სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 14:21

1. რეგიონი:
სამცხე-ჯავახეთი

2. მარშუტის დასახელება:

პირველი დღე:
თბილისი - გაყინული ფარავნის ტბა- ნინოწმინდის მონასტერი(საღამოს ტბასთან)-ახალქალაქის მონასტერი-კუმურდო-წუნდა(კუმურდოდან წუნდაში ფეხით)-წუნდის ტბა-ზემო თმოგვი(ფეხით)-თმოგვის ციხე-ზემო ვარძია(ლიტურგია)-ვარძიის გოგირდის აბანოები(სადაც დავბანაკდით კიდეც)

მეორე დღე:

გელსუნდის გამოქვაბულები და ქვის კარი(ფიცრების ხიდი)-სარო(ციხე, ეკლესია, კოშკი, დარანები, ზედხედი ნიჯგორის ჩანჩქერზე)-ხვილიშა(ბზობის ლიტურგია)-ასპინძის(აწ უკვე "არჩილის ციხე")-აგარის წმ. გიორგის სახ. დედათა მონასტერი- ოთა-შორეთის ეკლესია-შორეთის ციხე-დაბანაკება სოფელ ურაველთან(ახალციხის რაიონი)

მესამე დღე:

აგარის მონასტერი(სხვა აგარა ურაველის ხეობისა)-ბაიები-საფარა-რაბათი-ბიეთი(სოფელ აგარასთან+აჭარულს რომ ჰგავდა ისეთი ხიდი)-აწყურის ეკლესია-აგარა ქართლში :)-თბილისი



3. ხანგრძლივობა:
3 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
35 ლარი (33.3 ლარი საშუალოდ(600/18 ) დანარჩენი მონასტერს შევწირეთ)

6. მონაწილეთა რაოდენობა

1. shoda1121
2. shoda1121 + დათო გოცირიძე
3. ბურდიანი
4.კობერა
5. იკო-იკო
6. Archil
7. shoda1121+ ინა
8. თამი
9. სანდრო საბაშვილი
10. ბედუინი
11. დათოფორესტი

12-15. kolonkelidze და +ები : ბუაჩა, თახვი, ნათია


16-18. Ismail და ორი პლიუსი (გია და ზურა )


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
shoda1121
ბურდიანი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ასპინძა, ახალციხე
9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
თბილისი–ახალციხე რომ 218 კმ–ია ეგ ვიცი მარტო.

10. ფეხით გავლილი მანძილი:
ბიეთი, აგარა, ბაიები–ცოტ–ცოტა,
შორეთი დაახლ. 12კმ.
კუმურდო–წუნდაც ასევე ცოტა,
და ზემო თმოგვამდე რამოდენიმე კმ წინ და უკან.


11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
შორეთი
სარო
კუმურდო
ბიეთი
აგარის მონასტერი
საფარა
ბაიები
თმოგვის ციხე
ზემო თმოგვი
აწყურის ეკლესია
და ა.შ.



12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა ურაველის ხეობაშიც, ვარძიასთან და ა.შ.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
ბევრგან იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
წყალგაუმტარი ფეხსაცმელი; შორეთში შეიძლება იყოს თოვლი 3 სეზონზე

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე

16. რისკები, საფრთხეები:
თუ სიმაღლეების არ გეშინია ისეთი არაფერი :) ასევე კლიმატური პირობები ურაველის ხეობაში :)

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :
ჩიტიკიბე(ოშორადანაა ასასვლელი)
ღართა(ოთადან)
ლეპისას დარანები(ვარძიის ხეობაში)
ვანის ქვაბები!
ხიზაბავრა(საროდან)
კოხტას ციხე(ასპინძიდან)

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი ზოგგან არ იჭერდა

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 ბალი (თავისუფლად)

20. სასარგებლო ბმულები
psity.ge dzeglebi.ge ასევე კარავული გასვლები ამ მიმართულებებით
მეორე ნაწილი ამ გასვლის ან ჯავახური გაგრძელება:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.ph ... sc&start=0
Last edited by shoda1121 on 21 ოქტ 2012, 08:15, edited 9 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 14:23

ჩავასწორებ მონაცემებს თქვენი რჩევებით მერე
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by datoforesti » 10 აპრ 2012, 14:43

ზრაპრული გასვლა იყო..ლაშქრობაც და ექსკურსიაც ერთდროულად. არ დავღლილვართ და თან სანახავიც ბევრი ვნახეთ.

კარგი საურთიერთო მონაწილეები იყვნენ, მიუხედავად იმისა რომ უმეტესობა გასვლის დღეს გავიცანი მაინც მშვენივრად გავუგეთ ერთმანეთს და ერთად ვისიამოვნეთ ლაშქრობით..

ყველას დიდი მადლობა მაგრამ shoda1121-ს განსაკუთრებით რადგან მის გარეშე პირადად მე როდის ვნახავდი სამცხე-ჯავახეთს არავინ უწყის, ეს იყო დიდი სიკეთე ჩემს მიმართ...

3 დღე იდეალური იყო ამ გასვლისთვის... ყველაფერი ვნახეთ და მონაწილეებსაც დავუმეგობრდი, ჩემი მხრიდან მაინც:D:D


shoda1121
მესამე დღის აღწერა რაღაც მწირი მეჩვენება.. მგონი უფრო ბევრი ვნახეთ არაა?

პ.ს სურათებს საღამოს შემოგთავაზებთ:)
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by Kakha » 10 აპრ 2012, 15:39

ყოჩაღები ხართ. მართლაც შთამბეჭდავია რაც ნახეთ. მშურს თქვენი, მაგრამ წამოსვლას ვერანაირად ვერ ვახერხებდი.

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by Tami » 10 აპრ 2012, 15:48

Kakha
რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვინატრეთ,
ჩვენთან ყოფილიყავით.
რამდენ საინტერესო რამეს მოგვიყვებოდით,
თქვენი პროფესიული თვალით დანახულს გვანახებდით ჩვენც:(

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 16:20

Tami wrote:Kakha
რომ იცოდეთ, რამდენჯერ ვინატრეთ,
ჩვენთან ყოფილიყავით.
რამდენ საინტერესო რამეს მოგვიყვებოდით,
თქვენი პროფესიული თვალით დანახულს გვანახებდით ჩვენც:(
თამი მართალი ხარ :) მეც მაგ გავიფიქრე: მაგალითად, აწყურის ეკლესიაზე უფრო დიდი ინფორმაცია მაქვს ეხლა ვიდრე ბიეთზე და უნდა წავიკითხო სტატიები :)
კახას ისტორიულ-არქიტექტორული თვალსაზრისით ასეთი დატვირთული გასვლისათვის ნამდვილი asset(აქტივი) იქნებოდა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 16:21

datoforesti
დაიცა ჩავამატებ:)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 17:56

ეს გასვლა ეძღვნება ძველი და ახალი თაობების ორ ლეგენდარულ კარაველს: ტრულის და თამის :)


ნაადრევი გაზაფხულის დილა გათენდა, რაჭის ერისთავს შოდას სამცხე–ჯავახეთის დალაშქვრა აოხრება ჰქონდა გადაწყვეტილი :) ჯერ კიდევ ასეულობით წლებით ადრე ვიდრე პატარა კახი გადაწყვეტდა აწყურსა და ასპინძას ტოტლებენის დახმარებით მოსდგომოდა :) კახეთის მეფეს დესპანი გაუგზავნა უჯარმაში და პასუხმაც არ დააყოვნა: ერთად დავესხათო სამცხეს თავს: ვუწინამძღვრებო ლაშქარს იწერებოდა უსტარში;
შეტევის გეგმა დასახეს ოღონდ დანარჩენი ღმერთს მივანდოთო ჰოდა დააგზავნეს თავადებთან მთელს ქვეყანაში შიკრიკები...
გურიის მთავარმა არჩილ გურიელმა ჯინი მჭირს მესხების ყველა ციხე უნდა ავიღოო და შემოუერთდა მთავარ ლაშქარს, ასევე ეგვიპტიდან ჩამოსული მამელუქების ემირი ბედუინი და სვანეთის მთების ლამაზთვალება ასულიც, მთელ ქვეყანაში სახელგანთქმული რაინდი ერეკლე და ომარ ხაიამის მემკვიდრე: ღვინო დუდუკი ქალების მოტრფიალე სახელგანთქმული აშუღი სანდრო, ლაშქარს ასევე შემოურთდნენ რაჭის დიდი თავადები: კობერა, გოცო და ინა :)
კვეტერიდან მოვიდა პასუხი: ლაშქარს გამოვიყვანო კოლოლკელიძის ასულმა შორენამ ჩემს რაზმს ცალკე ვუწინამძღვრებო და მარჯვენა ფლანგს დავიცავო.. არავინ იცოდა ისმაილიც თუ შემოუერთდებოდა ჯარს თუმცა არაბთა ხელმწიფემაც თავისი ჯარი გამოიყვანა ალაფის დათრევის მიზნით...
ბოლო მომენტში ლეკების შემოტევააო და ვეღარ მოახერხა აცამ...

გაირკვა მტერი შორეთის ციხეზე იყო დაბანაკებული, ბრძენთან კონსულტაციის შემდეგ შოდამ მაინც თავისი ქნა და ჯავახეთის ტბებით დაიძრა 3ივე ლაშქარი...რომლის წინ თეთრ რაშს თამაზ სპარსალარი მიაგელვებდა
შორეთამდე წინ დიდი გზა და თავგადასავლები ელოდათ...


ტრულის თემა: კახისის ტბების მიხედვით: გზა თოვლმა დაფარა... მიუხედავად მომღომარი თბილი მზისა, ყინვა არ ტოვებდა შეპყრობილ მიწას და ტყეები თეთრ ნაბადში გაეხვნენ. დეკემბრის სუსხიანი შუა დღე იყო და დათოვლილ გზაზე ცხრა მგზავრი მიაბიჯებდა. სერ ლელ გვალვა - გეოგრაფიული საზოგადოების თავმჯდომარე, რომელიც აქ კონკრეტული მიზნისთვის ჩამოვიდა. საქმე ისაა, რომ ადგილობრივებისგან თეთრებს უკვე მისვლიათ ხმები, მთებში გადაკარგული ტბების შესახებ და სერ ლელისთვის, რა თქმა უნდა საინტერესო იყო მათი აღმოჩენა, საკუთარი თვალით ნახვა და რუქაზე დატანება. ჯორჯ პავნი - სერ ლელის ძველი მეგობარი და ერთგული თანაშემწე, ექსპედიციებში გვალვას განუყრელი თანამგზავრიც რა თქმა უნდა მასთან იყო. თეი, იგელი და ლაშა - სტუდენტები გეოგრაფები, რომლებიც დიდ პატივად მიიჩნევდნენ სახელგანთმულ სერ ლელთან ერთად ექსპედიციაში წასვლას. ტრულა - უბრალოდ თავგადასავლების მაძიებელი, მან არაფერი იცოდა ამ ტბების შესახებ, მაგრამ, ყური რომ მოკრა თავისი მეტისი მეგობრისგან, ნიკისგან, რომ იგი ასეთი ექსპედიციის გზამკვლევი იქნება, სთხოვა რომ ისიც წაეყვანათ და ნიკი რაღა თქმა უნდა დათანხმდა. ალექსანდრე - ცნობილი ზოოლოგი, ცხენების ჯიშების გამომყვანი, და მისი თანაშემწე და მეგობარი ანუკი. ტბები მათთვის იქ ბინადარი მდიდარი ფაუნით იყო მიმზიდველი.. მათ წინ კი მიუძღვოდათ უკვე ხსენებული ნიკ მდუმარე რკინა - მეტისი გამცილებელი, მდუმარე რკინა მისი ინდიელური სახელი იყო და ასე შეარქვეს მას რკინის ამტანობისთვის, მტკიცე ნებისთვის და იმის გამოც რომ მას არ უყვარდა ბევრი საუბარი და არასდროს ტრაბახობდა თავისი თავგადასავლებით. მისი ჩვეული საქმიანობა იყო სხვადასხვა ექსპედიციებისთვის გზის კვლევა ამ მიუსაფარ ცივ ტყეებში, რომლებიც მისთვის სახლი იყო. მიუხედავად ინმისა რომ ნიკი ჩუმი რკინა ტყეებში ინდიელებმა გაზარდეს, იგი ნახევრად თეთრი იყო, და თეთრების კულტურას და ზნეჩვეულებებს ისე კარგად იცნობდა, რომ მასში მეტისის დანახვა გაუჭირდებოდათ კიდეც გამოუცდელთ. თეთრებისთვის იგი უბრალოდ ნიკი იყო.
მაშ ასე.. შუადღე გადავიდა როდესაც ცხრა მგზავრი მთებში გზას აუყვებოდნენ. გზა გრძელი და დამქანცველი იყო. მიუხედავად გაკვალულობისა, თოვლი ბევრ ადგილას ყინულად იქცადა სასტიკად სრიალებდა. აღმართები ციცაბო იყო. ნიკი ამხნევებდა დაღლილ მგზავრებს და უბიძგებდა შეუჩერებლივ მიდამ წინ ეარათ. როდესაც კი სტუდენტებს და ტრულას ფეხის გადადგმა აღარ შეეძლოთ, გამოჩნდა დანიშნულების პირველი პუნქტი - სოფელი.ჯერ საღამო არ იყო, მაგრამ ზამთარში ადრე ბნელდებოდა და მგზავრთა ნაწილის მდგომარეობა გზის გაგრძელებას ვეღარ აიტანდა. სოფელში მათ ერთერთ ქოხში შესთანაზეს და გახარებული მგზავრებიც დაბინავდნენ იქ.
Last edited by shoda1121 on 10 აპრ 2012, 19:24, edited 5 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by Tami » 10 აპრ 2012, 18:22

ბოლო სამი დღე ისე იყო დატვირთული დადებითი ემოციებით და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით, რომ არც კი ვიცი, რითი დავიწყო თხრობა ჩვენი მოგზაურობის შესახებ, ძნელია ყველაფრის სიტყებით გადმოცემა.

პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ორგანიზატორებს იმისათვის, რომ დაგეგმეს ეს გასვლა და მოგვცეს საშუალება, გვენახა ამდენი ლამაზი და გამორჩეული ძეგლი, რაც პირადად ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო. ეს გასვლა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი იქნება, შემეცნებით-კულტურულ-ექსტრემალურ-სათავგადასავლო.

მეორე რიგში არ შემიძლია, ჩემი გულისტკივილი არ გამოვხატო: ამდენ მიტოვებულნახევრად დანგრეულოდესღაცულამაზესი ტაძარი რომ ვნახეთ(შორეთი, ბიეთი, აგარა, ბაიები):(:(:( ერთ დროს დიდებული ტაძრები იქნებოდნენ ძალიან გამიხარდება, თუ აღადგენენ ან კონსერვაციას თუ გაუკეთებენ ისე, რომ მეტად აღარ დაზიანდნენ:( ლამის ყოველი სადარბაზოს წინ შენდება ამდენი ახალი და ერთფეროვანი ეკლესია და დავიჯერო, ასეთი მნიშვნელოვანი და ძველი ტაძრებისთვის არ გამოინახება სახსრები?:( მესმის, ბევრი ძეგლი, რაც ვნახეთ, დასახლებული პუნქტებისაგნ შორს მდებარეობს და ცოტა ძნელად მისასვლელია და ისე ვერ დაიტვირთება, როგორც თუნდაც დედაქალაქის ეკლესიები და შეიძლება მოქმედ ტაძრებად ვერ იქცეს და შეიძლება მე ბევრი რამე არ ვიცი და არ მესმის რატომ ხდება ასე, მაგრამ საშინელი ბრაზნარევი სევდა მიპყრობს ყოველთვის, როცა მიტოვებულ და განადგურების პირას მისულ ძეგლებს ვხედავ :(:(

მესამე რიგში, არ ვიცი მარტო მე მქონდა ასეთი განცდა თუ სხვებსაც, მაგრამ მთელი გასვლის განმავლობაში ისე ვითარდებოდა მოვლენები(მოსალოდნელი ამინდის მაპროგნოზირებელი ყველა ინტერნეტ გვერდი საშინელ თავსხმას, ქარს და სიცივეს გპირდებოდა, რაც არ გამართლდა არანაირად) იმდენჯერ ისე „სასიკეთოდ“ შეიცვალა გეგემები(თუნდაც მარტო ღამე შორეთზე ასვლის და დაბანაკების გადაფიქრება რად ღირს;)), იმდენჯერ და თანაც ყველაზე საჭირო დროს შევხვდით „საჭირო“ ადამიანებს (ბავშვები, შორეთის გზა რომ მიგვასწავლეს და მანქანა რომ შეგვხვდა, როცა ბიეთისკენ არასწორად გადავუხვიეთ), რომ ასეთი გრძნობა მქონდა, თითქოს ვიღაც გვმფარველობდა. არ ვიცი, საღამოს დედების ლოცვა გვეწეოდა, ხარების და ბზობის დღესასწაულების თუ რისი დამსახურება იყო, მაგრამ ძალიან გვწყალობდა ბედი ამ დღეების განმავლობაში. ყოველ შემთხვევაში მე ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.

საბოლოოდ რომ შევაჯამო, უზეკმაყოფილესუძალიანბედნიერესი ვარ ამ გასვლით.
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შოდას, დიდ ტურისტტერორისტს და ხალხის დაკარგვის დიდოსტატს(თუმცა ამ გასვლაში ეგ სიამოვნება მოაკლდა:პ) და მის ასისტენტს, ღეოღრაფიის მამიკოს, ბურდიანს. იმედია კიდევ ბევრ საინტერესო ლაშქრობას დაგვიგემავთ;)
კიდევ მადლობა ჩვენს კარველ მეგობრებს, რომლებიც გვირეკავდნენ და გვკითხულობდნენ .
ხო, კიდევ რა, რაღაცა დამრჩებოდა სათქმელი და მერე თუ გამახსენდა კიდევ შეგაწყენთ თავს;)

Tami
მაწანწალა
Posts: 618
Joined: 02 დეკ 2010, 13:14
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by Tami » 10 აპრ 2012, 18:32

shoda1121 wrote:ეს გასვლა ეძღვნება ძველი და ახალი თაობების ორ ლეგენდარულ კარაველს: ტრულის და თამის :)


ნაადრევი გაზაფხულის დილა გათენდა, რაჭის ერისთავს შოდას სამცხე–ჯავახეთის დალაშქვრა აოხრება ჰქონდა გადაწყვეტილი :) ჯერ კიდევ ასეულობით წლებით ადრე ვიდრე პატარა კახი გადაწყვეტდა აწყურსა და ასპინძას ტოტლებენის დახმარებით მოსდგომოდა :) კახეთის მეფეს დესპანი გაუგზავნა უჯარმაში და პასუხმაც არ დააყოვნა: ერთად დავესხათო სამცხეს თავს: ვუწინამძღვრებო ლაშქარს იწერებოდა უსტარში;
შეტევის გეგმა დასახეს ოღონდ დანარჩენი ღმერთს მივანდოთო ჰოდა დააგზავნეს თავადებთან მთელს ქვეყანაში შიკრიკები...
გურიის მთავარმა არჩილ გურიელმა ჯინი მჭირს მესხების ყველა ციხე უნდა ავიღოო და შემოუერთდა მთავარ ლაშქარს, ასევე ეგვიპტიდან ჩამოსული მამელუქების ემირი ბედუინი და სვანეთის მთების ლამაზთვალება ასულიც, მთელ ქვეყანაში სახელგანთქმული რაინდი ერეკლე და ომარ ხაიამის მემკვიდრე: ღვინო დუდუკი ქალების მოტრფიალე სახელგანთქმული აშუღი სანდრო, ლაშქარს ასევე შემოურთდნენ რაჭის დიდი თავადები: კობერა, გოცო და ინა :)
კვეტერიდან მოვიდა პასუხი: ლაშქარს გამოვიყვანო კოლოლკელიძის ასულმა შორენამ ჩემს რაზმს ცალკე ვუწინამძღვრებო და მარჯვენა ფლანგს დავიცავო.. არავინ იცოდა ისმაილიც თუ შემოუერთდებოდა ჯარს თუმცა არაბთა ხელმწიფემაც თავისი ჯარი გამოიყვანა ალაფის დათრევის მიზნით...
ბოლო მომენტში ლეკების შემოტევააო და ვეღარ მოახერხა აცამ...
ჰოდა დაიძრა 3ივე ლაშქარი სამცხის დასაპყრობად.





:lol: :lol:
ყოჩაღ რაჭის ერსთავთ ერისთავო!
აცას რომ ლეკები შემოესივნენ, ყველას გული დასწყდა:(:(:(
პ.ს ჩემი "ახალი თაობის კარაველების ლეგენდარულობა" არ გაიშვას არსად;);)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 19:42

თავი ორი: გზა შორეთამდე

ხარების დილა, უძილო კარაველები, ნახევრად თოვლიანი ჯავახეთი snow-capped mountains, ბრძოლის ჟინი და დაუშრეტელი ენერგია 3დღიანი გასვლის მოუთმენელი მოლოდინი, Чёрные глаза–ს დასაწყისი როგორიცაა ისეთი სიხარული რომ წინ გელის სანახაობები... გაყინულ ფარავნის ტბაზე სირბილი, დედაოების თბილი სიტყვები და და მათი ბაგეებიდან სახიდან დაღვრილი მადლი საღამოს ტბაზე, და ლოცვა..

"უფალო, ვითარ შვენიერ-არს სტუმრობა შენთანა: ქარი მფრქვეველი კეთილსურნელებისა, მთანი, ცას მიბჯენილნი, წყალნი, ვითარცა უნაპირო სარკენი, სხივთა ოქროცურვილისა და ღრუბელთა სიმსუბუქის ათინათი. ბუნება იდუმალ ჩურჩულებს, ერთიანად ალერსით აღვსილი, და ფრინველნიცა და მხეცნიც შენი სიყვარულით აღბეჭდულან. კურთხეულ-არს დედამიწა თვისი დაჭნობადი შვენიერებით, რომელიც მარადიული სამშობლოს მონატრებას აღვიძებს, სად უხრწნელ შვენიერებაში გაისმის: ალილუია!"
http://www.shemoqmedi.ge/index.php?opti ... &Itemid=31



Image
ფარავანი

I close the eyes and...
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 20:04

თავი მე3: გზა შორეთამდე: კუმურდო-წუნდა =ახალი მარშუტი

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ კუმურდოს მივადექით: ტაო-კლარჯეთის დონის ძეგლი ჯავახეთის ზეგანზე დგას, მისკენ 15კმ გაფუჭებული გზა მიდის ახალქალაქიდან და დიდი ხანი უნდება მისვლას ტრანსპორტი; ეკლესიის ეზოში ახალგაზრდობა იყო შეკრებილი; სომხური აღდგომის წინა დღე რომ იყო ვიცოდი და რამოდენიმე სომხური სიტყვით მისვესალმე, მივულოცე რაც ძალიან ესიამოვნათ და გზაც მიჩვენეს საიდანაც გადასახედი იყო კარგი ვარძიის ხეობაზე; ჰოდა მეც დავინახე წუნდა და უგზოდ ქვებში გადავწყვიტე რომ პირდაპირ უნდა ჩავაჭრათ..


Image

Image

Image

აი სად დავეშვით(წუნდის ტბა ჩანს)
Image

და გამოჩნდა წუნდაც,
ამ გზის კაი ფოტოები ისმაილს შენ გექნება, დადე რა :)

Image

Image
წუნდა
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 20:25

თავი მე4: გზა შორეთამდე: თმოგვი
გზა არ აღმოჩნდა კარგ მდგომარეობაში და ბევრი არც გვივლია ტრანსპორტით წუნდის ტბიდან იქვე ხიდი გადავკვეთეთ და მიხვეულ-მოხვეულ გზას სულ მალე ფეხით დავადექით..
თმოგვის ციხეზე ასვლის შემდეგ ავედით ზემო ვარძიაში ტრანსპორტით: ვისიამოვნეთ მისი მყუდროებიტ და იდუმალებით, შემდეგ დავბანაკდით, ვიქეიფეთ, გოგირდის აბანოებში ვიბანავეთ, და ძალიან ტკბილად დავიძინეთ კარავში :) სხვაგვარად შეუძლებელიც იყო :) ამინდსა და საბანაკე ადგილში გაგვიმართლა :)
ხედი ზემო თმოგვის გზიდან თმოგვის ციხეზე:
Image
თამი ზემო თმოგვისკენ მიმავალ გზაზე:
Image

ზემო თმოგვი:
Image

მადლობა შენ ღმერთო ყველაფრისათვის:
მე ვხედავ შენს ცას, ვარსკვლავით მოჭედილს. ოხ, რა მდიდარი ხარ, რამდენი სინათლე გაქვს! შორეულ მნათობთა სხივებით დამეყრება მარადისობა, იმდენად პატარა ვარ და არარაობა, მაგრამ ჩემთან არს უფალი, მისი მოყვარული მარჯვენა მიცავს ყოველგან.

დიდება შენდა ჩემზედ განუწყვეტელ ზრუნვისთვის;
დიდება შენდა, ადამიანებთან განგებიან შეხვედრისთვის;
დიდება შენდა, მოყვასთა სიყვარულისთვის, მეგობართა ერთგულებისთვის;
დიდება შენდა, ცხოველთა თვინიერებისთვის, მე რომ მმსახურებენ;
დიდება შენდა, ჩემისა ცხოვრებისა ნათელი წუთებისთვის;
დიდება შენდა, გულისა ჩემისა ნათელი სიხარულისთვის;
დიდება შენდა, ბედნიერებისთვის ვცხოვრობდე, ვიქმოდე და ვჭვრეტდე;
დიდება შენდა, ღმერთო, უკუნისამდე.
Last edited by shoda1121 on 10 აპრ 2012, 20:50, edited 2 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 20:38

თავი მე5:

დილის 8.30ზე ოპერატიულად გავედიტ გელსუნდასკენ. ჩვენ წუნდასთან ახლოს ვნახეთ სხვა გამოქვაბულებიც, რომლებიც ვარძიის ისტორიულ-არქიტექტორული ნაკრძალის ნაწილებია თუმცა გელსუნდა ყველაზე საინტერესოდ მივიჩნიეთ და მეტი დროც დავუთმეთ: ვიძრომიალეთ გამოქვაბულებში და გვირაბებში:

გელსუნდა:
Image
ქვის კარი რომელიც ახლაც მუშაობს:
Image

და ხიდი:
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012

Post by shoda1121 » 10 აპრ 2012, 20:53

თავი მე6: სარო


მეც მიზიდავს საროს პირველყოფილება :)
http://www.karavi.ge/viewtopic.php?p=21 ... 05c7ef2f4c


"ჩვენ კი ნანგრევებზე ფრთხილად დავაბიჯებდით, ოქროფერ ქვებს ნაზად ვეფერებოდით, სურათებს ვიღებდით... აღფრთოვანებისგან ენები წაგვერთვა.. ოქოს მიწაზე ოქროს ციკლოპური ლოდები საოცარი სანახაობა იყო...
ამინდი იცვლებოდა, ცაზე ღრუბლები იყრებოდა და ცოტა ხნით დაგვათოვა კიდეც. ესეც საოცრება იყო, ნაწილობრივ მოწმენდილი ციდან ასეთი ფანტელები გადმოცვენილი ჯერ არ მენახა. თბილი მიწა ფანტელებს წყლის წვეთებად აქცევდა და მაშინვე ისრუტავდა.
წავედით ჩანჩქერებისკენაც... საოცარი იყო, ოქროსფერ კლდეზე მოდიოდა მდორე ღელე და რამდენიმე ათეული მეტრის სიმაღლიდან ეშვებოდა ქვემოთ, უფსკრულში, სადაც კიდევ რამდენიმე ჩანჩქერს ჰქმნიდა.
ამ საოცრებით ტკბობით ვერ ვძღებოდით, ყველა მხრიდან სურათებს ვიღებდით, დაბბერილმა სიომ კი ჩანჩქერის წვეთები ჩვენ მოგვასხა უხვად.
..
მატყუარაა კლდეები... უსაფრთხოების ილუზიას ქმნის, ისეთი თბილია, ისეთო ლამაზი, მაგრამ ვერაგი თუ ფეხი ერთხელ დაგიცდა სამუდამოდ ამ მიცის ნაწილად იქცევი... შესაძლოა ბევრი ადამიანის სული აქვს ამ კლდეებს შთანთქული და ამიტომაა ასეთი თბილი? "

Image

Image

Image

Image

Image

Image


და შემდეგ კი წირვა ბზობის ბოლო ნაწილს მაგრამ მაინც მივუსწარით ხვილიშაში:
Image

ვითარ დაატკბობ შენზედა მოფიქრალთ, რაგვარად შთაბერავს სიცოცხლეს წმინდა სიტყვა შენი, ურბილეს ზეთისა და ფიჭისა უტკბილეს შენთან საუბარი. ფრთოვან-ჰყოფს და აცოცხლებს ლოცვა შენდამო; როგორი თრთოლვით ივსება გული, რა დიდებული და გონიერი ხდება მაშინ ბუნება და მთელი სიცოცხლე! სადაც შენ ჰგიებ - იქ სულის სიმდიდრეა, იქ ცოცხალ წყაროდ იღვრება გალობა: ალილუია!
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]