ხვამლი - 2012/ 22.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 10:18

1. რეგიონი: ლეჩხუმი
2. მარშრუტის დასახელება: თბილისი- ქუთაისი- ტვიში-ლახეფა-ხვამლის მთა - თბილისი

3. ხანგრძლივობა:1 დღე

4. სირთულე:
გააჩნია რითი წახვალ: - ფეხით თუ ახვალ რთულია
ჯიპით საშუალო სირთულის, თუმცა ზოგიერთ ადგილას ჯიპსაც გაუჭირდება ასვლა ისეთი რთული აღმართებია.

5. გასვლის ღირებულება: 15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა:4 ადამიანი:

7. გასვლის ორგანიზატორი: Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ქუთაისი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი ქუთაისი - 220
ქუთაისიდან ხვამლამდე დაახლოებით 56-60 კმ-მდე დავითვალეთ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
2- 3 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ქვემოთ სოფლებში არის ეკლესიები, ხვამლის ძირში ნანგრევები

12. საბანაკე ადგილები: ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: - ყველგან

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ამინდი პანორამებისათვის
თბილი თვეები

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
ზაფხული-შემოდგომა.

16. რისკები, საფრთხეები:
ყველგან გადასავარდნი ადგილებია
+ წყვარამი

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს:
სოფლებში ეკლესებია, შეიძლება გადახვიდე რაჭაში - გზა პირდაპირ მიდის.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
მაგთი იჭერს ალაგ ალაგ, ჯეოსელი სუსტად

19. ზღვის დონიდან ყველზე მაღალი წერტილი:
ხვამლი მთა - მგონი 2000 მეტრზე მაღლა ვიყავით

20. სასარგებლო ბმულები, იმავე მარშრუტის კარავზე გახსნილი თემები:
მზადება
http://karavi.ge/viewtopic.php?p=381432 ... aca#381432

ესეც რუკა
Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Nika » 23 ივლ 2012, 11:08

დიდი მადლობა თამთას ამ გასვლის ორგანიზებისთვის. ძალიან ნასიამოვნები დავრჩი. თან ჩემზე როგორც რთული გზების მოყვარულზე უდიდესი ჩთაბეჭდილება დატოვა იქ ასასვლელმა სამანქანე გზამ. 11 კილომეტრიან მონაკვეთზე სიმაღლეში ავკრიფეთ 1500 მეტრი. თვითონ ხვამლის მთამ ხო საერთოდ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ველოდი ლამაზ ხედებიან მთას. მაგრამ ვნახე კარსტული ძაბრებით (ალბათ არ ვცდები თუ არა და გეოლოგია ვინც იცის შემისწორეთ) დასერილი მთა. თანაც ზედ ულამაზესი შერეული ტყე, ბუჩქნარი, მდელოები ... ხედები კავკასიონზე (სამწუხაროდ მხოლოდ შხარა დავინახეთ ღრუბლების გამო). და ცხადია ლამის მთელი კოლხეთის დაბლობი მოჩანდა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 11:25

Nika
Image

მადლობა შენ ნიკა რომ წამოხვედი თორემ 2 წელია ხვამლზე ვლაპარაკობთ და ეს გასვლა კიდევ არ შედგებოდა!

ერთი რამ მინდა ვთქვა ყველას გასაგონად - ხვამლზე ავა მხოლოდ ძლიერი ჯიპი

სუსტ ჯიპებს ძალიან გაუჭირდებათ - ძალიან რთული გზაა
წვიმაში გამორიცხულია იქ ასვლა!
აი ნაწვიმარზეც კი ძნელი იქნება!

არადა ფეხით რომ ახვიდე - კიდევ უფრო რთულია: 1500 მეტრის აკრეფა სიმაღლეში და მკვეთრი აღმართებით - არაა სახუმარო საქმე!

მისტიური ადგილი ხვამლი!
აუცილებლად ნახეთ!
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Naia
იეტი
Posts: 7704
Joined: 28 მაი 2007, 12:25
Location: პლანეტა დედამიწა
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Naia » 23 ივლ 2012, 12:21

უი, გუშინ იყავით? :) არადა, გუშინ ბაგრატის ტაძრის ეზოში ყოფნისას ვუხსნიდი ტომას თუ რომელი იყო ხვამლის მთა :)

რატომ არის მისტიური? რამე საინტერესო ადგილი ნახეთ? (ხედების და ბუნების გარდა)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 12:32

Naia
მისტიურია თავიდან ბოლომდე
ჯერ უამრავი ლეგენდა და საიდუმლო!
მერე ეს ათასობის გამოქვაბული
ადგილი სადაც იყო მიჯაჭვული ამირანი (პრომეთე)
სადაც მედეას ჰქონდა თავისი სამკურნალო მცენარეების ბაღი და სადაც დაიბადა მედიცინა!
მერე რომ შედიხარ ხვამლის კანიონში და თავზე უზარმაზარი კლდეები დაგყურებს - თავის სადღაც ზღაპარში გგონია!
მერე ეს გზა - კლდიანი, საოცრად მკვეთრი აღმართებით!
ღმუილით ადიხარ ჯიპით და უცებ, 5 წუთში ისეთ სიმაღლეზე ხარ, რომ იმ კლდეებს თავზე ექცევი!
ახლა შენ დაჰყურებ უზარმაზარ კლდეებს თავზე!

მითების სამყაროში ვიყავით!
Last edited by Tamari-ch. on 13 იან 2013, 19:29, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 12:38

რამდენიმე ფოტოს დავდებ
დანარჩენს საღამოს

https://www.facebook.com/media/set/?set ... 469&type=3
ეს ფოტოალბომი ფბ-ზე


აი ამ დროს გავედი სახლიდან
Image

Image

პირველად ჩავედით ქუთაისის მუზეუმში
იქ თბილად დაგხვდნენ
დაგვასაჩუქრეს
- ჩვენი გულისთვის ადრე გააღეს მუზეუმი...
დიდი მადლობა ბატონ დავით ბერძენიშვილს, ნონა ქარსიძეს და დათო დვალიშვილს

Image

Image

მუზეუმის ექსპონატებსი ფოტოებს საღამოს დავდებ....
Last edited by Tamari-ch. on 13 იან 2013, 12:38, edited 3 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 12:39

მერე დავიძარით ხვამლისკენ!

მუზეუმიდან დათო გამოგვყვა მეგზურად

Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 13 იან 2013, 12:41, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Nika » 23 ივლ 2012, 14:05

ჩვენი სიარულის ტრეკი. სამწუხაროდ GPS-მა ცოტა აურია (მომავალში გამოვასწორებ და აღარ განმეორდება) და მუზეუმამდე მისასვლელი გზა არ ჩაიწერა. თუმცა მთავარი გზა ქუთაისი-ტვიში-ლახეფა-ხვამლი ჩაიწერა.

http://off-road.ge/forum/index.php?act= ... t&id=15658

გადმოიწერეთ არქივი და შიგნით არის როგორც გუგლის ფორმატი ასევე GPX ფორმატის ფაილიც. ცოტა მოგვიანებით ამ გზას Openstreetmap-ზეც დავდებ.

11 კმ-იანი აღმართის ასვლას მანქანამ დაახლოებით 1 საათი მოანდომა. თუმცა გზად როგორც მახსოვს 2-ჯერ გავჩერდი როცა მობილურზე დამირეკეს (მანამდე რიონის ხეობაში არ იჭერდა).

ფეხით ასასვლელად გზა იმითია რთული რომ თავიდან ძალიან ცხელა. მხოლოდ ლახეფას მიდამოებში იწყება მეტ ნაკლებად სიგრილე. 1500 მეტრი რაც მანქანით ავკრიფეთ არ იყო სრული აღმართი. მაგის მერე ფეხით ალბათ 150-200 მეტრი კიდეა.

ხო ჯეოსელი იქ საკმაოდ კარგად იჭერს. ლახეფადან ასე 2-3 კილომეტრში უკვე აქვს დაჭერა და ზედ ხვამლზე კი ყველა ოპერატორი იჭერს მგონი.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Nika » 23 ივლ 2012, 14:33

ხო 4 კარიან გრძელ მანქანას შეიძლება ცოტა გაუჭირდეს მოსახვევებში შესვლა.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 15:59

Nika
რიგის დამრღვევები დააფიქსირა შენმა ვიდეომ??

:lol: :lol:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

nikea
ბილიკზე მოარული
Posts: 43
Joined: 17 სექ 2009, 15:10
Location: tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by nikea » 23 ივლ 2012, 18:19

თამთა, ნიკა, დიდი მადლობა ამ ძალზე საინტერესო და სასიამოვნო გასვლის დაგეგმვისა და განხორციელებისთვის!

ძაან მაგარი იყო! :D
me var gza.......

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 23 ივლ 2012, 18:22

nikea
ფოტოებს რამე მოუხერხეთ ხალხ...
ატვრითეთ ფბ-ზე მაინც და მერე მე გადმოვიტან თემაში...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Nika » 23 ივლ 2012, 20:03

გამოვიძინებ და მერე. ალბათ ხვალ.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 24 ივლ 2012, 15:10

დავდებ რამდენიმე ფოტოს

Image

Image

Image

აქედან იწყება ფეხით სასიარულო - თითქმის ასული ვართ მწვერვალზე.


Image

Image

Image

Image

დავითმა - აი იქ უნდა ავიდეთო...

Image
Last edited by Tamari-ch. on 13 იან 2013, 12:43, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ხვამლი - 2012/ 22.07

Post by Tamari-ch. » 24 ივლ 2012, 15:13

გარშემო - ხედები მარა რა ხედები!!!!!

360 გრადუსიანი პანორამაა


:shock:

Image

Image

Image

Image

Image

Image

გამოჩნდა ეკლესია ხვამლის მთაზე

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 13 იან 2013, 12:47, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]