Tamari-ch.
shoda1121
მანდილი..
კიარადა დამარხეთ ტომაჰავკი,
თორემ ვინმე რამეს იფიქრებს მართლა;)
Tamari-ch.
თამთ,
ხომ არ ჯობდა პირველი წერილი წესების დაცვით დაწერილიყო??
ოშორას და ოთას მიმართულებით ბევრი არაფერი დაგეგმილა კარავზე თუ სწორად მახსოვს,
ხოდა მგონი ფორუმის წევრებისთვის და მისი სტუმრებისთვისაც საინტერესო იქნებოდა დაწვრილებითი ინფორმაცია ამ გასვლის შესახებ:) (IMHO)
და კიდევ არ იდარდო რა ჩიტიკიბე რომ ვერ ნახეთ, კიდევ წავალთ,
ხომ იცი, ერთ ჯერზე ერთ რეგიონში არ უნდა ნახო ყველაფერი,
უნდა დაიტოვო რამე, რომ იქ დაბრუნების მიზეზი გქონდეს;);)
ხო, რაც შეეხება თავად გასვლას, ცოტას მოვყვები
ძალიან მიყვარს სამჯხე-ჯავახეთი და თუ ამ მიმართულებით რამე იგეგმება,
ვცდილობ არ გამოვტოვო ასეთი ლაშქრობაექსკურსიები,
თანაც კიდევ ჯიპტურებიც მიყვარს და რადგან საუკუნეა კარავზე ჯიპტური არ დაგეგმილა, ეს კიდევ ერთი მიზეზი იყო, არ გამოვკლებოდი ამ გასვლას.
პირველ რიგში მოვინახულეთ შორეთი.
ძალიან ლამაზი ადგილია, თან სახელიც როგორი შესაფერისი მოუნახავთ <3
და რომ მიდიხარ, მიდიხარ, "გზა" რომ ვიწრო და ბალახებით დაფარულია და ალაგ-ალაგ ღრმა ორმოებით გადასერილი და აქეთ-იქიდან კიდევ ხის ტოტები რომ გჩხაპნიან და ბოლოს რომ იშლება სივრჩე და დიდი მინდორი და ზედ ეკლესია<3(იხილეთ ვიდეო;))
აპრილში რომ ვიყავით, იქაურობა ჯერ კიდევ თოვლით იყო დაფარული და ახლა მწვანეში ჩაფლული კიდევ უფრო ლამაზი იყო.
და კიდევ ერთხელ მომიკვდა გული, ასე მარტოდ მიტოვებული რომ არის:(:(:(
სანამ ხალხი ფოტოებს იღბებდა, მე იქვე სკამზე წამოვწექი და საამური დღით ვტკბებოდი,
ცა ლურჯი იყო, პეპლები დაფრინავდნენ, ფუთკრები ბზზზზზზზზზზზზზოს იძახდნენ
და ათასი სხვა მწერი, რომლის სახელიც არ ვიცი, ათას საოცარ ხმას გამოსცემდა
და აუ კიდევ ათასნაირი ათასფერა ყვავილი, რომლის სახელებიც ასევე არ ვიცი.
და მერე კიდევ წითელ ციხეს რომ ვეძებდით, ძალიან მაგარ ტყეში მოვხვდით.
და რომ დავდიოდით, მიწაზე კი არ დავდიოდით, ხის, წიწვების და გირჩების ნეშომპალაზე და ისეთი რბილი იყო
და კიდევ ნიავი რომ დაუბერავდა გამხმარი ხეები ჭრაჭუნს იწყებდნენ, აი როგორც ხის ძველ იატაკზე რომ დადიხარ, ისე<3
ხო რა მოკლედ სრული განცხრომა დღე იყო.
ტრადიციული მადლობები ორგანიზატორს
და ნიკას.