თოვლიანი კახეთი 22.01.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by LEVANIKO » 23 იან 2012, 14:05

1. რეგიონი:
კახეთი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - გურჯანი - დედოფლისწყარო - სიღნაღი - თბილისი

(ვეჯინის ლავრა - გურჯანის ყოვლადწმინდა - ოზაანის ამაღლება - ხირსას ტაძარი - ხორნაბუჯის ციხე სიმაგრე - ელიას ტაძარი - სიღნაღი)

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა

1. CheLo
2. Levaniko
3. shoda1121
4. Domciko
5. Maikoooo
6. GT.ge
7. Ismail
8. Ismail +
9. Kartlos
10. Maripat
11. Mayabeka
12. Mayabeka +
13. Megreli
14. Mari_jafo
15. Mari_jafo +
16. koberas+
17. Mikhail
18. Keti Guliashvili
19. Mr. Kokito
20. bavshvi
21. Levaniko + თათია
22. Levaniko + ინა
23. Levaniko + ელენე
24. Levaniko + ვამეხი


7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორები:
იდეის ავტორი და სულის შემსხმელი - CheLo
მარშუტის დამგეგმავი და აქტიური დამხმარე - shoda1121
აქტიური მომმარაგებელი მოლაშქრეებით - Levaniko


8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ტიბაანი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 450 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
17-19 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
ირგვლივ უამრავი ტაძარია შეიძლება ბევრი მარშუტის დაგეგმვა,

12. საბანაკე ადგილები:
საკმაოდ ბევრგანაა

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
არ იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანისამოსი! : )

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა თვე

16. რისკები, საფრთხეები:
თოვლიან გაყინულ ხორნაბუჯის ციხე სიმაგრეზე ასვლა ასეთ პირობებში რთული და ექსტრემალური იყო...

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს :

უამრავი

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ჯეოსელი კარგად მუშაობდა ყველგან

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
9 ბალი.

20. სასარგებლო ბმულები

ბოდბე-სიღნაღი-ხორნაბუჯი 2008ის ნინოობას

ხორნაბუჯი, ხირსა და სიღნაღი თეთრ ზღაპარში :)__20.02.2011

21. ვიდეოები
დაიდება.

(პირველი ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1600992
(მეორე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601005
(მესამე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601008
(მეოთხე ვიდეო) http://www.myvideo.ge/?video_id=1601011
Last edited by LEVANIKO on 23 იან 2012, 18:14, edited 5 times in total.
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by CheLo » 23 იან 2012, 14:07

ძამას ხეობიდან ახალი ჩამოსული ვიყავი და იმდენად კარგი გასვლა გამოუვიდა შოდას რომ ემოციებით აღსავსემ გადავწყვიტე მეც არანაკლებ ლამაზი ლაშქრობა დამეგეგმა.

ასე გამიჩნდა ეს იდეა თოვლიან კახეთში წამეყვანა ხალხი.. ცოტა ვშიშობდი რომ შეიძლებოდა თოვლი არ ყოფილიყო და ამიტომაც თემა არა 15-ში არამედ 22 იანვრისთვის დავდე. ყველაზე დიდი ნერვიულობა იყო მონაწილეებთან დაკავშირებით. ორგანიზატორობა ძალიან რთული საქმეა.. თავდაპირველად იმდენი ხალხი ჩაეწერა 2 მინიბუსი გავავსეთ მაგრამ შემდეგ ზოგი ემატებოდა და ზოგი აკლდებოდა.. ბოლოს ისე მოხდა რომ 38 კაციდან ჩამოვედით 24-ზე და საჭირო აღარ გახდა მეორე მანქანის დაქირავება.

მინდა ასევე დიდი მადლობა გადაუხადო შოდას რომელმაც მარშუტი უფრო დახვეწა და გაალამაზა. და ასევე ლევანიკოს რომელთანაც კავშირი მთელი 2 კვირის მანძილზე ყოველდღიურად მქონდა და ერთად ვადგენდით გეგმას. ახლა კი უკვე ჩვენ დაუვიწყარ გასვლაზე მოგიყვებით:

იმის გამო რომ მონაწილეები გაფანტული იყვნენ თბილისის ყველა წერტილში შეიქმნა ტაქსის ჯგუფები. შეხვედრის ადგილი კი 2 გვქონდა, 1 რედისონთან მეორე კი ვარკეთილის ხიდებთან. საბედნიეროდ არავის დაუგვიანია და რედისონიდან გამოვედით 5:35 წუთზე გზად ავიყვანეთ ვარკეთილის ყველა ხიდთან მიმობნეული ხალხი და გავემართეთ გურჯაანისკენ.

შოდიკას გეგმის მიხედვით პირველი გაჩერება გვიწევდა სოფელ ვეჯინში სადაც ლავრა უნდა გვენახა. ჯერ მზის შუქი არ იყო ამოსული რომ ჩავედით ვეჯინში და სუსხიან სიცივეში ჩამოვბრაგუნდით მინიბუსიდან. თოვლი კარგად იდო და ულამაზესად მოსჩანდა ირგვლივ არემარე.. ლავრამდე 2.5 კმ იყო და გაუყევით გზას. 1 საათიც არ დაგვჭირვებია ამ მანძილის დასაფარად თითონ ტაძარი კი ძალიან ლამაზი აღმოჩნდა. ბერმა მოგვიყვა ამ ძეგლის ისტორია რომელიც 11-12 საუკუნეში აშენებულა შემდეგ კი ისიც დაამატა თუ დაიცდით ცოტახანში წირვა დაიწყებაო. შემოვიფარგლეთ მხოლოდ სანთელის დანთებით და ლოცვით. უკანა გზა რადგან უკვე დაღმართი იყო არ გაგვჭირვებია სიარული და საკმაოდ მალე უკვე მივემართებოდით ყოვლადწმინდამდე. ეს ორივე ტაძარი გეგმაში არ გვქონდა შეყვანილი და სიურპრიზად დავტოვეთ : )

ყოვლადწმინდამდე მანქანა ბოლომდე მივიდა ეს ეკლესია კი იმითაა განსაკუთრებული რომ ორ გუმბათიანია. ტაძარში ამ დროს ტარდებოდა წირვა და ვისაც სურვილი ჰქონდა ესწრებოდა მე კი გარეთ ვგუნდაობდი და ვერთობოდი. გული რომ ვიჯერეთ მაიმუნობით შემდეგ უკვე ავედით ზემოთ მინიბუსთან
(პირველი ვიდეო) და გავემართეთ ტიბაანში.

შემდეგი სანახავი ადგილი კი უკვე ოზაანის ამაღლება იყო რაც ასევე შოდას მოთხოვნით შევიდა გეგმაში. მანძილი 2.8 კმ იყო. თუმცა იმდენად ლამაზ ადგილებში მოგვიწია სიარული რომ არც კი გვიგვრძვნია დაღლა რადგან ბუნების სილამაზიდ მოხიბლულები არ ვფიქრობდით ამაზე.
(მეორე ვიდეო) მინდა აღვნიშნო რომ გზაში დაგვემგზავრა ოზაანელი კაცი რომელმაც მიგვიყვანა ამაღლებამდე და არც ენაძუნწი ჩანდა და ყველაფერს გვიყვებოდა. თურმე ეს ტაძარი მდებარეობს ოზაანის და ძველი ანაგის საზღვარზე და ორივე სოფლის მცხოვრებლები ამოდიან დღესასწაულზე და ამ დღეს ჩხუბებიც ხშირად ხდებაო იმის გამო რომ ვერ გაუყვიათ ვის ეკუთვნის ამაღლება : ))) რუკაზე კი აღნიშნულია ოზაანში. 20 წუთის შემდეგ გამოვემართეთ მანქანისკენ.

ვერ გეტყვით ამ დროს რომელი საათი იქნებოდა მაგრამ დრო რომ გეგმის მიხედვით მიდიოდა ვიცოდი.. შემდეგი სანახავი ადგილი კი უკვე სტეფანე ხირსელის ტაძარი იყო. საერთოდ 13 ასურელი მამის ტაძრები ყოველთვის ძალიან შთამბეჭდავია..და არც ეს ადგილი იყო გამონაკლისი.. წინა გასვლიდან მახსოვს საყვარელი ძაღლუკა იყურებოდა გალავნიდან და რომ ვიკითხე ახლა სად არის მეთქი მამაომ ძალიან დაბერდა და ახლა წამლებზე გვყავსო და თავის ბუნაგშიაო..

ამდენი რამის ნახვის შემდეგ ხალხი უკვე კმაყოფილი იყო და ალბათ ვერც წარმოედგინა კიდევ რა უნდა ენახა, წინ კი ხორნაბუჯის ციხე სიმაგრე გველოდებოდა : )))) ჩემდა გასაკვირად არ გაგვჭირვებია ხორნაბუჯამდე მისვლა. ამას იმიტომ ვამბობ რომ ჩვენმა მძღოლმა გზა საერთოდ არ იცოდა და შოდა თავისი რუკებით აკვლევინებდა მიმართულებას. ციხის ძირამდე მანძილი 3 კმ იყო თუმცა სულ დაღმართი და გაუკვალავ თოვლში სიარულს პირადად ჩემთვის პრობლემა არ შეუქმნია
(მესამე ვიდეო) თან ძალიან ლამაზად იყო გარშემო ხეები დარგული რომლებსაც ზემოდან თოვლი ეყარა და ისეთ გარემოს ქმნიდა რომ ზღაპარში მიდიოდი. რომ მივედით ხორნაბუჯამდე მიუხედავად იმისა რომ ნამყოფი ვარ აქ მაინც ცოტა არ იყოს შემეშინდა : )) იმიტომ რომ უზარმაზარი კლდეა სადაც ქვემოდან მხოლოდ მისი გალავანი ჩანს და ამ თოვლში იქ ერთი შეცდომა და ფეხის გაცურება სასიკვდილო განაჩენი იყო. კლდის ძირში არის პატარა გამოქვაბული სადაც ცოტა შევიშვენეთ, დაველოდეთ დანარჩენებს და დავიწყეთ ასვლა.. მიუხედავად იმისა რომ ალბათ მთლიანობაში მანძილი 300 მეტრაა ამხელა სიმაღლის აღება ძალიან რთულია, თან ზამთარში. მაგრამ როცა უკვე ყველა ავიდა ნამდვილად არ უნანიათ. მე უკვე ნანახი მქონდა ეს სილამაზე და ნუ პირველი შთაბეჭდილება მაინც სულ სხვაა აი მათი სახის ყურება კი ერთი სიამოვნება იყო : ))))

ციხეზე ალბათ 20 წუთი გავჩერდით და დავიწყეთ ჩამოსვლა. როდესაც უკვე ძირს ვიყავით იქვე ახლოს ხის სახლთან დავისვენეთ და დაველოდეთ დანარჩენბს
(მეოთხე ვიდეო) უკვე ღამდებოდა და არავის გვინდოდა გზაზე დაგვბნელებოდა.. თავიდანვე როდესაც გეგმას ვადგენდით უკვე შეგუებული ვიყავი იმ აზრთან რომ ელიას ან ვერ ვნახავდით ან უკუნით სიბნელეში. ერთადერთი რაც უარყოფითად შეიძლება დასახელდეს ამ გასვლაში ისაა რომ ხორნაბუჯიდან უკანა გზაზე დისტანცია ძალიან გაიწელა და 1 საათი უაზროთ მოგვიწია მათი ცდა მანქანაში. ამ დროს მოულოდნელად დამირეკა მარიშკამ და ჩვენი ბედით დაინტერესდა. როდესაც მოუყევი რა ვნახეთ და სად ვიყავით შემომთავაზა სიღნაღში ვართო და თუ მალე მოხვალთ შევხვდეთო.. ვინც არ იცნობს მარიშკას გეტყვით რომ ეს ის გოგოა ვინც კონსტანტინესთან ერთად სამცხე ჯავახეთის გასვლა დაგეგმა ჩვენი გასვლის პარალელურად. სამწუხაროდ როგორც ძალიანაც არ უნდა მდომოდა მათი ნახვა ხალხის აზრს პატივს ვცემდი და როდესაც ელიას ნახვის სურვილი გამოხატეს გეზი ელიასკენ ავიღეთ. ასევე მინდა დავამატო აქვე რომ გზაში დოციკომ ბანქოში გაგვაფარჩაკა ყველა : ))))))

ელიას მთასთან რომ მივედით უკვე ღამე იყო.. ხორნაბუჯმა უმრავლესობას გამოაცალა ძალღონე და აღარ ისურვეს მისი ნახვა მე კი ამ სიამოვნებას ვერ მოვიკლებდი და გავემართე ტაძრამდე.. გოგოებიდან მხოლოდ მარიჯაფოს არ დაეზარა წამოსვლა და ბიჭებისგან სამადლობელო კომპლიმენტებიც დაიმსახურა.

ტაძართან რომ მივედით რათქმაუბდა დაკეტილი იყო თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ჩვენთვის იქ გაჩერების.. გადავიღეთ უამრავი სურათი ჩამოვასხით არაყი და დავლოცეთ უფალი. უკანა გზაზე სულ სირბილით დავბრუნდით და გაყინულები გავემართეთ სიღნაღისკენ.

ქალაქში ცოტა ვისეირნეთ და შემდეგ ვიპოვნეთ ერთი ადგილი სადაც მხოლოდ ჩაი და ყავა ჰქონდათ.. ვინაიდან აგროვდა 360 ლარი და მღძოლს მხოლოდ 280 მივეცი ჯიბეში 80 ლარი მედო და როდესაც შემოვიპატიჟე ხალხი ყავაზე რამოდენიმე კაცმა უარი განმიცხადა რაც ცოტა მეწყინა რადგან იქ მათი ფულიც იყო და ულამაზოდ გამოდიოდა მათ გარეშე ცხელი ხილის ჩაის ან ყავის დალევა.. თუმცა ადამიანს ვერ დააძალებ.. თან ცოტა არ იყოს მეშინოდა მაინც სიღნაღია და სასწაული ფასები იყო მე კი არ მინდოდა ანგარიში დიდი მოსულიყო და მერე მეთქვა ხალხისთვის დამატებაა საჭირო თქო. საბედნიეროდ ანგარიში 70 ლარი მოვიდა და 10 ლარი დამრჩა რომლითაც იქვე სადღეღამისო მაღაზიაში კანფეტი ვიყიდე და ის 7 კაცი და დამატებით მძღოლი ვინც გველოდებოდა მინიბუსში ჩამოვურიგე... ასე რომ იმედია ნაწყენი არავინ დარჩენილა..

ახლა რაც შეეხება ამინდს.. მიუხედავად იმისა რომ ღამე -12 გრადუსი ყინვა იყო. ქარი მაინც არ ყოფილა და მთელი დღის განმავლობაში იდეალური ამინდი იყო, არც მზე, არც ქარი, არც წვიმა და არც თოვლი.. ამან კიდე უფრო გაალამაზა ჩვენი გასვლა.. თბილისში ჩამოვედით შუაღამის 2 საათზე მანამდე კი მინიბუსში ვითამაშეთ ნამიოკობანა სადაც დომციკომ აქაც გადაგვიარა და ეს გოგო ნამდვილად ცალკე სასაუბრო თემაა.. : )))

დიდი მადლობა მეგობრებო რომ ყველანი ასეთი კარგები იყავით და ასეთი დაუვიწყარი დღე მაჩუქეთ, თქვენთან ერთად ლაშქრობა ერთი სიამოვნება იყო. და აქედან დასკვნა მთავარია მონდომება და ყველაფერი შესაძლებელია.. ისეთი მარშუტი რომელიც ჩვენ დავგეგმეთ თითქმის არარეალური იყო მოსწრება 1 დღეში, თუმცა შევძელით და მოვასწარით : ))
Last edited by CheLo on 23 იან 2012, 17:21, edited 2 times in total.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 14:12

ბატონმა ორგანიზატორმა მარშუტზე ადმინისტრატორული უფლებები მომანიჭა გასვლის წინ 2-3 დღით ადრე და მეც ერთი იმდენი დრო დავუთმე კახეთის რუკის შესწავლას რამდენიც ამ გასვლაზე დაიხარჯა :)

ჰოდა ჯერ ოზაანის ამაღლების ულამაზესი ტაძარი დავამატე მარშუტს მერე ისევ ამოვაგდე(თუმცა მაინც ვნახეთ) :) და ვეჯინი და გურჯაანის ყოვლადწმინდა ჩავსვი: რაკი ყველაზე მეტი დრო ოზაანს თუ არ ჩავთვლით ხორნაბუჯსა და ვეჯინს სჭირდებოდა(ორივე უმნიშვნელოვანესი პუნქტია ისტორიულად) ერთი დილაზე პრაქტიკულად გამთენიისას ჩავსვი და მეორე 3 საათისკენ :) პრინციპით 2012 წლის დეკემბერში სამყარო წყვეტს არსებობას ყველაფერი უნდა გვენახა.

თუმცა დრო მაინც დაგვეკარგა: 1. გზები მოყინული იყო. 2. მიუხედავად გაფრთხილებისა ტიბაანშია თქო სტეფანე ხირსელის მონასტერი მძღოლმა მაინც გადაუხვია სოფელ ხირსასკენ და ამან დრო დაგვაკარგინა 3. უმრავლესობა ხორნაბუჯიდან ამოვიდა ნორმალურ დროს და 1 საათი უცდიდა რამოდენიმე კარგ მოლაშქრეს და კარგ ადამიანს რომელთაც არ აქვთ გუნდური პასუხისმგებლობის გრძნობა და რატომ: მიუხედავად იმისა რომ მე მინდოდა ხორნაბუჯზე დრო მიმეცა შეუზღუდავად ვთქვი კიდეც კიდევ დავრჩეთ-თქო უმეტესობას იქ დარჩენის სურვილი არ ჰქონდათ და ჩამოვიდნენ:ჰოდა იმათი გათვალისწინებაც შეიძლებოდა და ჩემი მეგობრების რომლებსაც ელიაზე გზა უნდა ესწავლებინათ გველოდებოდნენ იქ მანქანით ( როგორც უკვე ვთქვი არ ჰქონდა თავი მძღოლს ელიას მიგნების) ; ცუდია ბოლოს ხორციანი საჭმელები რომ ვერ შევჭამეთ :( არადა როგორ მინდოდა .
კმაყოფილი ვარ არცთუ ისე გამოცდილი მოლაშქრეებით რომელთაც კარგად იარეს და გამოიწრთნენ; ვერავინ იტყვის რომ გადარბენაზე ვიყავით და რატომ: სახარება-სამოციქულოს ნაწილს დავესწარით წირვისა გურჯაანის ყოვლადწმინდაში, წავიკითხეთ სტეფანე ხირსელის დაუჯდომელი, გავჩერდით ვეჯინში მანამ სანამ კარგად არ შეგვცივდა :) ხორნაბუჯზე მაქსიმალურად ვცადე მაგრამ ხალხი მაინც არ დარჩა იმდენი ხანი რამდენიც რამოდენიმე კაცს უნდოდა. ყველაფერი ვნახეთ თუმცა ამდენის მოსწრებაზე არც იოცნებოთ შემოდგომაზე როცა თბილა ისეთ სეზონზე :) ლაშქრობაში ვიყავით უმეტესად და სიცივის გამო ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდით.
ჩემი აზრით გურჯაანის მარშუტი ზეგაანთან მელაანთან და ა.შ. ერთად ცალკე მარშუტადაც შეგიძლიათ განიხილოთ. ოზაანში არის კიდევ ერთი ეკლესია ისიც ნახოთ და ოზაანს ბლომად დრო დაუთმოთ ასევე შეგიძლიათ ნახოთ კარდანახი ან რამე ეგეთი. ვისაც ხირსა ხორნაბუჯი ელია ნანახი აქვს ვურჩევ ოზაანი და არწივის ხეობა ნახონ ერთად. ხოლო გურჯაანს რაც შეეხება შეიძლება ცალკე გასვლა: ზეგაანის, ვაზისუბნის და ჭერემის ან რამე ეგეთის მიმატებით.
მე ბედნიერი ვარ რომ შესაძლებლობა გვქონდა რომ ამდენი რამ გვენახა. განსაკუთრებული იყო შეუპოვარი მოლაშქრეების ნაწილის ასვლა ელიას მთაზე სიბნელესა და ყინვაში არყის თანხლებით, ოზაანის ფრესკები და ტყე, ვეჯინში დათოვლილი ხეები და ბუჩქები, ხორნაბუჯის ექსტრიმი, სიღნაღის კედელზე გასეირნება ღამით, წირვა გურჯაანის ყოვლადწმინდაში და ის შემოსასვლელი ხეივანი: კახეთი მართლაც საოცრად ლამაზი მხარეა და უამრავი ძეგლებია :)
Last edited by shoda1121 on 23 იან 2012, 19:50, edited 3 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by shoda1121 » 23 იან 2012, 14:16

მარშუტის ხანგრძლივობაში მიუთითეთ ფრჩხილებში 20 საათი :)
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
tantal
ბილიკზე მოარული
Posts: 46
Joined: 07 ოქტ 2011, 22:49
Location: rustavi
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by tantal » 23 იან 2012, 14:45

მე უკვე დავათვარიეე სურათები და ვარ გულგადაწყვეტილ-ჩაწყვეტილი :(:( კაია თოვლი რომ ყოფილა
siamis pisos davedzeb :)

linuka
ბილიკზე მოარული
Posts: 25
Joined: 24 ოქტ 2011, 15:57
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by linuka » 23 იან 2012, 16:16

აუუუჰ !!! მეც მინდოდა თქვენთან ერთად :(( გაგრამ არაუშავს ჩელო დადებს აღწერას და თავი იქ მეგონება :))))))))))))))))))))))

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 16:48

რამოდენიმე ფოტო განწყობისათვის;)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Ketevan Guliashvili on 01 ნოე 2012, 22:48, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 17:00

Image

Uploaded with ImageShack.us

Image
By guliashvili at 2012-01-23

Image
By guliashvili at 2012-01-23
Last edited by Ketevan Guliashvili on 23 იან 2012, 17:01, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
Ismail
მაწანწალა
Posts: 447
Joined: 28 სექ 2009, 17:09
Location: Қырҭтәыла, Қарҭ
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ismail » 23 იან 2012, 17:00

ესეიგი უარაამქვეყნიურესი გასვლა იყო... : ))

ახლაც ვერ ვხვდები როგორ მოვასწარით 7 ობიექტის ნახვა და ყინვასა და თოვლში 18 კილომეტრის გავლა ერთ დღეში... : ))
Last edited by Ismail on 23 იან 2012, 17:03, edited 1 time in total.
Fátt er svo illt, að einugi dugi.

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by domciko » 23 იან 2012, 17:02

ჭკ გასვლა იყო :))) მთავარია მონდომება, დაუღალავ-შეუპოვარი მოლაშქრეები და ყველაფერი მოსწრებადია :)))

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 17:09

Image
By guliashvili at 2012-01-23
Last edited by Ketevan Guliashvili on 01 ნოე 2012, 22:49, edited 1 time in total.
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
LEVANIKO
ზარმაცი
Posts: 1483
Joined: 01 ივნ 2009, 02:15
Contact:
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by LEVANIKO » 23 იან 2012, 17:20

მოკლედ დომციკო (ჩკ)-ს მე ვაღიარებ მაგრამ უჩემოდ მაინც არაფერია :D :D :D
ხო ისა კიდე ბურაში ვინ მოუგო ეგეც მიაწერეთ რა და ნამიოკობანაშიც ვინ აგებინებდა :D :D :D
ხო და კიდე მინდა დავამატო რო ჩკმ არ დამაძინა და შემდეგ ლაშქრობაში ძილის წამალს დავალევინებ იქნებ ჩაეძინოს :D მაგრამ ბოლოს მეც ხო არ გასვენებდი :D
Last edited by LEVANIKO on 23 იან 2012, 17:28, edited 1 time in total.
Image
ყველაფერი გამოვა თუ მოინდომებ.

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 17:37

გზად ვეჯინის მამათა მონასტრისაკენ
Image

Uploaded with ImageShack.us

გზად ოზაანის ეკლესიისაკენ და იქიდან

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image
By guliashvili at 2012-01-23

Image
By guliashvili at 2012-01-23
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

Ketevan Guliashvili
ეტიკი
Posts: 2393
Joined: 12 თებ 2011, 20:22
Location: Tbilisi Georgia
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by Ketevan Guliashvili » 23 იან 2012, 17:56

გზად ხორნაბუჯისაკენ

Image

Uploaded with ImageShack.us
მთებზე უკეთესი – ტბაში არეკლილი მთებია

User avatar
megreli
ბილიკზე მოარული
Posts: 48
Joined: 08 აგვ 2011, 11:23
Location: Tbilisi
თოვლიანი კახეთი 22.01.12

Post by megreli » 23 იან 2012, 18:02

მართლა ძალიან მაგარი გასვლა იყო,დაუვიწყარი,,,მიყვარხართ და მიხარიხართ ბავშვებო:*

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]