Page 1 of 2

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:13
by shoda1121
ძალიან ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი მაგრამ უმეტესად ევროპა-ამერიკა და ა.შ რისი მოყოლაც არ იქნებოდა საინტერესო მაგრამ ამჯერად მოვყვები ყირგიზეთზე ქვეყანაზე რომელიც არც შორსაა მაგრამ ძალიან ეგზოტიკურია ტიან შანით ისიკ კულით, კუმისით და საბჭოთა გადმონაშტების სიმრავლით :)
==
ჩასვლა შესაძლებელია თურქული ავიახაზებით ბიშკეკში პირდაპირ ან ეარ ასტანათი ალმა ატაში საიდანაც ავტობუსებიც დადის; არ გვჭირდება ვიზა;
ასევე შესაძლებელია ავტოსტოპით ირანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი 3კვირიანი/1თვიანი მოგზაურობა :) (უვუზოა ყველასთან)
==
სასურველია ყირგიზეთისთვის 1 კვირა მაინც გამოყოთ თუ გინდათ გულიანად ილაშქროთ ალტინ არაშანის მიმართულებით მაინც; განსაკუთრებით გირჩევთ ე.წ. ტრეკინგის ანუ ცხენების მოყვარულებს: ასევე ლაშქრობის მოყვარულებს(ტიან შანი უკავშირდება ჰიმალაის მთათა სისტემას 7,000იანი მწვერვალებია და უფრო იაფი ჯდება აქ წასვლა ვიდრე ჩინეთში არადა ჩინეთს ესაზღვრება) იაფად და იაფ ქვეყნებში გართობას გულაობის მოყვარულებს :) ღამის ცხოვრება საქარტVელოზე 3-4ჯერ მაგარია ბიშკეკში :)
დამატებითი ინფო:
http://www.lonelyplanet.com/kyrgyzstan
ჯპს საუკეთესო სალაშქრო მარშუტების:
http://www.wikiloc.com/wikiloc/view.do?id=2218128
ალტინ-არაშანი-ალა-კოლის ტბა(ქვემოთ ფოტო)-რომელიმე მწვერვალი(ახლოს ან ასვლა)-ჯეტი ოღუზი არის საუკეთესო მარშუტი;

აქაურებისთვის კარავში ცხოვრება იმდენად ნორმალურია რომ აქვთ იურტები სადაც მათი წინაპრები ცხოვრობენ :))

Image


ცენტრალურ მოედანზე ისევ ყავთ ლენინი :)

Image



და რაც მთავარია ხალხია ძალიან თბილი:

Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:15
by shoda1121
ბუნება უმეტესად ალპური ზონებია ტიან შანის 7,000მ-მდე მწვერვალებით: ხან ტენგრი, პიკ პობედი....
მაგრამ არის მთებში ჩამალული ულამაზესი მწვანე ხეობები:


Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:20
by shoda1121
მიირთმევენ ცხენის რძეს და ცხენის ხორცსაც:
Image
ბეშ ბარმაკი ტრადიციული საჭმელი ცხენის ხორცით 5 თითით იჭმება :)

სასმელები უმეტესად რძეზე მზადდება :) ცხენის რძე კუმისი მართლაც არაა გემრიელი პირველი დალევისას მაგრამ თუ გაუგე გემო მართლა მაგარია;
ასევე აქვთ სხვა სასმელებიც მაგალიტად "ბოზო შორო" :)

Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:26
by shoda1121
ეს მდინარე ჩემ უწერას მაგონებს :)
Image
ეს ჩინური მეჩეთია კარაკოლში: ფერი ცისფერი
Image

და რუსული ეკლესიაც: მწვანე
Image

და მეზღვაურთა სასაფლაოც:
Image

გულის ფორმის წითელი მთა:

Image

და ისევ,
Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:28
by shoda1121
ისიკ კულიდან ხედი ცუდი ფოტოაპარატით ტიან შანზე:
Image
წვიმა მთაში:
Image

საბჭოთა ტიპის სანატორიუმი: ბექ თუ იუსსრ
Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:32
by shoda1121
მიუხედავად საბჭოური ტიპის მთავრობისა და საბჭოთა ნიშნების შენარჩუნებისა განვითარებულია და იაფია ყველა ტიპის ბიზნესი: საჭმელის, დასვენების, ტურისტული ღამის კლუბები; იაფია ქალებიც :) აქვთ ადგილები სადაც აშენებენ პლანს :) გართობა უმაღლეს დონეზეა :) 100 დოლარიც ვერ დავხარჯე არადა სულ ტაქსებით ვიარე ორი კვირა :)


დააკვირდით წარწერას
Image


ეს უკვე წარწერა მარშუტკაში:
Image

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 00:37
by shoda1121
ეხლა სხვების ფოტოებსაც დავდებ :)
მე მაგარი კამერა არა მაქვს:
ჩემი მეგობარი: გილერმე რიშარის ფოტოები:
Image

Image

Image

Image


წინა თემაშიც დავწერე სულ ბოლო სურათზე რომ დიდი ტბაა:

ისიკ კული- მდებარეობს ყირგიზეთში ტიან შანის მწვერვალებით(7,000-მეტრამდე) გარშემოტყმულია.
[/img]http://www.dostuck.com.kg/images/pages/ ... ay.gif[img]
იგი არის მსოფლიოში ოცდამესამე ტბა ფართობის მიხედვით, ხოლო მესამე ცენტრალურ აზიაში. ისიკ-ყული მოქცეულია ყირგიზეთის მყინვარებსა და მაღალი სიმაღლის მთებებს შორის, ამის მიუხედავად ტბა არასოდეს არ იყინება.
ისიკ-ყულის ტბის სიგრძე შეადგენს 182 კილომეტრს, სიგანე 60 კმ-ს, ფართობი კი 6.236 კვადრატულ კილომეტრს. უდიდესი სიღრმე 668 მ.[2]ტბა მდებარეობს ზღვის დონიდან 1,607 მეტრზე, მისი სიღრმე შეადგენს 668 მეტრს. ტბაში დაახლეობით 150 მდინარე ჩაედინება.
ყირგიზეთში არაერთი პატარა და ძალიან ლამაზი მყინვარული ტბაცაა. ადგილობრივების ტრადიციულ საცხოვრებელ იურტები მე პირადად კარავს მახსენებს. საკუთარ თავზე გამოვცადე რომ ყირგიზეთში ძალიან იაფია ტურისტული კომპანიების მომსახურება. რეგიონალურ დონეზე საქართველოს ყველაზე დიდ კონკურენციას ყირგიზეთი საცხენოსნო ტურიზმის სფეროში უწევს. შეგიძლიათ მიირთვათ ხუთი თითით ცხენის ხორცისგან დამზადებული ბეშბარმაკი და დააგემოვნოთ ცხენის რძე-კუმისი.
ყირგიზეთში აქვთ მრავალი იაფი რესტორანი, კარაოკე ბარი, რუსი/უკრაინელი ქალები, ლენინის ძეგლი პარლამენტის წინ, შოთა რუსთაველის ქუჩა, ლენინის/ელცინის/პუტინის მწვერვალები და ბევრი სხვა საინტერესო რამ


ყირგიზეთის რეკლამა გამომდის მაგრამ ისიკ კულზე ჩაყვნითვის(diving) ტური 10 დოლარამდე ღირდა, პარაშუტით დაშვება ტბაზე კიდევ უფრო იაფი,კატერით გასეირნება 2 კაცზე 5 დოლარამდე
თერმული წყლის აუზები აქვთ კიდევ და აუზიდან რომელიც შუაგულ მინდორშია ტბასთან ახლოს ერთ მხარეს ტიან-შანის ერთ ქედს უყურებ შემოტრიალდები და მეორე ქედს: ტერსკი ალა-ტაუს და მეორე მხარეს 'კიუნგეი' ალა-ტაუს

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 01:01
by CheLo
აა ესე რა!!!! ამ სომხეთ-აზერბაიჯანს არ ჯობია ეს?? თან რა გოგოები ყავთ მოჭუტულ თვალება :oops: :oops: :oops:

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 10:02
by Ismail
ძალიან მაგარია. წავიდოდა კაცი...

ქალებს რაც შეეხება, ერთხელ ჩემმა ერთმა ლექტორმა თქვა, რუსი კაცი რო წვრილთვალებიან ქალს მოიყვანს ცოლად (ან პირიქით), ისეთი გოგო გამოსდით იმათ რო, ეგეთს ვერაფერს ვერ ნახავო... შუა აზიაში კი ბევრია ეგეთი კომბინაცია, მე როგორც ვიცი.... რავიცი, მე არ მინახავს... :D :)

ისე, კრიმინალი არის? უსაფრთხოების თვალსაზრისით რა ხდება?

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 11:19
by QAQUCA
Ismail wrote:
ისე, კრიმინალი არის? უსაფრთხოების თვალსაზრისით რა ხდება?

აი ეგ კი არ თქვა შოდიკამ!

თუ მოგაძახა მასპინძელმა "მაგასაც მოუა სტუმარიო" მერეა საკითხავი თორემ მანამდე რა უჭირს ხალხს.... :lol: :lol: :lol: :lol:

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 11:19
by shoda1121
Ismail
უსაფრთხოების თვალსაზრისით დედაქალაქ ბიშკეკს შევადარებდი 2000 წლის რევოლუცამდელ თბილისს: თუმცა მე არ შევუწუხებივარ ხალხს იქ: პოლიციამ კი: კორუფცია ყვავის მაგრად: 1-2ჯერ ქუჩაში გაგვაჩერეს და შეგვიმოწმეს საბუთები იმედით ქრთამს გამოკრავდნენ ხელს :)
==
რევოლუციები ბევრი ხდება მშვიდობიანი :) მაგ არ გაგიკვირდება; და მაინდამაინც უზბეკებით დასახლებულ სამხრეთში არ უნდა წახვიდე იქ რამოდენიმე წლის წინ იყო შეტაკებები: თუ გინდა კულტურული მონუმენტები და ისტორია პირდაპირ უზბეკეთსა და ტაჯიკეთში წადი :) თუ ცათამბრჯენები ასტანა, ღამის კლუბები და გართობა იაფად ბიშკეკში, ძვირად ალმა-ატაში; უდაბნოები თურქმენეთში(მად ვიზა გინდა:(); მთის ტომები ტაჯიკეთში პამირის მთებში;
--
ისიკ-კულის მხარე სადაც საბჭოთა ტიპის სანატორიუმებია საკმაოდ დაცულია;
--
და კარაკოლის მხარე სადაც უცხოელი ტურისტების სიმრავლეა ასევე დაცულია; იქ არის სწორედ ბუნებისთვის წამოსული სადაც წახვალ ტიან შანი და ხეობები: ალტინ არაშანის ხეობა, ალა კიოლის მყინვარული ტბა, ჯეტი ოღუზი და ა.შ. ანუ ჩინეთის საზღვართან;

ისე კი ქართველები და კავკასიელები, მათ შორის ლეკები :) შემხვდნენ იქ: სტალინის დამსახურებით :))))

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 13:21
by Archil
CheLo wrote:აა ესე რა!!!! ამ სომხეთ-აზერბაიჯანს არ ჯობია ეს?? თან რა გოგოები ყავთ მოჭუტულ თვალება :oops: :oops: :oops:
+1

ისე, მაგ ტბებში იბანავებდა კაცი

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 14:29
by shoda1121
Archil
ტბებში ცივი იყო წყალი, ისიკ კულში არის თერმულად თბება და არა უშავს;
ისე კი მე ყველაზე მეტად გაშლილ მდელოზე აქვთ თბილი მინერალური წყლის აუზები და მაგით ვისიამოვნე :) შემოტრიალდები ტიან შანის ერთი ქედი ჩანს, აქეთ მეორე ქედი... ძალიან დიდი სიამოვნება იყო....

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 09 მარ 2012, 23:46
by Archil
shoda1121

შე დაუნდობელო,


ცივი რომაა, მაგია მუღამი, თოვლიან ტბაში რომ შეცურავ.... სპაზმი რომ დაიწყება, სხეული სიცივეს რომ ეჩვევა და გული რიტმულად რომ მუშაობს...

მაგათი მთები ჩვენსაზე მაღალია...

თუმცა ჩვენი უფრო საყვარელია

ყირგიზეთი: ცისფერი მთები ანუ ტიან შანი :)

Posted: 10 მარ 2012, 01:25
by arcivi9
shoda1121 wrote:ბუნება უმეტესად ალპური ზონებია ტიან შანის 7,000მ-მდე მწვერვალებით: ხან ტენგრი, პიკ პობედი....
საქართველოშიც მინდა რომ ასეთი მაღალი მწვერვალები იყოს Image