ხადას ხეობა - 24 ივნისი

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Int3lig3nt » 25 ივნ 2012, 00:17

1. რეგიონი:
დუშეთის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ხადა - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე

4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10-11 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
36 (ორი მიკროავტობუსი) + 4 (მსუბუქი ავტომობილი)

1. int3lig3nt
2. kolonkelidze
3-6. shalva+++
7. იაკო
8. ანი
9. Ismail
10. არაგვისპირელი
11. int3lig3nt +
12. ლადო აბულაშვილი
13. dolidzeli
14. AvT
15. AvT + (irakli)
16. matroska
17. matroska+
18-19. kolonkelidze +
20. თამუნა_გუდარეხი
21. მარი_კელა
22. თამუნა_გუდარეხი +
23. პერწკლის პლიუსი
24. პერწკლის პლიუსი 2
25. anna_di
26. ნიკუშანიკუშა
27. ნიკუშანიკუშას +
28. მაო (kappa)
29. ნიკუშანიკუშას +
30. Mr. kokito + (beqa)
31. Mr. kokito + (maskuricha)
32. დავით ბუაჩიძე
33. დავით ბუაჩიძე +
34. Mr. kokito +
35. Mr. kokito +
36. Mr. kokito

მსუბუქი მანქანით:

1. KSOVRELI
2. ზოე პერეტი
3. ზოე პერეტის +
4. ზოე პერეტის +


7. ორგანიზატორი
Int3lig3nt

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქვეშეთი და ხადის ხეობის სოფლები.

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
100 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
13 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ელგუჯას ციხე, ცეცხლიჯვარი, მჟავე წყლები, ქოროღოს ციხე, თორმოწამოს ეკლესია (თუ სწორად მახსოვს), იუხოს კოშკი და ხადის ხეობის სხვა კოშკები

12. საბანაკე ადგილები:
ძალიან ბევრია, არ არის დაბანაკება პრობლემა.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სოფლებში არის წყალი

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალში სატოპად მოხერხებული ფეხსაცმელი, საწვიმარი, მზისგან დამცავი ნელსაცხებლები, ქუდი.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო:
თუ თოვლი არ არის, ნებისმიერ დროს, თუმცა ალბათ ზაფხული ჯობია.

16. რისკები, საფრთხეები:
მთვრალი ადგილობრივები :D.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლის ფარგლებში ინახოს:
ანანური, ლომისის ეკლესია.

18. რუქა, ჯი-პი-ეს-მონაცემები
დააკლიკეთ გასადიდებლად
Image

Image

19. სასარგებლო საკონტაქტო ინფო:
არ საჭიროებს

20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია
Last edited by Int3lig3nt on 25 ივნ 2012, 13:52, edited 3 times in total.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Int3lig3nt » 25 ივნ 2012, 00:32

ძალიან არ მინდოდა, რომ ეს გასვლა ხატობას დამთხვეოდა (ვიცოდი, რომ თვის ბოლოს იყო) და მაინცდამაინც დღეს ყოფილა.
რადგანაც ვცდილობდით მოვრიდებოდით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ადგილობრივებს და მათ სუფრებს, ამის გამო ჩვენს მარშრუტში პატარა ცვლილებები მოხდა. რაც მდგომარეობს იმაში, რომ სოფელ იუხოში მხოლოდ რამდენიმე კარაველი ავიდა და სოფელ წკერეში ფაქტიურად არ შეგვიშვეს, ხატია გამობრძანებული და გოგოები ნუ მოახლოვდებითო.
სწორედ წკერეს ბლოკადის გამო, პატარა ექსტრიმ-ჩასვლა განვახორციელეთ ჩანჩქერისკენ და ფეხებიც დავისველეთ.

სხვა რა დავწერო, კმაყოფილი ვარ მეც და მგონი ლაშქრობის სხვა მონაწილეებიც.

სამწუხაროდ, უდროობის გამო ფოტოებს ვერ დავდებ. ისედაც 38 გადავიღე მხოლოდ. Facebook-ით მივაწვდი ხალხს დაარქივებულს.

ესეც ჩვენი ჯგუფური ფოტო:

Image
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

matroska
ბილიკზე მოარული
Posts: 88
Joined: 19 აგვ 2011, 15:14
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by matroska » 25 ივნ 2012, 01:07

დავღალეთ ორგანიზატორი, მაგრამ გზაზე, რამდენჯერაც დავინახავდი მას, სულ მადლობა-მადლობას ვბუტბუტებდი... (აქაც არ შემიძლია, მადლიერება არ გამოვხატო...)
საოცარია, ულამაზესია, არაორდინალურია - ყველა ასეთი ეპითეტი ბანალურად ჟღერს იმასთან შედარებით, რაც ჩვენ ზაფხულის სეზონზე გამოპრანჭულმა და წამწამებფახულა ხადას ხეობამ გვისახსო
ვრა! ბრავო...

User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by anna_di » 25 ივნ 2012, 09:07

Int3lig3nt wrote:
16. რისკები, საფრთხეები:
მთვრალი ადგილობრივები :D.
და პლიუსები :P
Int3lig3nt wrote: 20. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით
არ შეგვიფასებია
ასე ძალიან არ დავღლილვარ მგონი არასდროს. მკვდარივით დამეძინაო რომ იტყვიან ახლა მივხვდი და ვიგრძენი ამ სიტყვების მნიშვნელობა :) კარგი ყოფილა მკვდარივით ძილი :)

ლაშქრობისგან მიღებული შთაბეჭდილებებისა და სულიერი სიამოვნების შეფასება: 10+++


მადლობა, ინტელ, დიიიიდი :)

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Ismail » 25 ივნ 2012, 12:15

anna_di wrote:
Int3lig3nt wrote:
16. რისკები, საფრთხეები:
მთვრალი ადგილობრივები :D.
და პლიუსები :P
არამარტო პლიუსები. : ))

ნუ ზოგადად, ასეთ ადგილებში ზომაზე მეტად დალევა...
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Ismail » 25 ივნ 2012, 12:22

ესეც რუკა:

Image
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Int3lig3nt
იეტი
Posts: 3524
Joined: 01 ივლ 2005, 11:31
Location: არ გავცვლი სალსა კლდეებსა!
Contact:
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Int3lig3nt » 25 ივნ 2012, 13:40

სასმელზე არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ რადგან დაიწყეთ, მეც დავწერ ჩემს აზრს.

ლაშქრობაში სასმელი და მით უმეტეს თრობა, ძალზედ ცუდი რამეა. თუკი რამე რისკები და საფრთხეები არსებობს, ორმაგდება და სამმაგდება ამ შემთხვევაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სიარულის ტემპი იკლებს და ვფერხდებით.

ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ამის და ერთ დროს, როდესაც ფორუმ.ჯი-ელები დამყავდა, აკრძალულიც მქონდა ალკოჰოლი.
რაც კარავი.ჯი-ზე გავაქტიურდი, აღარ დამჭირვებია ეს აკრძალვა, იმიტომ რომ ყველას კარგად ესმოდა ყველაფერი.

გუშინ ძალიან მიხაროდა, ეს ორი მარშუტკა ხალხი, ორგანიზებულად და ერთ გუნდად რომ ავდიოდით იმ აღმართებზე. ადგილზეც დროულად მოვიარეთ ყველაფერი. ვფიქრობდი, რომ სახლში მაქსიმუმ 9-ზე ვიქნებოდი. თუმცა უკანა გზა ძალზედ გაგვეწელა და სახლში თერთმეტის ნახევრისთვის ძლივს მოვაღწიე.

ძალიან მერიდება ზრდასრულ ხალხთან ამ საკითხზე რომ მიწევს წერა, მაგრამ თუ კიდევ დავგეგმე ლაშქრობა, ამ ყველაფერზე წინასწარ მოვილაპარაკებთ.
2 იანვარს ზღარბი დამებედა Image

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by ლეონტი » 25 ივნ 2012, 13:46

ალკოტურები ცალკე ხომ არ დავგეგმოთ? რა ჯობია ლამაზი ბუნების წიაღში, ბალახებში ღრმა ძილს. სრულყოფილი რელაქსაცია.

User avatar
kolonkelidze
ბოდიალა
Posts: 171
Joined: 23 ივნ 2011, 22:28
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by kolonkelidze » 25 ივნ 2012, 16:06

Int3lig3nt wrote:




გუშინ ძალიან მიხაროდა, ეს ორი მარშუტკა ხალხი, ორგანიზებულად და ერთ გუნდად რომ ავდიოდით იმ აღმართებზე. ადგილზეც დროულად მოვიარეთ ყველაფერი. ვფიქრობდი, რომ სახლში მაქსიმუმ 9-ზე ვიქნებოდი. თუმცა უკანა გზა ძალზედ გაგვეწელა და სახლში თერთმეტის ნახევრისთვის ძლივს მოვაღწიე.

ძალიან მერიდება ზრდასრულ ხალხთან ამ საკითხზე რომ მიწევს წერა, მაგრამ თუ კიდევ დავგეგმე ლაშქრობა, ამ ყველაფერზე წინასწარ მოვილაპარაკებთ.
მე, როგორც ზრდასრული ადამიანი, ვთვლი რომ , ყველა ობიექტური შენიშვნა მისაღებია და მოსარიდებელი აქ არაფერია.

კიდევ მინდოდა მადლობა მეთქვა ამ ლაშქრობისთვის.შენს ლაშქრობაში პირველად ვიყავი და მომეწონა, კარგი ორგანიზატორი ხარ , გაკვირდებოდი და" რაღაცეები " ვისწავლე .სამწუხაროდ დიდუბეში ვერ დაგელოდე მადლობა რომ მეთქვა ჰოდა დიდი მადლობა ამ დღისთვის :)

User avatar
AvT
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 19 ივლ 2010, 10:14
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by AvT » 25 ივნ 2012, 16:36

კაი გასვლა იყო ნამდვილად, დიდი სიამოვნებით წავიდოდი კიდევ ერთხელ, ის მეორე მარშუტი მაგრად მაინტერესებს, ამინდიც კარგი და მოკლედ ყველა პირობა გვქონდა რომ მშვიდად გვესეირნა.

Int3lig3nt wrote:
4. სირთულე:
საშუალო, ფრაგმენტულად რთული.

:D მგონი უფრო მარტივი იყო


ესეც ჩემი სურათების ბმული

http://allshares.ge/download.php?id=CC6145AE73

User avatar
anna_di
ბილიკზე მოარული
Posts: 63
Joined: 29 მაი 2007, 22:34
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by anna_di » 25 ივნ 2012, 18:04

AvT

არ იტვირთება შენი სურათები რატომღაც :(


სხვებმაც დადეთ რა :roll:

User avatar
AvT
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 19 ივლ 2010, 10:14
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by AvT » 25 ივნ 2012, 18:25

anna_di wrote:AvT

არ იტვირთება შენი სურათები რატომღაც :(


სხვებმაც დადეთ რა :roll:

შევამოწმე ამ წუთას და მუშაობს მაგრამ მაინც აგიტვირთე სხვაზე
ეს ცადე


http://mydisk.ge/download.php?id=yrezarery

User avatar
aragvispireli
ბოდიალა
Posts: 293
Joined: 02 აგვ 2011, 22:27
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by aragvispireli » 25 ივნ 2012, 19:55

Int3lig3nt

მადლობთ რომ ასე გემრიელად დაგვღალე :)
მართლა კარგი გასვლა იყო :)

მოკლედ შეგროვილი ფულიდან მოგვრჩა 12 ლარი -რომელსაც შევიტან

მირანდას ანგარიშზე (პირადზე არა ოღონდ :) ეყო რაც ფულები მოტეხა და იმ ფულით ინგლისში წავიდა :P ) - ბავშვთა ფონდში შევიტან

User avatar
Sh@ko
ბილიკზე მოარული
Posts: 37
Joined: 26 აპრ 2010, 14:57
Location: კომპინფო
Contact:
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by Sh@ko » 25 ივნ 2012, 20:05

ფაცეზე გავიგე ამ ლაშქრობის შესახებ და ძალიან მინდოდა წამოსვლა...

მიხარია, რომ კარგი დრო ატარეთ! :)


რაც შეეხება ამას:
ლაშქრობაში სასმელი და მით უმეტეს თრობა, ძალზედ ცუდი რამეა. თუკი რამე რისკები და საფრთხეები არსებობს, ორმაგდება და სამმაგდება ამ შემთხვევაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სიარულის ტემპი იკლებს და ვფერხდებით.
ვეთანხმები უფროსსა! :roll: არაა სასურველი დალევა, როცა შორი გზა გაქვს ფეხით გასავლელი.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ხადას ხეობა - 24 ივნისი

Post by shoda1121 » 25 ივნ 2012, 20:14

Sh@ko wrote:ფაცეზე გავიგე ამ ლაშქრობის შესახებ და ძალიან მინდოდა წამოსვლა...

მიხარია, რომ კარგი დრო ატარეთ! :)


რაც შეეხება ამას:
ლაშქრობაში სასმელი და მით უმეტეს თრობა, ძალზედ ცუდი რამეა. თუკი რამე რისკები და საფრთხეები არსებობს, ორმაგდება და სამმაგდება ამ შემთხვევაში. თუ არ ჩავთვლით იმას, რომ სიარულის ტემპი იკლებს და ვფერხდებით.
ვეთანხმები უფროსსა! :roll: არაა სასურველი დალევა, როცა შორი გზა გაქვს ფეხით გასავლელი.
თუმცა საღამოს კარგია და აუცილებელია დალევა :)) 2დღიანში :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]