შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 26 ივნ 2012, 22:24

1. რეგიონი: კახეთი

2. მარშუტის დასახელება: ქ.თბილისი –> ქ.ლაგოდეხი –>მეტეო-> შავი კლდეების ტბა(ხალო–ხელ)-> მეტეო –> ქ.ლაგოდეხი –> ქ.თბილისი

3. ხანგრძლივობა: 3 დღე(2 ღამე)

4. სირთულე: რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება: 20 ლარი ჯამში

6. მონაწილეთა რაოდენობა: 9

7. გასვლის, ლაშქრობის ორგანიზატორი: გუგუა

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი: ქ.ლაგოდეხი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით: ქ.ლაგოდეხამდე 160კმ; ტბამდე 25კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი: 50–55 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები: ტბები, ჩანჩქერები

12. საბანაკე ადგილები: მეტეო სადგური

13. სასმელი წყალი მარშრუტზე: არის მარშრუტის დასაწყისში და მეტეო სადგურამდე არ არის

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები: გამოსაცვლელი ტანსაცმელი

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო: აგვისტო

16. რისკები, საფრთხეები: გრძელი გზაა და თუ დაგაგვიანდა ღამე გიწევს სიარული. გარეული ღორი, მგელი და დათვი.

17. უახლოესი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს: ქ.ლაგოდეხის პარკი

18. პირობები სხვა და სხვა აქტივობისთვის:

19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის: თითქმის მთელი გზა იჭერს ჯეოსელს

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:

21. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები:

22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით: 10

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 26 ივნ 2012, 22:29

ესეც ჩვენი გასვლის მიზანი,მართალია წვიმდა,მაგრამ მაინც :)
ფოტო ეკუთვნის foresta-ს

Image

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by datoforesti » 26 ივნ 2012, 23:43

შესანიშნავი და ჭეშმარიტი ლაშქრობა იყო..
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
guruli
იეტი
Posts: 6824
Joined: 27 ოქტ 2005, 17:38
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by guruli » 27 ივნ 2012, 11:27

ყოჩაღებო! კეთილი მშურს მშურს თქვენი.
კიდევ ერთხელ - ყოჩაღ! ველით რეპორტაჟს ბევრი ფოტოს თანხლებით. :wink:

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 27 ივნ 2012, 15:08

ვცდები გადმოგცეთ ამ 3 დღის შთაბეჭდილებები
სიტყვებით ცოტა რთულია,მაგრამ შევეცდები :)

ყველაფერი დაიწყო ე.წ. facebook-ზე,მას თუ დავუჯერებდით 167 კაცი აპირებდა წამოსვლას.საბოლოოდ კი მხოლოდ 9 კაცი შევგროვდით.
[ეს ისეთი მარშრუტია, სადაც არ არის მიზანშეწონილი დიდ ჯგუფად წასვლა
საკმაოდ რთული გზაა,ამავე დროს დიდი მანძილი უნდა დაიფაროს (50-55კმ)]

მოკლედ 22 ივნისს,დილის 7 საათზე შევიკრიბეთ ისნის მეტროსთან.
Image

მცირე რიცხოვნობის გამო,ტრანსპორტი არ დაგვიქირავებია,ამიტომ ან ტაქსს უნდა გავყოლოდით,ან ხაზის მარშუტკას ლაგოდეხისკენ.
ეს უკანასკნელი შევსებული დაგვხვდა, მომდევნო კი 1 საათში გადიოდა
სხვა სამარშუტომ შემოგვთავაზა 60 ლარად წაყვანა,თან ცარიელი იყო,თავისუფლად განვთავსდით ჩვენი უზარმაზარი ჩანთებით და გავეშურეთ.

ნაკრძალში ჩვენს მეგობარს გიორგის შევხვდით,ზედმეტი ბარგი მასთან დავტოვეთ და გავემართეთ
Image

გზად მდინარეც გადავიარეთ,გაგვიმართლა და ხიდი დაგხვდა :D
Image

Image

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 27 ივნ 2012, 15:14

აქვე დავამატებ წყალი ნაკრძალის შესასვლელში შევივსეთ,რადგან მეტეომდე არსად გვხვდება
მდინარის პირას წავიხემსეთ და დაიწყო დიდი აღმართებიც,საკმაოდ რთული და დამქანცველი,ამიტომ ხშირად ვიყავით ამ მდგომარეობაში :D
Image

Image
ბილიკი სულ ტყეში ადის, არ გვიწევდა მზეში სიარული,საკმაოდ გრილოდადა ეს მდგომარეობას ნამდვილად გვიადვილებდა : )
Image

Image

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 27 ივნ 2012, 15:27

გზად ულამაზესი ხედები იშლებოდა, რაც ყურადღებას გვიფანტავდა და დაღლილობა გვავიწყდებოდა :D

Image

მიზნად გვქონდა მალე ავსულიყავით: გადაჩეხილ, გადაკუზულ და ბოლოს ჩაკუზულ ხეებთან,რადგან ეს გზის დიდი ნაწილის გავლას ნიშნავდა
ეს ყველაფერი რომ ავიარეთ, შევისვენეთ,რადგან შიმშილმა თავისი ქნა
Image

ამ დროს ცხენებით 3 ამერიკელი შემოგვიერთდა,გამყოლთან ერთად
თელავში ჩამოსული ინგლისურის მასწავლებლები აღმოჩნდნენ,რა თქმა უნდა სუფრასთან მივიპატიჟეთ

დაახლოებით 40 წუთში უკვე მეტეოზე მივედით,სადაც გავათიეთ 2 ღამე
ახალი მეტეო
Image
ესეც ძველი მეტეო
Image

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 27 ივნ 2012, 15:31

ბიჭებმა შეშა მოაგროვეს და კოცონი დაანთეს
Image

ილია,სანდრო და ამერიკელების გამყოლი რეზო
Image

მზის ჩასვლა
Image

ესე დასრულდა პირველი დღე
Image

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 05 ივლ 2012, 15:10

გავაგრძელებ,სანამ დამვიწყებია შთაბეჭდილებები :D

გადაწყვეტილი გვქონდა,დილით 6ზე გაღვიძება და ადრიანად ასვლა ტბაზე
რა თქმა უნდა ყველას დაგვეზარა :D გაღვიძებით გავიღვიძეთ,მაგრამ ადგომა გვეზარებოდა :D თან ბალახი ნამიანი იყო და ვარჩიეთ,ცოტა დავლოდებოდით,მზე როდის შეაშრობდა დილის ნამს

ვისაუზმეთ და დაახლოებით 11 საათისთვის გავუდექით გზას
ბილიკი მცირე ნაწილი ტყეში გადის,შემდეგ უკვე ალპურ ზონაში გავდივართ

ულამაზესი ხედები იყო,დამერწმუნეთ
Image

Image

ილო :D
Image

User avatar
ანააანო
ბოდიალა
Posts: 222
Joined: 22 სექ 2010, 20:40
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by ანააანო » 05 ივლ 2012, 15:32

საკმაოდ რთული მონაკვეთების გავლა მოგვიწია
ნისლი თავს არ გვანებებდა, და უმეტესად ხელს გვიშლიდა დაგვენახა,სად მივდიოდით

Image
გზად წყარო გვხვდება,სადაც დავიმარაგეთ,რადგან მესაზღვრეებამდე უწყლოდ მოგვიწევდა სიარული

სანდროო :roll:
Image

GAMARJOBA SAKARTVELO
იეტი
Posts: 16569
Joined: 20 ივლ 2007, 03:45
Location: RA TQMA UNDA, SAKARTVELO
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by GAMARJOBA SAKARTVELO » 27 ივლ 2012, 02:52

აი, ყოჩაღ, თქვენ.
მშვენიერ ადგილას ყოფილხართ.
შავი კლდეების ტბის ნახვა, რა ხანია, გულში მაქვს.
ნამდვილად რთული გზაა.
მე ვყიდულობ ქართულ ნაწარმს
და ამით ჩემიანებს ვეხმარები

User avatar
GT.ge
მაწანწალა
Posts: 923
Joined: 19 აგვ 2009, 17:21
Location: (წუთი)სოფელი
შავი კლდეების ტბა- 22.06-24.06.2012

Post by GT.ge » 12 სექ 2012, 11:42

ანააანო wrote:საკმაოდ რთული მონაკვეთების გავლა მოგვიწია
ნისლი თავს არ გვანებებდა, და უმეტესად ხელს გვიშლიდა დაგვენახა,სად მივდიოდით

Image
გზად წყარო გვხვდება,სადაც დავიმარაგეთ,რადგან მესაზღვრეებამდე უწყლოდ მოგვიწევდა სიარული

სანდროო :roll:
Image
მერე? :)))
Image
საქართველო ბეჭედია ბაჯაღლო და თბილისი შიგ ჩასმული ბადახში.

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]