ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 08:57

1. რეგიონი:
ქართლი, გორის რაიონი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - გარდატენი - ზემო ბოშური - ბობნევი - ატენი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
კაცზე 12 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
18 + 3 კაცი ჯიპით

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
Tamari-ch.

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
გორი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი - გორი - 76 კმ
გორი - გარდატენი - 6 კმ
გარდატენი - ვერეს ეკლესია - 5 კმ (ვიარეთ ფეხით)
გარდატენი - ზემო ბოშური - 27 კმ
ახლა დაიანგარიშეთ რამდენია ჯამში
:lol:

10. ფეხით გავლილი მანძილი:
13 კმ ჯამი

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
იქაურობა მდიდარია ისტორიული ძეგლებით.
ხეობაში 60 ზე მეტი ძეგლია


12. საბანაკე ადგილები:
ყველგან

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ყველა სოფელში


14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
მოხერხებული სალაშქრო ფეხსაცმელი


15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ნებისმიერი ზამთრის გარდა

16. რისკები, საფრთხეები:
მინიმალური

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ბევრი საინტერესო ძეგლია:
დაგვრჩა სანახავი ყველაანთ უბანში ორი ეკლესია,
ატენის სიონთან ორბელიანების ციხე
ვერეს ციხე
წმ.ბარბარეს ეკლესია, წმ.ნინოს ეკლესია, წმ.გიორგის ეკლესია და სხვ.



19. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
იჭერს თითქმის ყველგან

20. სასარგებლო საკონტაქტო ინფო
555 38 02 75 ესაა მძროლი ვალერი, რომელცი დადის სარეისო ავტობუსიტ გორიდან ზემო ბობნევამდე,


21. რუქა
Image
Image


22. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10-ბალიანი სისტემით
8

23. სასარგებლო ბმულები, მზადება:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... c&start=15
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 21:46, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 09:09

ამ პოსტში კი აღვნიშნავ, რომ მშვენიერი დღე იყო...
სასიამოვნო, მშვიდი, თბილი ყველანაირი გაგებით...

ვერეს ეკლესიამ იმაზე მეტი დრო და ენერგია წაიღო, ვიდრე ვგეგმავდით, ამიტომ დღის ბოლოსკენ რაღაცეები ამოვარდა, თუმცა საბოლოო ჯამში დადებითი ემოციით წამოვედით ტანას ხეობიდან.
შესანიშნავად გვიმასპინძლა ტანამ...
:D


ამ მარშრუტზე კარავი პირველად იყო და ახლა უკვე ვიცით რა და როგორ უნდა დაიგეგმოს, რომ მარშრუტი სრულიად შედგეს. ეს ფაქტიურად დაზვერვითი გასვლა იყო...
ერთ რამეს გირჩევთ - დანახვისი და ვერეს ხეობა კარგი მომზადების პირობებში ერთ დღეში შესანიშნავად ჩაეტევა. ოღონდ უნდა გაარკვიოთ ერთი დეტალი
სოფლელებმა გვითხრეს დანახვისზე ყველაზე მოკლე გზა ადისო სოფლიდან გივი ბიძიას სახლიდანაა ასასვლელი. 1 საათში ადიანო (თუ არ ვცდები) იმდენად მოკლე გზა ყოფილა.
ანუ შეიძლება დილით ადრე გახვიდეთ და ნახოთ ვერეს ეკლესია და ციხე (ციხეზე ჩვენ აღარ ავსულვართ - დრო გვიჭერდა)
და მერე წახვიდეთ დანახვისზე სოფელში დაბრუნებისას.
იდეალურ ვარიანტში ჯიპით მიხვალთ ბოლომდე ვერეს ეკლესიასთან - ამით დაიზოგება ენერგია და დრო.
მერე უკან დაბრუნებისას ახვალთ სოფლიდან დანახვისზე.
ეს ერთი დღის გასვლაა..

ვერეს ხეობა+ტანას ხეობა ერთ დღეში ჩასატევად ცოტა რთულია
ჯობია ორ გასვლაში გაიყოს...

ეს ჩემი პირადი რჩევაა...
:wink:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 10:30

დღის გმირი

ამ გასვლის ყველაზე ნორჩი მოლაშქრე

გაბრიელი....

:D


Image

დილით შევიკრიბეთ შესაშური პუნქტუალურობით
ჩავლაგდით თამაზის სამარშრუტოში, მოვიტაცეთ ბარსა ნატახტარიდან და წავედით გორისკენ



Image

ეს პატარა სოკო მოლაშრეებს შორის ამოზრდილა
და ძალიან სერიოზული სახით იჯდა მთელი გზა...

:D
Image

სურათი რომ გადავუღე - დაინტერესდა და ყურები ცქვიტა: რას აკეთებს ეს დეიდაო....

Image

Image

მიქაელი ბაცნობს....

Image

გზაზე ეს ლამაზი ხედები იშლებოდა
Image
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 21:52, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 11:03

ჩავედით გარდატენში და გადავუხვიეთ მარცხნივ
სოფელში სანამდე იარა, იარა სამარშრუტომ
მერე უზარმაზარი გუბე რომ დაინახა, ვსიო - ვეღარ გავივლიო.
და გავაგრძელეთ გზა ფეხით...

გზაზე აი ასეთი დაბრკოლებები გვხვდებოდა - მდინარე ვერე თუ ღელე?
თუ რუ?
ალბათ 6-ჯერ მაინც გადავკვეთეთ ასეთი რამ



Image

Image

Image

Image

Image

Image

გზაზე ბალი ვჭამეთ :D

Image

მერე ისევ დაბრკოლებები
Image
ესეც პატარა გაბრიელი - მდინარეზე გადასვლისას!
Image
:lol: :lol: :lol:
Image

ვინ თქვა არწივს ფრენა დაავიწყდაო!!!!???

Image
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 23:00, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 11:05

სოფლიდან როგორც კი გავედით - ვერეს ციხეც გამოჩნდა, მეტად მომხიბვლელად გამოიყურებოდა და სურვილი გაგვიჩნდა მასზე ასვლის, მაგრამ ჯერ არ ვიცოდით რა დრო დაიხარჯებოდა ეკლესიამდე და თუ დრო გვექნებოდა, უკან გზაზე ვნახავდით
Image

საკმაოდ კარგადაა შემონახული და იქედან ალბათ კარგი ხედიც იქნებოდა

Image

სოფლიდან გამოგვყვა ბებო - ვენახებამდე ვივლი თქვენთან ერთადო: მდინარეს გაუყევით - სულ გზაზე წინ იარეთ, გზაზე მარცხნივ დანახვისის წმინდა გიორგის ნიშას დაინახავთ და აი მანდ - მარჯვნივ უნდა აუხვიოთო
აი ეს ნიშა


Image
Image

გავიხედეთ მარჯვნივ - ავუხვიეთ და გამოჩნდა ვერეს ღვთისმშობელი
Image

Image

Image

ეს გვერდზე მინაშენი
Image

Image

Image

ამ დროს მეძახის კახა: ეკლესიის თავზე, დასავლეთ ფასადზე ასომთავრული - ლაპიდარული წარწერააო
ჰოდა ავძვერით

Image
Image

აი ისიც

Image

Image

პატარა მდინარე ვერე ტანას მარჯვენა შენაკადია. უერთდება ტანას სოფელ გარდატენთან. ვერეს ხეობაში დგას ვერეს ციხე (იგივე აზრატის ციხე). შედარებით სიღრმეში, გარდატენიდან 5,5 კილომეტრში ვერეს ღვთისშობლის ეკლესიაა, მეექვსე საუკუნისა. მნიშვნელოვნად შეუკეთებია მეთერთმეტე საუკუნის სამოციან წლებში ატენის ციხისთავს გრგნელს
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 23:22, edited 5 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by arcivi9 » 04 ივნ 2012, 12:14

Image
Last edited by arcivi9 on 05 თებ 2013, 21:41, edited 1 time in total.
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 12:54

კიდევ ამ დღის ანეგდოტი:
თურმე ატენელები ვერის ხეობიდან ჩამოსახლებულან თბილისში
და დააარსეს უბანი ვერა - მდინარესაც ვერა დაარქვეს
ჰოოოდა
თბილისელი ვერელები - ატენელები ყოფილანო....
:P :lol:

საფუძვლიანად დავათვალიერეთ ვერეს ღვთისმშობელი
გული ვიჯერეთ და გავბრუნდით უკან...
საკმაოდ დაქანცულები... არა იმდენად დაგვღალა გზამ (სულ რაღაც 10 კმ),
როგორც სიცხემ.... ძალიან ცხელოდა!
ვერეს ციხე და მასზე აძვრომა არვის გახსენებია...

:P :lol:

Image

Image

ისევ ტალახში ჭყაპაჭყუპი!

:lol: :lol:

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 23:19, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by shoda1121 » 04 ივნ 2012, 13:39

Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Kakha » 04 ივნ 2012, 15:30

ჩემს პიკასას გალერეაში გავაკეთ ალბომი

ნახეთ აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... eliChurch#

აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... riamkhevi#

აქ https://picasaweb.google.com/1078017370 ... isEklesia#

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1737
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by arcivi9 » 04 ივნ 2012, 16:02

Image
Last edited by arcivi9 on 05 თებ 2013, 21:43, edited 1 time in total.
მხოლოდ რუსების გვამების მთებზე გადავლით მოიპოვებს კაცობრიობა თავისუფლებას

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Ismail » 04 ივნ 2012, 18:48

მოიცა, ვერ გავიგე, ტანადან ვერეს ხეობაში გადახვედით? ჯადოქრები ხართ? :D :D
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Ismail » 04 ივნ 2012, 18:51

აა, ეს სხვა ვერეა და არა თბილისის და ბეთანიის ვერე?..
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 20:48

Ismail wrote:მოიცა, ვერ გავიგე, ტანადან ვერეს ხეობაში გადახვედით? ჯადოქრები ხართ? :D :D
:lol: :lol: :lol:

რა იყო მერე?
საკმაოდ ქანცგამოცლილები დავბრუნდით სოფელში, ცოტა სული მოვითქვით... უკვე 2 საათი ახლოვდებოდა... ჰოდა გადაწყდა ძირითადი მარშრუტისაკენ გეზი - ტანას ხეობის ბოლოსკენ აგვეღო!


დაახლოებით 1,5 საათი ვიჯაყჯაყეთ სამარშრუტოში - გზები ატენის სიონის შემდეგ საკმაოდ გაფუჭებულია... როგორც იქნა მივაღწიეთ ბოშურამდე, იქ კითხვა კითხვით მივედით ადგილამდე სადაც გზები იყოფა: ერთი მიდის ფეტვისხევისკენ, მეორე ყველაანთუბანიკენ. ვინაიდან ფეტვისხევი უფრო მნიშვნელოვანი ძეგლია ფრესკების გამო - გადაწყდა პრიორიტეტი მას მინიჭებოდა... ისევ ფეხით - ისევ მარჯვნივ გადასახვევი - უკვე მარიამხეობაში

Image
ულამაზესი ხეობაა.... ასეთი ხასხასა მწვანე არსად მინახავს.. ფოტო ვერ გადმოსცემს ამ სილამაზეს....

Image

Image

მივადექით მონასტერს...
:shock:

Image

Image

არ ვიცოდი რომ იქ მონასტერი იყო.... კიდევ კარგი არავინ შემოგხვდა - ისე შევედით და გამოვედით ბერები არ გვინახავს... - აჯაჯულები, შარვლებში, ტაალახიანები, შორტებიანი და ა.შ. მოკლედ ყველაფერი ის რაც არ შეიძლება მონასტერში...
:lol: :lol:

იქაა ფეტვისხევის მარიამწმინდას ეკლესია! რამდენი ხანია მისი ნახვა მინდა!


Image

Image

Image

Image

Image
Last edited by Tamari-ch. on 05 ივნ 2012, 00:11, edited 2 times in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 23:07

მარიამხევის მამათა მონასტერი სოფელ ფეტვისხევიდან 1,5 კილომეტრშია, ტანას მარცხენა ნაპირზე. ახლანდელ დროში ფეტვისხევს ზემო ბოშურსაც ეძახიან. მონასტრის მთავარი ტაძარი აშენებული უნდა იყოს მეცხრე-მეათე საუკუნეში, ხოლო მხატვრობა (ძლიერ დაზიანებული) მეთორმეტე-მეცამეტე საუკუნისა უნდა იყოს. ტაძარში ხის მეთექვსმეტე საუკუნის კანკელი იყო შემორჩენილი, რომელიც ხელოვნების მუზეუმშია შენახული. ადგილზე ხის კარი ვნახე კედელზე მიყუდებული, ტაძრის ძველ კარს ჰგავდა.

Image

Image

ულამაზესია ფეტვისხევის, უფროს სწორედ მარიამხევის მონასტერი....

იქვე, გარეთ დავჯექით, წავიხემსეთ, სული მოვითქვით


Image

Image

Image

ბოლოს შედგა დიდი თათბირი
უკვე 6 საათი ხდებოდა, ფეტვისხევამდე სამარშრუტო 2 საათს მოუნდა ამოსვლას - სულ რაღაც 27 კმ-ს! ცუდი გზები რომ არა, ქვეყანა დრო დაგვრჩებოდა... დავდექით ალტერნატივის წინაშე- ვეღარ ვასწრებდით ყველაანთუბანს. არადა ახლოს იყო... სულ რაღაც 3 -4 კმ-ში.
იქ ორი ეკლესიაა - ორივეს ნახვას 1,5 საათი მაინც მოვუნდებოდით, ჰოდა 8 საათზე წამოსვლა ნისნავდა, რომ სიბნელეში მოუწევდა მძღოლს ცუდ გზებზე სიარული. ამიტომ ყველაანთუბნის სიამოვნება
მომავლისთვის გადავდეთ...
სამაგიეროდ ვნახეთ ბობნევის ფრესკებიანი ტაძარი



ნიკას ვიდეო...

http://www.youtube.com/watch?v=aIWmwIuF13s
Last edited by Tamari-ch. on 04 ივნ 2012, 23:46, edited 1 time in total.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ტანა-ვერეს ხეობა - 3.06.12

Post by Tamari-ch. » 04 ივნ 2012, 23:43

ბობნევის იოანე ნათლისმცემელი, იგივე ბიის კოშკებიანი ეკლესია
გარედან ერთი შეუხედავი ძეგლია... მაგრამ აი შეიგნით!!!!


Image

:shock: :shock:

ადგილი არაა დარჩენილი ფრესკის გარეშე!

ბობნევის იოანე ნათლისმცემლის მცირე დარბაზული ეკლესია 1661-1683 წლებშია აშენებული. ტანას მარცხენა ნაპირზეა, ბორცვზე, გზის პირას. მთლიანად მოხატულია.

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]