თოვლიანი კახეთი 22.01.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
megreli
ბილიკზე მოარული
Posts: 48
Joined: 08 აგვ 2011, 11:23
Location: Tbilisi
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by megreli » 23 იან 2012, 18:14

მიხარია რომ ესეთი კარგი მეგობრები მყავს.ნადვილად იმსახურებთ აღიარებას დიიიიიიიიიიიდი მადლობა თქვენ:)

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by LEVANIKO » 23 იან 2012, 18:15

megreli
რადამავიწყებს იმას რო ხორნაბუჯზე ამიყვანე :D სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება :D :D
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by CheLo » 23 იან 2012, 18:24

Image
Image
Image
Image
Image
Image

maikoooo
ბილიკზე მოარული
Posts: 47
Joined: 26 ოქტ 2011, 15:00
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by maikoooo » 23 იან 2012, 18:28

LEVANIKO wrote:megreli
რადამავიწყებს იმას რო ხორნაბუჯზე ამიყვანე :D სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება :D :D
არც მე არასდროს დამავიწყდება ე,გ სიკეთე ,ქრისტტტ :* ნამდვილი კარაველი ხარ :*

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by CheLo » 23 იან 2012, 18:28

Image
Image
Image
Image
Image

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 18:42

აღარ მოვყვები როგორ შევიკრიბეთ, როგორ მოვთავსდით 24მოლაშქრე+1 უცნობი /რომელიც მძღოლმა წამოიყვანა/ ერთ სამარშრუტოში, როგორ ვინანეთ რომ ჯიპი არ დავამატეთ, თუმცა-ღა სიმართლე რომ ითქვას ამ სიმჭიდროვემ ერთგვარი ხიბლი შესძინა ლაშქრობას და ბიჭები გენდერულ თანასწორობასა და მამაკაცთა უფლებების დარღვევაზე აალაპარაკა. :)

აღარც იმ გაკვირვებას აღვწერ როდესაც ვეჯინის ლავრისაკენ ავიღეთ გეზი. ჯეროვნად გათენებული არ იყო. ზევით მივიწევდით და ირგვლივ თეთრი ხედები და მოციმციმე ნათურები გამოჩნდა.

წარმოიდგინეთ: მძიმედ დათოვლილი ხეები, მანქანის საბურავ გაკვალული გზა, სიჩუმე და ფეხქვეშ გათელილი თოვლის ჭრაჭუნი...

დედათა მონასტრის შემდეგ, მამათა მონასტერი გამოჩნდა.


Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
ვეჯინის მამათა მონასტერი
Image

Uploaded with ImageShack.us
Image

Uploaded with ImageShack.us
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 18:55

ამაღლების კომპლექსი

ვეჯინის ციხე-სიმაგრე პირველად მოიხსენიება "ქართლის მატიანეში" მე-10 საუკუნის დასაწყისში, როგორც ჰერეთის სიმაგრე.

ციხე აღმართულია მთის მწვერვალზე. იგი აკონტროლებდა და ჰკეტავდა მთაზე გადასასვლელ გზას. ვეჯინის ციხე ორი ნაწილისგან შედგება: ზედა ციხე ანუ ციტადელი და ქვედა ციხე.

ზედა ციხეში, ციტადელის გალავნის შიგნით განლაგებულია: კოშკი, ღვთაების ამაღლების და წმ. მარიამის სახელობის ეკლესიები. აქვე დგას კახეთში უძველესი, მე-15 საუკუნის, სამრეკლო.

ქვედა ციხის ტერიტორიაზე დგას გენერალ სიმონ შალიკაშვილის მე-19 საუკუნის ეკვდერი.

ამჟამად ამაღლების ლავრაში ბერ-მონაზვნები მოღვაწეობენ.

წყარო: http://kakheti.gov.ge/index.php?cat=78&par=6
Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 19:04

http://gurjaani-georgia.ge/?page_id=2027
აქ ნახეთ თუ რამდენი ეკლესიაა ვეჯინში რამდენი ძეგლი რა ხედებია სხვა სეზონზე და იმასაც გეტყვით რომ რომელი იყო ამაღლების ლავრა ამას ვარკვევდი ერთი საათი რუკიდან და სურათებიდან და ძლივს დავიძინე იმდენად მიმიზიდა ამ ადგილმა :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by LEVANIKO » 23 იან 2012, 19:07

სურათი მინდოდა რო დამედო მარტო რო ვარ მაგრამ ეს გოგო ვერმოვიცილე რა :D :D :D :D :D :D
Image
Last edited by LEVANIKO on 23 იან 2012, 19:11, edited 1 time in total.
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 19:09

Ketevan Guliashvili
ძალიან კარგია ისტორიული აღწერა ქეთევან წაიკითხავს კაცი ვინც შემოვა და გადაწყვეტს წავიდეს თუ არა : უფრო ფართო ცნობებს ვეჯინის ისტორიაზე ეს ვებსაიტი გვაწვდის:
http://gurjaani-georgia.ge/?p=97

ოფელი ვეჯინი გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი კალთის მთისწინეთსა და ალაზნი ვაკის მიჯნაზე, ზღვის დონიდან 420 მ-ზე მდებარეობს. გურჯაანიდან 7 კმ-ით არის დაშორებული. ისტორიულ წყაროებში (ქართლის ცხოვრება) პირველად “ვეჟინის” სახელწოდებით X საუკუნის დასაწყისში მოიხსენიება, როდესაც ვეჯინის ციხესთან აფხაზთა მეფე კონსტანტინე III და კახეთის მთავარი კვირიკე I ჰერეთის მმართველს, ადანერსე პატრიკს დაეზავნენ.

XI საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფე კვირიკე III-მ გააერთიანა კახეთ-ჰერეთი და თავისი სამეფო 7 საერისთავოდ დაყო: რუსთავის, კვეტერის, პანკისის, შტორის, ვეჯინის, ხარნაბუჯისა და მაჩის.

ვეჯინი კახეთის სამეფოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული, პოლიტიკური და რელიგიური ცენტრი იყო. სოფელში დღემდე შემორჩენილია უამრავი ეკლესია-მონასტერი.

სოფლის დასავლეთით, მაღალ გორაზე, დგას X-XI სს-ის ქართველი ხუროთმოძღვრების ძეგლი – ვეჯინის ციხე-სიმაგრე, რომელიც ბევრჯერ გადაუკეთებიათ. იგი მოხსენიებული აქვს მე-18 საუკუნის მეცნიერსა და გეოგრაფს, ვახუშტი ბატონიშვილს” “ბაკურციხის ჩრდიოლოეთით, ცივის მთის ძირას, არის ვეჯინი, მას ზევით, მთის კალთასა ზედა, არს ციხე შენი, მაგარი და დიდებულია, შიგან გამომდინარე წყაროთი და ეკლესია ღმრთაებისა გუმბათოვანი დიდი, აქვე ეფლიან ენდრონიკაანი (ანდრონიკაშვილები)”. XI საუკუნის 80-იან წლებში აფხაზთა მეფე გიორგი II-მ ილაშქრა კახეთში, ალყა შემარტყა ვეჯინის ციხეს, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო.

ვეჯინის ციხე ორი ნაწილისაგან შედგება” ზედაციხე ანუ ციტადელი და ქვედაციხე.

ზედაციხეში განლაგებულია ღვთაების ამაღლების (XIV-XVსს) ორნავიანი ეკლესია, რომელიც შიგნიდან ფრესკებით არის მოხატული (XVIს.). ფრესკებზე ასომთავრული და ბერძნული წარწერებია.

ეკლესია მოქმედია და წირვა-ლოცვას მამები აღავლენენ. აქვეა მღვდელმსახურთა საცხოვრებელი ნაგებობა.

ზედაციხეში ასევე შედის აღდგომის (შუა საუკ) და წმინდა მარიამის (შუა საუკ) ეკლესიები, აგრეთვე ორსართულია სამრეკლო (XVს.), რომელიც უძველესია კახეთში.

ქვედაციხის ტერიტორიაზე გენერალ სვიმონ შალიკაშვილის ეკვდარია (XIXს), ხოლო ამაღლების ლავრის ტერიტორიაზე კი – ანდრონიკაშვილების საგვარეულო სასაფლაო.

ციხის ქვემოთ, გზის პირას, აღმართულია მონაზონთა კელიებით გაწყობილი ყველაწმინდის გუმბათოვანი ტაძარი (XIXს), სადაც მოქმედებს დედათა მონასტერი.

ვეჯინში 20-ზე მეტი არქიტექტურული ძეგლია: წმინდა გიორგის (ადრეული შუა საუკ), მოციქულების (გვ. შუა საუკ), კვირცხოვლის, ნათლისმცემლის (შუა საუკ) ეკლესიები, “ცხრასაყდრების” სამონასტრო კომპლექსი (გვ. შუა საუკ) მთავარანგელოზის ეკლესია და ა.შ.

ბაქსის ხეობაში რამდენიმე ციხე-კოშკი დგას, რომელთაგან აღსანიშნავია აბაშიძეების ოთხსართულიანი მრგვალი კოშკი (გვ. შუა საუკ)

სოფელ ვეჯინში არის ცნობილი მეცნიერის (ფიზიოლოგი), აკად. ი. ბერიტაშვილის სახლ-მუზეუმი

ვეჯინი შესანიშნავი ბუნებითა და ისტორიული ძეგლებით მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტია კახეთის რეგიონში.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 19:10

გიორგი მე2–მ ვერ აიღო ვეჯინის ციხე და ჩვენ ავიღეთ :) :) :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 19:11

Image

Uploaded with ImageShack.us

ქართულ წერილობით წყაროებში ვეჯინის შესახებ სულ რამდენიმე ცნობა შემოგვენახა. პირველად იგი X ს-ის დასაწყისში იხსენიება. ეს ის პერიოდი იყო როცა ჰერეთი და კახეთი დამოუკიდებელ სამთავროებს წარმოადგენდნენ.
Image

Uploaded with ImageShack.us

არსებობს საფუძველი ვიფიქროთ, რომ ვეჯინის ციხე კახეთის მეფეების - აღსართან I და აღსართან II რეზიდენცია იყო. სწორედ აქედან ებრძოდნენ ისინი გიორგი II და დავით აღმაშენებელს.


გიორგი II ლაშქრით ვეჯინს მოადგა 1082 წელს. მატიანე გვამცნობს: „და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად“, ე.ი. შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ალყამ რამდენიმე თვეს გასტანა: „... ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი“. ალბათ აუტანელი გახდა ალყა, რომ აღსართანი თვითონ მიდის მალიქ შაჰთან წყალობისათვის. სულთანმაც არ დააყოვნა და კახეთი ამ უკანასკნელს დაუტოვა. ვეჯინის ციხემ გაუძლო გიორგი II და თურქთა ლაშქრის ალყას, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვეჯინის ციხის საიდუმლო გვირაბები, საცავები, წყალსადენი უდიდესი ხელოვნებით ყოფილა ნაშენი. აღსართანის დიპლომატიურმა ნაბიჯმა კახეთის ბედი მის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მხოლოდ დავით აღმაშენებელმა მოაქცია ერთიანი ფეოდალური ქართული სახელმწიფოს ფარგლებში და, რა თქმა უნდა, ვეჯინი საქართველოს ერთ-ერთი ციხეთაგანი გახდა.
XII საუკუნიდან ვეჯინის ციხის მნიშვნელობა საგრძნობლად ეცემა. ეს გამოწვეულია, პირველ ყოვლისა, იმით, რომ დროებით მიყუჩდა შინა ომები და გარეშე მტერთა საომარმა ცენტრმაც შორს გადაიწია.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by domciko » 23 იან 2012, 19:15

LEVANIKO
ჭკ 8)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 19:18

Ketevan Guliashvili wrote:
გიორგი II ლაშქრით ვეჯინს მოადგა 1082 წელს. მატიანე გვამცნობს: „და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად“, ე.ი. შემოდგომაზე. როგორც ჩანს, ალყამ რამდენიმე თვეს გასტანა: „... ვიდრე ბრძოდესღა, მოვიდა თოვლი“. ალბათ აუტანელი გახდა ალყა, რომ აღსართანი თვითონ მიდის მალიქ შაჰთან წყალობისათვის. სულთანმაც არ დააყოვნა და კახეთი ამ უკანასკნელს დაუტოვა. ვეჯინის ციხემ გაუძლო გიორგი II და თურქთა ლაშქრის ალყას, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ვეჯინის ციხის საიდუმლო გვირაბები, საცავები, წყალსადენი უდიდესი ხელოვნებით ყოფილა ნაშენი.
[/b]
როგორც ხედავთ გიორგი მე2–მ ვინც დავით აღმაშენებელს დაადგა გვირგვინი სწორედ თოვლიან ვეჯინზე მოიმტვრია ცხვირი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 19:23

კახეთის ასევე თელავთან შედარებით ნაკლებად ტურისტულ რაიონშია ხორნაბუჯისა და ვეჯინის გარდა მესამე უმნიუშვნელოვანესი ციხე კახეთის ისტორიულად : კვეტერა ! სადაც ულამაზესი ეკლესიაა!!! მაგრამ ის გიორგი მე2–ს კი არა და გიორგი პირველს მახსენებს : და კოლონკელიძის ქალს შორენას :)
ვისაც გმირთა ვარამი აქვს წაკითხული ან დედა ისტორია ან რამე ეგეთი ბევრ ადგილთან კარგი ასოციაციები ექნება კახეთში :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]