სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

უკვე შემდგარი ლაშქრობების შესახებ

Moderators: Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia, Kakha, Druides, Ketevan Guliashvili, Mta Mkvarebia

ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე
User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by shoda1121 » 07 ნოე 2011, 15:04

ადგილები ნაცნობია-ტური კი სათავგადასავლო-ამიტომაც არ დავწერ წესების მიხედვით.
მარშუტი: ულუმბო-ბრეთი-ურბნისი-რუისი-სამწევრისი-ყინწვისი-სარკის წმინდა გიორგი(ტყით)-სოფელი ლეთეთი
შეკრების დრო-5.20; გასვლის 5.25 (დაგვიანებების გარეშე).

ხარჯი: 250 ლარი- სამარშუტოს დაქირავება; 50 ლარი- სამწავდე; 7 ლარი-ნახშირი
ფეხით გასავლელი მანძილი სულ 6კმ -ულუმბოში. სარკის წმინდა გიორგი-ლეთეთი-5კმ. გამოცდილი მეგზურის შემთხვევაში 3კმ ყინწვისის ტყეში. და თუ პირდაპირ ივლით და შემდეგ მთის წვერიდან ქვემოთ დაეშვებით არ ვიცი - შეიძლება 7-8-ც.

მონაწილეთა რაოდენობა: 20
1. shoda1121
2. nkiviladze
3.shoda1121+(chelo)
4.kobera
5.shoda1121+(ხატია ქასრაშვილი)
6. Maiko-adventurous
7.datoforesti
8.datoforesti-ის +
9.nkiviladze+ (გიორგი კივილაძე)
10.nkiviladze+ (ლევანი)
11.datoforesti-ის +
12. აკაკი კივილაძე
13. მარიამ გულარაშვილი
14. shoda1121+(ბრენდონი)
15. მეგრელი
16. datoforestiის +
17.მამუს +
18.Maiko-adventurous +
19.Maiko-adventurous +
20. linuka

დროის გახანგრძლივების შემთხვევაში/ან თუნდაც რუის-ურბნისის მაგივრად შეიძლება ინახოს დირბიც. ყურადღების მისაქცევი ადგილებიდან გამოვყოფდი-სამწერისს და მხატვრობას იქ რომელმაც გაგვაოცა. ასევე ულუმბოს ზემოთ ტყე. ყინწვისში თამარის წყაროსთან ტყე და ყინწვისის მხატვრობა. ასურელი მამების ნაკვალევზე ტურის გამოა ბრეთი საინტერესო(ულუმბოს შემდეგ რომ წახვიდე) სხვაგვარად არ ღირს.
---
-ყველა ჩემი გეგმა გადაჭარბებით იქნა შესრულებული :D ძეგლები 3-ით მეტი ვნახეთ. რუისი, ურბნისი და სამწერისი არ იყო დაგეგმილი-შედეგად ისტორიული თვალსაზრისით ტურს 10დან 10ს მივცემდი. ბუნება ყინწვისში და ულუმბოში მაგარია ძალიან–ამიტომ ბუნებაც 10დან 10. ექსტრიმი 10–10 ;)
გართობა/სხვა: სამარშუტოში მუსიკა, უდიდესი იუმორის ნიჭით დაჯილდოვებული მძღოლი, ტალახიან გზაში სიმღერა; სოკოების დაკრეფა, ულუმბოში სახარებამდე წირვასაც კი დავესწარით და სარკის წმ.გიორგიში გალობა ვცადეთ :) მწვადები დიდი რაოდენობით,
ამინდი– კოკისპირული წვიმა ულუმბოში, ძლიერი ქარი სამწერისში, თოვლის ფიფქები, სიცივე და ნისლი ტყეში; და რაც მთავარია უზომოდ დიდი რაოდენობით ტალახი ქვემოთ სარკის წმ.გიორგიდან სოფლამდე საკმაოდ გრძელ გზაზე!
ექსტრიმზე აღარაფერ ვიტყვი: ყველაზე ცუდი მომენტი იყო როცა ითქვა უკან ხომ არ გავბრუნდეთო, და ყველაზე მაგარი ჯერ გოგას მიერ ნათქვამი საქეიფო მაგიდები და წყარო, მერე კი საკის წმინდა გიორგის სილუეტი რომ გამოჩნდა ღამეში– და კოლუმბივით რომ ბოლო ხმაზე ვღრიალებდით...
––
ძალიან დიდი მადლობა რომ ზუსტად დაგეგმილ დროზე გავედით, დაგვიანებას ადგილი არ ჰქონია, ასევე გავედით ზუსტად 20–ანუ ოპტიმალური რაოდენობა!
–––
დიდი მადლობა ვინც მაქსიმალურად მხარს მიჭერდა:გეგმაში იყო გზის ცოდნის გარეშე მოკლე 3კმ. ბილიკის გავლა ტყეში და დანარჩენი იმაზე იყო დამოკიდებული თუ როგორ გვიმართლებს თავგადასავალში :) არ წავიყვანდი ხალხს ისეთ გრძელ ბილიკზე როგორიცაა აბუხალო–გუჯარეთი ან ზანავი–ნუნისი– მაგრამ 3კმ. ბილიკზე წახვიდე ისე რომ გზა არ იცი–და თან ამის შესახებ გააფრთხილო ყველა სრულიად ნორმალურია–თან იმედენი ძეგლები გვქონდა უკვე ნანახი რომ :)
კარგი იქნებოდა რომ პლიუსებსაც წაეკითხათ აღწერა ლაშქრობის და არ შეიქმნებოდა გაუგებრობები.
–––
ძალიან დიდი დიდი მადლობა GAMARJOBA SAQARTVELO-ს!!!!
––
ლექსოს GPS :)))) ძალიან დაგვხმარა– მიუეხედავად იმისა რომ მთის წვერზე ასვლამდე უბრალოდ პირდაპირ ვმოძრაობდით–მაგრამ მორალური მხარდაჭერა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა. მთის წვერიდან კი გზა ქვემოთ GPS–მა გვიჩვენა და იმ დროს გოგას ველაპარაკებოდი და როცა მითხრა ქვემოთ უნდა იაროთო მივხვდი რომ გამარჯვებასთან ახლოს ვიყავით!!!

რუკა :

Image

ჩვენი თავგადასავალის ამსახველი რუკა:
Image
Last edited by shoda1121 on 08 ნოე 2011, 11:30, edited 7 times in total.

User avatar
Maiko-adventurous
მაწანწალა
Posts: 488
Joined: 02 სექ 2011, 14:37
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by Maiko-adventurous » 07 ნოე 2011, 16:00

მართლაც გადასარევი შეგრძნებებით და ადრენალინით დატვირტული გასვლა იყო :) განსაკუთრებით სიბნელეში გაკვალულ ბოლო დაღმართებს და სიმღერას თუ გავიხსენებთ :D
სურათები იქნება მალეე!!!! :)
I am not an adventurer by choice but by fate.

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by CheLo » 07 ნოე 2011, 16:28

მოკლედ ყველაფერი იმით დაიწყო რომ ჩვენი ორგანიზატორი გავაღვიძე დაგეგმილზე ადრე, და ისეთი მკვლელი ხმა ქონდა ტელეფონზე რომ, ალბათ რომ ვერ ვეცნე რაღაცას მიზავდა : ) შემდეგ აკაკიც გავაღვიძე და მისი მანქანით გავეშურე შეხვედრის ადგილას.. ჩემდა გასაკვირად იქ 3-4 კაცის გამოკლებით უკვე სუყველანი შეკრებილები იყვნენ და დათქმულ დროს გაუდექით გზას!
ჩვენი პირველი მიზანი იყო ულუმბოს ნახვა
Image
და ფაქტიურად სიბნელეში გამთენიისას ჩავედით კიდევაც.. შემდეგ 5 კმ გავიარეთ ატალახებულ გზაზე და უკვე გათენებულზე მივაღწიეთ ამ მშვენიერ ტაძარსაც. ტაძრის ეზოში 3 დიდი ძაღლი დარბოდა და ჩვენი დანახვა ისე გაუხარდა ერთ ერთს რომ ზედ შემომახტა და თავისი ტალახიანი თათებით ჯერ კიდე შემორჩენილი სუფთა მაისურიც დამისვარა.. : ) მამაომ შემდეგ მოკლედ მოგვიყვა ამ ტაძრის ისტორია და ისიც დაამატა რომ ასურელი მამის მიქაელ ულუმბოელის საფლავი არაა ნაპოვნი და ერთ ერთი გადმოცემის მიხედვით აქ სადღაც ახლოს უნდა ყოფილიყო დასაფლავებული.
ჩვენი შემდეგი გაჩერება უკვე მეორე ასურელი მამის ტაძარი იყო პიროს ბრეთელის..
Image
ამ ტაძარმა იმით მომხიბლა რომ შიგნიდან მთლიანი ტაძარი იყო სულ ახალი მოხატული. ერთ ერთ პატარა ოთახში იყო პიროს ბრეთელის საფლავი რომელიც სასწაულმოქმედია და ამ ადგილას უნდა დაიკუზო და ეამბორო მის საფლავს და რათმქუნდა ლოცვის შემდეგ სურვილი ჩაიფიქრო.
იმდენად მოგვხიბლა ასურელი მამების ნაგებმა ტაძრებმა რომ გადავწყვიტეთ ამ ტურის ისტორიული მნიშვნელობა გაგვეზარდა და ბარემ რუის-ურბნისის მონასტრებიც გვენახა! ოღონდაც ამ ყველაფრისთვის გვქონდა 15-15 წუთი რადგანაც დრო არ გვრჩებოდა და მისი არ ნახვაც დიდი შეცდომა იქნებოდა.. ურბნისის მონასტერი ძალიან დიდი და ვეება იყო გალავნით შემოფარგლული.. სამწუხაროდ სურათის გადაღება ვერ მოვახერხე მისი მაშტაბიდან გამომდინარე.
რუისის ტაძარი კი მისგან მხოლოდ რამოდენიმე კმ-თი იყო დაშორებული და ასე გამოიყურებოდა
Image
გეგმაში ჩვენ ორგანიზატორს ასევე ჰქონია სასირეთის ნახვაც მაგრამ ბოლო მომენტში გადაუფიქრებია კარავზე როგორ ვთქვა სასირეთში ვიყავიო : ))))))) და ალტერნატივად სამწერისი ავირჩიეთ! რაც ნამდვილად არ გვინანია, იმიტომ რომ ეს ტაძარი იყო ამ გასვლის გვირგვინი! ასეთი ლამაზი მოხატულობა არცერთ სხვა ტაძარში არ მინახია! ვინც არაა ნამყოფი აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს და ისიამოვნეთ!
Image
Image
უკვე შუა დღის 2 საათი იყო, ამინდი კვლავ უცვლელი, სუსხიანი გათენებისას რომ იცის. შემდეგი გაჩერება კი ყინწვისის მონასტერი და შემდეგ ლაშქრობა სარკის წმინდა გიორგი ეკლესიამდე ტყით იყო.
Last edited by CheLo on 07 ნოე 2011, 18:58, edited 1 time in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by shoda1121 » 07 ნოე 2011, 17:11

:D :D დავაზუსტებ: ტრადიციულ ქართულ სოფელ სასირეთში გასეირნება, რაც მხიარული სურპრიზი უნდა ყოფილიყო (ახლოსაა ბრეთთან) გადავიფიქრე 2 '+'ის გამო :) იქ რომ წავსულიყავით იმათი რეაქცია არ იქნებოდა შესაბამისი და სასაცილო ხუმრობა აღარ გამოვიდოდა :) 3 ტაძრის დამატება იქიდან გამომდინარე გახდა შესაძლებელი რომ დაგეგმილზე 2 საათით ადრე ჩამოვედით ულუმბოდან- სწორად შერჩეული ჯგუფი იყო(გეგმიდან გამომდინარე) და კარგად ვიარეთ.

---
ზურა შენი აღწერილი ლაშქრობა გამახსენდა ისე გულიანად ყვები: იმერეთ-სამეგრელოს ჩემ მიერ ორგანიზებული ტური:
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=5283

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by CheLo » 07 ნოე 2011, 17:36

ყინწვისში რომ მივედით მამაომ გვითხრა რომ საკმაოდ რთული მარშუტი იყო ეს და ძალიან ბევრნი დაკარგულანო, გზა ყოველ მონაკვეთში თითქმის 3ჯერ და 4-ჯერ იყოფაო და სწორი არჩევნის გაკეთება ძალიან რთულიაო.. ჩვენ კი მაინც ვერ შეგვაშინა მისმა ნათქვამმა რადგან სულ 3 კილომეტრი იყო მანძილი და იმედი გვქონდა რომ 2 საათი თავისუფლად ჩავიდოდით : ))
Image

Image
Image
დაიწყო გზა და უკვე 50 მეტრში ორად გაიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა რომ ცოტა ვიკამათეთ "არა ეს ბილიკი არაა და წყლის კალაპოტიაო" მაინც სწორი არჩევანი გავაკეთეთ და გაუყევით აღმართს, ამ დროს ავედით ტრიალ მინდორზე და აქ უკვე დავიწყეთ ფიქრი.. რადგან გზა 3 იყოფოდა.. ანუ მარცხნივ გრძელდებოდა, შესაძლებელი იყო პირდაპირ მთაზე ასვლა სადაც ისევ გრძელდებოდა ბილიკი და ასევე მარჯვნიდან მოვლა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს აქ მარჯვენა მხარე ავირჩიეთ და ალბათ სწორედაც. შემდეგ უკვე ისევ 2 გაიყო გზა მარცხნივ და მარჯვნივ.. კობერა იძახდა ჩემ რუკას თუ ვენდობითო აუცილებლად მარჯვნივ უნდა წავიდეთო და ყველას რატომღაც გვეჩვენებოდა რომ მარცხენა მხარე უფრო რეალური იყო რადგან წინ უშველებელი მთა იყო და გული გვიგრძნობდა რომ მარცხნიდან მოუვლიდით. ნახევარ საათიანი კამათის შემდეგ კვლავ ავამოძრავეთ ორგანიზმი და გავეშურეთ. ერთ ერთი აღმართის დროს გამოჩნდა სამანქანე გზა და ყველამ სიხარულით ამოვისუნთქეთ რადგან გვეგონა რომ ეს გზა სარკის წმინდა გიორგის ეკლესიამდე თუ არა რომელიმე სოფლამდე მაინც მიგვიყვანდა. წარმოდგენა შეუძლებელია იმხელა ტალახი იყო თითქმის მუხლებამდე ჩავდიოდი და ისეთაც დაღლილებს სიარული კიდევ უფრო გვიჭირდა რადგან ტალახი ეკრობოდა ფეხსაცმელს და ნაბიჯების გადადგმა უფრო და უფრო მძიმდებოდა. სამანქანო გზას შუა ტყეში კი მიუყვებოდით მაგრამ ყველამ იცის რომ ტყეში ზოგი სამანქანო გზა 30 კილომეტრიც შეიძლება იყოს და მეტიც. ტყეა ბოლობოლო და ასეთი ადვილი არაა გამოსვლა. თან ვოცნებობდით იქნებ რომელიმე სამხიდიანი მანქანა გამოჩენილიყო ხის საჭრელად, რომ სწორი გზა მიესწავლებინა. ისეთი რთული იყო ამ ტალახში სიარული რომ კილომეტრი 5 კილომეტრად გვეჩვენებოდა.. ამ ყველაფერს ემატებოდა ყინვა, მსუბუქი წვიმა და ქარი. წინ წინ კი მივიწევდით მაგრამ გზა კვლავინდებურად იყოფოდა და როდესაც 2 ვარიანტი იყო არჩევა უფრო გვიადვილდებოდა მაგრამ უკვე ქან გაცლილები რომ მივედით ერთ ერთ იმ ადგილას სადაც გზა 5 იყოფოდა ეს ნამდვილი შოკი იყო.. უკვე ბნელდებოდა.. ნახევარი საათიც და უკუნითი სიბნელე ჩამოწვებოდა ჩვენ კი უკაცრიელ ტყეში ვიყავით სადაც მიუხედავად იმისა რომ დათვები და მგლები ბინადრობენ უბრალო ჩიტიც კი ვერ შევნიშნეთ. ისეთი ნერვიულობა იყო რომ ხალხის გარკვეულ ნაწილმა გადაწყვიტა უკან დაბრუნება მაგრამ ვაი რომ უკან დაბრუნებაც შეუძლებელი იყო რადგან ის ადგილი საიდანაც სამანქანო ბილიკი დავინახეთ და გზა გადავჭერით არავის ახსოვდა და რომც ხსენებოდა სიბნელეში ნამდვილად ვერ გამოიცნობდა : ) მე უკვე ერთხელ გამოცდილი მქონდა ეს სიტოაცია ზანავი-ნუნისში სადაც ვერ გაუძელი დაძაბულობას და მართლა ვიპანიკე გულში აქ კი უკვე გამოცდილება მქონდა და საერთოდ არ ვნერვიულობდი და ვცდილობდი მეხუმრა და ხალხი გამემხნევებინა! თან რატომღაც სულ არ მეშინოდა რომ შეიძლება ტყეში დავრჩენილიყავით. ასევე საოცრად გამაკვირვა ამერიკელი ტურისტის ნებისყოფამ.. მართალია მე ინგლისური არ ვიცი კარგად მაგრამ რუსულს ვსხლავ და ასე რომ რუსულად ველაპარაკებოდი და უხსნიდი რომ საქართველოში ვართ აქ კი ქართველი კაცი არ დაიკარგება და ეს უბრალოდ ექსტრიმი იქნება.. უნდა თუ არა ამ ტყეს მაინც ვერ შეძლებს ჩვენ ჩაყლაპვას და მაინც გავიგნებთ გზას.. ის კი მოდიოდა ბევრი კითხვების გარეშე.. თუმცა როცა მითხრა 27 ქვეყანაში ვარ ნამყოფიო მერე უკვე მივხვდი რომ ამ კაცს არაფერი გააკვირვებდა. კარგი ნუ გადაუხვევთ თემას და გავაგრძელოთ მოყოლა, იმ ადგილას რომ მივედით სადაც 5 ადგილას იყოფოდა გზა დათომ გადაწყვიტა გოგასთვის დაერეკა და ნომერი საბედნიეროდ მაიკომ იცოდა.. დაურეკეთ და დათოს სახე უნდა გენახათ როცა გოგამ უთხრა რა სამანქანო გზაო?? ტყით უნდა გევლოთ და სულ მარჯვენა მიმართულება აგერჩიათო : )) მაგრამ მერე ისიც მიაყოლა თუ სწორედ ივლით ჯერ საქეიფო ადგილს მიადგებით მერე წყაროსო და სარკის ეკლესიაც 100 მეტრში შეგხვდებათო.. რაც არ უნდა გასაკვირი ყოფილიყო გოგამ სარკის ეკლესიის მამაოს ნომერიც იცოდა (რაც ჩემთვის არაა გასაკვირი) და დაუკავშირდით მამაოს რომელმაც გვითხრა რომ უკან თუ შევძლებდით დავბრუნებულიყავით რადგან თქვენ კი არაა გზა ჩვენც გვებნევაო და ვილოცებთო რომ უკან მშვიდობიანად დაბრუნდეთო. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტეთ ამ 5 გზიდან გავყოლოდით ყველას რაღაცა მანძილზე და შემდეგ მაიკოს მეგობრის მობილურის ჯიპიესით გვენახა ძალიან ხო არ ვშორდებოდით დანიშნულ ადგილს. ასე და ამგვარად ყველა ბილიკი გაუგებრობა იყო და ბოლოს როდესაც სულ დაღამდა ავირჩიეთ ის ბილიკი რომელის ქვევით ეშვებოდა და თითქოს ხევში გვიტყუებდა. საბედნიეროდ მონაწილეთა უმეტეს ნაწილს ფანრები წამოღებულები ჰქონდათ და სიარული არ გვიჭირდა. მე დათოს უკან მივდიოდი და უნდა გენახათ ჩვენი ღრიალი როცა საბანაკე ადგილი დავინახეთ და იქვე წყარო.. ეს იმის მიმანიშნებელი იყო რომ ეკლესია სადღაც ახლოს იყო.. ამ დროს წყაროსთან კლდეზე 2 ბილიკი გამოჩნდა კიბეების სახით ერთი მარცხნიდან მეორე მარჯვნიდან და ყველა ამ უკუნით სიბნელეში გაუყევით გზას.. თავიდან კი იყო კიბეების მსგავსი ბილიკი მაგრამ როცა შუა ტყეში შევედით და ბილიკი გაქრა ტოტები კი სახეში გხვდებოდა რიგრიგობით იმის გამო რომ ერთმანეთის უკან დისტანცია არ გვქონდა ძალიან მტკივნეული იყო.. აქ მივხვდით რომ აშკარად ტყეში შევდივართ და ისევ დავიკარგეთ.. ჩემი მეთაურობით გარკვეული ნაწილი ისევ ჩამოვედით დაბლა და გადავწყვიტეთ სანამ ორგანიზატორი რაღაცას იფაფხურებდა იქ ჩვენ საქეიფო ადგილას დაგვესვენა ქარში : ) არადა ყველაზე სასაცილო ის იყო ამ სიბნელეში აკაკი კივილაძის გარდა ვერავინ შეამჩნია კიდევ მესამე გზა რომელიც ქვემოთ მარცხნიდან მიდიოდა.. და თურმე სულ არ ყოფილა საჭირო წყაროზე ძრომიალი. ახლა ამას კი ვყვები ასე მარტივად მაგრამ იქ უნდა გენახათ თქვენ სიმწრის სიცილი, რომ არავინ არ იმჩნევდა ნერვიულობას და არ ავლენდა სისუსტეს : ) ჩვენი დათო და კობერა კვლავ ზემოთ იყვნენ და მათი ხმა აღარ გვესმოდა აკაკიმ კი გარკვეული ხალხი წაიყვანა მესამე ბილიკით და აუცილებლად ვიღაცა უნდა დარჩენილიყო რომ თუ დათო და კობერა უკან დაბრუნდებოდნენ ეთქვათ რომ მოლაშქრეები ამ გზას გაუყვნენ.. ასე რომ როცა ვნახე არავის არ ქონდა სურვილი დარჩენილიყო ტყეში მე დავრჩი.. და ყველა გაუშვი თუმცა ერთმა მოლაშქრემ მაინც არ დამტოვა, სახელი სამწუხაროდ არ მახსოვს ისე კი გიორგი კივილაძის პლიუსი იყო.. შევედით საქეიფო ადგილას და ამოვეფარეთ ბრეზენტს თან კი ფანარს ვანათებდით რომ ბიჭებს დავენახეთ.. გავიდა თითქმის 20 წუთი და უკვე არავინ აღარ ჩანდა.. მხოლოდ აქა იქ საეჭვოდ ტყდებოდა ხეები და ჩვენი დაჭყეტილი თვალები უნდა გენახათ, ქარი ისე უბერავდა ამ ბრეზენტს რაღაც არაჯანსაღ ხმასაც გამოსცემდა და ადრენალინი გვემატებოდა და გვემატებოდა.. ბოლოს უკვე ყველა იმედი ამოგვეწურა რომ 1 ან 2 ჯგუფი მოვიდოდა და გაუყევით ჩვენც გზას .. ამ დროს შუა გზაში დავითა და ბასილა შემოგვეფეთნენ ჩვენთან ბრუნდებოდნენ რომ წამოვეყვანეთ და ეხარებინათ რომ ეკლესია უპოვნიათ. ამ სიახლემ ისე გამახარა სულ უკანალში ფეხების რტყმით გამოვიქეცი სარკის წმინდა გიორგის ტაძრამდე.. შიგნით უკვე ჩვენი მოლაშქრეები თბებოდნენ სანთლებთან და მამაოს ნაამბობს ყურს უგდებდენ. . რაც შეეხება ჩვენ ორგანიზატორს და კობერას.. როდესაც წყაროდან ასულან ზემოთ იქიდან ეკლესიის განათებული ფანჯრები დაუნახიათ და ჩასულან დაღმართ დაღმართ.. რომ არა გოგა და მამაოსთან ზარი ალბათ არც ეკლესიაში ენთებოდა შუქი და რომც სწორი გზა აგვერჩია თამამად ვაცხადებ შანსი არ იყო მისი შემჩნევის რადგა ბილიკიდან მოშორებით იყო და ფანრის სინათლე ვერ წვდებოდა მას.. ასე და ამგვარად ყველანი მშვიდობიანად დავბრუნდით ლაშქრობიდან და გახარებულები გამოვეშურეთ მინიბუსამდე, და ეს ღიმილი მაშინ შეგვაშრა სახეზე როდესაც ბილიკს დავადექით და გავიგეთ რომ ბილიკი 7-8 კმ იანია და საშინელი ტალახია. კუს ნაბიჯებით და იმის შიშით რომ არ წავიქცეთ მოვდიოდით დაღმართზე.. გამოცდილ მოლაშქრეეებს ეცოდინებათ რა რთულია დაღმართზე სიარული მითუმეტეს თუ ტალახია ფეხი სრიალებს და დაღლილი მუხლები ისე აღარ გიჭრის. აღარ დავიწყებ ბევრს ამაზე საუბარს რა რთული იყო და წვალება 8კმ-იანი დაღმართის გავლა. მარტო იმას ვიტყვი რომ ხან ხატია მომყავდა ხელით ხანაც ქრისტი და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს არცერთი არ დამიგდია მაგრამ ბოლოს უკვე როცა 1 კმ იყო დარჩენილი და მაინც მასხრობის ხასიათზე ვიყავი და ვამაყობდი მთელი გზა ისე გავიარე არ წავქცეულვარ თქო უცებ ფეხი ამისრიალდა და მთელი უკანალით და ზურგით ჩავვარდი ტალახში ისე რომ კარგი 10 სამტიმეტრზე ჩავწექი.. : ))) ერთი სიტყვით მალე მინიბუსიც გამოჩნდა და რომ შევედით ქრისტიმ ამოიღო შოკოლადი პიკნიკი, ისეთი დაღლილი ვიყავი ფიზიკურად და მორალურადაც რომ, რომ ვკმიჩავდა გეგონებოდათ რეკლამას მიღებდნენ ანუ, ნაზად და სექსუალურად გამომდიოდა ძალა აღარ მქონდა პირშიც კი : ))) შემდეგ 1 საათის დაგვიანებით მოვიდა ყველა და თეთრი სუფთა თამაზას მარშუტკა უცებ გახდა შავი : )) თამაზი ცოტა ნასვამი იყო.. ჩვენ ლოდინში შესცივნია და არაყი გადაუკრავს.. ძალიან კარგ ხასიათზე იყო და ბევრს ხუმრობდა, ალკოჰოლმა ნამდვილად მისცა ხუმრობის და ლაპარაკის სურვილი.. შემდეგ ქარელის ერთ ერთ გაჩერებაზე შევწვით მწვადები და გამოვემართეთ ბინძურები და ბედნიერები თბილისისკენ..

Image
Last edited by CheLo on 07 ნოე 2011, 18:28, edited 3 times in total.

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by shoda1121 » 07 ნოე 2011, 18:02

ძალიან კარგი აღწერაა ზურა!!!! მართლა ძალიან მომეწონა!!! თუმცა ეს შენით უნდა განიცადო :)
კილომეტრაჟზე Gamarjoba sakartvelo არ დაგეთანხმებოდა: ულუმბო-3კმ-ია ასვლა; და სარკის წმ. გიორგიდან ქვემოთ სოფლამდე ჩამოსვლა 5კმ-იო :) თუმცა ტალახში ნამდვილად ორმაგდება მანძილი;
პირობები: ის რომ მოგვიწევდა ღამით მაგ 5კმ-ის ჩამოვლა, ის რომ გვჭირდებოდა ფანარი და შესაბამისი ფეხსაცმელი, ტალახი, წვიმა, სიცივე, გამთენიისას ასვლა ულუმბოზე და ა.შ. მოცემული იყო 2 კვირით ჯერ კიდევ იდეების აღწერაში და ყველა წამომსვლელი ეთანხმებოდა ამ პირობებს-სათავგადასავლო ტურის-და ვისაც ასეთი რამ აინტერესებდა მე მას ვეპატიჟებოდი :) თუმცა ზოგიერთმა მთლად სათავგადასავლო ვარიანტი არჩია და აღწერა არ წაიკითხა :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by CheLo » 07 ნოე 2011, 18:10

P.S. წერა არასოდეს მეხერხებოდა და სავსე გრამატიკული შეცდომები მაქვს ასე რომ იმედია ის დაძაბულობა მაინც გადმოვეცი რაც იყო და მიხვდით როგორი ექსტრემალული გასვლა გამოგვივიდა :) :) :) მადლობა ჩვენ ორგანიზატორს..

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by CheLo » 07 ნოე 2011, 18:23

ჩემი ჰობი ამიერიდან იქნება ასურელი მამების ტაძრების ნახვა... უკვე ნანახი მაქვს 1. იოანე ზედაზნელის (ზედაზენი), 2. დავით გარეჯელის (დავით გარეჯი), 3. აბიბოს ნეკრესელის (ნეკრესი), 4. შიო მღვიმელის (შიო მღვიმე), 5. იოსებ ალავერდელის (ალავერდი), 6. ანტონ მარტყოფელის (მარტყოფი), 7. პიროს ბრეთელის (ბრეთი), 8. ანუ ხირსელის (ხირსა) , 9. მიქაელ ულუმბოელის (ულუმბო) და ძალიან მინდა ვნახოო!!! თადეოზ სტეფანწმინდელის (სტეფანწმინდა), ისე წილკნელის (წილკანი), სტეფანე ქიზიყელის (ქიზიყი), ისიდორე სამთავნელის (სამთავისი) და ზენონ იყალთოელის (იყალთო)

User avatar
shoda1121
იეტი
Posts: 3178
Joined: 23 აგვ 2011, 15:52
Location: პლანეტა რაჭა
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by shoda1121 » 07 ნოე 2011, 18:30

კახეთში მე იყალთო მაქვს ნანახი და ხირსა არა:
სტეფანე ქიზიყელი იგივე ხირსელია ანუ მხოლოდ იყალთო შენით რომ ნახო და თბილისთან ახლოს ქართლში ერთი ტური შეიძლება და ყველა დანარჩენს ნახავ. კარავზე ისე ბევრია ტურები 'ასურელი მამების ნაკვალევზე'.

User avatar
ეკატო
მაწანწალა
Posts: 434
Joined: 12 ივლ 2010, 21:07
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by ეკატო » 07 ნოე 2011, 20:07

ალტერნატივად სამწერისი ავირჩიეთ! რაც ნამდვილად არ გვინანია, იმიტომ რომ ეს ტაძარი იყო ამ გასვლის გვირგვინი! ასეთი ლამაზი მოხატულობა არცერთ სხვა ტაძარში არ მინახია! ვინც არაა ნამყოფი აუცილებლად ესტუმრეთ ამ ადგილს და ისიამოვნეთ!
გეთანხმები ზურა, ერთ-ერთი საუკეთესო მოხატულობაა, რაც კი ამ ბოლო პერიოდში შექმნილა. პირველად რომ ვნახე, ჯერ დასრულებული არ იყო, ერთი წლის შემდეგ სპეციალურად მაგ მოხატულობის სანახავად წავედი, არაჩვეულებრივი ნამუშევარია :)

User avatar
CheLo
დომცი+
Posts: 2521
Joined: 14 თებ 2011, 18:25
Location: ზონაზე... : (
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by CheLo » 07 ნოე 2011, 20:28

ეკატო
კი გეთანხმები!! სხვათაშორის მაგ ეკლესიაში რომ შევედით ძალიან სასაცილო სოფლელები ჯვარს იწერდნენ... ჯერ დავახასიათებ ქალს.. ესეიგი კრემისფერი საქორწინო კაბა ეცვა და რომ დარბოდა შავი კოლგოტკები უჩანდა შიგნით.. თითებზე კი მუქი ფერის მანიკური ეცხა : )) იყო ძალიან ნაკლებად მიმზიდველი და ალბათ უზრდელი რადგან იქვე კარებზე ეწერა დედათა მონასტერი და უცხო პირთა შესვლა აკრძალულია ეს ქალი კი ისე შევარდა შიგნით მამაოს გამოსაყვანად რომ ყველა დავიშოკეთ.. კაცს ეცვა ყავისფერი შარვალ კოსტუმი 80-იანების დროინდელი : ) და ისეთი გაჯგიმული იდგა გეგონებოდა შორენა დარბოდა მის წინ : )) ნუ ტაძარშიც ბევრი ვიცინე მათ ქცევებზე : )) ასე რომ ამ გასვლაში ბევრი საინტერესო რამე მოხდა რაც არ შემიტანია მონაყოლში...
Image

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by QAQUCA » 07 ნოე 2011, 20:54

ჰერიო ბიჭებო ჰერიოოოოო :wink:
Last edited by QAQUCA on 18 ნოე 2011, 10:31, edited 1 time in total.
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!

User avatar
QAQUCA
იეტი
Posts: 1024
Joined: 17 თებ 2007, 22:12
Location: 27-ზე 791-ე
სათავგადასავლო ტური-ულუმბო-ყინწვისი-სარკის წმ.გიორგი06.11.11

Post by QAQUCA » 07 ნოე 2011, 20:54

ბალღებო ძალიან ლამაზია: არსენ იყალთოელი - იყალთო , აბიბოს ნეკრესელი -ნეკრესი, იოსებ (აბბა) ალავერდელი - ალავერდი, ისიდორე სამთავნელი - სამთავისი, დავით გარეჯელი - გარეჯი, თადეოზ (თათა) სტეფანწმინდელი - სტეფანწმინდა, ანტონ მარტყოფელი - მარტყოფი, სტეფანე ხირსელი - ხირსა, მიქაელ ულუმბოელი -ულუმბო, პიროს ბრეთელი - ბრეთი, იოანე ზედაზნელი - ზედაზენი, იასე წილკნელი - წილკანი და შიო მღვიმელი - შიო მღვიმე


ეს მართლაც ღვთის საჩუქარია 13 ასურელი მამის ფუძის მოლოცვა....
ამდენ სიწმინდეს რომ ვუყურებ ამ სიმაღლიდან, სხვისი რომ იყოს ალბათ გულიც გამისკდებოდა!



ახალი თემის შექმნა
პასუხი თემაზე

FORUM_PERMISSIONS

You cannot post new topics in this forum
You cannot reply to topics in this forum
You cannot edit your posts in this forum
You cannot delete your posts in this forum

ახალი წერილი ახალი წერილი    ახალი წერილი არაა ახალი წერილი არაა    ანონსი ანონსი
ახალი წერილი [ ცხარე ] ახალი წერილი [ ცხარე ]    ახალი წერილი არაა [ ცხარე ] ახალი წერილი არაა [ ცხარე ]    თვალშისაცემი თვალშისაცემი
ახალი წერილი [ დაკეტილია ] ახალი წერილი [ დაკეტილია ]    ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ] ახალი წერილი არაა [ დაკეტილია ]