სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by CheLo » 07 მაი 2012, 12:40

1. რეგიონი:
ქვემო ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - თეთრიწყარო - თბილისი

(სამღერეთის ეკლესიის ნანგრევები - პირღებულის ეკლესია - სამშვილდის კომპლექსი)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალოდ რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
10 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა (26)

1. ვენტო
2. შოდა
3. ლევანიკო
4. ხატია ქასრაშვილი
5. ხატია ქასრაშვილის + (ვახტანგი)
6. Ismail
7. Chiko
8. ნატალიუსი
9. არწივი9
10. ქეთი გიგაური
11. ქეთი გიგაურის + (კოტე)
12. შოდას +(მეკო)
13. TamuChelo
14. შოდას +(გვანცა)
15. შოდას +(გოცო)
16. შოდას +(კობერა)
17. არწივი9 +
18. მიქაელი
19. Mr. Kokito
20. Mr. Kokito +
21. Mr. Kokito +

-------------------------------------

მანქანა #1

1. ბავშვი
2. თამარი ჩ.
3. ნა-თია
4. შაქარა
5. ბავშვი +


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
ვენტო

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
სამშვილდე

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
250 კმ

10. ფეხით გავლილი მანძილი:
20 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ზემოთ დავწერე

12. საბანაკე ადგილები:
სამშვიდეში კარგი საბანაკე ადგილია ეკლესიის ზეოში.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სამშვილდეშიც იყო პირღებულშიც და სამღერეთშიც.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ზურგჩანთა : )

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
ზაფხული

16. რისკები, საფრთხეები:
იძახიან სამშვილდე სავსეა შხამიანი გველებითო, თუმცა ჩვენ არ გვინახავს.

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების შემთხვევაში, შეიძლება ინახოს
არვიცი თუმცა სოფელ სამშვილდეში კიდევ ყოფილა 1 ეკლესია შედარებით ახალი.

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ყველგან იჭერდა

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10 ქულიანი სისტემით
8 ქულა.

20. სასარგებლო ბმულები
http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=58 ... 6cb6b760db

http://karavi.ge/viewtopic.php?t=3420

21. სურათების ბმულები
Last edited by CheLo on 08 მაი 2012, 02:14, edited 3 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by CheLo » 07 მაი 2012, 12:52

ესეიგი რედისონთან შევიკრიბეთ უმრავლესობა, მაგრამ რამოდენიმე კაცმა მაინც დააგვიანა და გავედით 9-ზე.. გეგმა ასეთი იყო ჯერ უნდა გვენახა სამღერეთი რადგან მოშორებით იყო და ეს ადგილი რომ ბოლოში გადაგვეწია ფაქტიურეად ვერ ვნახავდით. ანუ შარშანდელი სცენარი განმეორდებოდა. სამღერეთში რომ შევედით ჩვენდა ბედად გზა ორად იყოფოდა და თამაზამ გააჩერა მინიბუსი იმ იმედით ვინმესთან გადავამოწმებდით ამ ინფორმაციას საით გადაგვეხვია. იქვე შევნიშნეთ ერთი აჭარელი კაცი (უმრავლესობა ამ სოფელში უკვე 20 წელია მაღალმთიანი აჭარიდან არიან გადმოსახლებულები) კაცი გაოგნდა რომ ვკითხე საით არის ეკლესიისკენ გზა თქო.. ეკლესია ქვემოთ ყოფილა სადაც მანქანის გზა არ მიდის, თითქმის ზედ გასაჩერებელ ადგილთან ვიყავით.. რომ არა ის კაცი ალბათ პირდაპირ ვივლიდით და სხვა სოფელში შევიდოდით. ამ ბერიკაცმა არ დაიზარა და თითონაც გამოგყვა, სადღაც მთებ შუა ულამაზესად იყო მოქცეული ეს ტაძარი. მართალია საუკუნეებმა და მიუხედაობამ თავისი კვალი დატოვა მასზე თუმცა მაინც შთამბეჭდავი იყო... ვერ ვიტყვი რომ მთლად ნანგრევები დაგხვდა.. ალაგ-ალაგ ჩამოცვენილი იყო ქვები მაგრამ ტაძარი კვლავინდებურად ფეხზე იდგა. ამ კაცს ძალიან გაუხარდა ჩვენი ნახვა აღარც მახსოვს ქარველი ტურისტები ბოლოს როდის ვნახე აქაო და პატარა ისტორიაც მოგვიოყვა, თურმე მწყემს სახედარი შეპარვია ეკლესიაში და რომ მოინდომა მათი გამოყრა ქვა ჩამოვარდნილა თავში მოხვედრია და 6 თვე საავადმყოფოში იწვაო. ამ ძეგზე ისტორია არავინ ვიცოდით და თამარმა მოგვიყვა, სავარაუდოდ 9-10 საუკუნის უნდა ყოფილიყო. გადავიღეთ უამრავი სურათები მის გალავანთან და გამოუყევით გზას მინიბუსამდე.
ყველანი რომ შევიკრიბეთ ამ კაცმა გვთხოვა იქნებ მეც გამიყოლოთ ცენტრალურ გზამდეო.. აბა მას უარს როგორ ვეტყოდით 2 კმ არ დაიზარა ჩვენ გამო და რათქმაუნდა წამოვიყვანეთ. სამშვილდეში რომ შევედით ვინც ნამყოფია მიხვდება არეულ დარეული ქუჩებია შუაში სოფლელების ბირჟაა და თუ არ გაიკითხავ თავისუფლად შესაძლებელია არასწორი მიმართულების აღება. იქვე ქალი მიდოდა ჩამოვედი და ვეკითხები სამშვილდეს კომპლექი სადარი მეთქი. ქალი აზერბაიჯანელი იყო ვერაფერი გავაგებინე და მერე რუსულად უთხარი Где находится церковь? ქალს გაეღიმა და ხელით მანახა მარცხენა მხარე.. თამარიჩმა ეს გაიგო და უცებ დამიძახა ეკლესია კი არა ციხესიმაგრე კითხეო სოფელში შეიძლება სხვა ეკლესიაც იყოსო.. ხოდა ახლიდან ვკითხე Где же крепость? ქალმა ამ შემთხვევაში მარჯვენა მიმართულება მანახა. მერე გამახსენდა რომ ხიდი უნდა გადავიაროთ და Мост რომ უთხარი თავი დამიქნია. ასე და ამგვარად გადაუხვიეთ მარჯვნივ და მივედით იმ ადგილას სადაც შარშან ზვიადმა ჩამოგვსვა.
ავიკიდეთ ზურგჩანთები და გაუყევით გზას. ჩემ ზურგჩანთაში 2 2 ლიტრიანი კოკა კოლა და პეპსი მედო, 2.5 ლიტრიანი ნატახტარი, 2 წყალი, არაყი, საწვიმარი და 2 ქურთული.. ვითომ არაფერი მაგრამ რაღაც მძიმე მომეჩვენა. (ნუ ეს მერე როცა დავიღალე) თავიდან ძალიან არაორგანიზებულად ვიარეთ სამშვილდის გადასახვევთან რომელიც სულ რაგაც 1 კმ-შია 15 წუთი ველოდეთ ბოლო მომსვლელს. სურათებს იღებდნენ და დასეირნობდნენ. ამაზე თამარმა დააფუცხუნა ხალხი. მეც აუხსენი რომ გზა გრძელი იყო და თუ ერთად არ ვივლიდით ამით შეიძება დაკარგულიყვნენ და ჩვენც შეგვაყოვნებდნენ. აუხვიეთ ზემოთ და წავედით პირღებულისკენ ამინდი კარგი იყო მზე ჯერ არ ანათებდა და რომ იტყვიან იდეალური სალაშქრო გარემო იყო. თავს ვერ დავდებ გზა ზუსტად მმახსოვდა მეთქი მაგრამ ინტუიციას ვენდე და მიმართულებებს სწორედ ვირჩევდი. რაღაცა მანძილი რომ გავიარეთ ვნახეთ რომ 4 კაცი გვაკლდა. ველოდეთ 15 წუთი და რომ არ გამოჩნდნენ მე კოკიტო და ისმაილი წავედით საძებნელად. თურმე შოდას და დანარჩენ 3 მოლაშქრეს სხვაგან გადაუხვევიათ და დაკარგულან. კიდევ კარგი ტელეფონი იჭერდა თორემ რა იპოვნიდა მათ დავიწყე სტვენა ყვირილი და როგორღაც მოგვაგნეს. ამაზე მართლა მომეშალა ნერვები (თუმცა შოდა მიზეზი ქონდა ფეხზე იცვლიდა ფეხსაცმელს) აქ უკვე კატეგორიულად ვთქვი რომ შეიძლება მანძილი გაიწელოს მაგრამ ყველამ წინ და უკან იყურეთ თუ უკან ვერ შეამჩნევთ მოლაშქრეს შეჩერდით და დაელოდეთ თქო, ანუ ერთმანეთი მხედველობის რადიუსში უნდა გვყოლოდა. მე პირველი მივდიოდი და სადაც გადასახვევი გხვდებოდა იქ ვჩერდებოდი და ვიკრიბებოდით. ასე მივედით ჯერ წყაროსთან მერე გადმოსახედთან და მერე იმ ადგილას შარშან ამიგო და თამი რომ დაიკარგნენ და მდელოზე ჩავიდნენ : )))) აქ საშიშრობება აღარ იყო და გავექანე ეკლესიისკენ ერთი ეგ იყო დაღლა ვიგრძენი პირველად, აღმართებმა ძალიან მომთენთა თან მზეც საოცრად აჭერდა.
მივედით პირღებულის ეკლესიასთან და დავინახე ამდენი მოლაშქრის აციმციმებული თვალები მიუხედავად იმისა რომ დაღლაც იკითხებოდა მათ თვალებში უკმაყოფილო არავინ ჩანდა. ეს ეკლესია აშენებულია კლდეზე, გზა მთავრდება, აღარსად მიდის და ძალიან ლამაზი ხედებია ირგვლივ. მთები, მდინარე ხრამი, ბუნება... ეს ეკლესია 11 საუკუნისაა ინტერნეტმა თუ არ მომატყუა.. ძალიან კარგ მდგომარეობაშია და ლამაზი ეზოც აქვს.. იქვე პატარა ჩანჩქერი ჩამოდის თუ ამას ჩანჩქერი ქვია უფრო მტირალა კლდეა. უგემრიელესი სასმელი წყალია.. შეიძება წყურვილმა იმოქმედა და ამიტომ მესიამოვნა თუმცა რავიცი რავიცი... 4 საათი იყო უკვე და მიუხედავად იმისა რომ 9ზე ბნელდება მაინც დიდიხანი არ ვაპოზიორე ხალხი და 45 წუთში წამოვედით. აქ უკვე აღარ მეშინოდა რომ ვინმე დაიკარგებოდა ყველას ახსოვდა რა გზით იარა და როდესაც ჯგუფებად დადიან ერთად შანსი არაა ვინმე დაიკარგოს. მეც წამოვედი და დაიწყო აღმართები. გამიწყდა საცოდავი ჩანთის მეორე მხარეც და მომიწია ხელმეორედ გაკვანძვა.. მოვიბჯინე ზურგზე ისე რომ არ ეხტუნავა და ვისაც გამოუცდია ცუდი ჩანთით სიარული მიხვდება რა წამებაა ეს.. გზა და გზა ვჩერდებოდი და ვისვენებდი ოღონდ მხოლოდ 2 წუთით მერე ისე გავივლიდი კილომეტრს და ისევ ვჩერდებოდი.. არსად მეჩქარებოდა სამშვილდეში ლოდინს ისევ ტყეში ნორმალურად სიარული ჯობდა. 2 საათში უკვე ყველანი საქეიფო ადგილას ვიყავით.
აქ უკვე ისეთი დაღლილები ვიყავით სამღერეთი კი არა ლუკა პოლარეს ნაყინზეც უარს ვიტყოდით.. უმრავლესობას სუფრის გაშლა და ჭამა უნდოდა.. მაგრამ რომელი მოისურვებდა შუა ქეიფში ადგომას და სამშვილდის დათვალიერებას? ამიტომ ჩანთები დავყარეთ და წავედით ციხე-სიმაგრისკენ. ეს ადგილი განსაკუთრებით მიყვარს ზემოთ ვძვრები ხოლმე და პანორამით ვტკბები. ისეთი სქელი გალავანი აქვს ამ ციხე სიმაგრეს ესეთი არსაც მინახავს.. ნამდვილად შთამბეჭდავია! შიგნით კიდევ ერთმანეთის მიყოლებით 2 ეკლესია და ერთი ეკლესიის ნანგრევებია. 1 საათი ვიხეტიალეთ სამშვილდეში და წამოვედით საქეიფოდ.. შოდამ წინასწარ გაგვაფრთხილა მე დამაგვიანდებაო და დაიწყეთ ჭამაო ამიტომ გავშალეთ სუფრა დავასხით ღვინო, არაყი ლუდი და კარგადაც მოვილხინეთ. რა გინდა სულო და გულოო ნიგვზიანი ბადრიჯანიდან დაწყებული ცხვრის ხორცით დამთავრებული ;)) ამ დროს შოდიკაც მოვიდა და დაუთმე ჩემი ადგილი. უკვე ცხრას აკლდა 15 წუთი და დავიწყე ხალხის აშლა.. ბევრს არ უნდოდა ადგომა და ისევ ქეიფი და დროს ტარება ერჩივნა მაგრამ მხოლოდ ადგომა ხო არ იყო? სუფრა ასალაგებელი იყო და ნაგავიც შესაგროვებელი.. მოვკიდე 5 ნაგვის პარკს ხელი და გამოვემართეთ მინიბუსამდე. თამაზასთან რომ მივედით უკვე უკუნითი სიბნელე იყო. ასე რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. თამაზმა ბევრი გვამხიარულა სანამ გელოდებოდით მოვიწყინეო და ვიღაცა ადგილობრივი დაუნახია და დაუსაქმებია : )) თავისი მინიბუსიც გარეცხა და ბავშვის მანქანასაც გაუპრიალა დისკები. უკანა გზაზე ჩვენ მანქანაში არნახული მხიარულება იყო და კიდე ერთი სასაცილო მომენტი ის დავაფიქსირე როცა კოკიტო და გოგოები ცეკვავდნენ მანქანაში თამაზი მანევრს აკეთებდასავით და ყველა ფანჯრებს ეხეთქებოდა უკან მომავალი ნანა თავისი მანქანით კი იგივე მოძრაობას აკეთებდა ეგონა იამკა იყო და ისიც უვლიდა მათ : )))))))))))) ასე რომ ყველაფერმა ჩაიარა ხუთიანზე, წვიმა ჩვენ არ გვინახავს ლაშქრობის დროს და გველი. ვინც არ წამოვიდა ბევრი დაკარგა,.. ეცადეთ არ ენდოთ ხოლმე ამ ფარჩაკი მეტეოროგიულ პროგნოზებს.. ყველა ერთმანეთისგან იწერს ხშიშემთხვევაში.

დასასრული
Last edited by CheLo on 07 მაი 2012, 13:42, edited 7 times in total.
Image

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 952
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by avtokh » 07 მაი 2012, 12:59

პირღებულამდე გზად ჩანჩქერი თქვენც არ გინახავთ? ბევრი ამბობს მანდ ჩანჩქერიაო და კონკრეტულ ადგილს ვერ მისახელებენ :)
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by shoda1121 » 07 მაი 2012, 13:13

ძალიან ძალიან მომეწონა სამღერეთი და სამშვილდე :)

პირღებულთან ჭამის გარდა ვერაფერი მოვასწარი ისე წამოვედით :) :) :) ხედები რაც მე მად ძალიან მომეწონა იგივე იყო რაც სამშვილდეში :) ისე კი მართლა მაგარ ადგილასაა აშენებული :)
სამღერეთით დაწყება მართლაც გენიალური იდეა იყო ;)
===
პლიუს ჩემს საყვარელ ადგილებს სამშვილდე დაემატა თეთრიწყაროში ერთი კვირის წინანდელ გუდარეხთან ერთად სადაც მართლა ყოველთვის სიამოვნებით წავალ :) და დავტკბები ამ ხედების ყურებით :)

=
პს. ავი ენები იტყვიან ხალხი დაკარგაო მაგრამ ეგ არაფერი დაკარგვა იყო :) ვისაც უნდა გემრიელი დაკარგვითი ტური შემეხმიანოს :)
==
ყველაზე მთავარი რაც ძალიან კარგი იყო ნამდვილად!!! ეს იყო ხალხი ვინც წავედით, ჩემი პლიუსები ბევრი წამოვიყვანე ამიტომაც და ნახევარი წამომსვლელების მეგობარი იყო ჩემი!!!, ზოგი ეხლა გავიცანი, მაგალითად ლეგენდარული თამარიჩ-ი რომლის არაერთი გასვლა წამიკითხავს და მის კვალსაც გავყოლივარ :) ფორუმის ფრინველტა მეფე :) ნა-თია და თამუჩელო=ძველი კარველები , ჩიკო და რაც მთავარია ჩემი ქეთის ბიძაშვილი კოტე :) კიდევ შევხვდებით იმედია :) და რაც მთავარია ჩემი ძმაკაცი და მძღოლი თამაზი რომელმაც გაახალისა საღამო :) და კოკიტო- ტყეში რომ მაგნიტაფონით დადიოდა და ბევრს ხალისობდა თავის პლიუსებთან ერთად :)

მოკლედ მადლობელი ვარ :) და მომწონდა არა-ორგანიზატორის პოზიციიდან ლაპარაკი :) მაგალითად ვცდილობდი ერთ ადგილას დიდი ხანი გავჩერებულიყავი და ა.შ.
--
პ.ს. ჩელოს დიდი მადლობა ერთი მცირედი შენიშვნით, 8.20 წთ-ზე სუფრის ალაგებას ფარნების შუქზე 3 საათი გადაბმულად ქეიფი მირჩევნოდა :) თან ფანარი მქონდა წამოღებული :D :D :D
Last edited by shoda1121 on 07 მაი 2012, 16:24, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1735
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by arcivi9 » 07 მაი 2012, 13:48

Image
Last edited by arcivi9 on 30 იან 2013, 21:44, edited 1 time in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by CheLo » 07 მაი 2012, 13:57

ხალხ მე სახლში დამრჩა აპარატი და სურათები დადეთ რაა? ან ბმული მომეცით და ვისაც ეზარება მე ავტვირთავ სურათებს...
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by shoda1121 » 07 მაი 2012, 14:00

CheLo
კარავზე საღამოს დავდებ :)

arcivi9
მართალი ხარ :) 9იანში გაარტყი!!! +9 (საკრალური 9იანი) :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by Tami » 07 მაი 2012, 14:05

თამარიჩის და ბავშვის ფოტოებს ველი.
დადეთ დადეთ დადეთ........

User avatar
arcivi9
იეტი
Posts: 1735
Joined: 13 ნოე 2006, 12:29
Contact:
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by arcivi9 » 07 მაი 2012, 14:47

Image
Last edited by arcivi9 on 30 იან 2013, 21:46, edited 1 time in total.
Image

bavshvi
მაწანწალა
Posts: 319
Joined: 05 აგვ 2008, 15:23
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by bavshvi » 07 მაი 2012, 15:44

CheLo

ყოჩაღ თემისთვის :)


თამაზის მანიოვრებს რაც შეეხება - თავიდან მართლა დავიბენი მეთქი რა ხდებადთქო, მაგრამ მერე მივხვდი რაშიც იქნებოდა საქმე, თუმცა ჩემთან მსხდომნი ვერ დავარწმუნე რომ თამაზი მთვრალი არ იყო :lol: :lol: :lol:

Tami

საღამოს დავდებ აუცილებლად.



სამღერეთისკენ მიმავალი გზა მართლაც რომ შთამბეჭდავი იყო !
თან დილის საათებში მივედით და მთებზე ჩამოწოლილი ნისლი გარკვეულ მისტიურობას მატებდა იმ ადგილებს :)




მოკლედ სურათები და მცირეოდენი კომენტარი საღამოსთვის შემოვინახავ :)

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10745
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by Tamari-ch. » 07 მაი 2012, 16:06

საღამოს აქ ვარ.....
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by CheLo » 07 მაი 2012, 18:33

ფეისზე შემთხვევით წავაწყდი შოდას პლიუსის მეკოს სურათებს და დავდებ რამოდენიმეს..

Image

Image

Image

Image

Image
Image


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სამღერეთი - პირღებული - სამშვილდე (6 მაისი, 2012)

Post by CheLo » 07 მაი 2012, 18:48

ეს კი შაქარას ფოტოები

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image

Image
Image


ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]