ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by arcivi9 » 20 აგვ 2012, 12:41

shoda1121
ბევრი დიყა დამხვდა
დიყა რაღაა? :roll:
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by GT.ge » 20 აგვ 2012, 13:08

shoda1121 wrote:ამ წვიმიან შაბათ–კვირას შევისეირნე ხდეს ხეობაში მაგრამ სამწუხაროდ ბლომად ნისლი და ბევრი დიყა დამხვდა :))
ისე სრული სერიოზულობით შემიძლია ვთქვა რომ ყოჩაღ თქვენ:
გუდამაყარიც მოვიარე, თრუსოც მაგრამ ასეთი რთული ხეობა არცერთია, სახელით რომ გავს ხადა ის ხომ საერთოდ ბულკია კია არა უბულკესია ამ ხეობასთან შედარებით :))
თუმცა გაუვლელი არაფერია კარგ მოლაშქრეებს ვურჩევ ჩანჩქერამდე მისვლის არ შეეშინდეთ(დარიალში საშვების აღებით)
უღელტეხილამდე საშიში არც არაფერია, თუ მდინარის კალაპოტს აუყვებიან... პატარ-პატარა ციცაბო ფერდობების ავლა სახალისოცაა. :)

პ.ს. დიყა - სოკოა? :roll:
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by Tami » 20 აგვ 2012, 13:52

arcivi9 wrote:shoda1121
ბევრი დიყა დამხვდა
დიყა რაღაა? :roll:
ბალახია, ფართო ფოთლები აქვს და მისი წვენი თუ კანზე მოგხვდა, მორჩა, წყლულებით დაგეფარება ის ადგილი.
ამ გასვლაში მე ფეხზე მომხვდა და ჯერ კიდევ ვერ მოვირჩინე, დიდი "ვალდირები" მქონდა და ახლა დიდი იარები მაქვს:(:(
ასე რომ უფრთხილდით ამ მცენარეს,
იქნებ ვინმეს ფოტოც გქონდეთ,
დადეთ თვალსაჩინოებისათვის

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by Tami » 20 აგვ 2012, 14:39

სულ მინდა რაღაც დავწერო, მაგრამ აზრებს ვერ ვუყრი თავს...
აქამდე ასეთ რთულ გასვლაში არ ვყოფილვარ, რთულ და ათასი ხიფათით სავსე გასვლაში... და კიდევ ამაზე მაღლაც ჯერ არ ავსულვარ:)
საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, ძალიან ცუდად ვიარე..
რაც შეეხება თავად ხეობას, ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და უკაცრიელია, რომელიც აქამდე მინახავს. გული მწყდება, ასე ცოტა დრო რომ გვქონდა, ვერ მოვასწარი ბოლომდე შემეგრძნო და დამემახსოვრებინა იქაურობა, დავმტკბარვიყავი უთვალწარმტაცესისუნტქვისშემკვრელი ხედებით, მცენარეების სურნელით, მწერების ბზუილჭრიჭინით და მთის მდინარის ხმაურით......თუ ვინმე წასვლას დააპირებთ, კარგი იქნება, 2 დღეზე მეტ ხანს თუ დაუთმობთ ხეობის გავლას, ჩვენსავით სირბილი არ გინდოდეთ:) გარდა ამისა, სათანადოდაც თუ აღიჭურვებით, არ იქნება ურიგო: თოკი, წრიაპები, ჯოხები, მოხერხებული ფეხსაცმელი...
გაგვიმართლა, რომ არ იწვიმა, თორემ იმ ნაშალზე ვერ გავივლიდით და ვერც იმ ყინულზე..
მონაწილეები.. ყველანი ყოჩაღები.. გამიხარდა რამოდენიმე მონატრებულ მეგობართან ერთად ლაშქრობა.
დიდი მადლობა ჩქარეულს, მთელი დღე კარავი და საგებელი მიტარა(რატომ ვარ ცოცხალი, სხვისი სათრევი გავხდი:(:(:()
ასევე იკო-იკოს, ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და დაუზარელი თანამოლაშქრე ნებისმიერ გასვლაში. მისი ჭოგრიტის წყალობით დრულად აღმოვაჩინეთ ხიდი მდინარეზე.
ქსოვრელსაც მადლობები, წინ და უკან დარბოდა და ყველას ეხმარებოდა და კიდევ წყალს გვიდუღებდა დილა-საღამოს:)
აუ, ძალიან მაგარი გასვლა იყო საერთოდ და კიდევ კარგი, არ გამოვაკლდი და ბევრი რამე ვისწავლე და დიდი გამოცდილება შევიძინე მე პირადად.

iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by iko-iko » 20 აგვ 2012, 14:47

მეც დავისუსე ხელი დიყით და ბიულეტინზე ვარ :)
ჯერჯერობით 10 დღით :) (სასარგებლო მცენარეა :) )
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by shoda1121 » 20 აგვ 2012, 14:59

iko-iko wrote: (სასარგებლო მცენარეა :) )
:D :D :D
სასარგებლო კი არა და დედა–აფეთქბული რამეა :) ერთი ორჯერ კინაღამ ხევში გადავარდი ოღონდ დიყამ არ დამსუსხოს–თქო :(

იწვევს კანის დაავადებას და რა თქმა უნდა თუ თვალზე მოგხვდა შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც(დრობითი ან მუდმივი)

http://www.languard.co.uk/invasive-weed ... t-hogweed/

Giant Hogweed presents a serious public health threat, the stems and leaves are covered with small hairs coated with poisonous sap. Even the slightest touch can cause painful blisters and severe skin irritation. The symptoms can take a couple of days to develop, the skin becomes highly photosensitive producing large watery blisters however the effects can be long lasting, with contact resulting in recurrent dermatitis. This is a particular concern for small children who may use the stems as pea-shooters or pretend telescopes resulting in horrific injuries.

It is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.

Image

Contact with the eyes can cause temporary or even permanent blindness in some cases

Image

Image
Last edited by shoda1121 on 20 აგვ 2012, 15:14, edited 3 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by shoda1121 » 20 აგვ 2012, 15:01

ხდედან დიყებით შეწუხებული რომ ჩამოვედი გზაში ავტოსტოპისას შემხვდნენ ყვარელელები და ყვარელში ყველაზე მაგარი ადგილია ხეობა უნდა აუყვეო და "მწარე დიყების ველი" ჰქვიაო :)
ჰოდა მეგონა ხუმრობენ თქო :) გაოცებულმა შევყვირე :))))
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by GT.ge » 20 აგვ 2012, 16:03

shoda1121 wrote:
iko-iko wrote: (სასარგებლო მცენარეა :) )
:D :D :D
სასარგებლო კი არა და დედა–აფეთქბული რამეა :) ერთი ორჯერ კინაღამ ხევში გადავარდი ოღონდ დიყამ არ დამსუსხოს–თქო :(

იწვევს კანის დაავადებას და რა თქმა უნდა თუ თვალზე მოგხვდა შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავეც(დრობითი ან მუდმივი)

http://www.languard.co.uk/invasive-weed ... t-hogweed/

Giant Hogweed presents a serious public health threat, the stems and leaves are covered with small hairs coated with poisonous sap. Even the slightest touch can cause painful blisters and severe skin irritation. The symptoms can take a couple of days to develop, the skin becomes highly photosensitive producing large watery blisters however the effects can be long lasting, with contact resulting in recurrent dermatitis. This is a particular concern for small children who may use the stems as pea-shooters or pretend telescopes resulting in horrific injuries.

It is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.

Image

Contact with the eyes can cause temporary or even permanent blindness in some cases

Image

Image
იტყვიან, - ფეხები ჯანდაბასო... ბეწვზე ვარ გადარჩენილიო. :lol: 8) :lol:
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by arcivi9 » 20 აგვ 2012, 17:02

It is a threat to biodiversity out competing native species and monopolising local environments. On riverbanks once it has died back in the winter the area is vulnerable to erosion.
რა საზიზღარი მცენარე ყოფილა :evil:

Tami
ბალახია, ფართო ფოთლები აქვს და მისი წვენი თუ კანზე მოგხვდა, მორჩა, წყლულებით დაგეფარება ის ადგილი.
ამ გასვლაში მე ფეხზე მომხვდა და ჯერ კიდევ ვერ მოვირჩინე, დიდი "ვალდირები" მქონდა და ახლა დიდი იარები მაქვს
ასე რომ უფრთხილდით ამ მცენარეს,
უნდა ჩაგეცვა ისეთი შარვალი რომელიც მთლინად დაგიფარავდა ფეხებს 8)
საშინლად უკმაყოფილო ვარ ჩემი თავით, ძალიან ცუდად ვიარე..
შენ აბა მე მკითხე :lol:
თუ ვინმე წასვლას დააპირებთ, კარგი იქნება, 2 დღეზე მეტ ხანს თუ დაუთმობთ ხეობის გავლას, ჩვენსავით სირბილი არ გინდოდეთ
სწორი აზრია, თუ გაისად მოვახერხებთ წავიდეთ რამდენიმე, 3-4 დღით, დავათვალიეროთ ყველა ღირსშესანიშნავი ადგილი, მათ შორის ესეც:
Image
Image
აგრეთვე ამ მყინვარამდე ასვლაც ვცადოთ:
Image
მშვენიერი სანახავი იქნება უზარმაზარი ყინვარები :)

ასევე, მე იმ აზრის ვარ რომ შემდეგ ჯერზე ვცადოთ არა ყიბიშის ყინვარზე გადასვლა არამედ ის გზა ავირჩიოთ რომელიც ჩვენ უარვყავით კენჭისყრით:
Image
ან სულაც დარიალიდან კი არ ავიდეთ ხდეში და მერე გადავიდეთ სნოს ხეობაში არამედ პირიქით, ჯუთიდან გადავიაროთ უღელტეხილი და ხდეში ჩავიდეთ 8)
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by GT.ge » 20 აგვ 2012, 17:56

arcivi9 wrote:

ეგ აზრი ერთი კვირაა მიტრიალებს... 3 დღიანი და მისი ჯანი! :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
Hereti
იეტი
Posts: 2382
Joined: 23 თებ 2010, 16:31
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by Hereti » 20 აგვ 2012, 23:09

მეც მინდა მაგ ქედზე გასეირნება

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by arcivi9 » 21 აგვ 2012, 16:15

შემდეგი ლაშქრობისას თუ დრო გვექნება მაშინ:
Image
Image
Image

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by GT.ge » 22 აგვ 2012, 13:53

იედაი სტეგი

„კლოუნის თვალთახედვაში“ ჰანსი ამბობს, რომ ის წამებს აგროვებს, ბედნიერს ან უბედურს კი არა, უბრალოდ წამებს, რომლებიც ღირს შეგროვებად.
მე ჰანსი არ ვარ, მაგრამ წამების შეგროვება მეც ჩვევაში გადამივიდა. რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.

– „ხოდა, გადავედით ხდის ხეობიდან ჯუთაში..“ – ამაღლებული განწყობით ვუკითხავ ჩემს მეგობარს ისმაილის რეპორტაჟს და ვხედავ როგორ ცდილობს დამალოს ირონიული დამოკიდებულება ლაშქრობებისადმი (რომელსაც ის ენერგიის და დროის არამიზნობრივად ხარჯვას უწოდებს). მცდელობა უშედეგოა – ვერ მალავს..
–რა გიხარია? თქვენც ეხლა ახალი ამერიკა არ აღმოგეჩინოთ.
–არა მგონია, კოლუმბს ისე გახარებოდა ამერიკის აღმოჩენა, როგორც მე იმ 14 ადამიანის 
–13ის.
–არა, 14 ვიყავით.
–ა.. შენი თავიც აღმოჩენა იყო?..................
–არა, უბრალოდ მთელი ყოველთვის იმაზე მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. – სხაპასხუპით ვპასუხობ მესამე კურსზე ნასწავლ გიდენსის თეორიას და გული მწყდება, რომ მისთვის ასეთი ახსნა უფრო გასაგებია, ვიდრე ის რომ ვუთხრა:

................იცი, როცა ამ გასვლაში ჩავეწერე, მეგონა რომ ძლიერი შემადგენლობის 14 კაციანი ჯგუფი მივდიოდით, სინამდვილეში კიდე აღმოჩნდა, რომ ძლიერები კი არ ვართ – „ჩვენ ვყოფილვართ, ვინც ვყოფილვართ“ (აქ ისმაილის ინტონაციაა საჭირო).
ეს ხუმრობით.. ისე კი, მართლა მეგონა რომ ჯგუფიდან უმეტესობას ვიცნობდი, მაგრამ იქ.. ხდის ხეობაში ყველანი სხვანაირები ვიყავით. განა უკეთესები ან უარესები, უბრალოდ სხვანაირები.
საერთოდ ყველაფერი სხვანაირი იყო, ცაზე ამოსული ვარსკვლავებიც კი.. თორემ იგივენაირი რომ ყოფილიყო, მაშინ ჰო არ გაგვაღვიძებდა ჩქარეული შუაღამეს მთელ ბანაკს მოწოდებით „ადექით! ნახეთ რა ცააო“. (ისე მის ორგანიზმში არსებულ ალკოჰოლის დონეს თუ გავითვალისწინებთ, შეიძლებოდა რომ უმიზეზოდაც გავეღვიძებინეთ  მაგრამ ცა მართლა სხვანაირი იყო იმ ღამეს).
ასეთი რთულად გასავლელი გზაც არ მინახავს არსად; ოღონდ მთავარი სირთულე არც ნაშალზე და არც თოვლზე სიარული იყო. მთავარ სირთულეს მალინა წარმოადგენდა, რომელიც მრავლად იყო და აშკარად აფერხებდა ჩვენი სიარულის ტემპს. 
სიარულის ტემპზე გამახსენდა.. ჰო არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტები? აი წარმოიდგინეთ, მდინარე გაქვთ ახალი გადმოკვეთილი, დაღლილი წევხართ მინდორში, მზეზე თბებით და სასიამოვნო ან ოდნავ სასაცილო თემებზე საუბრობთ.. თუმცა, ბოლომდე იდეალური არაფერი არ არის, იმიტომ რომ ყოველთვის გამოჩნდება ადამიანი, რომელიც დახედავს ჯი–პი–ეს–ს და იტყვის რომ „სტატისტიკა სავალალოა!“, რადგან ჯამში 4 საათი და 20 წუთი ვიარეთ და 3 საათი და 55 წუთი გაჩერებულები ვიყავით.
მაგრამ ამ დროს არსებობს თამი, მარიამო და ხდის ულამაზესი ხეობა, რომელთა კომბინაციის შედეგადაც ვიღებთ პასუხს „ისეთი ლამაზია აქაურობა, არ შეიძლება რომ არ გაჩერდე და არ დატკბე“. (არგუმენტი იმდენად ძლიერია, რომ „ის ჯი–პი–ეს–იანი ადამიანიც“ კი თმობს თავის პოზიციას. მართალია გზას აგრძელებს, მაგრამ ჩვენ ჰომ ვიცით რომ თმობს  ).
ისე სილამაზე ზედმეტად სუბიექტური ცნებაა. თამოსთვის მოშრიალე ბალახი იყო ლამაზი, თან იმდენად რომ მარტო სურათის გადაღება ეცოტავა და გიოს სთხოვა „შრიალის ვიდეო გადამიღეო“  (შეიძლება ზუსტად ასე არ უთხოვია, არ ვიცი, მე მაგ დროს მჭადს ვჭამდი, მაგრამ ქარში ბალახი მართლა ისეთი იყო, ვიცი, გიო თხოვნის გარეშეც გადაიღებდა). ნათია ისეთი სიჩქარით დადიოდა მთელი ლაშქრობის განმავლობაში, მისთვის სილამაზე სადღაც წინ იყო, ჩვენზე და თავისთავზე წინ.. იკოსთვის ყველა ის ადგილი იყო ლამაზი, სადაც საქართველოს დროშას გაშლიდა. არწივი?! არწივზე რა გითხრათ, მისთვის სილამაზე ალბათ ბუნების და ადამიანების ერთიანად აღქმაშია, ზუსტად ამიტომ მოდიოდა ყოველთვის ბოლო, რომ ხდა და ცამეტივე მოლაშქრე მის თვალწინ ყოფილიყო. ამ კუთხით ქსოვრელი და გიო ცოტა „მძიმე არტილერიები“ იყვნენ. რამდენჯერაც გიოს შევხედე, იმდენჯერ აპარატის ეკრანს უყურებდა, ქსოვრელიც (ოღონდ ჯი–პი–ეს–ისას და თან უფრო მეტი ინტენსიობით).
სწორედ ამიტომ ვინმეს რომ ეკითხა:
–ალექს, როგორი იყო ხდის ხეობა?
–26კმ სიგრძეში, 3500 სიმაღლეში.. – რაღაც ამდაგვარს უპასუხებდა ქსოვრელი.
–გიო, შენთვის როგორი იყო?
–ოდნავ მოლურჯო და გადანათებული.. – იმიტომ რომ ფერები ჰქონდა აპარატზე გასასწორებელი. 
რაც შეეხება ანანოს, ანუ მე, ერთერთი ყველაზე ულამაზესი ხედი, ღამის 12 საათზე ვნახე, როცა მძინარემ კარავში თვალი გავახილე და ჩქარეული დავინახე სნიკერსით ხელში, თან ორი ცალი სნიკერსით!! (ჩემთვის და ნათიასთვის). ადრეც ჰო ვთქვი, არსებობს ცხოვრებაში იდეალური მომენტებითქო.. 
რადგან სნიკერსი ვახსენე, არ შემიძლია რომ ლირიული გადახვევა არ გავაკეთო.. (მიუხედავად იმისა, რომ აქამდე თითქმის ყველა გადახვევა ლირიული იყო, ეს მაინც ძალიან ლირიულია).
ხდის გასვლა იყო ყველაზე გემრიელი და ცოტათ უცნაური გასვლა, რაც კი ოდესმე მქონია ან გამიგია!!
1) დილა–საღამოს განებივრებული ვიყავით ცხელი სასმელებით;
2) იმდენად ბევრი ძეხვეული გვქონდა, რომ არწივის დაჟინებული თხოვნა – „შეჭამეთ ჩემი ორი კალბასი“ – ვერაფრით ვერ შევასრულეთ;
3) ადგილი ჰქონდა ასევე ძალადობას თამუნასა და ჩქარეულის მხრიდან: თამუნა ჩვენზე ცდილობდა გაესაღებინა კიტრები, რომელიც უხვად მოიპოვებოდა მის ჩანთაში, ხოლო ჩქარეული, მთელი დღის განმავლობაში დაგვსდევდა „სგუშონით“ ხელში და მოითხოვდა რომ მისი ხელიდან გვეჭამა, რადგან ასე ორმაგად ტკბილი იქნებოდა;
4) არ შემიძლია განსაკუთრებულად არ გამოვყო ჯითი.ჯი–ს აღმოჩენა. მან ხდის მდინარეში „ობოლონის“ ლუდი იპოვა, თუმცა სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან როგორც აღმოჩნდა ისმაილს ჩაუდია გასაციებლად....... ჩვენ რა თქმა უნდა ეჭვი შევიტანეთ ისმაილის სიტყვებში და უფრო სარწმუნოდ მოგვეჩვენა, რომ ამ მდინარეში ლუდი უხვად მოიპოვება, მაგრამ უღელტეხილი გადასასვლელი გვქონდა და ამიტომ გავჩუმდით. (ისმაილ გვიყვარხარ  )
5) და ა.შ.

ეს ყველაფერი ხუმრობით.. ისე კი, რა თქმა უნდა იყო სიძნელეები, წინააღმდეგობები, მაგრამ როგორც იანომ თქვა (როცა უკვე თბილისისკენ მივდიოდით) „ადვილად ავიწყდება ადამიანს ტკივილი“. განსაკუთრებით მაშინ როცა ხდაში ხარ. 
წერა დიდად არ მეხერხება, ამიტომ შეიძლება ცოტა უხეში გადასვლა მოგეჩვენოთ, მაგრამ ძალიან მინდა ესეც რომ მოვყვე.. უკვე თბილისისკენ რომ მივდიოდით – გოგოებს გვეძინა. ისმაილმა თქვა „მიკვირს საიდან აქვთ გოგოებს ამხელა ენერგია და ძალაო..“ მახსოვს გამეღიმა მაგ დროს, და უფრო მეტად დავხუჭე თვალები, რომ მომესმინა ისმაილისთვის როგორ გვაქებდა ჩვენ..
მიუხედავად იმისა რომ, თამო, მარიამი და თამი არწივზე ზრუნავდნენ გამუდმებით, მიუხედავად იმისა რომ მე და იანო გიოს ვეხმარებოდით ყინულზე აკრობატული ნომრების შესრულებაში, მიუხედავად იმისა რომ ჩქარეულს დავეხმარეთ თავის მოგროვებული მაყვლის ჭამაში და კიდე ბევრი რამის მიუხედავად, ჩვენ (გოგოები) მარტო ვერაფერს გავხდებოდით................. იცით რა ადვილია ყველაფერი, როცა წინ ქსოვრელი მიგიძღვის და ზურგს არწივი გიმაგრებს, როცა ჩქარეული ტვირთმზიდავი და გიო რეპორტიორია, როცა იკო–იკო მუდმივად მომცინარი სახით დადის და ჯითი.ჯი გამუდმებით იმას გეკითხება „როგორ ხარ?“–ო და ისმაილი მარტო იმის გამო იცვამს უცხოპლანეტელის სასაცილო ფორმას, რომ წვიმის დროს ჩვენ არ მოვიწყინოთ და გავმხიარულდეთ..

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
არადა რამდენიმე დღის წინ რომ გეკითხათ, რამდენი წამი გაქვს შეგროვებულიო, გიპასუხებდით, „ზუსტად იმდენი, რამდენიც 5 წუთსა და 47 წამში ჩაეტევათქო“.
ეხლა მიჭირს ამ 5 თუ 6 წუთში იმ წამების ჩატევა, რაც ხდაში შევაგროვე და.. მიხარია, რომ ვერც ჩავტევ. 

პ.ს. დაარეგისტრირეთ... :)
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by shoda1121 » 22 აგვ 2012, 14:19

GT.ge wrote:იედაი სტეგი

:)) რომანტიკოსი :) იდეალისტი თბილი და საყვარელი :) რაჭულად "სუნელი" :)) ანანო ..
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1736
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ხდის ხეობა - ჯუთა (10.08.2012 - 12.08.2012)

Post by arcivi9 » 22 აგვ 2012, 14:38

GT.ge
საიდან გადმოაკოპირე ეს ტექსტი? ფბ-ზე დევს? :roll:
Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]