ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 22 იან 2012, 15:52

პირველ რიგში მოგესალმებით! სამწუხაროდ ჩვენი შარშანდელი ლაშქრობის თხრობა დაგვიანებით მიწევს, თუმცა სჯობს გვიან ვიდრე არასდროსო ნათქვამია. :) სათაურიდან ჩანს რომ ეს ლაშქრობა ტობა ვარჩხილს და მის ზღაპრულ სილამაზეს ეხება.
წინა ზაფხულს არხოტიდან დაბრუნებულებმა მტკიცედ გადავწყვიტეთ, რომ მომავალი ზაფხულის მოსვლა ტობა ვარჩხილის მონახულებით აღგვენიშნა. მეგობრისგან N67-ისგან ვიცოდი იქაურობის სილამაზის და ექსტრემალურობის შესახებ, რაც მე და ჩემს მეგობრებს იქაურობის ნახვის სურვილს გვიათკეცებდა. გამომდინარე იქიდან, რომ წელს პირველად უნდა წავსულიყავი ტობაზე, უფროსების და გოგონების წაყვანა ვერ გავრისკეთ. ამიტომ სალაშქროდ ცოტანი შევიკრიბეთ.
გამგზავრება 17 ივლისის ღამეს გვქონდა დაგეგმილი: თბილისი-ზუგდიდის მატარებლით 18-ში დილით სენაკში ჩავიდოდით საიდანაც მარშუტკით სოფელ მუხურში უნდა ავსულიყავით.
მიუხედავად ასეთი სილამაზის ნახვის სურვილისა, მოლაშქრეების შეკრება ძალიან გაჭირდა. მთავარ დაბრკოლებას ის ქმნიდა, რომ ჩემს ძმას მერაბს შეიძლებოდა ვერ მოეხერხებინა წამოსვლა. ეს იმაზე იყო დამოკიდებული სამსახურიდან მოახერხებდა თუ არა განთავისუფლებას. საბოლოოდ ღვთის წყალობით მერაბმა გამონახა სალაშქრო დრო რაც გადამწყვეტი ფაქტორი იყო ლაშქრობისათვის. ჩემთან და მერაბთან ერთად კიდევ გიორგი კვირიკაშვილი (კარავულად Gioogle) და მერაბის მეგობარი შაკო მოდიოდნენ. ასე რომ სულ 4 მოლაშქრე შევიკრიბეთ. შემართება არცერთს არ გვაკლდა; რუკაც ამოვბეჭდეთ და N67-თან მარშუტის შესახებ დეტალური კონსულტაციები გავიარეთ. ასე რომ ტობას დასალაშქრად საფუძვლიანად ვიყავით მომზადებულები!
საბოლოოდ დიდი წვალების და ნერვიულობის შემდეგ დადგა ნანატრი 17 ივლისი და მე, მერაბი და გიორგი მატარებელში "დავბინავდით". შაკო 18-ში დილით დაგვხვდებოდა სენაკში.
მომქანცველი მგზავრობის შემდეგ დილის 5 საათზე სენაკში ჩავედით სადაც შაკოსთან ერთად მუხურის მარშუტკაში მოვთავსდით და მუხურამდე ერთი პირი გამოძინებაც მოვასწარით (თუმცა როგორც მერე აღმოჩნდა ეს არ იყო საკმარისი :) ).
მუხურში ჩასულები მძღოლმა გულიანად დაგვაკვალიანა და ხობისწყლის ხეობაში დანგრეულ ქარხნამდეც მიგვიყვანა. უკვე დილის 7 საათი ხდებოდა. წინ მძიმე დღე გველოდა: დღეს შელეთამდე უნდა ავსულიყავით ანუ სადღაც 20 კილომეტრამდე გვქონდა გასავლელი. სიარული მძიმედ დავიწყეთ რადგან
ძილი ყველას გვაკლდა და ჩანთებიც საკმაოდ მძიმე გვქონდა.

ესეც ძველი ქარხნის ნანგრევები

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კი ლაშქრობის "სტარტი"

Image

Uploaded with ImageShack.us


მე და გიო

Image

Uploaded with ImageShack.us
Last edited by Bernar on 23 იან 2012, 17:41, edited 1 time in total.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 22 იან 2012, 16:00

რა უნდა ვქნა ფოტოები პირდაპირ რომ ანახოს და არა მხოლოდ ბმულები? :?

თვითონ ფოტოები SkyDrive-ზე მაქვს ატვირთული და ბმულებს იქიდან ვაკოპირებ

მირჩიეთ რამე :(

iko-iko
ბოდიალა
Posts: 133
Joined: 23 თებ 2011, 22:46
Location: თბილისი
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by iko-iko » 22 იან 2012, 17:16

Bernar wrote:რა უნდა ვქნა ფოტოები პირდაპირ რომ ანახოს და არა მხოლოდ ბმულები? :?

თვითონ ფოტოები SkyDrive-ზე მაქვს ატვირთული და ბმულებს იქიდან ვაკოპირებ

მირჩიეთ რამე :(


აი აქ ატვირთე http://www.radikal.ru/


ძალიან საინტერესოდ დაიწყე თქვენი ლაშქრობის მოყოლა :)
ველი გაგრზელებას ;)
იმედი მაქ წელს მაინც მოვახერხებ ტობა ვარჩხილზე ასვმას :)
უფალო შეეწიე
მგზავრობას ჩვენსას

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 22 იან 2012, 17:41

iko-iko
დიდი მადლობა!

ოღონდ ის უფრო მაინტერესებს SkyDrive-დან როგორ შევძლო ფოტოების წამოღება.

თუ არაფერი არ გამოვიდა მაშინ imageshuck-ზე მომიწევს ატვირთვა (ადრე როგორც ვაკეთებდი) :)

User avatar
Nika
იეტი
Posts: 5044
Joined: 30 მარ 2005, 11:04
Location: თბილისი
Contact:
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Nika » 22 იან 2012, 23:08

რადიკალზე მე არ გირჩევ ატვირთვას. არც სხვა ოკუპანტების საიტზე.
Dzuar-Zenji-Barzond
http://www.vardzelashvili.com

User avatar
ლეონტი
იეტი
Posts: 4805
Joined: 26 მაი 2007, 22:48
Location: ღურბელი
Contact:
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by ლეონტი » 23 იან 2012, 09:36

Nika
მეც მაგას არ ვამბობ, უკვე მერამდენედ, კაპიკს არ ხარჯავენ ისე ღებულობენ ინფოს რელიეფის და მოსალოდნელი საბრძოლო მოქმედებებისთვის სურათებს აბამენ რუკებს , სრულყოფილი ორიენტაციისთვის, მაგრამ ამას დაზვერვა სხვა სერვერებიდანაც აკეთებს, მათ შორის ჩვენი საიტებიდან.
იმ დონეზე რომ ვინმეს სამზარეულოში რომ შევიდნენ, იციან მაცივრის გამოსაღებად ხელი საით გაიშვირონ.
ამ სურათების დადებას ჯობია სადმე კლდეზე დააწეროთ : Мы были здесь, მერე სახელების ჩამონათვალი და რიცხვი.
მალე ირანთან რომ დაიწყოს ომი, მერე ნახეთ მანდ რუსების ძრომიალი.

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 23 იან 2012, 17:41

იყოს ისევ Imageshack-ი თუ მიშველის :)

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 23 იან 2012, 17:50

უძილარები საკმაოდ მძიმედ მივიწევდით წინ. სამაგიეროდ ხობისწყლის ხეობას ვათვალიერებდით საგულდაგულოდ. ძალიან საინტერსო ხეობაა: არანორმალურად წყლიანია. გზაზე უამრავი პატარა, დიდი თუ საშუალო ზომის ნაკადული ჩამოდის რომლებიც ხობისწყალს უერთდებიან. პირველად ეგრეთ წოდებულ "ბონდის" ხიდთან შევისვენეთ.

მანამდე გზაში კი ერთი-ორი ფოტოც გადავიღეთ:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მე ვარ

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს მერაბია: ჩემი ძმა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს კიდე შაკოა: მერაბის კურსელი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ზედ ხიდთან ხობისწყალს საკმაოდ წყალუხვი ნაკადული უერთდება.
ამ ფოტოზე ჩემს უკან მოჩანს ეგ ნაკადული

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 23 იან 2012, 17:54

სანამ შაკო და მერაბი ისვენებდნენ მე და გიორგი ხიდზე გადავედით და ტყეში შევყევით ბილიკს.

ეს გიოა

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

მდინარე ხობისწყალი: როგორც ჩანს წინა ღამეს წვიმდა რადგან მდინარე საკმაოდ ამღვრეული იყო

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ჩანთები

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 23 იან 2012, 18:05

ხიდზე გადასული მარცხნივ მიმავალ ბილიკს მივყევი და ასე 100 მეტრში ძალიან წყალუხვ ნაკადულს წავადექი. ნაკადულთან მისული თითქოს სხვა სამყაროში აღმოვჩნდი: ნაკადული დიდი სისწრაფით მოჩქეფდა ქვებზე და ქვემოთ დაუნდობლად ენარცხებოდა უზარმაზარ ქვებს. ამას თან ერთვოდა ჩანჩქერის გამაყრუებელი ხმა და ნაკადულზე მდგარი მსუბუქი ნისლი. სამწუხაროდ იმ ზღაპრულ ადგილას მხოლოდ ერთი ფოტო გადავიღე

Image

Uploaded with ImageShack.us

უკან დაბრუნებულებმა განვაგრძეთ გზა.
ხეობაში მზე ამოსულა უკვე:
Image

Uploaded with ImageShack.us

გზაში უამრავი ჩანჩქერები გვხვდებოდა. ეს ერთერთი მათგანია:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

შაკო და გიორგი პოზიორობენ :)

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 23 იან 2012, 18:21

ამის შემდეგ მალევე წამოგვეწია ხეობაში მიმავალი მანქანა, რომელსაც მეფუტკრეები მიჰყავდა სკებთან. თხოვნა არც დაგვჭირვებია ისე შემოგვთავაზეს დახმარება. ჩვენს გახარებულები ავძვერით ძარაზე და მანქანაც დაიძრა. მეფუტკრეები როგორც მოსალოდნელი იყო მუხურელები აღმოჩნდნენ და ტობა ვარჩხილის ავან-ჩავანი კარგად იცოდნენ. გზა დაუზარელად მიგვასწავლეს და თან დაგვარიგეს ფრთხილად ვყოფილიყავით, რადგან არც ისე მარტივი მარშრუტი გველოდა წინ.
სკები გზის პირას რამოდენიმე ადგილას იყო განლაგებული. ეს ერთერთი მათგანი:

Image

Uploaded with ImageShack.us

ესეც მეორე

Image

Uploaded with ImageShack.us

ხობისწყლის ერთერთი შენაკადი

Image

Uploaded with ImageShack.us

qvevri
ქვევრი
Posts: 7185
Joined: 13 მაი 2007, 22:57
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by qvevri » 23 იან 2012, 21:01

კი მაგრამ მერე?

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:12

მიუხედავად ჯაყჯაყისა შაკო მაინც ახერხებდა ფოტოების გადაღებას :)

ხობისწყალი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ეს ერთერთი შენაკადი

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:19

მეფუტკრეები რამოდენიმე ადგილას გაჩერდნენ სკების დასათვალიერებლად. ეს მათი ძაღლია როგორც ჩანს

Image

Uploaded with ImageShack.us

რაც უფრო წინ მივდიოდით, სიმაღლესაც მნიშვნელოვნად ვიღებდით. რის გამოც ხეობას უკეთესად ვათვალიერებდით:

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

შაკო

Image

Uploaded with ImageShack.us

გიორგი

Image

Uploaded with ImageShack.us

მე

Image

Uploaded with ImageShack.us

მერაბი

Image

Uploaded with ImageShack.us

User avatar
Bernar
მაწანწალა
Posts: 748
Joined: 28 ნოე 2007, 21:22
Location: Tbilis
ტობა ვარჩხილი 17-24.07.2011

Post by Bernar » 24 იან 2012, 17:22

იქაური ტყე

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

სკებთან ერთერთი გეგმიური გაჩერებისას

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

Image

Uploaded with ImageShack.us

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]