ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:31

შემდეგი გაჩერება უკვე ღუნჯასთან გველოდა. ღუნჯა ხობისწყლის ერთერთი ყველაზე დიდი შენაკადია, რომელიც განსაკუთრებული სილამაზით და ექსტრემალურობით გამოირჩევა. წინასწარ ვიცოდით, რომ წინ ძალიან ლამაზი სანახაობა გველოდა, თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა:

ღუნჯას კალაპოტი

Image

Uploaded with ImageShack.us

ჩანჩქერების კასკადი ღუნჯაზე

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მოვიმარჯვეთ აპარატები

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მე და მერაბი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კეთილი კაცი ძია როლა ცირამუაა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:35

სანამ ჩვენ იქურობით ვტკბებოდით, მუხურელები მოთმინებით გველოდებოდნენ:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

შაკო

Image

Uploaded with ImageShack.us

იქაურობის ნახვა ერთ რამედ ღირს!

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:57

ღუნჯადან შელეთამდე უკვე 500-600 მეტრიღა იყო დარჩენილი. ამიტომ დანიშნულების ადგილამდე მალევე მივედით. აქედან უკვე ფეხით უნდა გაგვეგრძელებინა გზა. შელეთთან გზა ორად იყოფა: ტობა ვარჩხილისაკენ მიმავალი გზა მარცხნივ უხვევს და დაუსრულებელი სერპანტინებით ადის ნათიფურუს მთამდე საიდანაც უკვე ბილიკებით უნდა გადახვიდეთ ტობა ვარჩხილამდე; ხოლო პირდაპირ მიმავალი გზა ხეობაში ჩადის და თუ არ ვცდები მდინარის მეორე მხარეს გადადის საიდანაც ფერდობს მაღლა მიუყვება (ეს ორივე გზა ჩინელების შეკეთებულია, რომლებსაც იქაური ტყეები აქვთ ნაყიდი).

მუხურელების ბოლო გაჩერებაც შელეთთან იყო. ამის იქით უკვე სკები აღარავის აღარ ჰქონდა.
სანამ ჩვენ ტობა ვარჩხილის გზას დავადგებოდით, მანამ მუხურელებმა პატარა სუფრა გაშალეს და, რა თქმა უნდა, ჩვენც მიგვიწვიეს. სანამ ვსადილობდით, კიდევ ერთხელ გულითადად დაგვარიგეს და წასვლის წინ გზაც დაგვილოცეს. მოკლედ რომ ვთქვა ამ ხალხისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობდით და შესაბამისად დიდი პატივიც გვცეს!

ესენი კი სანამ გზას დავადგებოდით მანამდე გადაღებული ფოტოებია:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ერთობლივი ფოტო

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კაცი თუ სწორად მახსოვს 20-ჯერ მაინცაა ტობა ვარჩხილზე ნამყოფი!

Image

Uploaded with ImageShack.us

ძია როლა ცირამუა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 03 თებ 2012, 17:57

მაშ ასე: დავემშვიდობეთ მუხურელებს და შევუდექით აღმართს ნათიფურუს მთამდე. დაიწყო მაგრამ რა დაიწყო: ძლივს მივათრევდით ზურგჩანთებს დაკიდებულ აღმართბზე და თავბრუდამხვევ სერპანტინებზე. თავიდან კიდე არაგვიშავდა მაგრამ ასე ნახევარი საათის შემდეგ უკვე მაგრად გვიჭირდა სიარული. უძილობა მაინც თავისას შვებოდა. კიდევ კარგი მზე იშვიათად აჭყიტებდა თორემ სიცხეში სულ გავითანგებოდით. ამას თან უწყლობაც დაერთო: წყალი მალევე გაგვითავდა, გზაში კი ნაკადულის ნასახიც არ შეგვხვედრია. არადა ბუნებაც არ იყო მაინც და მაინც გამორჩეული მისი ცქერით რომ დამტკბარიყავი.
ყოველივე ამის გამო ხშირ-ხშირად ვისვენებდით და გზაც უზომოდ იწელებოდა.

ერთერთი შესვენებისას:

Image

Uploaded with ImageShack.us

რუკაზე ხშირად ვიყურებოდით, თუმცა ისედაც ვიცოდით, რომ დღეს ნათიფურუს მთამდე ვერ ავაღწევდით. ამ დროს უკვე პირველ ქოხამდე დროზე მიღწევას ვნატრობდით.

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი ერთერთ მოსახვევში

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს შესვენებებისას გადაღებული ხედები:

Image

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Uploaded with ImageShack.us

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by QAQUCA » 03 თებ 2012, 18:02

იმედია წელს ამიხდება ტობავარჩხლი :roll:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 03 თებ 2012, 18:10

ასე ლას-ლასით მივაღწიეთ ერთ ადგილს, სადაც ხის ჭიშკარივით იყო გაკეთებული, ხოლო იქვე გზა იყოფოდა ორად: მარჯვენა ნაწილი ნათიფურუს მთაზე ადიოდა, ხოლო მარცხენა ღუნჯას ხეობისკენ ეშვებოდა. ამასობაში მზემაც დააჭირა და სხვა გზა არ იყო: უნდა დაგვესვენა. მაგრამ სადაც ჩრდილი იყო, იქ მიწა ტალახიანი აღმოჩნდა. ბოლოს ძლივს მოვნახეთ ჩრდილში ნორმალური ადგილი, მაგრამ ეხლა კოღოებმა არ მოგვასვენეს. ამას წყურვილიც დაერთო და მოკლედ აუტანელ მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ამის გამო მე და მერაბი წყლის საძებნელად წავედით. მარცხენა მხარეს ასე 200 მეტრი რომ ჩავიარეთ, შევამჩნიეთ რომ მიწაზე წყალი ოდნავ მოჟონავდა. აქედან წყალს ვერ ავიღებდით , არადა ახლო-მახლო არც წყლის ხმა არ ისმოდა და არც არაფერი. გამოვბრუნდით უკან გაწბილებულები. ძლივს-ძლივობით დავიძარით ადგილიდან და 50 მეტრი არ გვექნებოდა გავლილი, რომ გვიმრებით დაფარული მდელო შევნიშნეთ. ეს უკვე კარგი იყო, რადგან ამ მდელოზე უნდა ყოფილიყო პირველი ქოხი! მართლაც გვიმრებში მალე შევამჩნიეთ ქოხის სახურავი და გახარებულები მივადექით მას. ქოხში შესულები სკამ-ლოგინებზე ჩამოვჯექით და ერთიანად მოვდუნდით:

მერაბი მაგარი დაღლილია ეტყობა

Image

Uploaded with ImageShack.us

მე სათვალის გაწმენდის თავიც არ მაქვს :)

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
datoforesti
მაწანწალა
Posts: 459
Joined: 05 სექ 2011, 22:24
Location: Tbilisi
Contact:
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by datoforesti » 03 თებ 2012, 18:24

ძაან ლამაზად ყვები საიმოვნებით ვკითხულობ..:)[/list]
ხელოვნება ტანჯვაა, რომელიც მთელი ცხოვრება მოგყვება და გღრღნის
Inside I'm Forrest gump
http://datoforest.blogspot.com/

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 03 თებ 2012, 18:26

უძილობა მაინც თავისას შვებოდა: გიორგის სიცხის და ჩახუთილობის მიუხედავად ეგრევე ჩაეძინა, მე კი როგორც კი წამოვწექი და პარალონზე თავი დავდე ბურანში წავედი და სულ რამოდენიმე წამში გემრიელად ჩამეძინა.

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხანი მეძინა: ალბათ ნახევარი საათი. რომ გავიღვიძე შაკო და მერაბი ქოხში აღარ იყვნენ. გარეთ გავედი და დავუძახე მაგრამ ხმა არ გამცეს. ცოტა ხნის შემდეგ კი მძინარეებს თავზე წავადექი: იქვე კაი ჩრდილი უნახავთ და პირდაპირ სამანქანო გზაზე ჰქონდათ გაშლილი პარალონები. აქ შედარებით სიგრილე იყო და ამიტომ გიორგის დასაძახებლად წავედი:

ეს ქოხში მძინარე გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი სიამოვნებით დათანხმდა ძილი ჩრდილში გაეგრძელებინა და ისიც მიუწვა გვერდით შაკოს და მერაბს

Image

Uploaded with ImageShack.us

ისე კაი სანახავები კი ვიყავით :)

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 03 თებ 2012, 18:43

სანამ მეც დავიძინებდი, მდელოზე ორი პანორამის გადაღება მოვასწარი :)

ქოხი აქ ოდნავ მოჩანს ხელმარცხნივ

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us


ასე 2 საათი მაინც გვეძინა ალბათ.
როდესაც გამოვფხიზლდით, მოსაღამოვებული იყო და ამიტომ შედარებით გრილოდა. ახლა უკვე დრო იყო ბანაკისათვის მიგვეხედა: კარავი გასაშლელი გვქონდა, შეშა მოსატანი და წყალი მოსაძებნი. პირველ რიგში მე და მერაბი წყლის საძებნელად წავედით. იმედი გვქონდა წინა ჯერზე რომ მჟონავი წყალი ვნახეთ, იმის სათავეს მივაგნებდით. კარგად ვიარეთ ალბათ ასე 500 მეტრი და ზედ სამანქანო გზაზე სწორედ იმ მჟონავ წყალს წავადექით. თავიდან იქვე ვაპირებდით წყლის აღებას, თუმცა კარგად რომ დავაკვირდით, წყალთან ახლოს გზის მარჯვენა მხარეს, რომელიც მაღალი ბალახით იყო დაფარული,
ერთ ადგილას ბალახი იყო ჩათელილი. მივყევით ამ ჩათელილ ბალახს და იქვე მივადექით პატარა წყაროს! აი თურმე საიდან ჟონავდა წყალი სამანქანო გზაზე. გახარებულებმა ავავსეთ ბოთლები და ბანაკში დავბრუნდით. მალევე გავშალეთ კარავი და ცეცხლიც დავანთეთ. წყალთან ერთად და სიგრილეში ძეხვი და პურიც უფრო გემრიელი გვეჩვენა! :)
ახლა უკვე მხოლოდ კოღოები გვაწუხებდნენ, რომლებმაც სისხლი ბოლომდე გამოგვწოვეს! :D :D :D

როგორც კი ჩამობნელდა კარავში შევძვერით და წინა ღამის უძინარებსა და დღევანდელი აღმართებით გატანჯულებს მალევე ღრმად ჩაგვეძინა.

User avatar
avtokh
მაწანწალა
Posts: 953
Joined: 28 სექ 2010, 21:31
Location: saca moxerxdeba :)
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by avtokh » 04 თებ 2012, 13:24

Bernar wrote:ხიდზე გადასული მარცხნივ მიმავალ ბილიკს მივყევი და ასე 100 მეტრში ძალიან წყალუხვ ნაკადულს წავადექი. ნაკადულთან მისული თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი: ნაკადული დიდი სისწრაფით მოჩქეფდა ქვებზე და ქვემოთ დაუნდობლად ენარცხებოდა უზარმაზარ ქვებს. ამას თან ერთვოდა ჩანჩქერის გამაყრუებელი ხმა და ნაკადულზე მდგარი მსუბუქი ნისლი. სამწუხაროდ იმ ზღაპრულ ადგილას მხოლოდ ერთი ფოტო გადავიღე

Image
ამ ადგილს "ხავსებს" უძახიან და მშრალ ამინდში ხავსიანი კალაპოტია და საკმაოდ გრილა ზაფხულში, თუ მაგ კალაპოტში ჩადგები :) მაგის შემდეგ მალევე არის მეორე ეგეთივე კალაპოტი ოღონდ იქ უფრო დიდი ლოდებია :)
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by QAQUCA » 04 თებ 2012, 13:46

ყოჩაღებო :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 05 თებ 2012, 21:05

მომდევნო დილას უკვე ენერგიის ნაკლებობას აღარ ვუჩივოდით. :)
დღესაც საკმაოდ მძიმე დღე გველოდა: პირველ რიგში ნათიფურუს ქოხამდე უნდა აგვეღწია და შემდეგ, თუ კიდევ სიარულის თავი გვექნებოდა, მესამე ანუ ტობა ვარჩხილამდე ბოლო ქოხამდეც ავიდოდით. დილით ამინდი მშვენიერი იყო: მზე ოდნავ იჭყიტებოდა და ამიტომ სასიამოვნო სიგრილე იგრძნობოდა. ნოყიერად ვისაუზმეთ და შემდეგ ბანაკის ალაგებას შევუდექით. ასე ცხრა საათისათვის უკვე მზად ვიყავით გასასვლელად.

ეს ნაგვის დასაწვავად პატარა ცეცხლი დავანთეთ :)

Image

Uploaded with ImageShack.us

გასასვლელად მზად ვართ

Image

Uploaded with ImageShack.us

თუმცა გასვლამდე რამოდენიმე ფოტო გადავიღეთ

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ზურგჩანთის მოკიდება პირველად ყოველთვის ძნელია ხოლმე :)

Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Bernar on 05 თებ 2012, 21:35, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 05 თებ 2012, 21:26

ნათიფურუს ქოხამდე სულ 6 კილომეტრი უნდა გაგვევლო. აქედან 5 კილომეტრი გუშინდელივით აღმართებზე და სერპანტინებზე მოდიოდა ხოლო ბოლო 1 კილომეტრი გზა თითქმის სწორდებოდა. ენერგიულად შევუტიეთ აღმართებს, თუმცა მაინც ხშირ-ხშირად ვისვენებდით. გუშინდელისაგან განსხვავებით რაც უფრო მაღლა მივიწევდით, ბუნება მით უფრო ლამაზი და სანახაობრივი ხდებოდა.

ეს ერთერთი ყველაზე გრძელი აღმართი იყო და ამიტომ მწარედ დაგვამახსოვრდა :D

Image

Uploaded with ImageShack.us

ერთერთი მოსახვევი

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ყვავილი საკმაოდ ლამაზი იყო :)

Image

Uploaded with ImageShack.us

იქაური ტყე

Image

Uploaded with ImageShack.us

ერთერთი მოსახვევიდან გამოჩნდა ხობისწყლის ხეობა

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 05 თებ 2012, 21:33

როდესაც გზა გასწორდა მივხვდით რომ ახლოს ვიყავით ნათიფურუსთან. ამიტომ დასვენების უფლება მივეცით თავებს! :)

ახლოს ვართ მიზანთან, მაგრამ დავიღალეთ

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 05 თებ 2012, 21:39

ძალიან გაიწელა ის ერთი კილომეტრი. ამიტომ მიზნამდე კიდევ ერთხელ ჩამოვჯექით. თან უკვე საკმაოდაც ცხელოდა და წყალიც შემოგვაკლდა.

გზაში რამოდენიმე ფოტოს გადაღება მოვასწარი:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]