გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by domciko » 20 მაი 2012, 21:53

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი

2.მარშუტი:
საღარაშენი-ფარცხისი-შეუპოვარი-დედა ციხე

3.ხანგრძლივობა
2 დღე

4.სირთულე:
ალბათ რთული

5.გასვლის ღირებულება:
10 ლარი

6.ჩემი მამაცი მონაწილეები:
1. დომციკო
2-3-4. დომციკოს +
5. ვენტო
6. ბასილა
7. მაიკოოო
8. მაიკოოო+
9. ისმაილი
10. ისამილის+
11. ჩიკო
12-13. მიქაელის +
14. ბაჩუკი გიორგაძე
15-16. ბაჩუკი გიორგაძის +
17. ლევანიკო
18. გიორგი მეზვრიშვილის+
19. ხატია ქასრაშვილი

და t e q u i l a (ნიკო ჯავახიშვილის) + ბი, (სულ 52 კაცი)
ამათგან ზოგი კარველი და რაც მთავარია ყველა უსაყვარლესი...

7.გასვლის ორგანიზატორები:
დომციკო
დამხმარე და მთავარი პერსონალი: ვენტო და ბასილა :**:**

8.სანახავი ადგილები:
ბირთვისის ხეობა და ციხეები.

9.საჭირო აღჭურვილობა:
კარგი ფეხსაცმელი აუცილებელია

10.გასვლისთვის საუკეთესო დრო:
მაისი ჩემის აზრით

11.ლაშრობის შეფასება 10 ბალიანი სისტემით:
ჩემთვის 10 ბალი

12. ვიდეოები
დედა ციხე http://www.myvideo.ge/?video_id=1716238
ბირთვისის ხეობის დასაწყისი http://www.myvideo.ge/?video_id=1716240
შეუპოვარის გზას უახლოვდებით http://www.myvideo.ge/​?video_id=1716241
წამოსვლას ვაპირებთ და წვიმის გადაღებას ველოდებით http://www.myvideo.ge/​?video_id=1716244
Last edited by domciko on 21 მაი 2012, 12:18, edited 5 times in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by shoda1121 » 20 მაი 2012, 23:08

domciko
გილოცავ პირველ გასვლას: შენ ისეთი კარგი ხარ, ბირთვისი ხომ უმაგრესი ადგილია, ხალხიც ისეთი გყავდა წაყვანილი რომ დარწმუნებული ვარ მაგარი გამოვიდოდა!!!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by CheLo » 20 მაი 2012, 23:26

Photo by NTJ =))) ხვალე კარგ ხარისხში დავდებ <3

Image

Image
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by CheLo » 20 მაი 2012, 23:32

რას შეეხება აღწერას ხვალე დავდებ და ყველა ნათლად წარმოიდგენთ ჩვენ თავგადასავალს =))) არ შემიძლია დღესვე არ აღვნიშნო მამუს დიდი ღვაწლი ამ ლაშქრობაში რომელმაც თითქმის 50-ვე მოლაშქრე 2-2 ჯერ და 3-3 ჯერ აიყვანა ციცაბო კლდეზე.. =)))))

Image
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by QAQUCA » 21 მაი 2012, 01:03

ყოჩაღებოოოო მიხარიხართ! :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by domciko » 21 მაი 2012, 09:33

დიდი მადლობა ბავშვებო თქვენი თანადგომის გარეშე არაფერი გამომივიდოდა... ძალიან კარგები ხართ ყველა... მიყვარხართ და უკვე მენატრებით :)) :* აღწერას მოგვიანებით დავდებ :))))

User avatar
nkiviladze
ბოდიალა
Posts: 158
Joined: 21 მაი 2011, 18:12
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by nkiviladze » 21 მაი 2012, 12:44

მადლობა ნიკოლოზ-თორელ-ჯავახიშვილს(tequila), დომცი, ჩელოს და ბასილას ორგანიზებისთვის, და მამუს:) ასე დაუზარლად რომ იდგა დაზღვევაზე და გვაცოცა კლდეზე:)
კარგები ხართ ყველანი, 50კაციანი გასვლა და ასეთი მხიარულ-მეგობრული, ნუ რავიცი რა:) მაგარი იყო:*** კიდევ ბირთვისებში ვარ:)

MaiLy
ასფალტზე მოარული
Posts: 16
Joined: 20 ივნ 2011, 22:26
Location: თბილისი
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by MaiLy » 21 მაი 2012, 13:34

დიდი მადლობა ჩემ უსაყვარლეს დომცის :* :* გამიხარდით ბავშვებოოო :))) ყველაზე "ზე" გასვლა იყოოოო:)))) მადლობა ამ 2 დაუვიწყარიი დღისთვის :* :* :* :*

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by CheLo » 21 მაი 2012, 13:38

აღწერა!!!

რატომღაც ძალიან მომინდა ახლა ეს აღწერა დამედო გამარჯობა საქართველოს სტილში ანუ ფოტოებით და კომენტარებით მაგრამ ვინაიდან სურათები ისევ არ მაქვს და პირწიგნაკიდან დაკოპირებულ სურათებს ვემდური ისევ ისე როგორც მჩვევია ისე აღვწერ... თან ისევ ემოციებში ვარ და მინდა ყველაფერი დავწერო რაც განვიცადე..

ყველაფერი იმით დაიწყო რომ ძალიან მიყვარს ბირთვისი და ზამთარში ბევრი ჩემთვის უსაყვარლესი ადამიანი ვერ წავიყვანე, გაჩნდა სურვილი ხელმეორედ დაგვეგეგმა ბირთვისები, ოღონდ მარშუტი შევცვალეთ. ეს გასვლა კი უსაყვარლეს დომცის დავაგეგმინე. ეს გოგო ძალიან აქტიური კარაველია და დრო იყო თავისი პირველი გასვლა დაეგეგმა, რასაც შემდგომში დარწმუნებული ვარ მოჰყვება ულამაზესი გასვლები და აგერ პირველი ნაბიჯიც გადადგმულია ამ მიმართლებით.. ასე იზრდებიან ორგანიზატორები =)) მოკლედ ბასილასა და ჩემი დახმარებით დომციმ ყველაფერი იდეალურად შეასრულა.

რაც შეეხება უკვე ამ დაუვიწყარი ბირთვისული ზღაპარის თხრობას, შევუდგები თანმიმდევრულად და მოკლედ მოგიყვებით ყველაფერს.

დილით სამგორში შევიკრიბეთ, თუმცა რათქმაუნდა დაგვიანებით. ბასილას ჩაეძინა და ცოტა გვანერვიულა იმიტომ რომ საღარაშენიდან გზა მე ნორმალურად არ მახსოვდა და მისი იქ არ ყოფნა ნიშნავდა ჩვენ 100% დაკარგვას =)) 10 საათისთვის უკვე მინიბუსით დანიშნულების ადგილისაკენ მივემართებოდით, ამინდი კი იდეალურზე იდეალური იყო.

როგორც იქნა ჩამოვსხედით ჩვენი ყვითელი მინიბუსიდან, მოვიკიდეთ ზურგჩანთები და გაუყევით გზას. სოფელში ბასილას ბებია შემოგვეგება ყველა გაგვამხნევა და გვაქო.

დანიშნულების პირველი ადგილი ფარცხისის ციხე იყო. შარშანდელი გასვლიდან რომელიც ივნისში გავაკეთე მახსოვდა რომ მდინარე არც ისეთი პატარა იყო ხოდა ცოტა მაშინებდა ეს გასვლა (ივნისში თუ მუხლებამდე ვიტოპავეთ მაისში ალბათ წელამდე იქნება თქო), თუმცა ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა. წყალი შარშანდელზე პატარა იყო და ისე ავედით ფარცხისის ციხეზე ფეხი არც დაგვსველებია. რათქმაუნდა ვიძრომიალეთ გალავანზე გადავიღეთ უამრავი სურათი და მალევე წამოვედით. მზე ამოსული იყო და ძალიან ცხელოდა. ბევრი გასვლა ვერ დაიკვეხნის ასეთი ორგანიზებულობით ანუ მიუხედავად იმისა რომ 19 კაცი ვიყავით ყველა ერთად დავდიოდით და პირველი კაცი ბოლოს სულ ხედავდა.. საერთოდ არავის შეუყოვნებივართ და ძალიან კარგ ტემპში ვიარეთ. როდესაც რამოდენიმე კილომეტრი გავიარეთ გზა 2ად გაიყო და მე რათქმაუნდა წინ მივდიოდი და არასწორი მიმართულება ავიღე, ბასილამ კი დამიძახა და შემომაბრუნა.. არ ვიცი გიო რომ არა ეს გზა მიგვიყვანდა კი ხეობამდე? თუმცა ზედმეტი კილომეტრები რომ გამოგვივიდოდა ეს ცხადია..

თავისი სილამაზე ამ გზასაც ჰქონდა.. ხან ტყეში დავდიოდით ხან მინდვრებში, მაგრამ წინ მართლა ზღაპარი გველოდებოდა. ხეობაში სიარული რაღაც წარმოუდგენელ სიამოვნებას გგვრის ადამიანს. აბა წარმოიდგინეთ მინდორში მოდიხარ და უცებ ჩამოხვალ ხეობაში სადაც არც მზეა, სასიამოვნო სიგრილეა, უგემრიელესი ცივი წყალი, გამწვანებული ბუნება, ხავსმოკიდებული კლდეები, მოგლეჯილი ხის ნამტვრევები და უზარმაზარი მეგალითური ქვები. დაქანცულ მოლაშქრეებს უცებ მეორე სუნთქვა გაეხსნათ და დაღლილობა აღარავის ახსოვდა. ძნელია საუბარი ასე ყველა ადგილში რაღაც განსაკუთრებული სილამაზე იყო. ზოგი ხე შუა კლდიდან გამოდიოდა, ზოგი იმხელა იყო რომ ფესვები რამის მთელ ხეობაში გაშლილიყო, ზოგი ქვა რაღაც სკულპტურას გავდა და ამხელა კლდეების ფონზე ჩვენ უსუსურ არსებებს ვგავდით=))) მოკლედ ვიარეთ ნელ ტემპში და მივადეგით იმ ადგილს სადაც შარშან წაუხემსეთ. ეს ადგილი იმიტომ მიყვარდა რომ აქ ბუნებრივად არის ქვებისგან გაკეთებული გამოქვაბული.. ალბათ საუკუნეების წინ თუ არა რამოდენიმე ათწლეულის წინ მიწისძვრა მოხდა აქ და ქვები ისე ჩამოუყრია კლდიდან დიდი გამოქვაბული გამოვიდა, წყალს კი შიგნით კალაპოტი გაუკეთებია. ხეობაში სასიამოვნო ფოთლების სუნი იდგა. ზოგი ამას არ ვიცი თუ სწორედ ვამბობ ნეშომპალას სუნს ეძახის მაგრამ ჩვენ ყველას გვსიამოვნებდა.

30 წუთი გვეყო დასასვენებლად შემდეგ კი კვლავ გავაგრძელეთ გზა.. წინ კვლავინდებურად იშლებოდა ულამაზესი ხედები მაგრამ ჯობია დანარჩენი საიდუმლოდ დავტოვო რომ სურვილი გავაღვივო იმ მოლაშქრეებში ვინც ჯერ კიდევ არაა ნამყოფი ბირთვისებში და მომავალ წელს წავიყვანო =) უკვე 3 საათი იყო და შეუპოვარს ვუახლოვდებოდით როდესაც გზაში ნიკოლოზი შემოგხვდა. ალბათ ჩვენი მოახლოება იგრძნო. ამან ძალიან გაგვახარა ყველა და ნიკოლოზის რჩევით გადავწყვიტეთ ეგრევე შეუპოვარზე არ ავსულიყავით და ჯერ ბარგი დაგვედო და მერე ავსულიყავით. თან ჩვენი ლამა ბირთვისებში იყო ბავშვებთან ერთად და რომ გაუგია კარველები მოდიანო ძალიან გახარებია და გველოდებოდა. მივედით როგორც იქნა ლამა რათქმაუნდა იქ დაგხვდა და ძალიან თბილად შეგხვდა. და როგორც გავიგე მერე საღამოს სამწვადეც დაუტოვია ჩვენთვის.

ავედით შეუპოვარზე გადავიღეთ ულამაზესი სურათები და ვიგორავეთ კლდის წვერზე. ამ დროს შემოგვესმა ოვაციების ხმა და ხალხის ყიჟინი. მართალია ციხიდან არ ჩანდა რა ხდებოდა რადგან ზამთართან შედარებით ზაფხულში სიმწვანე და ფოთლები ფარავს ხეობის ძირს, მაგრამ ძნელი მისახვედრი არ იყო რომ მთელი არმია მოსულიყო ჩვენთან. ესენი იყვნენ კარველები, ნიკოლოზის მეგობრები , მომლოცველების და კულტურ.ჯეს ფორუმის წარმომადგენლები =) ჩვენც დიდხანს ვეღარ გავჩერდით ციხეზე და გამოვიქეცით მათ სანახავად. ერთი სიტყვით საერთო ჯამში რომ დავთვალეთ 52 კაცი შევიკრიბეთ.. მიუხედავად იმისა რომ ერთმანეთს ყველა არ ვიცნობდით მაინც ერთ გუნდათ ვიყავით. ლაშქრობის დროს ყველაზე ადვილია ადამიანის გაცნობა და დამეგობრება რაც კარავზე არასოდეს პრობლემა არ ყოფილა. ძალიან ემოციური დღე იყო, ნელნელა დაბნელდა ამ ქეიფში და დროს ტარებაში და გადავწყვიტე დაძინება. თუმცა გასაოცარია და კარავს ვერ მივაგენი. ხეობაში ისეთი უკუნითი სიბნელეა ხოლმე გეგონება მთვარე მოიპარესო.. საერთოდ ვერ აღწევს მისი შუქი. ავდექი ტელეფონის მეშვეობით დავიწყე ჩვენი საბანაკე ადგილის ძებნა და კინაღამ გადავიჩეხე სადღაც. მომეშალა ნერვები ჩემი უმუქმედობის გამო და წამოვედი უკან სიფრთხილით.. ფანარი არავის ქონდა და მამუს დიდი ფანარი ანათებდა მთლიან სუფრას. ბოლოს ლევანიკოს ვთხოვე იქნებ დამეხმარო თქო და რის ვაი ვაგლახით 2 ტელეფონით გავაგნეთ გზა. კარავი ახლოს იყო მაგრამ რომ ვანათებდი ვერაფერს ვხედავდი და წინ და უკან ვუვლიდი =)) 11 საათი იყო რომ დავიძინე და 12 საათზე წვიმაც წამოვიდა. ასე დასრულდა პირველი დღე.

მეორე დღეს გამომეღვიძა დილით ადრე ნიკოტინის მოთხოვნილებაც მაწუხებდა და თან ვეღარ ვიძინებდი, საგებელი არ მქონდა და ქვებზე ვიწექი, გამოვიცალე ორგანიზმიდან კენჭები და გამოვედი =) უმრავლესობა ჩემთან ერთად ადგა, დავანთეთ კვლავ ცეცხლი. უნდა გენახათ რა სასაცილოები ვიყავით ყველა ჭიქებით დავრბოდით ყველას ადუქებული წყალი გვინდოდა ზოგს ანაკომის სუპისთვის, ზოგს ჩაისთვის, ზოგსაც კი ყავისთვის და ხარბად ვუყურებდით ერთმანეთს =) ამასობაში მამუ ვაჟკაცურად უმკლავდებოდა მოლაშქრეების არმიას ვისაც კლდეზე ძრომიალი უნდოდა. გოგონებში ყველაზე მაღლა თამო გახოკიძე აძვრა რადგან ყველაზე მსუბუქი იყო და კატასავით ეჭიდებოდა ხავსიან კლდეს, ნინო კივილაძემაც იყოჩაღა მაგრამ აშკარად ფეხსაცმელი უცურავდა. ბიჭებში კი ველურ მიქაელს ვერავინ აჯობა.

12 საათი ხდებოდა და ჩემი და დომცის გეგმით ამ დროს უკვე დედა ციხე უნდა დაგვეპყრო.. ჩვენი ჯგუფიდან რამოდენიმე მოლაშქრემ მეტისმეტად ბევრი დალია და დაეზარა წამოსვლა (ეს უფრო პლიუსებს) მაგრამ ერთად მაინც არ წავსულვართ ყველა.. მეორე ჯგუფს შეუპოვარი არ ქონდათ ნანახი და იქ გადაწყვიტეს ასვლა ხოლო ვისაც იმ ჯგუფიდან დედა ციხე უფრო ხიბლავდა ჩვენ შემოგვიერთდა. ციხეზე მიმავალი გზა დედა ციხეზე რაღაც ზღაპარია და მე შეუპოვარს ბევრად მირჩევნია თან დედა ციხე კიდევ უფრო მაღლაა და ულამაზესი ხედები იშლება. ეს გასვლა კიდევ იმით იყო გამორჩეული, რომ მიქაელის მეგობარმა დათომ ის გააკეთა რაც არავის არასდროს გაუკეთებია, გადავიდა რა მოპირდაპირე კლდეზე და იქიდან იწონებდა თავს. ნამდვილად ქვის გული უნდა გქონდეს რომ ეს შეძლო, ერთი შეცდომა და ვერაფერი გიშველის სულ რამოდენიმე წამი გექნება მანამ ხეობაში ჩაებერტყები რომ გაანალიზო შენი ცხოვრება. ეს ვიდეოშიც დაფიქსირებული მაქვს და ნახეთ რა საშიშია.

1 საათიც საკმარისი იყო იმისთვის რომ გული გვეჯერებინა ამ სილამაზით და დავბრუნებულიყავით, თან წყალი არ გვქონდა და ამხელა სიმაღლეზე მზის ქვეშ ყოფნა ძალიან გვთენთავდა. უკან რომ დავბრუნდით დრო კიდევ ბევრი გვქონდა და გავაგრძელეთ მამუს დახმარებით კლდეზე ბობღიალი თოკებით. ცოტახანში წვიმა წამოვიდა ისევ და ყველანი შევეფარეთ გადმოწეული კლდის ქვეშ სადაც ჩვენი ჯგუფის ბანაკი იყო. ამ დროის მანძილზე სანამ წვიმა გადაიღებდა ჯოკრის თამაშიც მოვასწარით და ზოგმა ცეცხლთან გამოძინებაც, ხოლო ვინც ნასვამი იყო გამოფხიზლებაც.

წვიმამ როგორც კი გადაიღო მთელი ჯგუფი ერთად გამოვემართეთ ჩვენი მიკრო ავტობუსებისკენ. ხეობიდან რომ ამოვედით სასიამოვნო ხედები გადაიშალა, ნაწვიმარზე მზე ულამაზესია, მართალია ცისარტყელა არ შემინიშნავს თუმცა სველი კლდეები მზის სხივებზე ბზინავდა. როდესაც ჩამოვედით სოფელ ტბისში დავემშვიდობეთ ნიკოლოზის ჯგუფს რადგან მათი მინიბუსი იქვე იყო ჩვენი კი მთავარ გზაზე და ამ დროს მაკა ბიბილაშვილმა აღმოაჩინა რომ მობილური ტელეფონი დაკარგა. ამიტომ 3 მანქანა ერთად ვერ წამოვედით და ჩვენიანები გავუშვით წინ.. ნამდვილად კარგი დღე იყო თქვენ წარმოიდგინეთ მაკას ტელეფონი ვიღაც უცხო მოლაშქრეებს უპოვნიათ და რომ დაინახეს შემოსული ზარები გადმოურეკეს და შეხვდნენ და მიაწოდეს. ასეთ რამეს ბევრი არ იზამდა! ამიტომ მიყვარხართ ხალხნო რომ მოლაშქრეები იდეალური სამეგობრო ხალხი ხართ!

როდესაც გოგონები მოვიდნენ გახარებულები გამოვემართეთ თბილისისკენ. სოფელ კუმისში ვიყავით და ამ დროს ჩვენ წინ მიმავალმა მიკრო ავტობუსლმა დაამუხრუჭა ჩვენმა მძღოლმა დამუხრუჭებას საჭის არიდება არჩია თუმცა ვერ გაძვრა და მაინც მოსდო. მადლობა ღმერთ ყველა გადავრჩით. მომხდარს ასე შევაფასებდი - რათქმაუნდა ჩვენი მძღოლი ცოდოა, მაგრამ მისი ბრალიცაა არაა მიზანშეწონილი კუდში დევნა 2 მეტრიანი დისტანცია მაინც უნდა გქონდეს წინა მანქანასთან და ასევე ჩემი აზრით აჯობებდა უცებ დაემუხრუჭებინა, შეიძლება მაინც მივჯახებოდით მაგრამ საჭის არიდება და გვერდითა ხაზზე გადასვლა ბევრად სარისკოა, იქ რომ მანქანა ყოფილიყო ხო ავფრინდებოდით ჰაერში? მოკლედ ჩვენ ყველა კიდევ ერთმა გარემოებამ გადაგვარჩინა ამ მომენტში ვიღაცამ დაიკივლა და ყველამ დავინახეთ დაჯახების მომენტი და შევიმაგრეთ თავი. ეგრევე გადმოვცვივდით სამარშრუტოდან და ჩვენ ახალთახალ ყვითელ მინიბუს მთელი მარჯვენა ცხვირი მილეწილი ქონდა.. საქმე კი იმაში იყო რომ ჩვენ წინ მიმავალი მინიბუსიც არაფერ შუაში ყოფილა მის წინ მუქ ლურჯ 07 მარკის მანქანამ დაამუხრუჭა და ჯაჭვური სისტემით დავეტაკეთ. იმ მანქანაში ამ სოფლის მცხოვრებლები იჯდნენ და თურმე საქმე იმაში მდგომარეობდა რომ თავისი სახლის შესასვლელი ვიძრო ეზო გამოტოვა და დაატორმუზა რომ მოტრიალებულიყო. =) ავარიის შემდეგ უცებ გაიქცა შევარდა ეზოში და მანქანა დამალა. ჩვენ გავედევნეთ ფეხით და უბანში დავიჭირეთ სადაც გაგლეჯილი მთვრალი იყო და ჩხუბზე იწევდა. 10 ბიჭი ვიყავით და დავამტვრევდით ძვლებში მაგრამ მთვრალ კაცს რას შეაგნებინებ? ჩხუბს ისევ ვარჩიეთ პატრულისთვის მიგვენდო ეს საქმე და უკან გამოვბრუნდით. მერე პატრულიც მოვიდა ჩაიწერა ყველაფერი და ჩვენც დაგვკითხა.

ლაშქრობიდან დაგვრჩა 40 ლარი და ვაპირებდით თემქაზე მემორიალის ნახვას თუმცა ამ ამბის მერე ისე შეგვეცოდა ეს მძღოლი რომ დიდი წვალების შემდეგ მივეცით ეს ფული დამატებით. რაღაც არამგონია მანქანა ამ კაცისთვის შეეკეთებინათ, ეს პატრულიც კუმისელები იყვნენ და საეჭვოდ იქცეოდნენ.. შთაბეჭდილება შემექმნა თითქოს მფარველობდნენ კიდეც თავის სოფლელს.. ჩვენმა მძღოლმა გადაურეკა თავის ძმაკაცს რომელიც უცებ მოქანდა და მისი მინიბუსის საშუალებით წამოვედით თბილიში.

დასასრულს ახლა ერთ სახალისო ამბავსაც გეტყვით, ალბათ ყველა ინფორმირებულები ხართ რომ გეი პარადები და უჯიშო ჰომოსექსვალების აქცია იყო თბილისში. ხოდა მე ამ ამბებამდე კარგა ხნით ადრე მაჩუქეს მაისური "მე მიყვარს ლეზბოსელები" რათქმაუნდა ვკაიფობდი და ვერთობოდი ამით ბიჭი ვარ და ეს ხო იუმორია. მოკლედ ჩემი საცოდავი ჯინსის შარვალი "დავტოვე" შეუპოვარზე, უკან სულ გამომეხა =) წარმოიდგინეთ რა შესახედავი ვიქნებოდი წინ ამ წარწერიტ და უკან ტრაკ გამოხეული =)) ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი დროზე, ხან რას ვეყურებოდი ხან რას =))) მოკლედ ასე დასრულდა ეს ლამაზი შთაბეჭდილებებით დახუნძლული ლაშქრობა <3 <3 <3


დასასრული!!!!
Last edited by CheLo on 21 მაი 2012, 15:11, edited 1 time in total.
Image

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by domciko » 21 მაი 2012, 15:06

ე.ი. ბავშვებო დავიწყებ იქიდან რომ ეს ჩემი პირველი გასვლა იყო და გამომდინარე აქედან დიდი სიხარულით დავგეგმე-დამაგეგმინეს ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილი "ბირთვისები", ვენტო ისეთი აღტაცებით ყვება და ღწერს ყველაფერს ვფიქრობ ჩემი სიტყვები ცოტა ზემდეტი იქნება, მაგრამ მინდა ჩემი ემოცია და სიხარული გამოვხატო რაც ამ ორმა დღემ მომანიჭა,შემიძლია თამამად ვთქვა რომ ჩემს ცხოვრებაში 2 ულამაზესი დღე იყო (არ ვიცი ალბათ ჩემი გასვლა რომ იყო იმიტომ :oops:) მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ჩემი ბავშვებით და ჩემი გასვლით :oops: , გავიცანი უამრავი კარგი და საინტერესო ადამიანი, დიდი მადლობა მინდა ვუთხრა თითოეულ თქვენგანს, თითოეულ + რომ გამილამაზეთ ეს ორი დღე, ბავშვებს რომელთაგან არც ერთს არ უწუწუნია ციხეების დალაშქვრისას, მხოლოდ მე ვწუწუნებდი ოღონდ გულში :oops: განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ზურას, რომელმაც დამაგეგმინა და განმახორციელებინა ეს გასვლა. ბასილას,რომელმაც გამიცვალა თავის ჩანთა ჩემს ლოდივით მძიმე ჩანთაში, (წინააღმდეგ შემთხვევაში რომელიღაცა ხის ძირში დავრჩებოდი) და ასევე ჩემი მეგზურობა დახმარებისთვის. :*:**** მეამაყებით :)))) :*

mamu
მაწანწალა
Posts: 891
Joined: 15 სექ 2009, 11:37
Location: tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by mamu » 21 მაი 2012, 23:46

სურათების ატვირთვა არ დაგავიწდსთ

გეხუტუნეთ ყველას!

giorgi-bunturi
ბოდიალა
Posts: 146
Joined: 23 ივნ 2010, 23:57
Location: tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by giorgi-bunturi » 22 მაი 2012, 13:24

მადლობა დომციკოს:*

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by Ismail » 22 მაი 2012, 14:43

არაჩვეულებრივი გასვლა იყო. : )

მადლობა ორგანიზატორებს, დამხმარეებს, მამუს და ყველას... : )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by Tamari-ch. » 22 მაი 2012, 16:04

ვსიო?

ფოტოები?

სიფათზე ფოტოების დადება არ ითვლება რეპორტაჟად.
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

t e q u i l a
ბილიკზე მოარული
Posts: 58
Joined: 20 ივნ 2011, 22:23
Location: თბილისი
გაზაფხულის ბირთვისის ხეობა, მაისი 2012

Post by t e q u i l a » 22 მაი 2012, 17:54

უმაგრესი გასვლა გამოვიდა, :) ამდენი ხალხი ბირთვისებში და გადავსებული ე.წ. ,,პალიანკა” ლამაზი სანახავი იყო, + გაკვირვებული უცხო ჯგუფები, საკარვე ადგილს ვერ პოულობდნენ!
დომციკო ყოჩაღ, კარგად იყო ყველაფერი ორგანიზებული :) წარმატებებიი

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]