თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by LEVANIKO » 13 თებ 2012, 16:10

1. რეგიონი:
შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - კასპი - თბილისი
თბილისი-იკვი-რკონი-ჩაჩუბეთი-თბილისი

3. ხანგრძლივობა:
2 დღე

4. სირთულე:
ძალიან რთული

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1. შოდა1121
2. ლევანიკო
3. ვენტო
4. ლინუკა
5. მამუ
6. ჰერეთი
7. გუგუა
8. კატოი
9. იანო
10. კახა
11. კატოი + ქეთი
12. მიქაელი
13. ლინუკა + გოგა
14. ლინუკა + ბექა
15. ლინუკა + ანანო
16. ნიკოლოზ თორელ ჯავახიშვილი
17. ნიკოლოზი + ლევანი
18. მატროსკა
19. დათოფორესტი

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
ლევანიკო
შოდა1121
ნიკოლოზ თორელ ჯავახიშვილი

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ჩაჩუბეთი , ჭყოპიანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 300 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
48-50 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
დრის ციხე , იკვის ეკლესია , რკონის ეკლესია , ნათლისმცემლის ეკლესია , საორბისა , ერთაწმინდა.

12. საბანაკე ადგილები:
ბევრგან იყო მაგრამ მკაცრად იყო შეზღუდული. მონასტრებთან კარვის გაშლა და მთავარ გზასთან მკაცრად აკრძალული იყო.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
გაყინულ მდინარეს ვსვავდით.

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და დანარჩენი რაც აუცილებელია თოვლიან გასვლებში.

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
შემოდგომა

16. რისკები, საფრთხეები:
გაყინულ მდინარეზე სიარული ცოტა ექსტრემალური იყო

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

დრის ციხე , ნათლისმცემელი , საორბისა

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
რკონში არ იჭერდა არცერთი ოპერატორი.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
10 ბალი. (დაუნდობლობისთვის) 8 ბალი (გართობისთვის)

20. სასარგებლო ბმულები
http://karavi.ge/viewtopic.php?t=3846&h ... C%E1%83%98

21. ვიდეოები
http://www.myvideo.ge/?video_id=1623934 (იკვიდან ხედი)
http://www.myvideo.ge/?video_id=1623936 (ჩვენი სახლი)
http://www.myvideo.ge/?video_id=1623931 (უკაბა გზაზე მატარებლისკენ)
Last edited by LEVANIKO on 13 თებ 2012, 16:19, edited 2 times in total.
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by CheLo » 13 თებ 2012, 16:11

ღამის 12 საათი იდგა პარასკევი დღის როდესაც გადავწყვიტე წასვლა რკონში... მანამდე ხან ვეწერებოდი ხანაც ამოვეწერებოდი ხოლმე რადგან სამსახურის ამბავი მოუგვარებელი მქონდა. დათომ კი გამაფრთხილა რკინიგზის სადგურზე ბოტი მეყიდა, მაგრამ იმის გამო რომ ბოლო მომენტამდე არ ვიცოდი წავიდოდი თუ არა არ ვიყიდე..

სადღაც 10 საათზე დამირეკა ლინუკამ და მთხოვა გინდა თუ არა გამოდი მარჯანიშვილზეო სადაც სიურპრიზი მომიწყვეს და მაჩუქეს the North Face-ს ქურთუკი : )) ამან ისე გამახარა ავდექი და მეც გაუკეთე მათ სიურპრიზი და დავადექი რედისონთან.. არადა ყველამ იცოდა რომ არ მოვდიოდი.

წამოსვლისას ჯიბეში რომ ჩავიყავი ხელი სულ 15 ლარი მედო ამიტომ სახლიდან გამოვედი 3 საათზე და ვიფიქრე ფეხით გავალ ნუცუბიძის პლატოდან რუსთაველზე თქო : )) არადა მანძილი ძალიან დიდია ერთი ნორმალური ლაშქრობის ტოლფასი. : ) თუმცა ისეთი ტემპით ვიარე პირველი მაინც მე მივედი.

თამაზის სამარშუტოთი გამოვედით დათქმულ დროს. მართალია შიგნით ჩაჭედილები ვიჯექით მაგრამ არავის უწუწუნია.. ბარგი ძალიან დიდ პრობლემას ქმნიდა. გათენების 7:30-ზე ჩავედით ჭყოპიანამდე მდებარე რაღაც სოფელში. იმის გამო რომ დიდი თოვლი იყო მინიბუსი ვერ ავიდა ზემოთ და ჩვენ გზას კიდევ 3 კმ დაემატა. დილა ძალიან ცივი და სუსხიანი იყო თან ჯერ გათენებული არ იყო და სიბნელეში მოგვიწია სიარული. როგორც მჩვევია ხოლმე წინ გავიჭერი თავდაპირველად და ნიკოლოზთან ერთად მიუყვებოდი გზას. ამ დროს ფეხები ჯერ კარგ მდგომარეობაში მქონდა და არაფერს ვუჩივოდი.. გავცდით თუ არა ჭყოპიანს თოვლმაც მოიმატა გზაზე და უკვე გაუკვალავში მოგვიწია სიარული. ერთი სიტყვით მარშუტის დაგეგმვაში შევცდით, ზამთარში 3ჯერ უფრო ნელა მოძრაობ ვიდრე ზაფხულში და თითქმის 8 საათი ვიარეთ. არადა სულ 16 კმ იყო გზა. მიუხედავად იმისა რომ დიდი დისტანცია იყო პირველ კაცსა და ბოლო კაცს შორის მაინც არ დავკარგულვართ ერთი ეგ იყო ლოდინი ძლიერ გვღლიდა რადგან თოვლში დგომა უფრო გვყინავდა.. თითები ისეთი გაყინული მქონდა თამის და დომცის ძლივს ვწერდი მესიჯს. ვიცოდი რომ იკვში უკვე აღარ დაიჭერდა ტელეფონი და მინდოდა ჩვენი ამბავი მომეყოლა. შოდა ჯგუფის ნაწილთან ერთად სხვა გზით წავიდა, აატარა აღმართები და როდესაც მეტყევეს ქოხს მიადგა მერე მიხვდა რომ არასწორედ უვლიათ : ) კიდევ კარგი რომ ამ ადგილას ჯერ კიდევ იჭერდა მობილური თორემ დაკარგულები იყვნენ : ) პირველი დღე ემოციებით დატვირთული ნაკლებად იყო ბევრს არ ვილაპარაკებ და ვიტყვი მხოლოდ იმას რომ იკვში ვნახეთ 11 საუკუნის ეკლესია და შემდეგ ჩამოვედით რკონში.

ზამთარი და თოვლი ცოტა გულს გვწყვიტავდა რადგან ისეთი ლამაზი მთებია ირგვლივ რომ შემოდგომის წარმოდგენა ნამდვილი ფანტასტიკა იქნება.. ზამთარში კი ეს ვეება მთები რაღაც მოცრეცილი და გახუნებული სჩანდა. როდესაც ჩავედით სოფელში მოვგროვდით და ნიკოლოზი წავიდა სახლის საძებნელად. ამ სოფელში მართალია ბევრი სახლი დგას მაგრამ ამჟამად ორი მოხუცი ქალი ცხოვრობს და საინტერესოა ისიც რომ ერთმანეთს დასანახად ვერ იტანდნენ : )))))

მარო ბებო ძალიან თბილი ქალი აღმოჩნდა შემოგვიპატიჟა სახლში და ღუმელთან დაგვსვა. ამ დროს ფეხები კრიტიკულ დონეზე მქონდა გაყინული თუმცა მინუს 10 გრადუსი მაინც არაა ბევრი და არ დამიწუწუნია. რომ წავიხემსეთ შოდამ გადაწყვიტა წავსულიყავით იქვე 2 კმ მდებარე რკონის ეკლესიაში. მე უკვე გამშრალი მქონდა წინდები და ახლიდან ფეხის დასველება არ მინდოდა თან გავიგე რომ მეორე დღეს ისევ გავივლიდით მაგ გზას და შემეძლო ნახვა ამიტომ არ გავყევი და ტკბილად წაუძინე ჩემ თბილ საძილეში. 2 საათში მოვიდნენ კარველებიც და გამაღვიძეს. მიქაელი არსად სჩანდა და რომ ვიკითხე მითხრეს რომ კარავშიაო. გარეთ დაძინება ამ დროს იყო სრული უაზრობა. რაც გინდა თბილი საძილე გქონოდა -18 გრადუსში ძილი საშინელებაა თან გათენებისას კიდე მოიმატებდა.. ლინუკამ ვერ მოითმინა და წავიდა თხოვნით იქნებ გადაეფიქრებინა მიქაელისთვის კარავში ძილი თუმცა არაფერი გამოუვიდა და ოთახში გაბრაზებული შემოვარდა "ხალხნო მიქაელი არ მემორჩილება და იქნებ ვინმემ წამოიყვანოთო" ხოდა ჰერეთი და მამუ წავიდნენ უკვე არა თხოვნით არამედ ძალით წამოსაყვანად და მოიყვანეს : ))

მიქაელის ნაამბობიდან მერე გავიგე რომ კარავში ისეთი სიცივე იყოო თავბრუ დამეხვაო.. მიუხედავად იმისა რომ ჩემი ქვეშაგი ძალიან სქელიაო მაინც ამოდიოდა შიგნიდან სიცივეო. : )) მოკლედ ასე დასრულდა პირველი დღე და დავიძინეთ ყველამ.

P.S. შოდას დაუწერია უკვე ყველაფერი და მე აღარ გავაგრძელებ...
Last edited by CheLo on 13 თებ 2012, 18:28, edited 2 times in total.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by shoda1121 » 13 თებ 2012, 16:13

ჩემთვის ყველაფერი იმით დაიწყო რომ ლევანის დაგეგმილი ამ მარშუტის ამრევობა ვიკისრე ისევ: ოღონდ ამჯერად არევაზე უფრო გასვლა გადავარჩინე წარუმატებლობისაგან: ორდღიანად გადაკეთება ამ გასვლის მართლაც გადარჩენა აღმოჩნდა თოვლის საფარის გამო და რა თქმა უნდა ნიკოლოზ თორელ-ჯავახიშვილის გამოცდილი გიდის, მთამსვლელის დაყოლიება ჩვენთან ერთად წამოსულიყო, ჰოდა მიუხედავად იმისა რომ გაციებული ვიყავი მაინც წამოვედი.

გათენებამდე დავიწყევთ ლაშქრობა: ისეთი ამინდი და ნამქერი იყო გალაქტიონის ლურჯა ცხენებს ვამბობდი გზადაგზა ხშირად უსახურ სიბნელეში და ყინვაში, "მდუმარების გარეშე და სიცივის თარეშში სამუდამო მხარეში"..., მივდიოდი ჩემი სუპერ-ფანარით რომელიც ყველა ჩემი გასვლის აუცილებელი ატრიბუტია და ბლომად ტვირთით.

შევეცადე ჩამკეტობა მეკისრა და აღმოვჩნდი 3 მშვენიერი არსების გარემოცვაში რომლებთანაც ძალიან გავერთე, ვსაუბრობდით ყველა თემაზე, უცხოეთში მოგზაურობაზე და ვმღეროდით ძირითადად სიმღერებს ე.წ. ოკუპანტთა ენაზე :) მე და ერთი პროფესიონალი კარაოკ-ისტი :) მთელი ჩვენი ბავშვობა გავიხსენეთ. ამასობაში ისე შევყევით რომ გზა შეგვეშალა და ნაკვალევზე გადავუხვიეთ რომელიც ჩვენი ჯგუფის ნაკვალევი გვეგონა, მივდიოდით აღმართებზე ტყეში რომელიც არ თავდებოდა, გზადაგზა ბლომად ხეები გვხდებოდა მოჭრილი: ჯგუფის სხვა წევრები კი არსად ჩანდნენ; ბოლოს დავინახეთ მოჭრილი ხეები ერთად დაყრილი და იქიდან კი გაკვალული აღარ იყო თოვლი, მთის ქვეშ ვიყავით და ეხლა კი მივხვდით რომ გზა აგვებნა: მე რა თქმა უნდა მიხაროდა :) რომ 3ივენი დავკარგე :) შემდეგ ბატონ ნიკოს დავურეკეთ და აღმოჩნდა რომ ჩვენ მეტყევეების ნაკვალევს გავყევით უფრო მოკლე და უფრო რთულ გზას: უკან უნდა დავბრუნებულიყავით ზემოტ კი ხალხი ვაცდევინეთ :)

შემდეგ იყო ზემო იკვი: გზა საკმაოდ დიდი იყო და რაც ყველაზე ცუდია 2 კილომეტრს გადიოდა ჯგუფი საათში გაუკვალავ თოვლში და მართლაც რთულ რელიეფზე: მოკლეებით წაგვიყვანა ჩვენმა გიდმა მაგრამ აშკარად დიდი დრო მუვუნდით ჯგუფი..

დიდ იკვთან ცეცხლი იყო დანთებული: როცა მივედი ვენტომ ტოტების ცეცხლში ჩაგდება მოინდომა და მაგრად მთხლიშა ტოტი თვალში: 2 საათი ცრემლი მდიოდა და ხასიათი გამიფუჭდა :( დიდ ხანს მივსეირნობდი ტყეში იმედით რომ კოცონთან ჯგუფის დარჩენილი ნაწილი გამოადგამდა ფეხს მაგრამ დააგვიანეს: ჯგუფი გაიწელა; შემდეგ შევუერთდი წინ მიმავალთ და დავეშვით ქვევით პატარა იკვისკენ: გზა მელიების ნაკვალევი იყო და თოვლიანი დაღმართი: იკვში არატურისტული გზით ჩავედით გაყინული ხელებით ცოტაოდენი საჭმელი მივირთვით და გავჩერდით : ცხადი იყო რომ ჩვენი სიჩქარით სამოჭალო და ნათლისმცემელი გამორიცხული იყო: თავდაპირველი მარშუტი მხოლოდ ზაფხულში თუ განხორციელდებოდა... ბილიკიდან გვერდზე გადავუხვიე და მივაპობდი გაუკვალავი თოვლის საბანს, სოფელი რკონიც გამოჩნდა... მარო ბებოსთან თბილ ღუმელთან რომ მოვკალათდით აღმოჩნდა რომ რკონში ასვლა ნახევარ ჯგუფს არ უნდოდა ; მაგრამ მაინც წავედით შეუპავარი ნაწილი; ლევანი უკმაყოფილო იყო და დაღლილი: მისმა ლაპარაკის ტონმა მასპინძელი ბებო გააღიზიანა და აითვალწუნა ლევანი :) ბებო მთიული იყო და ძალიან მკაცრიც ჩანდა;
იმ ღამეს ცოტა დალევა ცოტა ჭამა ცოტა გართობაა დავიძინეთ: მიქაელს კარავში უნდოდა და კარავი ისე მაგრად გაიყინა რომ მთელი სამაშველო ჯგუფი ჩავიდა და წამოიყვანა მიქაელი: ყველა სახლში დავრჩით: მე არ შემცივნია, ზოგს კი ძალიან შესცივდათ...
მეორე დღეს ყველაფერი გაყინული იყო დილით, ხეებიც, თოვლიც და ულამაზესი იყო დილა; 10ისთვის გავედით; ოღონდ ეკლესიებს ვარჩიეთ ბუნება და
საბოლიას გაყინული ჩანჩქერისკენ გავეშურეთ. რკონის და თამარის ხიდის გავლის შემდეგ შეგვეძლო მთების გადავლით რეგულარული მარშუტი შეგვერჩია და გაყინულ მდინარეზე არ გვეარა მაგრამ მე არ მინდოდა საქმის გამარტივება; გადავიარეთ პირველი ბილიკები მდინარეზე და ალაგ ალაგ ტყდებოდა რაც ერთგვარი ადრენალინი იყო; პირველები ლევანიკო და გუგუა ჩავარდნენ წყალში; მაგარი სახეები ჰქონდათო : და ხალხს სიცილი აუტყდათ : ვთქვი ნუ დასცინი სხვასაო გადაგხდება თავსაო და მეც თიტქმის იგივე დამემართა: ცალი ფეხით ჩავარდი წყალში ყინულის ჩატეხვის შემდეგ და მეორე ფეხი ყინულს თუ ქვას მტკივნეულად დავარტყი; მე ცალი ფეხი მეტკინა ცალი დამისველდა: სველ ფეხზე წინდის ნაცვლად ჩემი ქუდი ჩავიცვი და გზა გავაგრძელე; ლევანიმ და გუგუამ კი შეუპოვრობა გამოიჩინეს ჩანჩქერისკენ მობრუნდნენ სოფელში ჩასულები(გამოიცვალეს ფეხზე);
შემდეგ გზა გავაგრძელეთ: ავდიოდით ზემოთ მთის ფერდობებზე რაც არანაკლებ რთული იყო: კატო საყვარლად ჩაგვიგორდა :) მე ხის ტოტმა მიმტყუნა და შეშინებულმა წინ მიმავალ მამუს დახმარება ვთხოვე; მდინარეზე სიარული რთული იყო შორს შორს უნდა გვეარა რომ არ ჩამტყდარიყო ყინული; ადრე თუ გვიან მივადექით ადგილს სადაც გადახტომა იყო საჭირო: იქ ნიკომ და სხვებმა მოიფიქრეს მექანიზმი და ორივე მხარეს მაშველები იდგნენ და ხის ტოტის მოჭიდებიტ გადავდიოდით. შემდეგ უკვე გამოჩნდა ულამაზესი გაყინული ნაწილი თეძამის რომლის სურათებსაც ნახავთ; შემდეგ კი საბოლიაც; პატარა მდინარე და უზარამაზარი ქვები: ვენტო რომელსაც არცერთ ჩემს გასვლაში წესიერად არ ეცვა ფეხზე უკან გაბრუნდა აქამდე: ფეხი დაუსველდა; ლოდებზე აძრომა მე ძალიან გამიჭირდა მაგრამ ნიკოლოზი მზად იყო: წერაყინიც კი ჰქონდა წამოღებული: და მისი პლიუსიც ნამდვილი მაშველი იყო. ავძვერით ლოდებზე და წინ ულამაზესი ჩანჩქერი გველოდა: მღვიმე და ყინულის ლოლოები: სტალაქტიდებივით; ბლომად სურათები გადავიღეთ; ქობაირშიც კი არ იყო ასე ლამაზი გაყინული ჩანჩქერი; ნიკოლოზმა ჩაასვა წერაყინი და ყინულზე აძვრა; შემდეგ კი ქვემოთ დავეშვით, ულამაზეს მწვანე ტყეებს და გაყინულ მდინარეს ჩამოვყევით და ჩავედით სოფელში: გზაში გუგუასთან ერთად მოვდიოდი; და საობრისას ნახვა მინდოდა ძალიან; თუ 3ზე გავიდოდით დაბნელებამდე ავიდოდით აღმართზე : თუმცა 3ისთვის გასვლა სახლიდან გამორიცხული იყო: მე დროის შეგრძნება დავკარგე და ჰერეთს ვუმტკიცებდი რომ ჭყოპიანამდე ვერ ჩააღწევდა დღის სინათლეზე რომ დრის ციხე ენახა და ჯობდა სანამ დღე იყო საორბისაზე ასვლა და მთელი გზის ღამით ჩასვლა; ბოლოს კი ნიკომ გადაწყვიტა: წავედით ჭყოპიანისკენ; 4ზე გამოვედით სახლიდან; ნიკოს და გოგას წყალთან დიდი ხანი ველოდეთ და არსად ჩანდნენ: გავიყინეთ ვიცეკვეთ და დავლიეთ არაყი; შემდეგ გავიგეთ რომ ნიკომ მოკლე გზებით გაგვასწრო და ჩვენც გავწიეთ იქით: ამ ხნის განმავლობაში პირველად დაიჭირა მობილურმა: ჩაჩუბეთში კი ისევ უცნაური გაუკვალავი აღმართებით წავედით: ამან გამაკვირვა გაკვალული გზაც იყო და მოკლე გზა არაა ყოველთვის მოკლე. იქ პატარა ჭამა-სმა, ზოგს უკვე ჰქონდა მოტივაცია და მხნეობა დაკარგული; ღამდებოდა: ჩამორჩენილებს და ნაჭამ-ნასვამებს მამუ შემოგვეგება; და ვნახეთ დანარჩენი ჯგუფი; ვენტო წინ იყო როგორც ჩანს; ჭყოპიანის გადასახვევთან ჩახვევის მაგივრად ვენტომ ერთაწმინდისკენ გაუხვია და მაგრად ვინერვიულეთ; გადასახვევიდან მიქაელს რომლის დიდი მადლობელი ვარ, ჩავაბარე ჩამკეტობა და წინ გავვარდი უსწრაფესად;და ჭყოპიანში ჰერეთი, ანანო და კახაც დაგვხვდნენ რომლებიც ადრევე წავიდნენ. მივირთვით გაყინული კონსერვები და დავურეკე სამარშუტოს რომელიც უნდა ამოსულიყო ჭყოპიანში და ჩავეყვანეთ სადგურამდე. თუმცა ვქეიფობდიო და რატომ დღეს ისევ არ გადმომირეკეო: უპირო მძღოლის მერე ისევ ჩემს ძმასთან დავრეკე თამაზთან ვინც ამოგვიყვანა; და თამაზიც ეგრევე გამოვარდა ჩვენს საშველად თბილისიდან და კარპაშიანის სიახლოვეს შეგვხვდა: წინ მე ნიკო, მამუ, უსაყვარლესი მატროსკა და რამოდენიმე მოვდიოდით და ძალიან ბედნიერები ვიყავით რომ თამაზის მინიბუსი დავინახეთ!!! ცოტა ხანში კახაც გამოჩნდა; და მერე მთელი ჯგუფი, რომლების სახეზე ღიმილი არ წამიკითხია: ყველა ძალიან იყო დაღლილი; ბოლოს ვენტო და მიქაელიც: ვენტო ძალიან ცუდ დღეში იყო და წინ დავსვით სითბოში.
12ზე თბილისში ვიყავით...
მადლობა ბატონ ნიკოს რომელიც ძალიან დაგვეხმარა, მადლობა იმ კარველებს ვინც გვეხმიანებოდა: მათ შორის არჩილი; ყველაზე ყურადღებიანი თამი :) უდიდესი მადლობა თამაზს რომელიც ჩვენს დარეკევზე დაღლის მიუხედავად გამოიქცა და ძალიან დაბალ ფასად ჩაგვიყვანა თბილისში... ზამთრის გასვლისთვის აღნიშნული მარშუტი არაა საუკეთესო: თუმცა შესანიშნავია საკუთარი თავის გამოსაცდელად; 45კმ ასეთ თოვლში ასეთ რელიეფზე არ იყო ხუმრობა :)
Last edited by shoda1121 on 13 თებ 2012, 18:26, edited 3 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by CheLo » 13 თებ 2012, 16:17

ესეიგი მინდა 8 მადლობა მოვიხადო.

1. მადლობა იანოს რომელმაც თავისი მეორე წყვილი ხელთათმანი მათხოვა და თითები გადამირჩინა გაყინვას.
2. მადლობა ლინუკას რომ ასეთი საყვარელია და მთელი 2 დღე ზრუნავდა ჩემზე.
3. მადლობა მიქაელს რომელიც ჩემ გამო უკან მოდიოდა და მიცდიდა და მამხნევებდა.
4. მადლობა ლინუკას გოგას რომელმაც ჭყოპიანში თავისი ბოტი მათხოვა და გადამარჩინა. თან ისეთი გაყინული მქონდა ფეხები რომ ბათინკი ვერ გავიხადე. წინდა ფეხსაცმელზე იყო მიყინული -20 გრადუსში : )) გოგამ კი საკუთარი ხელით პატარა ბავშვივით ჩამაცვა მიქაელის წინდა და თავისი ბოტები.
5. მადლობა ლინუკას ბექას რომელმაც ასევე დიდი მზრუნველობა გამიწია და მეხმარებოდა და თავისი ტყავის ხელთათმანებით ძალით ჩამაცვა და კურთუკსაც იხდიდა ჩემ გამო.
6. მადლობა ლევანიკოს რომელსაც გაახსენდა გზაგასაყარზე რომ შეიძლებოდა დავკარგულიყავი და მათი ხმა რომ შემომესმა ყვირილი დავიწყე და გადავრჩი სიკვდილს თორე ტყეში შევდიოდი.
7. მადლობა შოდას რომელიც არ დაიბნა და თამაზის დაურეკა და ჭყოპიანში მოვიდა.
8. უღრმესი მადლობა ყველას ვინც თამაზის მინიბუსში პირველი ადგილი შემინახა წინ მძღოლის გვერდზე ღუმელთან!!!
Last edited by CheLo on 13 თებ 2012, 16:29, edited 3 times in total.
Image

User avatar
Kakha
იეტი
Posts: 1931
Joined: 13 ივნ 2005, 10:08
Location: თბილისი
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by Kakha » 13 თებ 2012, 16:22

აგერაა გასვლის ჩემი ფოტოალბომი პიკასაზე https://picasaweb.google.com/1078017370 ... hachubeti#

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by domciko » 13 თებ 2012, 16:41

ასევე დიდი მადლობა "ჭკ"-ს რომ მთელი ორი დღე სატელეფონო ზარებს ახორციელებდა და ვერ გამოდიოდა :D
პ.ს. ძალიან მაგრები ხართ... ვამაყობ თქვენით :***

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 13 თებ 2012, 16:45

პირველი აღმართი დაძლეულია :D ჭყოპიანი.გამთენიისას
Image
მზის ამოსვლა.როგორც კახა იტყოდა, "სამშობლოს დილა " :D
Image
ეს ნიკოლოზის ფოტოებია,მე ნელი ინეტი მაქვს და ქეთო როგორც კი მომაწვდის ფოტოებს,დაუნდობლად დავყრი :D
Last edited by ცაბო on 13 თებ 2012, 16:47, edited 1 time in total.
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by Ismail » 13 თებ 2012, 16:46

მიხარია რომ ცოცხლები და უვნებლები დაბრუნდით ყველანი.
: D

ღამით როგორ გეძინათ ეგ მაინტერესებს მე ყველაზე მეტად. : )
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Archil
იეტი
Posts: 6877
Joined: 07 აპრ 2005, 13:17
Location: ტიფლისის თავზე
Contact:
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by Archil » 13 თებ 2012, 16:49

მადლობა უფალს რომ საღსალამათები დაბრუნდით :)
а в горах по утрам туман, дым твоих сигарет,
если хочешь соити с ума, лучше способов нет !!!
Image

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 13 თებ 2012, 16:52

Ismail
ღამით გვეძინა?
ეგ ცოტა რიტორიკული შეკითხვაა :D
ისე,მე გამკვირვებია,თითქმის გამოუძინებელს,სად სემრჩა იმდენი ენერგია,მეორე დღესაც მევლო :D

სანამ დავიკარგებოდით :D
Image

უკანა გზა დაახლ.17:00 საათზე. დიმპიტაური გაჩერება :D
Image
Last edited by ცაბო on 13 თებ 2012, 16:54, edited 1 time in total.
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by Ismail » 13 თებ 2012, 16:52

სურათებს რომ ტვირთავთ, 1000 მიუთთეთ. ასეთი პატარა აღარ გამოვა და თან ზუსტად ჯდება ეკრანის სიდიდეში.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by Ismail » 13 თებ 2012, 16:55

ცაბო
Ismail
ღამით გვეძინა?
ეგ ცოტა რიტორიკული შეკითხვაა
ისე,მე გამკვირვებია,თითქმის გამოუძინებელს,სად სემრჩა იმდენი ენერგია,მეორე დღესაც მევლო
კი მაგრამ არ ყინავდა კარავში?
Fátt er svo illt, að einugi dugi.

maikoooo
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 26 ოქტ 2011, 15:00
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by maikoooo » 13 თებ 2012, 17:01

გილოცავთ მშვიდობით დაბრუნებას!!! არა და ...ისე მინდოდა :(

User avatar
ცაბო
მაწანწალა
Posts: 369
Joined: 10 აგვ 2010, 13:41
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by ცაბო » 13 თებ 2012, 17:02

Ismail
კი მაგრამ არ ყინავდა კარავში?
მემგონი საკმარისად :D
მაგრამ კარავში არავის უძინია,თუმცა მცდელობა იყო :D
მარო ბებომ და ნიკოლოზმა გაგვიწიეს მასპინძლობა და სითბო არ მოგვკლებია :)

უბრალოდ,დილის 5 საათზე შეგვცივდა,მაგრამ მამუ მოგვევლინა მხსნელად და ღუმელი ააგუზგუზა :))
Donde estas Yolanda?

http://gruzya.info/

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
თავზეხელაღებულები გაყინულ თეძამის თოვლიან ხეობაში10-12.02.12

Post by QAQUCA » 13 თებ 2012, 17:03

ვენტო, შენ რა განსაცდელი გადაგიტანია ძმაო, გილოცავ მშვიდობით დაბრუნებას! :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]