ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by CheLo » 09 იან 2012, 13:30

1. რეგიონი:
შიდა ქართლი

2. მარშუტის დასახელება:
თბილისი - ქარელი - თბილისი

3. ხანგრძლივობა:
1 დღე

4. სირთულე:
საშუალო

5. გასვლის, ლაშქრობის ღირებულება
15 ლარი

6. მონაწილეთა რაოდენობა
1. Shoda1121
2. Nkiviladze
3. Givargil
4. Linuka
5. Varlevani
6. Dolidzeli
7. CheLo
8. Nikoloz
9. Qaquca
10. Mako-DGM
11. Bartyi
12. Mamu
13. Hereti
14. Mikael
15. Luka
16. Giorgi-Barca
17. Maiko-Adventurus
18. ხატია ქასრაშვილი
19. Gorgasliani
20. Karveli +
21. თ.დ

ჯიპში

1. ქართლოსი
2. Qsovreli
3. Levaniko
4. Mariamooo
5. Tami
6. Archil

7. გასვლის, ლაშქრობის 2განიზატორი
shoda1121 (დავით ბერიშვილი)

8. დანიშნულების პუნქტთან უახლოესი დასახლებული პუნქტი:
ქარელი

9. მარშრუტის სიგრძე ტრანსპორტით:
დაახლოებით 350 კმ ჯამში

10. ფეხით გავლილი მანძილი:
27 კმ

11. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
მზოვრეთი, ქარმელი, სარკინეთი, აბუხალო

12. საბანაკე ადგილები:
საბანაკე ადგილები აბუხალოდან მომავალ გზაზე საკმაოდ ბევრ ადგილას შევნიშნე.

13. სასმელი წყალი მარშრუტზე:
სულ იყო

14. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
აუცილებლად თბილი წყალგაუმტარი ფეხსაცმელი და გამოსაცვლელი ტანისამოსი! : )

15. გასვლისთვის, ლაშქრობისთვის საუკეთესო დრო
წელიწადის ყველა დრო

16. რისკები, საფრთხეები:
გზა მოყინული იყო და წამდაუწუმ ვარდებოდით.. საბედნიეროდ მძიმედ არავინ დაშავებულა, ასევე ხიდები აბუხალოზე და ხის ტოტები ურალით რომ ვიმგზავრეთ : )

17. უახლოესი ღირსშესანაშნავი ადგილი, რომელიც დროის გახანგრძლივების
შემთხვევაში, შეიძლება, ამ გასვლისას ინახოს

ქოზიფა, შუანო

18. პირობები ფიჭური კავშირგაბმულობისთვის:
ტბეთის შემდეგ მობილური კავშირი წყდებოდა.

19. გასვლის, ლაშქრობის შეფასება 10ბალიანი სისტემით
8 ბალი.

20. სასარგებლო ბმულები
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
მზოვრეთი;
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
ქარმელი
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1

21. ვიდეოები
http://www.myvideo.ge/?video_id=1583824
http://www.myvideo.ge/?video_id=1583829
http://www.myvideo.ge/?video_id=1583834
Last edited by CheLo on 09 იან 2012, 15:10, edited 13 times in total.
Image

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by CheLo » 09 იან 2012, 13:39

ყველაფერი დაიყწო იქიდან რომ შევიკრიბეთ რედისონთან და დათქმულ დროს გამოვემართეთ. ჩანადირის არ იყოს პუნკტუალობა შოდასაც ჰყვარებია და ზარმაც კარველებს აღარ დაველოდეთ და დავტოვეთ თბილისში. ასეთი 2 აღმოჩნდა მაგრამ სახელების დასახელება არ ღირს. ჩვენი პირველი გეგმა მზოვრეთის ციხე-მონასტრის ნახვა იყო, ასევე ძალიან გვინდოდა მზის ამოსვლის დაფიქსირება. გზაში უმრავლესობა მსჯელობდა იმაზე იქნებოდა თუ არა თოვლი ძამას ხეობაში და ჩვენი სურვილი და იმედებიც ახდა. თამაზის სამარშუტო ტაქსიდან რომ გადმოვედით ჯერ არ იყო გათენებული, ირგვლივ არემარე სულ თეთრად იყო შეღებილი და საოცრად ახარებდა თვალს. იქვე მდგარ აბრაზე მანძილიც ეწერა 1.8 კმ. გაუყევით აღმართებს. მანძილი გრძელი არ იყო მაგრამ იმდენად მოყინული რომ, სანამ მონასტერში ავედი 5ჯერ მაინც ამოვტრიალდი ისე რომ გამოცდილ მოციგურავეს შეშურდებოდა ისეთი „ტულუპები და აქსელები“ ვაკეთე. დიდი მადლობა რომ ჩემ გვერდით ხატია იყო, მისი ფეხსაცმელი არ სრიალებდა და მოახერხა ჩემი აყვანა : )) რათქმაუნდა როგორც ხდება ხოლმე გადავიღეთ ბევრი სურათი და შევედით მონასტერში. შიგნით ძალიან ლამაზი კომპლექსი იყო აგებული ვიწრო ბილიკებით. ერთ ერთი ახალგაზრდა ბერის თქმით გუშინ შობას მამაოებს ლოცვაში გაუთენებიათ ღამე და ჩვენი იქ მისვლის დროს ეძინათ. რომ ვიჯერეთ გული თამაშით წამოვედით უკან მინიბუსისკენ რადგან დროში უნდა ჩავტეულიყავით და ყველა წამი დათვლილი იყო : )
შემდეგი გაჩერება სარკინეთის შიო მღვიმელის სახელობის მონასტერი იყო. რომ მივედით და შევედით ეზოში აღფრთოვანებას ვერ ვმალავდით რადგან ეს ძეგლი ძალიან განსხვავდებოდა სხვა წმინდა ძეგლებისგან. 21 საუკუნეში ეკლესიები მრავლად შენდება მაგრამ ჯერ არ ყოფილა შემთხვევა კლდეში გამოეკვეთათ! ვისაც ასფალტზე არ უმუშავია ის ვერც მიხვდება რა რთულია კლდის მტვრევა და გამოთხრა. ბერის თქმით ისინი 4 წლის განმავლობაში მუშაობდნენ და სულ რაღაც წელიწად ნახევარია რაც ფუნქციონირება დაიწყო. ვინც არაა ნამყოფი სარკინეთში აუცილებლად მოინახულეთ ეს ადგილი. ულამაზესი მონასტერია აგებული კლდეში. ხატები ჯერ არ იყო კედლებზე მოხატული რადგან კლდეში ნესტია და ეშინოდათ არ დაზიანებულიყო, თუმცა ამის საშველიც ყოფილა და მალე მოხატავენო. რომ გამოვედით კლდიდან იქვე ეგზოტიკური ცხოველების პატარაა ზოოპარკიც ვნახეთ. დისნეის გაბერილი ბეწვიანი კურდღლები, უცნაური ქოჩორიანი მამლები, ოქროს გულა სამეფო ფრინველები და ა.შ. ერთი სიტყვით ყველაფერი ძალიან მოგვეწონა და ჯერ რა ვიცოდით რომ წინ კიდევ უფრო დიდი ემოციების ზღვა გველოდებოდა.
ქარმელში რომ მივედით იქ მდგომ აბრასაც ზუსტად 1.8 კმ ეწერა. გზა რათქმაუნდა კვლავ აღმართიანი იყო მაგრამ, შედარებით ადვილი რადგან თოვლი იდო და ფეხი არ ცურავდა. იქვე ქვაზე გავშალეთ პატარა სუფრა, ვჭამეთ გული ვიჯერეთ და დავადექით გზას. 30 წუთიც არ დაგვჭირდა მანძილის დასაფარად. სიმართლე რომ ვთქვა მე ყველაზე მეტად ამ ძეგლის ნახვა მინდოდა რადგან დათოს სურათებში ულამაზესი ჩანდა განსაკუთრებით ის ფოტო სადაც მამაო ალბათ მზის შუქზე წირვას ატარებს. მანამდე არასდროს ცხოვრებაში ნანახი არ მქონია ასეთი დარბაზის ტიპის ღია სარკმეველიანი ეკლესია. ძნელია ამ ძეგლზე კიდე რამის თქმა. ერთი სიტყვით შთამბეჭდავი და უცნაური სანახავი იყო. ყველანი რომ შევიკრიბეთ დავიწყეთ გუნდაობა სირბილი და ანცობა.. ბიჭებმა ტანს ზევით გაიხადეს და თოვლში იგორავეს : ) იმდენად მხიარულობა იყო რომ ყბები მტკიოდა ბოლოს სიცილით. ჩვენ ალბათ კიდევ კარგა ხანს არ წამოვიდოდით დათოს რომ არ დაეხედა საათისთვის.
3 საათი ხდებოდა როცა უკვე გეზი საბოლოო დანიშნულების პუნკტზე მივიტანეთ. ეს სწორედ ის სახელგანთქმული ქოზიფა იყო. გზა იმდენათ რთული იყო თამაზის საცოდავ მინიბუს ენა რომ ქონოდა არ დაგვინდობდა.. ამდენ წვალებას ვარჩიეთ ფეხით გავლა და იქვე გზაზე გამოვლილ ჯარის ფორმაში ჩაცმულ უცხო პირებს ვკითხეთ რამდენი კმ იქნებოდა ქოზიფამდე. მათ გვიპასუხეს ალბათ 12-15 კმ არისო და ამან პირადად მე ცოტა შემაშინა რადგან მიუხედავად იმისა რომ ორგანიზატორს დაწერილი ქონდა თემაში ღამის 2-3 საათზე ჩამოვალთო მაინც არ მხიბლავდა ღამე უფანროდ ტყეში ხეტიალი : ) თუმცა როგორც შოდას გასვლას ყოველთვის თან ახლავს სასწაულები ასეც მოხდა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა დიდი ურალი რომელიც დაგვეხმარა. ჯერ ამოიყვანა ჩვენი მინიბუსი ტყლაპოდან და შემდგომ წაგიყვანა ჩვენც. ამ მანქანას უკან საბარგო სადგომი კი ქონდა მაგრამ მოაჯირები არა და 27 კაცის გადაყვანა მითუმეტეს ასეთ გზაზე სადაც მანქანა სულ ირყეოდა ცოტა რთული იყო : )) ავბარგდით ყველანი ზემოთ, წინ დავაყენეთ გოგოები და უკან დავდექით ჩვენ, შემოვიხვიეთ ქამარი და მოვეჭიდეთ ერთმანეთს. მანქანა დაიძრა და ამასთან ერთად ჩვენი ხტუნაობაც. თან ყველა დიდ ხმაზე ვღრიალებდით და მხიარულება არც იქ შეგვიწყვიტავს განსაკუთრებით მაშინ თუ ვინმეს მწარე ხის წკეპლა მოხვდებოდა სახეში : ) უკან ჰერეთი კივილაძეები ლინუკა და გორგასლიანი იჯდნენ მაგრამ მგონი ფეხზე დგომა სჯობდა რადგან მანქანა ბოლავდა და ამ ჰაერის სუნთქვა მათ უწევდათ. როდესაც მივედით ქოზიფას გადასახვევთან ორგანიზატორმა გადაწყვიტა რომ თუ დაუნდობელი ტურია ბარემ დაუნდობელი იყოსო და ქოზიფას ნახვას ჯობია გავიგრძელოთ გზა და აბუხალო ვნახოთო მითუმეტეს იქ ჯერ არცერთი კარვული გასვლა არ შემდგარაო. მართალია დათოს 26 კაცი ეწინააღმდეგებოდა მაგრამ, ორგანიზატორმა მაინც თავისი გაიტანა და წავედით ისევ ამ ურალით აბუხალოსკენ.
ქოზიფას გადასახვევიდან აბუხალომდე 6 კმ იყო. ბევრს აღარ ვილაპარაკებ ურალზე და გადავხტები იმ ადგილას როდესაც ჩამოვედით მანქანიდან და დავადექით აღმართებს. მანძილი 1.5 იყო ეკლესიამდე. ჩემი გაკვირვება უნდა გენახათ როდესაც ამხელა მანძილი გავიარეთ და ერთი პატარა ეკლესია დამხვდა აბუხალოში : ))) თურმე მთავარი სანახავი კლდეში გამოკვეთილი სალოცავები იყო მაგრამ კურთხევა იყო იქ საჭირო ასვლაზე და რომც მოეცათ რაც წარმოუდგენელი იყო ჯერ ერთი მანდილოსნებს მაინც არ აუშვებდნენ და მეორეც იმდენად სახიფათო გზა იყო, სიბნელეში იქიდან ჩამოსვლა საშიში იქნებოდა. დავანთე სანთელი და წამოვედი მარტო. როდესაც იმ ადგილს მივადეიქი სადაც ურალმა ჩამოგვსვა ცოტახანი დავისვენე და რომ დავინახე თემო და თამი მათთან ერთად გამოუყევი გზას. უკვე 6 საათი ხდებოდა და ბნელდებოდა. მანამდე არაფერი დამიწერია ჩემზე და ვიტყვი მხოლოდ იმას რომ ფეხსაცმელში წყალი მქონდა ჩასული და ისეთი გაყინული მქონდა ფეხები საერთოდ ვერ ვგრძნობდი თითებს ამ თოვლში და ვარაუდით დავდიოდი. ალბათ ყველას გამოგიცდიათ ეს. თემოსთან და თამისთან ერთად 6კმ გავქაჩე ისე რომ ტემპი არ დამიგდია და ბოლომდე ვდიე მაგრამ მერე მივხვდი რომ წინ დიდი გზა იყო კიდევ გასავლელი და აზრი არ ქონდა ამგვარ წვალებას. თემოს არ უნდოდა ჩემი დატოვება მგლებმა არ შეგჭამონ მარტოო მითუმეტეს ფანარი არ მქონდა მაგრამ გავჯიუტდი და გავყარე წინ.. გზაში სადღაც კუნძი ვნახე და ჩამოვჯექი 5 წუთით გავაბოლე თამბაქო და წავედი ფიქრებში : ) შემდგომ კვლავ გავაგრძელე გზა და ამ დროს რამოდენიმე კმ გავლის შემდეგ გზაში უკან მომავილი ქსოვრელი დავინახე რომელიც კი არ მოდიოდა არამედ მორბოდა და წუილით ჩამიქროლა : ))) ბოლოს ისე ამტკივდა ფეხები რომ სიარული აღარ შემეძლო და ვერსად რომ ვერ შევნიშნე ვერაფერი ავდექი და ყინულზე წამოვწექი. ისეთი დაღლილი ვიყავი ეს ყინული თბილი მომეჩვენა : )) და რომ მივხვდი რომ კინაღამ ჩამაკიმარა უცებ წამოვხტი და გავაგრძელე გზა. თან ძალიან მშიოდა და გულის არევის შეგრძნება მაწუხებდა.. ისე წინ ვიყავი დანარჩენებთან შედარებით რომ მათი ხმა კი არა ფანრის ნათებაც არ ჩანდა ჩაბნელებულ ტყეში. ბოლოს როგორღაც მივაღწიე ტბეთის აბრამდე და გამიხარდა რადგან ჩემი ვარაუდით 3 კმ-ზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. ვიარე ვიარე და 3კმ-ზე მეტი რომ აღმოჩნდა მომეშალა ნერვები და გავჩერდი ვიფიქრე რა მეჩქარება მეთქი და დაველოდები დანარჩენებს თქო.. 25 წუთში გამოჩნდნენ ყველანი. არადა ყველაზე სასაცილო ის იყო რომ სულ რაღაც 200 მეტრა მაშორებდა მინიბუს და კოცონს მე კიდე იქ ვიყინებოდი : ))) დანიშნულების ადგილზე მოვდი 8:30-წუთზე..
შემდეგ გამოვიცვალე ტანსაცმელი და წაუძინე მარშუტკაში.. კივილაძეები 2 საათის დაგვიანებით მოვიდნენ ამ დროს უკვე ახალი გამოღვიძებული ვიყავი.. მწვადები უკვე შემწვარი იყო და ქეიფიც მიდიოდა : ) 2 ნაჭერმა მწვადმა უცებ მომიყავანა ხასიათზე და რომ დავფიქრდი ამ ყველაფერზე რა თავგადასავალიც გადამხდა თავს დაღლილობის მიუხედავად მაინც კმაყოფილი დავრჩი და სახლში წასვლა აღარ მინდოდა ) ასე და ამგვარად მეტს ვერაფერს ვიტყვი ძალიან დავიღალე წერით უბრალოდ იმას დავამატებ დღეს სამსახური გავაცდინე ისე მეძიენბოდა დილით : )))))))
Last edited by CheLo on 09 იან 2012, 17:02, edited 7 times in total.
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 13:43

ეს გეგმა სწორედ ამ სურათების ნახვის შედეგად შევადგინე:
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
მზოვრეთი;
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
ქარმელი
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
––
ამ ძალიან კარგ აღწერაში ვერ მოხვდა რამოდენიმე პრიკოლი: ბარტი რომ დავარდა ძირს და ეგრევე ფოტოები რომ გადაუღეს კი არ ააყენეს; ასევე ის რომ ლევანიკო ძალიან იყო გადაღლილი ბოლოს და მოსდევდა რაღაც რაც თურმე ძაღლი იყო და მგელი ეგონათ :))) ასევე ყინულის ხიდი რომელზეც გასვლა ძალიან მაგარი იყო: არადა კინაღამ დამტოვეს ქარმელის გარეშე ხალხმა ვისაც წყალზე გადასვლის შეეშინდა.
ზამთარში კარგი იყო ეს ადგილები: რომლებიც მართლაც განსაკუთრებულია თუმცა შემოდგომაზე ბევრად უკეთესი იქნებოდა;
აბუხალოსაც მართლა დიდ რეკომენდაციას ვაძლევ მიუხედავად იმისა რომ სკიტეზე არ აგვიშვეს: უამარავი ხიდები, ჩანჩქერი, ულამაზესი ბუნება.... ბორჯომის ხეობიდან პირდაპირი ხაზით 5კმ-შია.
ადგილები მართლა განსაკუთრებულია და ვისაც წასვლა უნდა 100%იტ რეკომენდაციას ვაძლევ;
ერთადერთი იმაზე მწყდება გული რომ შუანოზე ვერ ავედით-ყველაზე მაღლა ძამას ხეობაში შუანოა. და ეს კი ძალიან დაუნდობელი იქნებოდა.
თუმცა სიმართლე რომ ვთქვათ მონაწილეების დიდ ნაწილს არ ჰქონდა საკმარისი მოტივაცია და ენთუზიაზმი რომ ბლომად ევლოთ: ფოტოტური რომ არ იყო ეს 9ჯერ ვთქვი :) ზოგიერთები იმდენად გაერთნენ ფოტოსესიებით რომ ქარმელში გუნდებს ვესროდი ვინც გვაგვიანებდა :)

ერთადერთი ბოლო და ყველაზე დიდი ლაშქრობა გამოვიდა ისე როგორც ნამდვილად არ ვგეგმავდი: ყველა ერთმანეთს ასწრებდა: ისეთი სისწრაფით გარბოდნენ ერთმანეთს არ უცდიდნენ: რავიცი მწვადები იყო მიზეზი თუ ენთუზიაზმის ნაკლებობა :( მე შევეცადე დამეცადა ბოლო ჯგუფისთვის და როცა მივხვდი ისინი რომ ძალიან აგვიანებდნენ და ტყეში ვრჩებოდი მარტო მეც წამოვედი ბოლო ჯგუფთან ერთად. ბოლოს როცა სამარშუტოსთან ჩავედი ცეცხლი დანთებული იყო და მწვადებიც იწვებოდა. შემდეგ ბოლოს უკან დარჩენილი ჯგუფის მოსაძებნად ჯერ ქსოვრელი წავიდა მერე მე, მამუ და ჰერეთი. და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ასეთ ლაშქრობაში 28 კაცი არ უნდა წაიყვანო 18იც გეყოფა... ასევე უკმაყოფილო ვარ ჩამკეტით–არასერიოზულად მიიღო დავალება და კიდევ ერთს სხვას ვუთხარი მერე და იმანაც უარი მითხრა: ყველაფერზე მე უნდა ვყოფილიყავი პასუხისმგებელი. ასევე უკმაყოფილო ვარ რომ ათასჯერ რომ დავწერე–დავურეკე კიდეც, ფბ–ზეც მივწერე: ფეხსაცმელებზე ფანარზე ... მაინც არ იყო სათანადოდ მზად ზოგიერთი...



პირვგელდაწყებითი გეგმა იყო მზოვრეთი, ქარმელი, ქოზიფა ან/და მუხილეთი; ან/და ხაზგასმით:) მუხილეთი ეგზოტიკური ხიდების გამო მომწონდა თუმცა აბუხალოში რომ ხიდებია მუხილეთი რას მოვა მაგასთან :)) მოკლედ გეგმა შესრულდა :)
რაც შეეხება კილომეტრებს არ ვიცი და არც მაინტერესებს :) 20–30 კმ ან ეკვივალენტი იყო გეგმა თოვლში და ეგეც შესრულდა ;
––
ქოზიფას რაც შეეხება: ქოზიფა ზე–ტურისტულია, არაეგზოტიკური რაკი ცენტრალურ გზაზეა; და კარავი ბევრჯერაა ნამყოფი; ეს ადგილები კი კარვისთვის უცხო იყო.
აბუხალო 2012 წლის კარავული შეკრება-გასვლები-გეგმების იდეები–შიც ეწერა ანუ ერთი შესრულებულია; ქოზიფა თავისუფლად შეგვეძლო მაგრამ რაკი ღმერთმა ის ურალი გამოგვიგზავნა რომელიც აბუხალოში მიდიოდა მეც ამ საჩუქარზე უარს ვერ ვიტყოდი ქოზიფას სასარგებლოდ. დაუნდობელი ტურის ერთი ელემენტია რელიგიური მისტიციზმი :)
სირთულეს რაც შეეხება: დაუნდობელი ტურის პირველი ნაწილი უფრო რთული იყო უფრო რთულ გზებზე, აქ კი თოვლი, ყინულები, ხიდები და რა თქმა უნდა ექსტრემალური მგზავრობა ურალით, უკან ღამით აბუხალოდან დაბრუნება იყო იმ სირთულის ელემენტები რაც ზაფხულში ვერ გექნება.
თუმცა ეს სიტყვა სუბიექტურია: ალბათ ქსოვრელისთვის შედარებით მარტივი იყო და ზოგისთვის ვინც იძახოდა უკან რა დაბრუნდებაო აბუხალოდან=ძალიან რთული;
რაც შეეხება გასვლის შეფასებას: მე ავანტურისტი ვარ–თავგადასავლების მოყვარული და ჩემს სტილში წარიმართა ეს გასვლა და ძალიან კმაყოფილი ვარ :) ადგილებიც ისეთია რომ ვერ დაუწუნებ რამეს; მარტო ქარმელზე ჩემი აზრით ყველა მოლაშქრე უნდა ავიდეს: ლოცვის დროს ღმერთს და მთებს ერთად ელაპარაკები!!!

ჯპს მონაცემებით(თოვლში და მოყინულზე ეს კმ–ები ორმაგდება სირთულით თან რელიეფი არ იყო მარტივი: ქარმელიც და მზოვრეთიც მთის წვერზეა-როცა თოვლი არაა გვარიანი ტალახია):

მზოვრეთის მამათა მონასტერი - 4,2 კმ

ქარმელი - 3,7კმ

გზა აბუხალომდე აბრიდან: 5.9 კმ. აბრა მაქსიმუმ ერთ კმ-ში და 2 ხიდშია ცენტრალური გზიდან.

სარკინეთამდე 5 ნაბიჯი :))
რუკა
Image
Last edited by shoda1121 on 10 იან 2012, 19:23, edited 15 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 13:47

მზოვრეთი მზის ამოსვლისას:
Image

მზიანი და თოვლიანი ქარმელი(ფოტოს ავტორი იმედა ქურთაული)
Image

ქარმელი (მზიანი დღე ულამაზესი ტაძარი გახსნილი საკურთხევლით)
Image

ყინულის ხიდი ქარმელისკენ
Image

მთების შეგრძნება ლოცვისას ქარმელში
Image

Image

დეკორატიული ფრინველები სარკინეთში ხატიას სუპერ ზუმით:
Image
Image
სარკინეთი: კლდეში გამოჭრილი მონასტერი: 21ე საუკუნე(ნიკოლოზი-ავტორი)
Image

აბუხალოს ჩანჩქერი:

Image
სკიტე სადაც ჩვენ არ აგვიშვეს: მარტო განდეგილები ცხოვრობენ:
Image
საცალფეხო ხიდები აბუხალოში:
Image

აბუხალოს გაყინული კანიონები :)
Image

რა ხედებია აბუხალოდან გაზაფხულზე ნახეთ :( სამწუხაროდ არ აგვიშვებენ:
Image

და დაუნდობელი ფოტოგრაფის მაიკოს ულამაზესი ფოტოები:
Image

Image

ხედი კავკასიონზე ძამას ხეობის მთებიდან: (ფოტოს ავტორი ნიკოლოზი)
Image

გადასახვევი:
Image

ხატი: ძამას ხეობის მონასტრების: მაღლა აბუხალო(კლდე) და ბევრი მონასტრები ერთად ქოზიფა, ხოლო მთაზე შუანო ქოზიფასგან მარჯვნივ, დასაწყისში ორთუბანი;
Image

გაუკვალავი თოვლი:
Image

ისევ აბუხალოს ეგზოტიკური ხიდები:
Image

კაი მწვადები ბოლოს:
Image

ვიდეოები:
ზურამ დადო ურალით როგორ ავედით ეს ვიდეოები: მიქაელ შენ ხომ სხვა ხედიდნ გადაგვიღე???
http://www.myvideo.ge/?video_id=1583824
http://www.myvideo.ge/?video_id=1583829
http://www.myvideo.ge/?video_id=1583834
მზოვრეთის ულამაზესი ვიდეო (იმედა ქურთაული)
http://www.youtube.com/watch?v=4-OXMgNkkfw
Last edited by shoda1121 on 10 იან 2012, 17:36, edited 12 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 13:53

ამასთან, ვისაც სურვილი ჰქონდა შეწირა მცირეოდენი თანხა ძამას ხეობის კოდმანის მონასტრისთვის ხატის დამზადებისთვის
შეგროვდა 50 ლარი რომელსაც ქაქუცა ქეთევან გულიაშვილს მიაწვდის

სოფელი კოდმანი იყო ის პუნქტი რომლის ნახვაც ძალიან გაუხარდათ ზოგიერთ გადაღლილ კარველს :)) სიმბოლურია :)

და კიდევ ამ 15 ლარში სამარშუტოსთვის გადასახდელი კაცზე შედიოდა 250 ლარი გზა და 50 ლარი სამწვადე და სოსისები.
ჯიპის ხალხს გამოვართვით პლიუს ამ სამწვადისთვის 10 ლარი და გადავეცით ურალის მძღოლს რომელმაც აგვიყვანა.
.

სხვა სურათები ეხლა:
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
Image
გზა უკან
Image
Image
Image
აბუხალო
Image
Image
Image
ამ ფოტოებიდან ბევრის ავტორია ჩემი ხატია:
Image
და ძალიან მაგარი ადამიანი: თავგადასავლების მოყვარული მაიკო:
Image
Last edited by shoda1121 on 10 იან 2012, 19:09, edited 7 times in total.
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by QAQUCA » 09 იან 2012, 14:02

მომეწონა ის რაცვნახეთ თან ძალიან! :wink:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
domciko
მაწანწალა
Posts: 640
Joined: 14 ივლ 2011, 14:05
Location: tbilisi
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by domciko » 09 იან 2012, 14:18

დასაწყისი მომწონს... პატოოომ? :arrow:

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by QAQUCA » 09 იან 2012, 14:20

domciko wrote:დასაწყისი მომწონს... პატოოომ? :arrow:


"ვსო ბუდეტო" ამბობენ :lol:
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!


User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 14:46

ზურა, პირველ პოსტში ეს ბმულები მიუთითე: ამ სურათების მიხედვით დავგეგმე ნანახი არცერთი არ მქონდა პირადად.

https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
მზოვრეთი;
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
ქარმელი
https://www.facebook.com/media/set/?set ... 631&type=1
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ


User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 14:49

ამ ფოტოსესიური სურათების დადებას ჯერ აღწერა დაგეწერა :(
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ


User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by CheLo » 09 იან 2012, 14:51

ჩავამატებ მერე აღწერას ახლა დაღლილი ვარ ჯერ ისევ იქ ვარ :) :) :)
Image

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
ძამას ხეობა (მზოვრეთი,სარკინეთი, ქარმელი, აბუხალო) 08.01.12

Post by shoda1121 » 09 იან 2012, 14:54

შენ მე2 პოსტს მიეცი შესწორება და იქ დაწერე :
"დათო თუ რამის ჩასწორება გინდა მომწერე და ჩავასწორებ... რაც შეეხება ჩემებურ აღწერას საღამოს დავდებ და სურათებსაც დავამატებ : ))" ეს რო გიწერია
experience > places
seamos realistas hagamos lo imposible
اهدِنَــــا الصِّرَاطَ المُستَقِيمَ

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]