Page 1 of 1

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 25 ივლ 2012, 10:53
by KSOVRELI
1. რეგიონი: სამეგრელო, სვანეთი, რაჭა

2. მარშრუტის დასახელება: თბილისი-მუხური-ეგრისის ქედი-ხაიში-მესტია-უშგული-სვანეთის ქედი-ლენტეხი-ქუთაისი-შოვი-გონა-თბილისი

3. ხანგრძლივობა: 18 დღე

4. სირთულე: რთული

5. გასვლის ღირებულება: 150-250 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა: 18 ადამიანი

7. გასვლის ორგანიზატორი: KSOVRELI.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: მუხური, ზედა ვედი, ჭველპი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:

მუხური-მეორე ქოხი - 25კმ
Image

10. ფეხით გავლილი მანძილი:

მეორე ქოხი-ოხოჯეს ტბა - 9.5კმ
Image

ოხოჯეს ტბა-ტობავარჩხილი - 4.8 კმ (უფრო ნაკლებიც შეიძლებოდა ყოფილიყო, უბრალოდ ჩვენ ცოტა გრძელი გზით წავედით)
Image

ტობავარჩხილი-ხობისწყლის სათავე-ნატახტიშდუდის ფერდობი - 7.9 კმ
Image

ნატახტიშტუდის ფერდობი-ნატახტიშტუდის უღელტეხილი-სოფ. ზედა ვედი - 14კმ
Image

ზედა ვედი-ევაკუაციის ადგილი ~ 10კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მთელი მარშრუტი სანახაობრივია

12. საბანაკე ადგილები: ნაკლებობა არ შეიმჩნევა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - უხვად არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: თბილი ტანსაცმელი, საწვიმარი, მინიმუმ 2 წყვილი ფეხსაცმელი


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები: უღელტეხილებზე თოვლია, მოსალოდნელია ქვათაცვენა

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: უამრავი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: ცუდი

19. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი: 3060 მეტრი

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:

http://lib.ge/mybook/index.php?book=08634
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3614
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5168
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5435&start=0
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 25 ივლ 2012, 12:16
by domciko
ჰეჰ ქსოვრელ, მშვიდობა შენს დაბრუნებას....
ყოჩაღი და მიზანმიმართული ადამიანი ხარ...
გამიხარდა ყველაფერმა მშვიდად და კარგად რომ ჩაიარა :)) :*

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 25 ივლ 2012, 12:30
by KSOVRELI
ეს გასვლა დეტალური დაგეგმვის გარეშე განხორციელდა: არ ყოფილა დიდი დისკუსია და მსჯელობა. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ ადგილებში ლაშქრობის გამოცდილება არსებობდა და მეორეც - პედანტი არ ვარ. თუმცა, გასვლამდე ცოტა ხნით ადრე, მსურველები შევკრიბე და 20-20 ლარი გამოვართვი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ბოლო მომენტში მსურველის უარის თქმის შემთხვევაში ერთ მონაწილეზე ტრანსპორტირების საფასური არ გაზრდილიყო. აი ისე კი მოხდა, რომ ერთმა მსურველმა გასვლისწინა საღამოს დამირეკა და მითხრა, ვერ მოვდივარო და სურდა დადებული თანხა მეორე მსურველის სასარგებლოდ დაეთმო. მე არ დავიწყე ახსნა-განმარტებების მიცემა - უბრალოდ დავეთანხმე. ცოტა ხანში, ჩემგან დასტურის მიღების მიზნით, დამირეკა იმ მეორე მსურველმა. იმიტომაც დამირეკა, რომ იცოდა ჩემი ხასიათი, და რადგან მკვეთრად გამოხატულ უარყოფით რეაქციას წააწყდა, ხელი ჩაიქნია. ერთი სიტყვით, ტრანსპორტირების საფასური არ გაზრდილა.

რაც შეეხება მონაწილეებს, არც ისინი შემირჩევია დეტალურად: არც 75 წლის ბატონი მიხეილის წაყვანა შემშინებია და არც არასალაშქრო აღნაგობის მქონე ნათიასთვის მითქვამს უარი. ეს ხომ არ იყო ლაშქრობა რეკორდის დამყარების მიზნით. თუ ადამიანს 4 კიდურის ხმარება შეუძლია, ივლის, აბა რას იზამს?! მერე რა, რომ ჯგუფის მოძრაობის საშუალო სიჩქარე მთელი გასვლის განმავლობაში 0.7 კმ/სთ იყო?! ვფიქრობ, ჯგუფს შეუძლია და უნდა აიტანოს 2-3 "მკვდარზე ვენოკი" (ქაქუცას ტერმინი). ამას მე ვამბობ, იმ ერთერთთაგანი, რომელიც წინ და უკან დარბოდა და ძვირფას ენერგიას ხარჯავდა. საბოლოო ჯამში კი ჯგუფით კმაყოფილი დავრჩი. თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ლომსიკას, ქაქუცას და წივწივას. რომ არა ისინი, გზის გაგნების დროს მთელი პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე მომიწევდა, ეს კი არცთუ ისე მცირე სტრესია.

დაიწყეთ ახლა თქვენც......

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 26 ივლ 2012, 18:28
by Archil
გული მწყდება რომ ვერ მოვახერხე თქვენთან ერთად ყოფნა და მეამაყებით. მოუთმენლად ველი მონათხრობს.

არა და როგორ მინდოდა...

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 27 ივლ 2012, 11:53
by civciva
სტატაი წაიკითხეთ იეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 28 ივლ 2012, 17:35
by Archil
civciva

სად?

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 30 ივლ 2012, 20:43
by shoda1121
მოყევით რა ტობას და სვანეთის ამბები :)
მაიკომ იცის კაი რეპორტაჟები :)

მე სვანეთში რაკი ვიყავი წინა კვირას სვანეთის ამბებიც მაინტერესებს ალექსისგან :)

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 07 აგვ 2012, 22:02
by mariamooo
სულ ეს იყო თქვენი ტობა? :?

ტობავარჩხილი-სვანეთი-რაჭა - 07.07.2012-24.07.2012

Posted: 24 აგვ 2012, 02:36
by QAQUCA
რამ გაგაზარმაცათ? :roll: