სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
burdiani
ძალიან კარგი იქნება თუ ინფორმაციებს ყველაზე დადებ!!!
Ismail
დანაგვიანებული რომ იყო მტკვრის პირას შენ რო გადაიღე დადე მერე როცა გადაარჩევ სურათებს
ძალიან კარგი იქნება თუ ინფორმაციებს ყველაზე დადებ!!!
Ismail
დანაგვიანებული რომ იყო მტკვრის პირას შენ რო გადაიღე დადე მერე როცა გადაარჩევ სურათებს
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
წუნდა, ისტორიული ქალაქი სამხრეთ საქართველოში, ჯავახეთში, მისი უძველესი ცენტრი. მდებარეობდა მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის რაიონის სოფ. ნაქალაქევისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე).
ქართული ეროვნული ტრადიციის თანახმად ქალაქი დააარსა ქართველთა ერთ-ერთმა ეთნარქმა (ქართველთა ეთნარქები) ჯავახოსმა (ჯავახეთის ეპონიმმა). ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფემ ფარნავაზ I-მა დაარსა წუნდის საერისთავო. ერისთავის გამგებლობაში შედიოდა ჯავახეთი, კოლა, არტაანი.
წუნდაში იყო საეკლესიო ცენტრიც (ვარაუდით - კუმურდოს საეპისკოპოსოს). ქალაქზე გადიოდა ბიზანტიიდან ქართლში მომავალი გზა, რომალმაც დიდი როლი ითამაშა წუნდის დაწინაურებაში.
X საუკუნისათვის წუნდა თანდათან დაქვეითდა და ჯავახეთის ცენტრი თმოგვის ციხეში გადაიტანეს.
წუნდის მატერიალური კულტურული ძეგლთაგან შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი - XII-XIII საუკუნეების დარბაზული ეკლესია. პატარა კლდეზე აღმართული ეს ეკლესია, ნაგებია სუფთად გათლილი სწორი კვადრებით, კარ-სარკმლების ჩარჩოები და კარნიზი მდიდრულადაა მოჩუქურთმებული. დასავლეთ კარზე ასომთავრული წარწერაა. სამხრეთით მიშენებულია კარიბჭე, რომლის სვეტებიც ასევე უხვადაა მოჩუქურთმებული. ეკლესია რესტავრირებულია 1938 წელს. შემორჩენილია სამრეკლო, აგრეთვე გელაზის ქვები და ქვაში ამოჭრილი საწნახლები.
ნაქალაქარის ჩრდილოეთით მდ. მტკვრის მარჯვნივ, XIX საუკუნეში ჯერ კიდევ იდგა ნაციხარი - "ვერანყალა".
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%AC% ... 3%E1%83%90
საქართველოსთვის!
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
ზედა თმოგვი
ზედა თმოგვის ეკლესია - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამნავიანი ბაზილიკა. ვარძიისა და თმოგვის ციხის ჩრდილოეთით, მაღალ მთიან პლატოზე. ნაგებია კარგად გათლილი რუხი ქვით, გადახურულია ლორთფინებით. მაღალი და განიერი ცენტრალური ნავი გევრდის ნავებისაგან ორ წყვილ ბოძზე დაყრდნობილი სამ-სამი თაღითაა გამოყოფილი. სამხრეთ ფასადზე სწორკუთხა ჩარჩოში ჩასმული ჩუქურთმებითა და წარწერებით შემკული შესასვლელია. ბაზილიკის ჩრდილოეთ კედელში ჩართულია VIII-IX საუკუნეების მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის სამხრეთი კედელი შესასვლელითურთ. ბაზილიკის ერთ-ერთი წარწერიდან ირკვევა, რომ იგი აუგია იოვანე ჭიმჭიმელის ძეს ერისთავთ-ერისთავს ფარსმანს ბაგრატ IV-ის (1027-1072) დროს. ძეგლს რამდენიმე აღდგენა-გადაკეთების კვალი ემჩნევა.
გვერდწითელი რ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, გვ. 495, თბ., 1979
http://ka.wikipedia.org/wiki/ზედა_თმოგვი
http://saunje.ge/index.php?id=477&lang=ka
თმოგვის ციხე
ისტორიული ციხე - ქალაქი საქართველოში, ჯავახეთში, მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე (ახლანდელი ასპინძის მუნიციპალიტეტი, სოფელი თმოგვში).
წყაროებში პირველად იხსენიება X საუკუნეში. კონტროლს უწევდა გზას, რომელიც წინა აზიიდან მტკვრის ხეობით საქართველოში შემოდიოდა. თმოგვის ციხის დაწინაურება უნდა დაწყებულიყო IX-X საუკუნეებში, ქ. წუნდის დაკნინების შემდეგ. X საუკუნეში არაბებმა სცადეს მისი აღება, მაგრამ უშედეგოდ. X საუკუნის დასასრულს და XI საუკუნის დასაწყისში თმოგვის ციხე სამეფო ხელისუფლებას ემორჩილებოდა. 1073-იდან დიდებული ნიანია ქუაბულისძე და მისი მემკვიდრენი ფლობდნენ, შემდგომ საუკუნეებში პერიოდულად — მსხვილი ფეოდალური საგვარეულოები - თორელები, მხარგრძელები, შალიკაშვილები და ჯაყელები. თმოგველ ფეოდალთა კარზე გაშლილი იყო ლიტერატურული საქმიანობა (სარგის თმოგველი). 1578 თმოგვის ციხეს ოსმალები დაეუფლნენ, ამის შემდეგ იგი თავისი მიმდებარე ტერიტორიით ოსმალეთის პოლიტიკური-ადმინისტრაციული ერთეულში - ახალქალაქის ლივაში შედიოდა. რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 ომის შემდეგ ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრელების (1829) თანახმად ოსმალეთმა საქართველოს სხვა ტერიტორიასთან ერთად თმოგვის ციხეც დათმო.
თმოგვის ციხე აგებულია მაღალ კლდოვან მთაზე. რელიეფის თავისებურების გამო მისი ზღუდები სხვადასხვა სიმაღლეზეა ამოყვანილი. შედარებით უკეთ არის შემონახული ციხის დასავლეთი ნაწილი. აქ იგი კლდის დამრეც ფერდობზე სამ საფეხურად არის ამოშენებული კედელ-ბურჯებით. სამხრეთ-აღმოსავლეთით კედელი ებჯინებოდა ქვაბს, რომელიც კლდეში გაყვანილი საიდუმლო გვირაბით უკავშირდებოდა ზემოთ ციტადელს და ქვემოთ მდ. მტკვარს. ციხის შუაგულში მცირე ფართობი მთლიანად ნაგებობებს ეჭირა. ბაზალტის ცოკოლზე აღმართული, გათლილი ტუფის კვადრებით ნაშენი, ორფერდა სახურავით გადახურული სწორკუთხა ნაგებობა, როგორც ჩანს, ეკლესია იყო. თმოგვის ციხის მნიშვნებლობაში ორი ძირითადი ფენა გაირჩევა. უძველესი ფენა ნაშენია ტუფის გათლილი კვადრების თანაბარი რიგებით. უხეშად დამუშავებული ნატეხი ქვით ნაგები კედელი კი, გვიანდელი აღდგენა-რეკონსტრუქციის ხანას მიეკუთვნება. ციხის კედლებს გარეთ, დასავლეთით ხევში, კლდის მასივში გამოკვეთილი წმ. ეფრემის ეკლესია, კლდეშივე კამოკვეთილი კანკელით, მეორე ეკლესიის ნანგრევებში შემორჩენილია XIII საუკუნის კედლის მხატვრობის ფრაგმენტები.
მტკვრის ორივე ნაპირზე ნასოფლარები და სასახლეთა ნანგრევებია. მარცხენა ნაპირის სასახლის ნანგრევები მშენებლობის უძველეს ფენას მიეკუთვნება, მარჯვენა ნაპირისა კი — გვიანდელს და XIV საუკუნის შუა წლებით თარიღდება. მდ. მტკვარზე შემორჩენილია ხიდის ბურჯების ნაშთი. ერთი ხიდი სასახლეებს აკავშირებს, მეორე კი ტრანსპორტისათვის ყოფილა განკუთვნილი. ციხე-ქალაქი რამდენჯერმე დაანგრია ძლიერმა მიწისძვრამ (1089, 1283, 1319 და სხვა).
http://ka.wikipedia.org/wiki/თმოგვის_ციხე
http://saunje.ge/index.php?id=478&lang=ka

Last edited by burdiani on 11 აპრ 2012, 19:15, edited 1 time in total.
საქართველოსთვის!
- tsqnafunia
- ბოდიალა
- Posts: 177
- Joined: 14 ივლ 2008, 17:20
- Location: skami
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
ეს ფოტო როგორ გამიხარდააააა
შოდა, სხვაგან რომ დავდო, ხალხს რომ ვაჩვენო, შეიძლება? ხატის გამო მინდოდა...
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
tsqnafunia
რა თქმა უნდა
ცუდია ამდენი ხანი ელოდე და ვეღარ წამოხვედი
რა თქმა უნდა
ცუდია ამდენი ხანი ელოდე და ვეღარ წამოხვედი
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
- tsqnafunia
- ბოდიალა
- Posts: 177
- Joined: 14 ივლ 2008, 17:20
- Location: skami
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
shoda1121
შენ რომ იცოდე, როგორ ვათვალიერებ ამ ფოტოებს, გული მეწურება...
დიდი მადლობა
შენ რომ იცოდე, როგორ ვათვალიერებ ამ ფოტოებს, გული მეწურება...
დიდი მადლობა
არ არსებობს სიყვარული ტკივილის გარეშე, - თქვა კურდღელმა და მთელი ძალით ჩაეხუტა ზღარბს
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
შორეთზე ადის ჯიპიც მაგრამ მეორე მხრიდან ჩვენ მოკლე გზით ავედით, ჩემი მეგობრებიარიან ნამყოფი მანქანით!!! აი ტრეკიც
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
ზემო ვარძიის მონასტერი
ვარძიის ქვაბთა ანსამბლიდან 2 კმ-ის დაშორებით, ვიწრო ხეობაში აღმართულია ზედა ვარძიის XI საუკუნის ეკლესია. XII ს-ში ის იქცა სამეფო მონასტრად, რომელიც გიორგი III-ის მსახურთუხუცესმა - აფრიდონმა მოახატვინა. ტაძარს დასავლეთიდან მიდგმული აქვს მინაშენი, რომელიც ვიწრო და დაბალი დერეფნით სამალავში გადადის. სამხრეთით კლდეზე მიშენებულია განდეგილი ბერის სენაკი. მონასტრის ქვემოთ ქვაბულში კლდეში ნაკვეთი ეკლესიაა. ზედა ვარძიის წარწერებში იხსენიებიან ისტორიული პირები: ლიპარიტ ბაღვაში (XI ს-ის 30-60-იანი წლები), ბაგრატ IV (1027-1072), კალატოზი კვირიკე ვახტანგის ძე (XI ს-ის II ნახ.), აფრიდონი (XII ს-ის II ნახ.).
http://heritagesites.ge/?lang=geo&page=325
საქართველოსთვის!
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
გელსუნდის გამოქვაბულთა კომპლექსი
ასპინძის რაიონის, სოფ. ტოლოშის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან – 1232 მეტრზე, სოფელ გელსუნდას ნასოფლარში განლაგებულია განვითარებული შუასაუკუნეების გამოქვაბულთა ორიარუსიანი კომპლექსი. აქვეა ეკლესია, რომელიც გამორჩეულია საკურთხეველში არსებული ფართო სარკმელებით ქვაბულებში აღმოჩენილია სხვადსხვა პერიოდის სამარხები.
http://heritagesites.ge/?lang=geo&page=289
საქართველოსთვის!
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
სარო — სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში (ხიზაბავრის თემი). მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში. ზღვის დონიდან 1480 მეტრი, ასპინძიდან 17 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 237 კაცი. სოფლის მიდამოებში მოიპოვება ბაზალტი და ანდეზიტი.
ჯავახეთში, ისევე, როგორც მთელ სამხრეთ ამიერკავკასიაში, მაშინდელი დასახლების (ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეული მაინც, თუ უფრო ადრე არა) გავრცელებული ტიპი უნდა ყოფილიყო გამაგრებული სამოსახლოები. დ.ბერძენიშვილი აბულისა და შაორის უძველეს დასახლებასთან ერთად საროს სამოსახლოსაც ამგვარ გამაგრებულ პუნქტად მიიჩნევს.
სოფელ საროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალა თვალნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ სოფელი და მისი შემოგარენი ადრეული ხანიდანვე აქტიურად უნდა ყოფილიყო ჩართული იმ კულტურულ-ეკონომიკურ ურთიერთობებში, რომელსაც ადგილი ჰქონდა სამცხე-ჯავახეთში ჯერ კიდევ ჩვ.წ.აღ.-ით II ათასწლეულის შუა ხანებიდან მოყოლებული ელინისტური და ფეოდალური პერიოდის ჩათვლით.
ადრეული ხანიდანვე სოფელი სარო და მისი შემოგარენი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პოლიტიკურ-ეკონომიკურ ცენტრს რომ წარმოადგენდა, სხვა მონაცემებთან ერთად, ამაზე მეტყველებს მის ტერიტორიაზე შემორჩენილი თავისი განლაგებით მეტად ორიგინალურ ციხესიმაგრეთა კომპლექსი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ კომპლექსში შემავალი თითოეული ციხესიმაგრე რთულ, დამოუკიდებელ გამაგრებულ ობიექტს წარმოადგენდა.
მკვლევართა ნაწილი საროს ციხეებს ერთ სიმაგრედ მიიჩნევს. მათი აზრით საროს ციხე სამი ნაწილისგან შედგება:
„ქვეუბნის ციხე“, რომელიც სოფლის ბოლოს დასავლეთითაა (ქვეუბანი)
„ზედა ციხე“, ანუ საყდრის ციხე, რომელიც მთავარანგელოზის ეკლესიის სიახლოვესაა
„ახალი ციხე“, ანუ კოშკი საყდრის ციხის ჩრდილო დასავლეთით
თავისი განლაგებითა და კონსტრუქციით თითოეული ეს ციხესიმაგრე დამოუკიდებელ კომპლექსად შეიძლება ჩაითვალოს.
სოფელ საროს შემოგარენში არსებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლები (სამარხ-სამაროვნები, ციხესიმაგრეები, უძველეს საცხოვრებელთა ნაშთები, საკულტო სალოცავები და ა.შ.) დასტურია იმისა, რომ ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდში (ჩვ.წ.აღ.-ით XV-XIVსს) და ელინისტურ ხანაში (ძვ.წ.აღ.-ით IV-III სს) ისტორიულ ჯავახეთში, კერძოდ, ჯავახეთის ზეგანის ქვედა პლატოზე (სარო-ხიზაბავრის მიდამოები) ინტენსიური ცხოვრება ყოფილა. შეიძლება ვთქვათ, რომ აქ ცხოვრება არ ჩამქრალა სულ ცოტა ძვ.წ. III ათასწლეულიდან დღემდე.
საროს სამივე ციხისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიძლება გვქონდეს ელინისტური და კიდევ უფრო ადრეული ხანის დიდი ქალაქური დასახლება, მსგავსად ოკამის გორისა, რომლის ფუნქციონირების პერიოდი სავარაუდოა, რომ არ შეწყვეტილა ფეოდალურ ხანაშიც.
ქვეუბნის ციხე
ეს ნაგებობა მეგალითური ანსამბლია და დღევანდელი დასახლებული პუნქტიდან დაახლ. 800-1000 მეტრის დაშორებით დასავლეთ მხარეს მდებარეობს. ციხეს აღმოსავლეთით ესაზღვრება ბაღები, სამხრეთით — სახნავ-სათესი „ბერბუკების“ სახელწოდებით, ჩრდილო დასავლეთით კი ფრიალო კლდეები. შეიძლება ითქვას, რომ ციხე ფრიალო კლდეზეა (ქარაფზე) აგებული, ნაგებობას საკმაოდ დიდი ფართობი უკავია. კედლის წყობაში გამოყენებულია შერჩეული და დამუშავებული დიდი ზომის (დაახ. 1,0-1,5 მ. სიგრძისა და 0.8-1,0 მ.სიმაღლის) ბაზალტის თლილი ქვები. კედლის შუა ნაწილი, ქვებს შორის, ქვების წვრილი ნატეხებით, ე.წ. „ხურდითაა“ შევსებული. კედლები მშრალი წყობითაა ნაგები (რაც მეგალითური კულტურისთვისაა დამახასიათებელი). განსაკუთრებით საყურადღებოა შესასვლელი კარის კონსტრუქციები, სადაც გამოყენებულია დამუშავებული უზარმაზარი ქვის ლოდები.
როგორც ჩანს, ციხის გალავნის კედლები კლდის მასივზე საძირკვლის გარეშეა აგებული, ეს კი მკვლევარებს აფიქრებინებს, რომ კედლები მაინცდამაინც მაღალი სიმაღლისა არ უნდა ყოფილიყო. დღეისათვის მისი სიმაღლე 2,5-3 მეტრამდეა შემორჩენილი. გალავნის კედლების სისქე 2,4 მეტრია. არის შემთხვევები, ფასადის მხარეს საგანგებოდ თაღურად დამუშავებული წყობის გამოყენებისა. აქ ჩახჩისებურ კონსტრუქციასთან უნდა გვქონდეს საქმე. რა დანიშნულება ჰქონდა მათ, ჯერჯერობით უცნობია.
1991 წელს ქვეუბნის ციხის ტერიტორიაზე დაზვერვითი არქეოლოგიური სამუშაოები ჩატარდა პროფ. ო. ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. აღმოჩენილია საკმაოდ დიდი ფართობის 50მ.X25მ. დარბაზი, ოროთახიანი ნაგებობა, დარნები და ხაროები (ხორბლის შესანახი ორმოები), ძვ.წ.აღ.-ით XV-XIV საუკუნის ელინისტური ხანის სამაროვანი. სიმაგრის ტერიტორიაზე მოპოვებული კერამიკული მასალა ძირითადად გვიანბრინჯაოს ხანისაა, არის ასევე უფრო ადრეულიც და ფეოდალური ხანისაც. სიმაგრის ძველი კედლები შეიძლება ელინისტური და უფრო ადრეული ხანის ფენას დაუკავშირდეს.
ციხის სამხრეთის მიმდებარე ტერიტორიაზე ე.წ. „ბერბუკების სამაროვნებში“ მოპოვებული არქეოლოგიური მასალები გვიანი ბრინჯაოს ხანის საწყის პერიოდს განეკუთვნება და პარალელები საქართველოს სხვა რეგიონებშიც (თრიალეთი, მაჭიხეთი და ა.შ.) აღმოჩენილ მასალებთან ეძებნება. აღმოჩენილი მასალა ჯავახეთის ზეგანზე (ჯავახეთის პლატოს ქვედა ტერასა – სარო-ხიზაბავრა) მცხოვრები ხალხის სხვა რეგიონების მოსახლეობასთან ურთიერთობის შესწავლის თვალსაზრისითაც მეტად საყურადღებო უნდა იყოს.
ქვეუბნის ციხის სიახლოვეს, სამხრეთით, დღესაც ჩანს სხვადასხვა ხასიათის ნაგებობათა ნაშთები, რომელთა მშენებლობის ტექნიკა მეგალითურია და ხასიათდება მშრალი წყობით. აქვეა დარანიც, რომლის შესასვლელი უზარმაზარი თლილი ქვებით იყო გაკეთებული. ქვის დამუშავების ტექნიკა ისეთივეა, როგორიც ციხის კედლების ქვებისა.
ზემო, ანუ საყდრის ციხეები
გ. ბოჭორიძის მითითებით „ეკლესიის დასავლეთით არის ორი ციხის ნანგრევი. იგი ნაშენია უზარმაზარი ლოდებისაგან. პირველში არის კირით გალესილი ორმო. ამ შენობებს კირი არ აქვს“. მართლაც, ზემო ციხე ორი ციხისაგან შედგება. პირველი არის საყდრის ციხის სამხრეთ დასავლეთით, რომელიც დამუშავებულია უზარმაზარი ქვის ლოდებით (სიგრძე 2,5-2,5 მეტრი, წონა 150-200 ტონამდე).
შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთის კედელი (XX საუკუნის 60-იან წლებამდე ეს კედელი თვალნათლივ ჩანდა, 70-იანი წლებიდან მოსახლეობამ მისი ქვების ნაწილი დაჭრა და სახლის მშენებლობაში ქოშის, ანუ კუთხის ქვებად გამოიყენა). შეიძლება ითქვას, რომ ეს ციხე ციკლოპურ ნაგებობას განეკუთვნებოდა. მისი მშენებლობისა და კონსტრუქცია-არქიტექტურის დადგენა არქეოლოგიური შესწავლით უნდა მოხდეს (მისი სახელწოდება მოსახლეობაში ვერ დავაფიქსირეთ. სამწუხაროდ, მის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებშიც არ მოგვეპოვება).
შეიძლება ითქვას, რომ საყდრის მეორე ციხე პირველის ტერასულ-იარუსული გაგრძელებაა. მისი დასავლეთის კედელი ფაქტიურად პირველის აღმოსავლეთის კედელს ეყრდნობა. ეს მეორე ციხე ეკლესიასთან საკმაოდ ახლოსაა (დაახლოებით 50-60 მეტრის დაშორებით) სამხრეთის და ნაწილობრივ დასავლეთის კედლები ფრიალო ქარაფის პირიდან იწყება. ციხის კედლები დიდი ზომის (1,0-1,3 მეტრი) გათლილი ქვებით მწყობრადაა ნაშენი. ციხის შიდა ფართი საკმაოდ დიდი ზომისა იყო, რომელშიც შეინიშნებოდა ცალკე სათავსოების ნაშთები. ერთ-ერთ ასეთ სათავსოში უკანასკნელ დრომდე შემორჩენილი იყო მარცვლეულის შესანახი კირითა და ქვით ნაგები საკმაოდ დიდი ზომის ორმო. ციხეს შესასვლელი ჩრდილოეთიდან ჰქონია.
ახალი ციხე, ანუ ციხე–კოშკი
სოფლის განაპირას, დასავლეთით, სამცხის ქვაბულის სამხრეთით, წამოზრდილ გორაკზე, შემორჩენილია ციხის ნანგრევების ნაწილი, რომელსაც მოსახლეობა „კოშკის“ სახელით მოიხსენიებს. კოშკი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი, სამხრეთ-დასავლეთი) მიუვალია, მხოლოდ აღმოსავლეთის მხრიდან აქვს მისასვლელი. სოფლის ამ უბანში, კოშკის ციხის სიახლოვეს, დღესაც შემორჩენილია დიდი ზომის ქვებით მშრალად (კირხსნარის გარეშე) ნაგები უძველესი საცხოვრებელი ნაგებობების ნაშთები
კოშკის ჩრდილო-აღმოსავლეთით დღესაც შეიმჩნევა საკმაოდ დიდი სიგანის (დაახლოებით 2,5-3,0 მეტრი) კირ–ხსნარით ნაგები გალავნის ნაშთები, რომელნიც აღმოსავლეთით ბუნებრივ კლდეს უერთდება. თვითონ ციხე ნაგებია კირ-ხსნარით. გ. ბოჭორიძის თქმით, მთავარანგელოზის „ეკლესიის ჩრდილოეთით არის კოშკი ქვიტკირით ნაშენი, მასზედ არის 12 ბათმანიანი ქვევრი ქვის სარქველით“. შეიძლება ითქვას, ეს ქვევრი, ნახევარზე მიწით ამოვსებული, დღესაც ადგილზეა.
კოშკის ციხის გორაკს სამხრეთით და ჩრდილოეთით ძნელად მისადგომი დიდი ზომის ბუნებრივი გამოქვაბულები (მღვიმეები) აქვს. ამ ფაქტთან დაკავშირებით გ. ბოჭორიძე აღნიშნავს: „ეს კოშკი დგას ციცაბო კლდეზე, რომელსაც ჩრდილოეთით და დასავლეთით აქვს ღრმა ხევები. მის ქვემოთ არის მრავალი მაღარო კლდეში. ზოგი ქვითკირით ნაშენი, ზოგში დარჩენილია ხისა და რკინის ნაწილები“. როგორც ჩანს, მოსახლეობა ამ მღვიმეებს საშიშროების დროს „სახიზრებად“ იყენებდა.
კოშკის ციხის გარკვეული ნაწილი დიდი ზომის თლილი ლოდებით რომ უნდა ყოფილიყო ნაშენი, ამას მოწმობს იქიდან დაგორებული ასომთავრულ წარწერიანი, გათლილ-გამოკვეთილი კედლის ქვა, რომელიც სოფლიდან ნიჯგორისკენ მიმავალ ბილიკთან ახლოს, მარჯვენა მხარეს, დიდი ხნის განმავლობაში იდო. მისმა წარწერამ არაერთი მკვლევარის ყურადღება მიიქცია.
XX საუკუნის 60-იან წლებში ეს წარწერიანი ქვა გადატანილი იქნა ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს ეროვნულ მუზეუმში. წარწერის შინაარსი ასეთია: „ქრისტე ადიდე ძლიერი და უძლეველი მეფეთა მეფე დემეტრე, რომელმან რე*ი მამულობით გვიბოძა და მაჭის მამული. მას ჟამსა ესე ციხე ავაგეთ. მე ვაჩე დავწერე ძემან გურგენისამან“. დ. ბერძენიშვილის შეხედულებით „წარწერა XII საუკუნისა უნდა იყოს, რეხი კი შესაძლოა საროსთან ადგილის დამახასაითებელი სახელწოდება ყოფილიყო. რეხი ქვიანი გზაა კლდოვან კალთაზე“.
ივ. როსტომაშვილის 1901 წელს გამოქვეყნებული ინფორმაცია საროს შესახებ:
ვიკიციტატა
„სოფელი სარო ძევს ჯავახეთში. ახალქალაქის მაზრაში, 25–3– ვერსზე ახალქალაქიდამ ჩრდილო–დასავლეთისაკენ მისგან. ჯავახეთის ვაკე–გორს განაპირზედ. საიდამაც ვითარცა ხელის გულზედ, იხილეს მშვენიერი სანახები მტკვრის ამწვანებული ხეობისა.
საროს მცხოვრებნი სულ მართლ–მადიდებელნი ქართველები არიან. ჰყავთ მღვდელი, აქვთ სასწავლებელი, სცხოვრობს აქ ერთი კომლი მაჰმადიანიც, ტომით ქართველი და ორბელიანია.
საროში აღსანიშნავია რამდენიმე ნაშთი, სახელდობრ – სამი ციხე ვაკეგორის განაპირზე, საშინელს ნაპრალს და ღრმა ხევის პირად. აი ზედ ამ ნაპრალის პირად აგებულია საუკუნიანის ლოდებით სამივე ციხე შორი–ახლო ერთი–ერთმანეთისაგან [...]. პირველი ციხე წარმოადგენს გურგვალს, კოშკისებურ შენობას, რომლის შიგნით მთლად ჩაკირულია დუღაბით, ზემო ნაწილი ციხისა მონგრეულია და ქვები მისი ყრია აქვე ახლო.
აქვეა ერთი მოზრდილი ქვა, რომელზეც დაცულია ასო–მთავრული წარწერა. მასში ჩვენ ამოვიკითხეთ შემდეგი სიტყვები: „ქრისტე, ადიდე თამარი, დაუძლეველი მეფეთ–მეფე“. დანარჩენი აზრი კი სისრულით ვერ გავიგეთ, თუმცა ადვილად იკითხვის აგრეთვე სიტყვები: „გამრეკელსა“, „ესე“, „ციხე“ და სხვა, მაგრამ წარწერის სრული აზრი კი ვეღარ აღვადგინეთ. [...].“
ეს წარწერა წაიკითხა ჯერ ექვთიმე თაყაიშვილმა, შემდეგ ნახა ნიკო ბერძენიშვილმა და იგი ვ. ცისკარიშვილის „ჯავახეთის ეპიგრაფიკაშია“ შესული. ეს გახლავთ არა თამარ მეფის, არამედ დემეტრე II–ის წარწერა:
ვიკიციტატა
„ქრისტე ადიდენ ძლიერი და ო
ძლეველი მეფეთა მეფე
დემეტრე, რომელმან რეფი მა
................მულობით
გვბოძა. მას ჟამსა ესე
ციხე ავაგეთ. მე ვ.
აჩე დავწერენ
ერისთავთ ერისთავისანი და მა
....................ჯას მა
მული.“
http://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1% ... 0%E1%83%9D
საქართველოსთვის!
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
ჯავახეთის დაცული ტერიტორიები ახლა დაიტანეს საიტზე სააგენტომ და საროს ფოტოები უდევთ:
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id ... =1&id=1061
http://www.dpa.gov.ge/index.php?site-id ... =1&id=1061
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
seamos realistas hagamos lo imposible
اهدÙنَــــا الصÙّرَاطَ المÙستَقÙيمَ
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
ესეც შორეთის გზები.
წითლით აღნიშნულია შოდას მიერ ნაჩვენები ჯიპების გზა, ხოლო ყვითლით ჩვენს მიერ გავლილი ბილიკები. 10კმ-მდე გამოგვივიდა სიარული მანდ.
Uploaded with ImageShack.us
მაქსიმალური სიმაღლე 1860 მეტრია
1340-დან დავიწყეთ და დავამთავრეთ

а в горах по утрам туман, дым твоих Ñигарет,
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
еÑли хочешь Ñоити Ñ ÑƒÐ¼Ð°, лучше ÑпоÑобов нет !!!
სამცხე–ჯავახეთი pro 7-9 აპრილი, 2012
Archil
მთელი გასვლის ტრეკი ხომ არ გაქვს, ?
მთელი გასვლის ტრეკი ხომ არ გაქვს, ?
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას
მგზავრობას ჩვენსას