Page 2 of 4

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 15 ივნ 2012, 00:45
by Tamari-ch.
ეს ბატია, კუ თუ მტრედი??

:roll:

და რას ნიშნავს?


Image

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 15 ივნ 2012, 00:48
by Tamari-ch.
იქვე სოფელში ერთ ერთი ფერმერის ეზოში ყოფილა ორი დიდი სვეტი!

სანამ ყველა ჩამოვიდოდა - მე და ბ-ნ რობინზონი გავეშურეთ საძებნელად
მაგრამ სამი იმხელა ძაღლი გამოვარდა ჩვენს დასაკბენად - ბევრი დრო არ მქონდა და სვეტები ვერ ვიპოვეთ - ცალკე ძაღლები გვახტებოდნენ, ცალკე გაზრდილი დიდი ბალახი გვიშლიდა!

აი ეს სხვა ქვებია იმ ეზოში კიდევ

Image

როგორც ბ-ნ რობინზონმა ამიხსნა ამაზე დიდი სვეტებიაო -
მერე რომ ჩავალთ არხოტში კიდევ - არ დაგვავიწყდეს იმ სვეტებიდ ნახვა

იმ დღეს ვჩქარობდით და შევეშვით.....

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 15 ივნ 2012, 00:57
by Tamari-ch.
დავბრუნდით ნელ ნელა უკან მანგლისში....

ნახევარი დღე ამ ხეობამ წაიღო!
მხოლოდ მენჰირის ნახვა გვინდოდა და საინტერესო მეგზურის წყალობით მთელი ხეობა გავიცანით თავისი ლეგენდებით და ნასახლარებით... ჩვენი მეგზური გვიყვებოდა, რომ ხალხი სულ რაღაცეებს ჰპოულობსო ამ ხეობაშიო... მე პირადად ისრის პირები მაქვს ნანახიო ბავშვობაშიო - მგონი რკინისო თუ ბრინჯაოსიო, არ მახსოვსო...

კიდევ ვიღაცას უპოვია პატარა ზომის ოქროს ლომი -

ეს ნივთები კი მერე უკვალოდ ქრება!

იქნებ გამოიკვლიონ ეს ნასახლარები - იქნებ მართლა ბრინჯაოს ხანისაა?? ან იქნებ ნაწილი შუა საუკუნეებისაა და ნაწილი კი უფრო ძველი? საინტერესოა თუა რამე დაწერილი იმ ყველაფერზე რაც ჩვენ იმ დღეს ვნახეთ!


გაგრძელება იქნება....
:)

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 15 ივნ 2012, 01:41
by Tamari-ch.
http://geotrace.ge/index.php?a=main&pid ... ng&flash=1

თენგო ყოფილა მაგ ნასახლარებზე ადრე
მშვენიერი ფოტოებია

ზოგან მეჩვენება რომ მეგალითური წყობაა

:roll:

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 16 ივნ 2012, 08:34
by Tamari-ch.
ნაწილი II

მოკლედ სადღაც 2 -3 საათისათვის დავემშვიდობეთ ჩვენს ძვირფას მეგზურს, დავთქვით რომ კიდევ ერთხელ ჩამოვიდოდით ალგეთის ხეობაში და კარგად დავათვალიერებდით ამ ხეობას.. - ბევრი ყოფილა აქ კიდევ სანახავი ძეგლები...
შესანიშნავი იდეა დაგვებადა რომ ჯიპით მანგლისიდან ალგეთის ხეობაში გაგვევლო კლდეკარამდე!
კიდევ იყო მაგ ხეობაში საინტერესო ძეგლი მთაზე
"გულდამაანთ მამიდა".
ეს ყოფილა მეგალითური წყობის და მერე ქვაჯვარად გადაქცეული დიდი ლოდი მთაზე - იქ გულდამაშვილები არ ადიანო საერთოდო - გვითხრა ბ-ნ რობინზონმა.
ლეგენდა კი ასეთია - ქალს მისდევდა თათარი და რომ თავიდან აეცილებინა ნამუსის ახდა ღმერთისთვის შეუვედრებია ქვად მაქციეო... და იქცა გულდამაანთ ქალი ქვად.
როცა გვალვები დაიჭერს ხოლმე მანგლისის მიდამოებში - ხალხი ადის იმ ქვასთან, ოდნავ ასწევენ ხოლმე ჰაერში და ჩამოსვლას ვერ ასწრებენ იმ წუთში ისეთი წვიმა იწყებაო, რომ გაწუწულები ბრუნდებიანო მთიდანო - მოგვიყვა ბ-ნ რობინზონი ამ ქვის ამბავს...
მარტო გულდამაშვილები არ ადიაო იმ ქვასთანო. თუ ავიდნენ - აწევაც არ სჭირდება ქვას - ერთს შეევედრებიან და ქვა თავისითვე აიწევსო, მაგრამ სამაგიეროდ გულდამაშვილების გვარში ვიღაც უნდა მოკვდეს აუცილებლადო. ამიტომ გულდამაშვილები არასოდეს მიდიან მაგ ქვაჯვართანო!

აი ასეთი ლეგენდებია მანგლისის გარშემო მეგალითების შესახებ..... გოხნარის დიდ ლოდსაც "კამენნაია ნევესტა" - ქვის პატარძალი ხომ ჰქვია?! - ქალი ქვა... ეტყობა ქალის სიმბოლიკა მეგალითურ კულტურაში ამ მიდამოებში განსაკუთრებული როლის მატარებელი იყო!


ეს რუკები მანგლისის სიონთან ვნახეთ


Image

Image

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 16 ივნ 2012, 08:50
by Tamari-ch.
წავედით ბეშთაშენისკენ..


ბეშთაშენზე მქონდა ეს ორი სტატია
აღწერილობის მიხედვით იქ უნდა ყოფილიყო სერიოზული კომპლექსი

ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 42
"ბეშთაშენ" - ახალი სახელწოდებაა იმ სოფლისა, რომელსაც წინათ "ბეშკენაშენ" ეწოდებოდა. თვით ამ სახელწოდებას განმარტავენ როგორც თურქულს, ვითომდა ხუთი (ბეშ) ქვისაგან აგებულ ობიექტს Бешташен означает по татарски «пять камней», სწერს ა.ნ.გრენი, და განაგრძობს: «Жители говорили мне, что при переселении их туда они нашли в этой местности пять камней и потому и назвали так селение. Очевидно, тут был какой – нибудь менгир, или вообще мегалитический памятник». ასეთი განცხადება თუ ფილოლოგიური ნაწილის მხრივ კრიტიკას ვერ უძლებს, მეგალითზე მითითების მხრით სიმართლესთან მაინც ახლოს დგას, რამდენადაც ს.ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში მოიპოვება საკმაოდ დიდი მეგალითური სადგომი, რომელიც უმეტესად შემდგარია კარკნალისებრი ნაპრალ-გვირაბებისაგან, ნაწილობრივ კი ხელოვნურ ნაგებობათაგან დოლმენებისა და ბლინდაჟების ყაიდისა გალავნებითურთ.

ბეშთაშენის "დაშლეხ"-ი // ლ.მელიქსეთ - ბეგი - მეგალითური კულტურა საქართველოში, თბ., 1938 წ., გვ. 54
ბეშთაშენის „დაშლეხი“. „დაშლეხ" || „ტაშლეხ", როგორც უკვე ნათქვამი გვქონდა, თურქული სიტყვაა, რაც ლოდოვანს აღნიშნავს. ასე ეწოდება საკმაოდ დიდ მეგალითურ სადგომს სოფელ ბეშთაშენის მახლობლად, 1 კილომეტრის მანძილზე, ხევში, რომელიც, კარკნალისებრ ნაპრალ - გვირაბებს გარდა, დოლმენ-ბლინდაჟისებურ ნაგებობათაგანაც შედგება. ეს ნაგებობანი ადგილ-ადგილ ზღუდე-გალავნებითაც არიან შემორტყმული. უთუოდ, ერთ ერთ პრიმიტიულ სადგომთაგანია ციკლოპურ ნაგებობათა შორის. თურქული სახელწოდება, რომელიც ქართული "ლოდოვანი"ს სიტყვა-სიტყვითი თარგმანია, იმის მაჩვენებელია, რომ იგი ამ ადგილის ძველი მოსახლეობისაგან მომდინარეობს, იმის ანალოგიით, როგორც ესევე სახელწოდება დღემდე შენახულია ბედენის კალთაზე ღრმა ღელეში მდებარე სადგომისათვის. იმავე ხეობაში, სადაც „დაშლეხ"-ი მდებარეობს, აუარებელი გამოქვაბულებია, შესაძლებელია, პალეოლითის ადამიანის სადგომები.



და ასევე კახას თანაავტორობით დაწერილი ნარიმანაშვილის ეს სტატია
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

დაზვერილი და გათხრილი იქნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ძეგლი. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს სოფ.ბეშთაშენიდან 1 კმ-ის მანძილზე მდებარე ციკლოპური ნამოსახლარი. ამ ადგილს ადგილობრივი მოსახლეობა ელი-ბაბას ეძახის....

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 16 ივნ 2012, 09:14
by Tamari-ch.
მივედით ბეშთაშენის სოფლის ცენტრში -
იქ ბერძნები იდგნენ (ჯერ სომხები გვეგონა)
ვიანიდან სტატიაში მთა ელი ბაბა იყო ნახსნები,
ვიკითხეთ ელი ბაბას მთა

მიგიყვანთ გაჩვენებთო - ერთმა გვითრა, სახელად საშამ.
ისე გაუკვირდა საიდან იცითო ელი ბაბაო....

გამოგყვა, ძლივს ავიდა მანქანა დანგრეულ გზებზე -გავედის სოფლიდან მოშორებით მინდორში

გამოჩნდა ელი ბაბას მთა

Image

ზედ ეკლესია იყო მთაზე... სადღაც აქ მეგალითები უნდა იყოს...

მიმდებარე ტერიტორია წარმოადგენს შუა საუკუნეების ნასოფლარს. ამ მიდამოებში ვახუშტი ბატონიშვილის და იოანე ბაგრატიონის მიხედვით რამდენიმე სოფელია აღნუსხული - კნოლე, შუა სოფელი, საბეჭდავი, სამადლო, ბარეთი. ჩვენი აზრით, ნასოფლარი შუა საუკუნების სოფელ საბეჭდავს წარმოადგენს. ნასოფლარი მდებარეობს მთა ელი-ბაბას სამხრეთი ფერდის ქვედა ტერასაზე.
:roll:


ვეძებთ....

რაღაც ლოდებია მიმოფანტული გარშემო....

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 16 ივნ 2012, 09:17
by Tamari-ch.
Image
ლოდებია გარშემო ყველაგნ, ბალახი ძალიან გვიშლის, ძნელია კონტურის შემჩნევა...

მთას მარჯვნიდან შემოვუარეთ და ავედით ზედ...

რაღაცას მივაგენით - მაკენას ვუძახი - მოდი მგონი რაღაც ვიპოვეთო...

Image

Image

Image


გაგრძელება იქნება.... საღამოს....

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 11:19
by QAQUCA
ნეტა რა კავშირი აქვს სოფელ არხოტს ხევსურეთის არხოტთან?!

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 13:43
by Tamari-ch.
QAQUCA
შეიძლება ჩასახლებულები არიან...

ის კაცი ჩევნ რომ გვახლდა, ბექაურია გვარად...

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 20:26
by QAQUCA
Tamari-ch. wrote:QAQUCA
შეიძლება ჩასახლებულები არიან...

ის კაცი ჩევნ რომ გვახლდა, ბექაურია გვარად...

არხოტთან ბექაურებს არანაირი კავშირი არ აქვთ!!!


დამაინტერესა ძალიან! რასაც შენ არ გადააწყდები თამარიჩ.... :oops:

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 21:25
by Tamari-ch.
დავასრულებ თხრობას.....

ახლოს რომ მივედით იმ ნაგებობასთან უფრო კარგად გამოჩნდა, რომ აშკარად მეგალითური წყობა იყო...



Image

Image

Image

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 21:28
by Tamari-ch.
განსაკუთრებით საინტერესო ეს "დოლმენი" იყო

Image

Image

Image

Image

Image

ტომა "წამოგორდა" მეგალითზე, მაკენა კი ფოტოსესიას შეუდგა
:D

Image

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 21:35
by Tamari-ch.
მაკენა და ტომა დარჩნენ ადგილზე,
მე, მიშა და აცა კი შევუდექით შემდგომ ძიებას

Image

Image

მთაზე მდგომი ამ ეკლესიის შიგნითაც შევედით და ეს საინტერესო ჯვარი და ქვა ვნახეთ საკურთხეველში

Image



აშკარად რაღაცის დეტალია ეს ქვა....

Image


და აი ამის მერე კი "გავიჭედეთ".....


:? :x

ახლა რა ხდება.....

ვეძებთ, ვპოულობთ, მაგრამ რას? მანგლისი-არხოტი-ბეშთაშენი

Posted: 17 ივნ 2012, 21:48
by Tamari-ch.
სტატიაში წერია ეს:
http://saunje.ge/index.php?option=com_c ... =1&lang=ka

ნასოფლარი შუა საუკუნების სოფელ საბეჭდავს წარმოადგენს. ნასოფლარი მდებარეობს მთა ელი-ბაბას სამხრეთი ფერდის ქვედა ტერასაზე. სახლები ნაგები ყოფილა ბაზალტის მოზრდილი ქვებით, უდუღაბოდ. ნასოფლარის გეგმარება საკმაოდ კარგად იკითხება.
სოფლის აღმოსავლეთ ნაწილში მდგარა დარბაზული ეკლესია. ეკლესია რამდენიმე წლის წინ წალკელ ბერძენს "აღუდგენია", შეულესავს და შეუთეთრებია.


კი ბატონო ქვემოთ მთის ძირში არის ეს თეთრი ეკლესია


Image

თუმცა შუა საუკუნეების ნასახლარები ჩვენ ვერ დავინახეთ - ეტყობა ბალახი ფარავდა....
მაგრამ აი მერე....


:roll:

ნაოფლარის დასავლეთით მდებარეობს ციკლოპური სიმაგრე და ნამოსახლარი (ტაბ.I, სურ.I). გალავნის კედლები ნაგებია დიდი ზომის დაუმუშავებელი ბაზალტის ქვებით. კედლების სისქე 3-4 მ შორის მერყეობს. სიმაგრე ბუნებრივ კონცხზეა გამართული ხერთვისში. იგი ორი ნაწილისაგან შედგება და ორი შესასვლელი აქვს.

Image

ერთი შესახვლელი სამხრეთიდანაა. მისი თავდაპირველი სიგანე 5 მ უნდა ყოფილიყო. შესასვლელის მარჯვნივ, ბუნებრივ ბაქანზე, მდგარა ხუთკუთხა ნაგებობა, რომელიც ძლიერაა დაზიანებული. ამ შესასვლელით ვხვდებით სამაგრის ტერიტორიაზე. სიმაგრე ორადაა გაყოფილი
.

:shock: :roll:

აი ჩვენ რაც ვნახეთ ფერდობზე - ის ნამდვილად არაა ხუთოთახიანი ციხე...

ვდგავართ სამივე და ვარკვევთ საითაა დასავლეთი... გავიხედავთ დასავლეთით და ტრიალი მინდორია, რაის ციხე.... ვერაფრით მივხვდით - ის სადაც მაკენა დავტოვეთ - ეს აღწერილი ნაგებობაა, რომელიც სტატიაშია???

ეს უცნაური ქვა იქვე ფერდობზე შევნიშნეთ



Image