Page 4 of 4

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 19 ივნ 2012, 16:23
by TuTa
Tamari-ch. wrote:ნაწილი II

კიდევ იყო მაგ ხეობაში საინტერესო ძეგლი მთაზე
"გულდამაანთ მამიდა".
ეს ყოფილა მეგალითური წყობის და მერე ქვაჯვარად გადაქცეული დიდი ლოდი მთაზე - იქ გულდამაშვილები არ ადიანო საერთოდო - გვითხრა ბ-ნ რობინზონმა.
ლეგენდა კი ასეთია - ქალს მისდევდა თათარი და რომ თავიდან აეცილებინა ნამუსის ახდა ღმერთისთვის შეუვედრებია ქვად მაქციეო... და იქცა გულდამაანთ ქალი ქვად.
როცა გვალვები დაიჭერს ხოლმე მანგლისის მიდამოებში - ხალხი ადის იმ ქვასთან, ოდნავ ასწევენ ხოლმე ჰაერში და ჩამოსვლას ვერ ასწრებენ იმ წუთში ისეთი წვიმა იწყებაო, რომ გაწუწულები ბრუნდებიანო მთიდანო - მოგვიყვა ბ-ნ რობინზონი ამ ქვის ამბავს...
მარტო გულდამაშვილები არ ადიაო იმ ქვასთანო. თუ ავიდნენ - აწევაც არ სჭირდება ქვას - ერთს შეევედრებიან და ქვა თავისითვე აიწევსო, მაგრამ სამაგიეროდ გულდამაშვილების გვარში ვიღაც უნდა მოკვდეს აუცილებლადო. ამიტომ გულდამაშვილები არასოდეს მიდიან მაგ ქვაჯვართანო!

აი ასეთი ლეგენდებია მანგლისის გარშემო მეგალითების შესახებ..... გოხნარის დიდ ლოდსაც "კამენნაია ნევესტა" - ქვის პატარძალი ხომ ჰქვია?! - ქალი ქვა... ეტყობა ქალის სიმბოლიკა მეგალითურ კულტურაში ამ მიდამოებში განსაკუთრებული როლის მატარებელი იყო!
რა საინტერესოა, დედაჩემია გულდამაშვილი, არასდროს მსმენია ეს ლეგენდა

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 19 ივნ 2012, 17:07
by Tamari-ch.
TuTa wrote:Tamari-ch.

რა კარგი გასვლა გქონიათ, დიდი სიამოვნებით დაგეგმგზავრებოდით, მაგრამ სოფო ამდენს არ გვაცლიდა. თან სულ სხვა მისიით ვიყავით ასულები მანგლისში.

ძალიან გამიხარდა თქვენი ნახვა:) კარგი დრო გამახსენა
ჰოო თუთა მანგლისში გავიცანი..
:)

სულ მესმოდა კარავზე თუთა, თუთა
და აი ვნახე კიდეც რეალში...
:)

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 19 ივნ 2012, 18:09
by Nika
Tamari-ch.
შენ ის ისტორია არ იცი თუთამ რო მნახა კარვის ერთ-ერთ შეკრებაზე (მგონი მაო და გოგა აწყობდნენ) და შენ აქ რა გინდაო (10 წლის წინ ერთად ვმუშაობდით).

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 19 ივნ 2012, 18:24
by Mta Mkvarebia
Nika
მახსოვს :)
კარალიოკ-წვეულება იყო ჰო? :)

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 19 ივნ 2012, 18:54
by Tamari-ch.
Nika wrote:Tamari-ch.
შენ ის ისტორია არ იცი თუთამ რო მნახა კარვის ერთ-ერთ შეკრებაზე (მგონი მაო და გოგა აწყობდნენ) და შენ აქ რა გინდაო (10 წლის წინ ერთად ვმუშაობდით).
ანუ არ იცოდა Nika-ს ნიკის ქვეშ ვინ იმალებოდა?

:lol:

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 20 ივნ 2012, 11:25
by Kakha
ელი-ბაბაზე თქვენ ეკლესიასთან მიგიყვანეს ანუ იქ რაც იკითხეთ. არადა არქეოლოგიური ძეგლი თხემზე მდგარი ეკლესიიდან ასე ერთ კილომეტრშია ან ცოტა მეტში დასავლეთით, თხემის ბოლოს. თუმცა უნდა გითხრა, რომ იქაც ნაგებობების დანახვა ძნელია. მანდ ისეთი არქიტექტურა არაა რაც მაგალითად გოხნარში გინახვას. ოთახების საძირკვლებია შემორჩენილი მხოლოდ და კარგად არ იკითხება.

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 20 ივნ 2012, 11:29
by Tamari-ch.
Kakha
ანუ გამოდის, რომ არ გვინახავს ის რასაც ვეძებდით?...

:lol:

რაღაც სხვა ვნახეთ...
მე მგონი ისიც მეგალითური იყო...

მანდ უნდა წავიდეთ უბალახო სეზონზე...
ბალახი ყველაფერს ფარავს,...

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 21 ივნ 2012, 14:17
by ln_ln
Tamari-ch.
რა კარგი და საინტერესო გასვლა გქონიათ
მომენატრა ესეთი თემები კარავზე :roll:

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 22 ივნ 2012, 19:46
by QAQUCA
ყოჩაღ, ყოჩაღ, ყოჩაღ!!!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 06 სექ 2012, 21:25
by Tamari-ch.
Image
This necklace of bone and ivory was one of several found at the Eli Baba site.



აი ეს ექსპონატი ელიბაბაზე უპოვიათ!

:shock:

http://www.agt.si.edu/site_overviews/si ... ws_ge.html