თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:30

დრო მეტი აღარ გვქონდა. უკანა გზაზე ისევ შევავლეთ თვალი სოფლებს. საღამოვდებოდა ომალოს უკვე ნაცნობ ვაჟას სასტუმროს რომ მივედით. აქ ცხელი ხინკალი, კოტორი და ცხელი შხაპიც კი გველოდა. ჩვენი გოგოების მოხევეული ხინკალი პაატას ნამღერმა თუშურმა სრულყო. ნინუცას დაბადების დღის მისალოცად მოფიქრებული იდეა დათო ბუაჩიძემ უცბად განახორციელა და ანთებული ჩირაღდნებით ვეწვიეთ იუბილარს კარავთან გილოცავ–ის შეძახილით. დილის მილოცვა ,,ტორტით’’ მთაშენკას ხელმა მიართვა ნინუცას. წამოსვლის წინ თუშმა მწყემსა გვიმღერა. იმ წუთებში ძარღვებში სისხლის მოძრაობა ვიგრძნენი. მეგონა ბოლო ჯერზე დავითუშე. ბუნების განგება მაღალია. ცერზე სიმღერით მომავლებს თოვლი დაგვაყარა. ონისემ ერთი კი შეაჩერა თავისი კამაზი და დაგვხედა _ ცოცხლები თუ ხართო. ჩვენთვის დათუშლებისთვის კი სულაც თოვლი იყო, რაც თუშეთს არ გვენახა.

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 18:34

ვნახეთ თუშეთი. მადლიერების გრძნობა დამეუფლა დათუშლს. მადლობა თუშეთს, თუშებს არსებობისთვის, შორენას და ლედის ყველაფრის გემრიელი ორგანიზებისთვის, ელოიზას - მან მითხრა დავითუშოთო, პერწკლის-საყვარელი თავის კარავში შეგვისახლა, ფიქროს თანაკარველობისთვის, თახვს-კარგი დრო რომ გამახსენა, დათოს ბუაჩიძეს - ასეთი მზრუნველი რომ არის, შოდას-სილაღეხალისიანობისთვის, ლადოს – ჩემი მოგვარეობისთვის და ანანასის კომპოტისთვის–რამ დამავიწყოს:), მთაშენკას – გონივრული რჩევებისთვის, ნინუცას- იუბილარობისთვის, ნინოს - ძმასავით მზრუნველობისთვის, თიქსის დახმარებისთვის, მარიკას-კამაზზე გვერდში ჯდომისთვის, მაიას სვანეთიდან თუშეთს წამოსვლისთვის, თამუსიას – გულიანი სიმღერასადღეგრძელოებისთვის, ლოლიკას – მხიარული სიცილისთვის, დეიდა კამას-თანნაგუნდელობისა და შოდას ატანისთვის:), თეონუშკას თეონუშკეობისთვის, ონისეს რაღა თქმა უნდა თუშეთის მშვიდად მოტარებისთვის.. გულის ეს დათუშვა დამრჩება.


Image


Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by shoda1121 » 20 ივლ 2012, 18:44

di wrote:ვნახეთ თუშეთი. მადლიერების გრძნობა დამეუფლა დათუშლს. მადლობა თუშეთს, თუშებს არსებობისთვის, შორენას და ლედის ყველაფრის გემრიელი ორგანიზებისთვის, ელოიზას - მან მითხრა დავითუშოთო, პერწკლის-საყვარელი თავის კარავში შეგვისახლა, ფიქროს თანაკარველობისთვის, თახვს-კარგი დრო რომ გამახსენა, დათოს ბუაჩიძეს - ასეთი მზრუნველი რომ არის, შოდას-სილაღეხალისიანობისთვის, ლადოს – ჩემი მოგვარეობისთვის და ანანასის კომპოტისთვის–რამ დამავიწყოს:), მთაშენკას – გონივრული რჩევებისთვის, ნინუცას- იუბილარობისთვის, ნინოს - ძმასავით მზრუნველობისთვის, თიქსის დახმარებისთვის, მარიკას-კამაზზე გვერდში ჯდომისთვის, მაიას სვანეთიდან თუშეთს წამოსვლისთვის, თამუსიას – გულიანი სიმღერასადღეგრძელოებისთვის, ლოლიკას – მხიარული სიცილისთვის, დეიდა კამას-თანნაგუნდელობისა და შოდას ატანისთვის:), თეონუშკას თეონუშკეობისთვის, ონისეს რაღა თქმა უნდა თუშეთის მშვიდად მოტარებისთვის.. გულის ეს დათუშვა დამრჩება.


Image


Image
მთელი დღე ვკითხულობდი შენს ლამაზ, თბილ და ემოციურ აღწერას!!!

ახლა კი:
Eto vse :wink:

http://www.youtube.com/watch?v=cvNoctAa6HI
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 20:34

Mta Mkvarebia
დიანასთვის რომ არ შემეწყვეტინებინა, ბოლო პოსტები დავარედაქტირე და დარჩენილი ფოტოები მაგ პოსტებში გადავანაწილე. ამიტომ კიდევ უფრო გაიზარდა თითო წერილში ფოტოს რაოდენობა და იმედია გახსნაზე პრობლემა არ შეიქმნება.


მე მაპატიე პირიქით შემოჭრისთვის:) რა ძალიან კარგი სურატები გაქვს მაინც:)

di
ბოდიალა
Posts: 117
Joined: 10 ოქტ 2010, 21:39
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by di » 20 ივლ 2012, 20:36

შოდა შენი რეპერტუარის კულმინაციაა ეგ ხომ:) :) :) კი ეგ ყველაფერია:)

User avatar
Tamusia
იეტი
Posts: 2196
Joined: 21 აპრ 2007, 19:17
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by Tamusia » 20 ივლ 2012, 21:48

მართლა საოცარი მხარეა.

რამდენს გაძლევს უცხოს და შინაურს, თავისიანს რას უზამს :)

თქვენის ნებართვით, თქვენს ფოტოებს ჩემს ალბომში გამოვიყენებ :)
როგორა ხაარო, და ფეხითა ვაარო

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by guruli » 21 ივლ 2012, 02:13

Mta Mkvarebia wrote:

დოჭუ


Image
ვა, რა სტენდალის ფერებში ხარ, მთაშენკ, შე ლამაზო!:wink: რამდენი ხანია, არ მინახიხარ, გოვ. :)
ბოდიშის მოხდით ერთი შენიშვნაც - შენ რასაც ალისგორს უწოდებ, ეგ ვაჟა კარდლიძის სასტუმროა. მაქაობა ვერხოვანის მიწაა, თუმცა კარდლიძეები ჯვარბოსელიდან არიან. მერეც - ვერხოვანის ფონზე რომ ფოტოა, ეგაა ჯვარბოსელი, ხოლო ალისგორი მის პირდაპირ, მაგ სასტუმროს წინ, გორაზეა შეფენილი - კოკლათის დაბლა.
კარდლიძეები კარგი მასპინძლები იქნებიან, თუ ვისმეს მოგინდეთ გომეწარში დასვენება. ვერხოვანში იმ კოშკშიც სასტუმროა - კრიტიულების, ეგენიც კარგი ხალხია.
მეამა, კატო აბალოიძე-მურთაზაშვილის ქებას რომ წავაწყდი - მართლაც და ძრიელ კარგი ქალია კატო ძალო.
თავად რეპორტაჟი კი მაგარია - უკლებლივ ყველა ავტორისა. სრულ მეოთხე წელიწად მიდის, თუშეთ არა ვყოფილვარ. :cry: აი, გულის დათუშვა ჩემი იკითხეთ. :cry:

User avatar
Mta Mkvarebia
მარგალიტი
Posts: 9960
Joined: 23 აგვ 2007, 12:23
Location: ღრუბელზე ვზივარ, მთას ვუცქერ
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by Mta Mkvarebia » 21 ივლ 2012, 12:21

di
დიდი მადლობა, დიანა :)
guruli
გაიხარე, ირაკლი :)
კარდლიძის სასტუმრო "სარგირი" ვიცით, შარშან მაგ სასტუმროს ეზოში ვიყავით დაბანაკებული , აი ალისგორს ეკუთვნის თუ ვერხოვანს მაგ მიწა, მაგ ნამდვილად არ ვიცოდი :) სოფლების დასახელებები შეიძლება არასწორადაც მივაწერე,პოსტები ჩავასწორე, ფოტოები რომ გადამენაწილებინა და ყველა ფოტო არ გამიხსნა თვალი რომ გადამევლო. მაგ კი არა, ისიც კი გამიკვირდა ატვირთვა კი რომ მოვახერხე :). რომ მოვიცლი კარგად გადავხედავ.
Image

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by guruli » 21 ივლ 2012, 12:47

Mta Mkvarebia
აი ალისგორს ეკუთვნის თუ ვერხოვანს მაგ მიწა, მაგ ნამდვილად არ ვიცოდი
ვერხოვანია, ტავად მასპინძლებმა გვიტხრეს აი, იმ გასვლაში, მოდერი კახას მანქანით რომ ვიყავით თუშეთში და მაგათ რომ შეგვიპატიჟეს ყავაზე.
ისე, მეც გამიკვირდა, იქაურობა რომ ვერხოვანის ტერიტორია ყოფილა.
როგორც ვატყობ, ზევით - კოკლათაში არც ტქვენ ყოფილხართ ასულები. კოკლათა-ვეძისხევიც ლამაზი სოფლებია და კიდევ ერთია განში, სახელი დამავიწყდა. მაქედანვე ადის გზა აოლაზნისთავში, რომელიც კიდევ უფრო ლამაზი ყოფილა.

User avatar
ln_ln
მაწანწალა
Posts: 387
Joined: 15 თებ 2009, 22:10
Location: davikarge da gza ar maswavlot, ar minda
თუშეთი, თუშეთი, თუშეთიიი ანუ ხო გადავრეკეთ! 27.06-01.07

Post by ln_ln » 21 ივლ 2012, 23:52

ჰე რა მაგარია დამეთუშა გული
Mta Mkvarebia wrote:
Image

მიყრუებულ მთის სოფელში სიცოცხლის ნიშნები

სოფელი როგორც
ხუთი-ექვსი ეზო-კარია
ერთმანეთისგან გვარიანად დაშორებული
ირგვლივ კი მთები. მხოლოდ მ ები და ისევ მთები .

აქ ზამთარი რა იქნება-
ქვეყნიერების დაჯერება ახლაც ჭირს,
შუაზაფხულში.

კარგიცაა , რომ არავინ მოჩანს გზაზე,
არც ეზოებში , არც ფანჯრებში,
რაგდან ეს უფრო მეტყველია : სიცოცხლის ნიშნები.

უტყუარი სამხილები , რომ აქაც კი ხალხი ცხოვრობს ,
ხალხიც , ბავშვებიც.

შუა ეზოში ჩაფლული რეზინის ბურთი.
მეჩხერ ღობესთან მოთხრილი ორმო
და მიწის ბელტზე დასობილი პატარა ბარი.

დაცერებულ აივანზე გასაშრობად გაფენილი
წითელი , მწვანე , წითელი და ისევ წიტელ
სხვადასხვა ზომის მაისური

ოთხი სხვადასხვა ასაკის ბავშვის.

ზ.რატიანი
სახეტიალოდ გზები მეძახის.. .მესაიდუმლედ მთა გამხდენია

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]