, გლოლას სამი ეკლესია, ზექალაქის კომპლექსი, შოვი და ა.შ.....
12. 
საბანაკე ადგილები: ყველგან 
13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - ყველგან
14. 
საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: 
თბილი თვეები
15. 
გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: 
ზაფხული-შემოდგომა. 
16.
 რისკები, საფრთხეები: 
ისეთი არაფერი...
17. 
უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: 
რაჭა მდიდარია ძეგლებით
18.
 პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: 
მაგთი იჭერს, ჯეოსელიც
19. 
ზღვის დონიდან ყველაზე მაღალი წერტილი: 
ღები
20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:  
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?t=5687&start=120
ესეც რუკა
 
 

![Image]()
 
			
					
			
					
			
					
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 00:57
				by Tamari-ch.
				
			 
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 01:05
				by Tamari-ch.
				აი ამის მერე დაიწყო ყველაზე საინტერესო......
  
 
გეგმით, 
ნიკორწმინდის შემდეგ უნდა გვენახა ჭელიშის მონასტერი....
გავედით სოფლიდან და მივდივართ ხონჭიორის გზაზე... 
განმეორდა შარშანდელი შეცდომა... მივდივართ ნელ ნელა ვიყურებით იქეთ-აქეთ, 
1- 2 კმ გავიარეთ და ჯერ არაფერი ჩანს.... 
კიდევ კარგი შეგხვდა მანქანა და ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე... 
თვალები ჭყიტა მძღოლმა...
მერე უცებ გამახსენდა, რომ ადგილობრივები 
მას უდაბნოს უწოდებდნენ -
- კი კიო - გვიპასუხა - 
ეგ გამოიარეთ უკვეო - 
უკან დაბრუნდით და სახერხის შენობები რომ დგას - იქ ჩაუხვიეთო......... 
			 
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 01:33
				by Tamari-ch.
				რას ვიზამდით, გავბრუნდით უკან.... 
  
 
ნიკორწმინდადან რომ გამოდიხარ,
მართლაც დგას ხის შენობები - იქ სახერხი ყოფილა...
აი მანდ კი გზა იყოფოდა ორად: 
ერთი ადიოდა ზემოთ, 
მეორე ჩამოდიოდა ქვემოთ... 
ვდგავართ და ვფიქრობთ - რა ვქნათ....
  
 
მანამდე, ნიკორწმინდადან რომ გამოვედით, შეგხვდა თეთრი სამარშრუტო - 
მათაც მაშინ ვკითხეთ ჭელიშის მონასტერზე - 
იმათ: - არ ვიცით, ჩვენ მღვიმეები ვნახეთო - 
მაშინ ეს გვითხრეს და 
ვინაიდან ჩვენ მღვიმეს კი არა, მონასტერს ვეძებდით - 
მაშინ ამისთვის არ მიგვიქცევია ყურადღება - 
აი ახლა კი გამახსენდა ეგ ნათქვამი - ვინაიდან ზემოთ კლდეზე ხალხი დავინახეთ...
და აქ მივიღეთ სტრატეგიული და "ბრძნული" გადაწყვეტილება 
- რამაც მომავალში განაპირობა  მოვლენების სულ სხვა მიმართულებით განვითარება!!
  
 
გავიყავით: დათო და ჯილდა გავგზავნეთ ზემოთ ამბის გასაგებად,
სადაც ხალხი ირეოდა,
დანარჩენები წავედით ქვემოთ გზაზე... 
მივდივართ, ვათვალიერებთ მაგრამ არაფერი ჩანს მონასტრის მაგვარი...
  
   
 
ისევ გავჩერდით....
რეკავს დათო ზემოდან: ხალხმა არ იცისო, სადაა ჭელიშის მონასტერიო....
  
   
 
ახლა რაღა ვქნათ????
  
 

აი აქ გვიშველა დოროთეას მეგობარმა 
დოროთეას გაახსენდა თავისი მეგობარი, რომელიც ნამყოფია ჭელიშში! 
რეკავს დოროთეა და იგებს ამბავს: 
თურმე სწორ გზაზე ვართ - უბრალოდ ძალიან ბევრი უნდა იაროთო ფეხითო... 
სულ დაბლა ღელეში უნდა ჩახვიდეთო, 
იქაა რაღაც ჰესიო და მერე იქვეა მონასტერიო...
  
 ამასობაში გამოჩნდა წითელი ჯიპი და იმანაც დაგვიდასტურა - ჩვენც იქ მივდივართ და ეს ჭელიშის გზააო...
ამასობაში გამოჩნდა წითელი ჯიპი და იმანაც დაგვიდასტურა - ჩვენც იქ მივდივართ და ეს ჭელიშის გზააო... 
			 
			
					
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 02:03
				by Tamari-ch.
				
			 
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 02:06
				by Tamari-ch.
				 ეზოში მიმობნეული ჩუქურთმები...
ეზოში მიმობნეული ჩუქურთმები...
 ქვევრი კედელში აკუსტიკისათვის...
ქვევრი კედელში აკუსტიკისათვის...
 ტაძრის იატაკი
ტაძრის იატაკი 
			
					
			
					
			
					
			
					
				მისტიური რაჭა.... 18-19.08.2012
				Posted: 21 აგვ 2012, 02:21
				by Tamari-ch.
				აქ წყალი თბილია და დათოს უბანავია კიდეც, 
სანამ ჩვენ გზით ვეშვებოდით...
იმ უცხოელებს ახლდა ქართველი, ადგილობრივი... 
ჰოდა იმან გვითხრა საინტერესო ამბავი:
თურმე ამ ღვიმის სიღრმეში შიგ კლდეში ჩანჩქერი ყოფილა!
  ეგრევე გადავწყვიტეთ, რომ  მომავალში მოვიდეთ აქ
 
ეგრევე გადავწყვიტეთ, რომ  მომავალში მოვიდეთ აქ 
კიდევ ერთხელ გასაბერი ნავით და შევცუროთ შიგნით 
- ჩანჩქერის სანახავად! 
საინტერესო იქნება ჩანჩქერი კლდის შიგნით!
 
 