ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by avtokh » 27 მარ 2012, 20:36

Kakha wrote: Image
რა საინტერესო ბარელიეფია. გული მწყდება, რომ კოშკთან არ ვარ ნამყოფი.
Image

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by Tamari-ch. » 27 მარ 2012, 20:53

Image

ეს აფთიაქია?

რა საინტერესოა - ბევრჯერ ვარ მანდ ნამყოფი და არასოდეს შემინიშნავს...
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
keto
იეტი
Posts: 1881
Joined: 04 მაი 2006, 23:01
Location: Tbilisi, Georgia
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by keto » 27 მარ 2012, 22:10

Tamari-ch.
Kakha wrote:მაღალანთ ეკლესიის კომპლექსი

კოშკი რომელიც სურათებზეა ტაძრიდან დაახლოებით ორასიოდე მეტრშია, შემაღლებულ ადგილზე. იგი პაპუნა მაღალაძის აშენებულია მეჩვიდმეტე საუკუნეში. რელიეფები და სამშენებლო წარწერა ამ კოშკის კედლებშია ჩაშენებული.

უცნაური თახჩებიანი ნაგებობის ნაშთი პაპუნა მაღალიძის კოშკიდან სამასიოდე მეტრშია დასავლეთით. ლიტერატურაში (მაგალითად ძეგლთა ნუსხაში) ეს ნაგებობა მოხსენიებულია აფთიაქად. თუმცა მას, და ამას ვამბობ როგორც არქიტექტურის ისტორიკოსი, აფთიაქთან საერთო არაფერი აქვს. ეს შეხდულება მოდის ბატონ სალუქვაძის ნაშრომებიდან. ბატონი სალუქვაზე იყო ერთ-ერთი გამორჩეული პროვიზორი და თბილისის ნომერი პირველი აფთიაქის დირექტორი. ნამდვილი გულშემატკივარი და ენთუზიასტი თავისი საქმისა. იკვლევა ფარმაკოლოგიის ისტორიას საქართველოში. მან საქართველოს სხვადასხვა კუთხეში შემორჩენილი ყველა თახჩებიანი სათავსი აფთიაქად მიიჩნია, თუმცა მსოფლიო არქიტექტურის ისტორიაში არასად არაა აღწერილი მსგავსი ნაგებობები როგორც აფთიაქები. არადა თახჩებიანი ნაგებობები მრავლადაა გადარჩენილი მთელს ბიზანტიურ სამყაროში და ისინი ზუსტადაა იდენტიფიცირებული - ეს ნაგებობენი სამტრედეებია. ამას დავამატოდ ისიც რომ ადგილობრივი მოსახლეობა სწორედ რომ ამ ნაგებობას, მაღალაანთ ეკლესიასთან ეძახის სამტრედეს. და ბოლოს, ალბათ შემთხვევითი დამთვევააა, მაგრამ საგულისხმო - ქვათახევში ბერებმა სამტრედე გამართეს და მტრედებს აშენებენ.....
Keep Smiling...

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by Kakha » 27 მარ 2012, 22:32

Tamari-ch.
სწორედ იმას ვწერდი, რომ არც ეს და არც სხვა თახჩებიანი ნაგებობები არაა აფთიაქი. ნახე ზემოთ ქეთოს მიერ ჩემი პოსტის ციტატა.

User avatar
Tamari-ch.
იეტი
Posts: 10747
Joined: 23 აპრ 2008, 20:31
Location: Tbilisi
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by Tamari-ch. » 27 მარ 2012, 23:58

Kakha
უი. ბოდიში.. შემოვირბინე ფოტოებისთვის თემაში და პოსტი არ წამიკითხავს.
და ამდენი მტრედები რაში სჭირდებოდათ?
:roll:
Similia similibus curantur
უჭირს ქართულ საზოგადოებას დღეს, ზრდილობაში და რაინდობაში....

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by avtokh » 28 მარ 2012, 01:09

Tamari-ch.
ფოსტალიონობდნენ მტრედები :)
Image


User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
ქვათახევი-მაღალაანთ ეკლესია, ყოჩივარდები და იები, 25.03.2012

Post by Kakha » 31 მარ 2012, 09:05

არა, კიდევ ვნახეთ სოფელ თელათგორის ეკლესია. ეკლესია სოფლის ცენტრში პატარა ბორცვეზე დგას, სასაფლაოზე. ესაა მარტვი დარბაზული ეკლესია. ასეთები მრავლადაა აღმოსავლეთ საქართველოს სოფლებში. თავის დროზე მინაშენი გაუკეთებიათ.

პირველად ვნახე 2005 წელს. მას შემდეგ ბევრი რამ შეცვლილა. როგორც გოგამ მინთხრა ერთ ადგილობრივ კაცს "აღუდგენ-დაუმშვენებია". კერძოდ შეალესინა და მოახატინა ეკლესია. გალავანი დაარტყა, თუმცა გალავანი არასდროს ჰქონია ამ ეკლესიას და შესაბამისად მისი ხედი მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანაც გალავანმა გაჭრა სასაფლაო. ანუ ნაწილი საფლავებისა გალავნის შეგნითაა და დიდი ნაწილი გალავნის გარეთ. გალავანში ჩაშენებულია კარიბჭე სამრეკლო (ასევე არასდროს ყოფილა ასეთი რამ იქ). გარდა ამისა აუგია სატრაპეზო. კარგად დააკვირდით სატრაპეზო რაზე დგას. ალბათ ხედავთ სვეტები აქვს შეყენებული. ახლა სვეტებს დააკვირდით. ხედავთ, ამ მოღვაწე, გულანთებულ და ალბათ მორწმუნე კაცს რა აქვს სვეტებად გამოყენებული - მართალი ბრძანდებით სასაფლაოდან, მისივე სოფლელების საფლავის ქვები მოუთხრია, რომლებიც ვერტიკალურად დააყენა და სვეტებიც გაკეთდა. აი ასე.

პირველი ფოტო 2005 წელსაა გადაღებული. დანარჩენი ბოლო გასვლის დროს.

Image

Image

Image

Image

Image

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]