უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 13:06


1. მარშუტი:

მიჯნის ყურე – ქურციკების ვოლიერი – მინგეჩაურის წყალსაცავის ზედხედი (უახლოეს მთაზე ავედით) – დაბანაკება და მფრინავი კარვები უძლიერეს ქარში – მერცხლების ქალაქი უმერცხლოდ ჯოჯოებით :) – დალის წყალსაცავი (საზაფხულო გარუჯვით) – ტახტი – თეფას ტალახიანი ვულკანები – არწივის ხეობაში ჩანჩქერზე ღამეული ლაშქრობა ტურების ყმუილის თანხლებით

2. გავლილი მანძილი

დაახლ. 300კმ თბილისი–დედოფლისწყარო–თბილისი; და დაახლ. 300კმ დედოფლისწყარო–ნაკრძალი მიჯნის ყურეს მიმართულება–უკან ტახტი–თეფას მიმართულება–დედოფლისწყარო


3. გზის მდგომარეობა:

გზა ცუდ მდგომარეობაშია მიჯნის ყურეში განსაკუთრებით–აუცილებელია ორხიდიანი. ტახტი–თეფას მიმართულებით კი სამარშუტო+ფეხითაც შეიძლება წასვლა, არწივის ხეობა ახლოსაა ქალაქთან ასევე.


4. მარშუტის სირთულე:

მარშუტი ტრანსპორტისთვის რთულია ბევრი ცუდი გზები უნდა დახაზოს; ფეხით ადვილი.


5. მარშუტის ხანგრძლივობა:

2დღე


6. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:

ტალახის ვულკანები, მერცხლების ქალაქი, მიჯნის ყურის კანიონები, ქურციკების ვოლიერი, არწივის ხეობა, დალის და მინგეჩაურის წყალსაცავები.


7. დამატებითი ინფო:

apa.gov.ge


8. საბანაკე ადგილები:

ნაკრძალი ითხოვს საბანაკე ადგილზე 5 ლარს გადასახადს. და ითხოვენ რომ დარჩე ან ქუციკებთან ახლოს ან მიჯნის ყურეში ბუნგალოებში ან კარვებში. ბუნგალოების ფასი გაიზარდა და ახალი სეზონიდან 40 ლარს შეადგენს


9. სასარგებლო საკონტაქტო ინფორმაცია:

593 93 13 81 ამ კაცმა წაგვიყვანა, 350 ლარი მივეცით 2 დღეში დედოფლისწყაროდან ნაკრძალში. ჰყავს 10 კაციანი უაზი, რომელიც კარგ მდგომარეობაშია (16 ადამიანიც ეტევა)


10. გასვლის თარიღი :

31.03-1.04.2012
11. –12 კოორდინატები: მომაწვდიან და დავდებ


ეს არ იყო კარვული გასვლა, მე კობერა, ხატია არ ითვლება. თუმცა რაკი წამოვიდნენ ბავშვი და არჩილ კარველებიდან და ამასთან სამომავლოებში იყო თემა გახსნილი აქაც დავწერ ძირითად მომენტებს; მითუმეტეს მინდა რომ იმათ ვინც კარავს კითხულობს იცოდეს რომ იჯიპოდაც გამოვა!



არ დაგვხვდენ მერცხლები თუმცა ვიხილეთ ქურციკები რაკი ვოლიერში არიან გაშვებული, ფოცხვერიც დავინახეთ, ვუსმინეთ ტურების ყმუილს :) და ვნახეთ ბლომად მრავალფეროვანი ჩიტები....
––
მარშუტის ორგანიზება კაბადოკიას ვაკეთებ ეხლა და კაბადოკიაზე ერთი 6ჯერ უფრო გამიჭირდა :) 350 ლარი გადავუხადეთ უაზს და 10 ადგილზე 15 ვიჯექით პლიუს ბარგიც, კარვებიც; თუმცა სამარშუტოში როცა ჩავჯექით უკვე მეუცხოვა ისე შევეჩვიე უაზს :) ძალიან მაგრად დადიოდა :)
==
ძალიან მომეწონა ტახტი–თეფა: რაც ფოტოზეა იმაზე ორჯერ–სამჯერ უფრო საინტერესოა; ასევე დალის წყალსაცავი ძალიან ლამაზია დალის მთის სილუეტით; უმაგრესი იყო მინგაჩაურს როცა გადმოვხედეთ ქუციკების ვოლიერის სიახლოვეს მაღალი მთიდან; მიჯნის ყურის კანიონები და ალესილები იგივეა რაც ფოტოზე თუმცა ალბათ როცა საკმლის ხეც გამწვანდება უფრო საინტერესოც იქნება ველური დასავლეთის შეგრძნებით. მერცხლების ქალაქი ვნახეთ და ბუდეები იყო მაგრამ არა მერცხლები; მთლიანობაში: დათვის ხევი–მერცხლების ქალაქი–პანტიშარა–ალესილების მონაკვეთი ნაკლებად საინტერესო აღმოჩნდა ვიდრე მეგონა.
==
სახალისო ამბები:
მფრინავი კარვები: ღამით ისეთი ქარი იყო ერთი კარავი გაფრინდა :)
ასევე ის რომ არწივის ხეობაში მისვლა გვინდოდა და მძღოლმა არწივის ხეობის გადასახედთან მიგვიყვანა–საქეიფო მარშუტთან :) ჰოდა იქიდან ფეხიტ წავედით დედოფლისწყაროს მიმართულებით: თუმცა ტყეში ყვავილებში გორაობის შემდეგ რომ დავრეკეთ თბილისიდან სამარშუტო ახალი გამოსული იყო ჩვენს წასაყვანად :) ჰოდა, რაკი დრო გვქონდა ორიენტაცია ავიღე არწივის ხეობისკენ და ორი გოგო წავიყვანე: დანარჩენები სათამაშოდ დარჩნენ მინდორში, გადავფრინდით მდინარეებზე და ცავედიტ ჩანჩქერზე სადაც დაგვიღამდა კიდეც; ამ დროს დავინახე ფარნიანი ხალხი მეგონა ჩვენს მოსაძებნად წამოვიდნენ ვინმე, არადა კარაველები ბავშვი და არჩილ– რომლებიც მე დედოფლისწყაროში მეგონენ ჩასულები ამოსულან ტაქსით ნაკრძალის შესასვლელთან ქალაქიდან როცა გაიგეს რომ მე ჩანჩქერზე მაინც წავედი და ჩვენს მერე ტურების ყმუილის ფონზე დალაშქრეს არწივის ხეობა :) უდაბნოს შემდეგ ისევ მწვანე ბუნებაში დაბრუნებამ ძალიან გამახალისა :)
საბოლოო ჯამში ძალიან კარგი გასვლა გამოვიდა, ნაკლებად სალაშქრო მაგრამ 2 ლაშქრობა მაინც იყო :)
Last edited by shoda1121 on 02 აპრ 2012, 18:40, edited 5 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 13:08

ფოტოებსაც დავდებ რამოდენიმეს როცა მექნება :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 13:46

Image

მიჯნის ყურე :)სადაც რომც მოვინდომოთ 1ხიდიანით მისვლა არ გამოვა; (არადა გამოვა ტახტი-თეფაზე ლაშრობით ასვლა 2ხიდიანის გარეშე

ქურციკებს ბავშვი უკეთეს სურათს გადაუღებდა :) დააფრთხო ახლოს მივიდა ფოტოს გადასაღებად :)

Image

ქურციკების ვოლიერიდან ბალახში წამოწოლილზე გადაღებული ფოტოები :)

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 13:54

დალის მთა:

Image
Last edited by shoda1121 on 02 აპრ 2012, 14:21, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 13:57

Image
კავკასიონზე ხედი:
ამ ფოტოს სხვა აპარატი უკეთ გადაიღებდა: უდაბნოების უკან ულამაზესი თოვლიანი კავკასიონი ჩანდა


ფლეშით გადაღებული ყვავილები საღამოს არწივის ხეობის ახლოს ტყეში:

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:03

Image
მინგეჩაურის ზემოთ მთა დავლაშქრეთ:
ბავშვს და ხატია ვთხპვ რომ მომაწოდონ მინგეჩაურის უკეთესი ფოტო :)

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:06

Image

მერცხლების ბუდეები
Last edited by shoda1121 on 02 აპრ 2012, 14:20, edited 1 time in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:13

და ტურის ვარსკვლავური სანახაობა:
აზერბაიჯანის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა :)
ბუნების ძეგლი: ტახტი–ტეფას ტალახიანი ვულკანები: სადაც უჯიპოდაც შეგიძლიათ მოხვედრა უდაბნოში ლაშქრობას თუ მოიდნომებთ და ფეხიტ გავლას კმ–ების:

Image

Image

Image

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:18

Image

Image

Image
შავი ოქროს მდინარეები

Image

კრატერები:
Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:21

შინდის ხეები: არწივის ხეობის ახლოს:
Image


შებინდებისას გაზაფხულის ტყეში წამოგორებით მიღებულ სიამოვნებას ეს სურათი ვერ გადმოსცემს და საერთოდ რა შუაშია სურათები :) მე კი მაქვს 90 სურათამდე გადაღებული და გადმოგიგზავნით :)

Image



ისევ წყალსაცავი:
ნადირობის ქალღმერთის დალის წყალსაცავი სანადირო ადგილებით გამორჩეულ ადგილას ულამაზესი ფერის წყლით

Image
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 14:47

არჩილ ჯპს- კოორდინატები რომ დადო იმ მთის, ტახტი-თეფას, ვიზიტორთა ცენტრის და მერცხლების ქალაქის შეგიძლია? ან ისეთი ტრკი რომ გუგლ დედამიწაში გამოჩნდეს?
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
აცაბაცა
იეტი
Posts: 1760
Joined: 27 ივნ 2005, 13:02
Location: ირმის ნახტომი
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by აცაბაცა » 02 აპრ 2012, 16:24

შოდაჯან, :D დიდი პატივისცემით ძმაო, მაგრამ იქნებ წესის და რიგის მიხედვით მოგვიყვე! :D
ეს შენიშვნად არ მიიღო უბრალოდ ეგრე ვარ მიჩვეული და უფრო სასიამოვნო წასაკითხია ხოლმე! წინასწარ მადლობა !!! თემის გახსნის წესი ბატონო ჩემო იხილეთ აქანე:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=321&start=0
:D :D :D :D :D :D :D :D

კიდევ ერთხელ დიდად გმადლობთ და შემინდეთ თუ უნებურად რამე გაწყენინეთ! :D
ჩაისუნთქე! ამოისუნთქე! ჩაისუნთქე! ჩაისუნთქეეეეე!

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by avtokh » 02 აპრ 2012, 16:36

shoda1121 wrote:და ტურის ვარსკვლავური სანახაობა:
აზერბაიჯანის მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობა :)
ბუნების ძეგლი: ტახტი–ტეფას ტალახიანი ვულკანები: სადაც უჯიპოდაც შეგიძლიათ მოხვედრა უდაბნოში ლაშქრობას თუ მოიდნომებთ და ფეხიტ გავლას კმ–ების:
აზერბაიჯანის რატო? :) ტახტი ტეფა საქართველოს ტერიტორიაზეა ნამდვილად :)
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 16:49

avtokh
მე იმას ვამბობ რომ ეს ჩვენ ტერიტორიაზე კია მაგრამ ზოგადად ეგეთები აზერბაიჯანშია ყველგან და კარგადაც გაა–პრ–ა აზერბაიჯანმა; და მათი მთავარი ტურისტული ღისრშესანიშნაობაა ტალახიანი ვულკანები
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
უაზ-ტური ვაშლოვანი,ტახტი–თეფა,დალი,მიჯნის ყურე 31.03-01.04

Post by shoda1121 » 02 აპრ 2012, 16:50

1 Şəki

Historic mountain capital with an 18th-century khan's palace and a brilliant hotel in an old caravanserai
2 Baku

Century-old mansions, 21st-century towers and a walled medieval city face off in this vibrant boomtown
3 Qobustan

Home to deeply strange mud volcanoes and a reserve of Stone- and Bronze-Age petroglyphs

Read more: http://www.lonelyplanet.com/azerbaijan#ixzz1qt382dSG
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]