Page 9 of 9

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 16 მარ 2012, 09:52
by Bernar
გიო ეს საიტი ფოტოებს მემგონი არ აპატარავებს. მემგონი ჯერ შენ უნდა დააპატარავო და მერე ატვირთო :)

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 16 მარ 2012, 11:46
by shoda1121
ტობაზე ასასვლელად რომელი სეზონია კარგი ანუ როდის უფრო აისვლება და როდის უფრო აყვავებულ/ნაკლებად თოვლიან/ლამაზია?
და რამდენად კარგია 7-12 ივლისი?

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 16 მარ 2012, 21:11
by Gioogle
გავაკეთე :)

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 16 მარ 2012, 21:23
by Bernar
7-12 ივლისი ცოტა ადრე მგონია. საერთოდ მთაში სალაშქროდ ყველაზე კარგი პერიოდი ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდეა.

ჩვენ 18-24 ივლისს ვიყავით და ყველაფერი ძალიან კარგი იყო: ყვავილებიც, ამინდებიც, სიმწვანეც და თოვლიც ზომიერად იყო შემორჩენილი.

ასე რომ მე პირადად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე გირჩევ :)

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 18 მარ 2012, 14:38
by Bernar
მანუჩარი რომ დაბრუნდა ვისაუზმეთ და წასასვლელად დავიწყეთ მომზადება, თუმცა ამინდი აირია: დიდიღელეს (ტობადან გამომავალი ნაკადული) ხეობიდან ქარმა წვიმა და ნისლები ამოკრიფა. ამის გამო იძულებული გავხდით რამოდენიმე საათი კარავში გაგვეტარებინა. ბოლოს როგორც იქნა გამოიდარა და ჩვენც ავფუსფუსდით. ძალიან გვაინტერესებდა დიდი ტობა ვარჩხილი და ტბებსშორისი უღელტეხილი. ამიტომ მალევე ავიბარგეთ და დავადექით უღელტეხილის გზას. პირველ რიგში ოხოჯეს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორ კლდეს შორის უნდა გავსულიყავით, ხოლო შემდეგ ყურადღებით უნდა გაგვევლო ჩამონაშალი კლდეები და უზარმაზარი ლოდები, რის შემდეგაც პირდაპირ უღელტეხილის ძირში და მყინვარის დასაწყისში აღმოვჩნდებოდით.

ვისვენებთ ერთერთ ადგილას

Image

Uploaded with ImageShack.us

ტობას ყვავილი კლდეების ფონით

Image

Uploaded with ImageShack.us

ვაგრძელებთ გზას

Image

Uploaded with ImageShack.us

დაახლოებით ასეთი ქვაყრილი გავიარეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

არ იყო მაინცდამაინც ძნელი სასიარულო, თუმცა სიფრთხილე აუცილებლად უნდა გამოგეჩინა. ფეხის ყოველ დადგმაზე უნდა ქვა უნდა შეგემოწმებინა რომ არ წაქცეულიყავი. ასეთ ადგილას წაქცევა საკმაოდ სახიფათოა, რადგან უამრავი ქვა და კლდეა უშნოდ ამოშვერილი. როდესაც ქვაყრილი მოვამთავრეთ, დავისვენეთ და ტკბილეულით ენერგიის მარაგი შევივსეთ.

მაღლიდან სხვანაირად მოჩანდა ტობას კლდეები

Image

Uploaded with ImageShack.us

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 18 მარ 2012, 15:24
by Bernar
ის ის იყო მყინვარს შევუყევით, რომ ქარმა ოხოჯედან შხაპუნა წვიმა ამოიტანა. სასწრაფოდ გადავიცვით საწვიმრები და შევყევით მყინვარს.

Image

Uploaded with ImageShack.us

წვიმამ არა და არ გადაიღო. საკმაოდ რთული იყო მყინვარზე შეუსვენებლად ასვლა. არადა წვიმის გამო ვერც დაჯდომას ვახერხებდით და ვერც ჩანთის მოხსნას. ასე წვალებით ავაღწიეთ უღელტეხილამდე საიდანაც ნისლში გახვეული ჭითაგვალა და სხვა მწვერვალები მოჩანდა

Image

Uploaded with ImageShack.us

ისევ წვიმდა და ამიტომ მხოლოდ ეს ერთი ფოტო გადავიღე, რის შემდეგაც ტბისაკენ დავეშვით. ტბასთან ჩასულებმა ერთ დიდ ლოდს შევაფარეთ თავი და ცოტა ამოვისუნთქეთ. მანუჩარს კი დავემშვიდობეთ, რადგან ის მამამისის სანახავად უნდა გადასულიყო ხობისწყლის სათავეებში.

ბოლოს ძლივს გადაიღო წვიმამ და მზემაც გამოანათა. დაღლილებმა ნელ-ნელა გავშალეთ კარავი და როგორც იქნა დავბინავდით. მზის ჩასვლამდე კი ერთი-ორი ფოტოც გადავიღეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

მზის ჩასვლა ტობაზე

Image

Uploaded with ImageShack.us

დიდი ტობა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც ჩვენი ბანაკი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

და ბოლოს ტბებსშორისი უღელტეხილი

Image

Uploaded with ImageShack.us

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 29 მარ 2012, 21:02
by Bernar
გათენდა მომდევნო დილაც. პირველს მე გამეღვიძა. დღეს საფუძვლიანად ვაპირებდით დიდი ტობა ვარჩხილის დათვალიერებას და ამიტომ ძალიან მინდოდა, რომ დღეს ნორმალური ამინდი ყოფილიყო. როდესაც თავი წამოვწიე, რვის ნახევარი იყო, თუმცა მზის სინათლის ძალა არ იგრძნობოდა. ამის გამო თავიდან მეგონა, რომ ნისლებში ვიყავით გახვეულნი. სასწრაფოდ გავყავი კარვიდან თავი და ცას ავხედე: ჩემდა გასახარად ცა სულ მოკრიალებული იყო, ხოლო მზე უღელტეხილის უკანა მხრიდან ჯერ კიდევ არ იყო ამოსული. სწორედ ამიტომ იყო, რომ კარავში მყოფს ნისლი და ბურუსი მეგონა იქნებოდა. კარგმა ამინდმა ძალიან გამახარა. უცებ წამოვყარე დანარჩენები საძილეებიდან და ასე რვა საათისათვის უკვე დავადექით ბილიკს, რომელიც მცირე უღელტეხილით ხობისწყლის ხეობაში გადადიოდა, ხოლო იქიდან კი კიდევ ერთი უღელტეხილით ხაიშში.

ძალიან ლამაზი დილა გათენდა: გუშინდელთან შედარებით სულ სხვა ფერი ჰქონდა ჭითაგვალას

Image

Uploaded with ImageShack.us

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 29 მარ 2012, 21:04
by Bernar
ბოდიშს ვიხდი, რომ Imageshuck-ზე შექმნილი პრობლემის გამო დღეს მეტი ფოტოს ატვირთვა ვერ შევძელი :(

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 11 ივლ 2012, 19:28
by Gioogle
არ ვიცი მეგობრებო bernar-ი როდის მოიცლის რომ გააგრდზელოს თხრობა, დროებით ეს ორი ფოტო ნახეთ დიდი "ტობა-ვარჩხილის" :)

Image

Image

ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Posted: 13 ივლ 2012, 15:51
by QAQUCA
2 საათის წინ ჩამოვედი ტობადან, 7 დღეა იქ ვარ!